6 მარტი

6 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 65–ე დღე (ნაკიან წლებში - 66–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 300 დღე.

ვალენტინა ტერეშკოვა

ვალენტინა ვლადიმერის ასული ტერეშკოვა (რუს. Валентина Владимировна Терешкова; დ. 6 მარტი, 1937, სოფ. დიდი მასლენიკოვო, ტუტაევის რაიონი, იაროსლავლის ოლქი) — პირველი ქალი-კოსმონავტი, პოლკოვნიკ-ინჟინერი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 ივნისი, 1963).

იაროსლავლის ოლქი

იაროსლავლის ოლქი — ოლქი რუსეთში. შედის ცენტრალურ ფედერალურ ოკრუგში. დაარსდა 1936 წლის 11 მარტს, თანამედროვე საზღვრებშია 1944 წლიდან. ადმინისტრაციული ცენტრი - იაროსლავლი.

კატრ-ბრის ბრძოლა

კატრ-ბრის ბრძოლა — ინგლის-ჰოლანდიის გაერთიანებული ძალებისა (მეთაური ართურ უელსლი) და საფრანგეთის სამხედრო ნაწილების (მარშალი ნეი) ბრძოლა. გაიმართა მეშვიდე კოალიციის ფარგლებში 1815 წლის 16 ივნისს კატრ-ბრაში (დღევანდელი ბელგია) ვატერლოოს ბრძოლამდე ორი დღით ადრე. ამ ბრძოლაში მარშალმა მიშელ ნეიმ სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა ინგლის-ჰოლანდიური არმიის წინააღმდეგ.

კეიპ-ბრეტონი

კეიპ-ბრეტონი (ფრანგ. île du Cap-Breton) — კუნძული ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს სახელი შეესაბამება ფრანგულ სიტყვა „ბრეტანს“.

კრაკატაუს ამოფრქვევა (1883)

1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა — ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა 1883 წელს. ადგილი ჰქონდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში (დღევანდელი ინდონეზია). ამოფრქვევა დაიწო 26 აგვისტოს (კვირა დღე) შუადღეს და პიკს მიაღწია 27 აგვისტოს გვიან დილას. ამ დროს კუნძულის, რომელზედაც მდებარეობდა ვულკანი და მისი გარშემორტყმული არქიპელაგის 70% განადგურდა — ჩაიშალა კალდერაში. ვულკანის სეისმური აქტივობა 1884 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, მაგრამ მოგვიანებით, გამოძიებისას ოქტომბრის შემდგომი აქტივობები უარყო როგირ ვერბეკმა. 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა მსოფლიოს წერილობით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო და დამანგრეველი ვულკანური მოვლენა იყო. დაიღუპა სულ მცირე 36 417 ადამიანი როგორც ვულკანის, ისე მის მიერ გამოწვეული ცუნამების მიერ. ამოფრქვევამ მსოფლიოს მასშტაბით მოახდინა მნიშვნელოვანი ეფექტები დღეების და კვირების განმავლობაში.

ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ (ინგლ. Liverpool F.C.) — ინგლისის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან. „ლივერპული“ არის პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ და ინგლისურ კლუბთაგან ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა.

ლინის ბრძოლა

ლინის ბრძოლა — ნაპოლეონის ომების ბრძოლა, რომელშიც უკანასკნელ წარმატებას მიაღწია იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა. გაიმართა 1815 წლის 16 ივნისს თანამედროვე ბელგიის ტერიტორიაზე ნამიურის პროვინციაში.

ლუისბურგის ციხესიმაგრე

ლუისბურგის ციხესიმაგრე (ინგლ. Fortress of Louisbourg; ფრანგ. Forteresse de Louisbourg) — ეროვნული ისტორიული ადგილი კეიპ-ბრეტონში, ახალი შოტლანდია, კანადა.

მიშელ ნეი

მიშელ ნეი (ფრანგ. Michel Ney; დ. 10 იანვარი, 1769, ზაარლუი, გერმანია — გ. 7 დეკემბერი, 1815, პარიზი) — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი, ელხინგენის ჰერცოგი და მოსკოვის თავადი.

ნაპოლეონის ომები

ნაპოლეონის ომები — ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული და იმპერატორი (1800 - 1815). უფრო ფარო აზრით აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური კამპანიაც (1796 - 1797) და ეგვიპტური ექსპედიციაც (1798 - 1799), თუმცა ჩვეულებრივ(განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.

ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის

ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის (1740–1748) — ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტი ევროპის სახელმწიფოებს შორის, დაწყებული იმპერატორ კარლ VI ჰაბსბურგის გარდაცვალების შემდეგ (1740 წლის 20 ოქტომბერი).

პერთი

პერთი (ინგლ. Perth) — ქალაქი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქი და ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. ავსტრალიის სიდიდით მე-4 ქალაქი სიდნეის, მელბურნისა და ბრიზბენის შემდეგ. პერთში ცხოვრობს დასავლეთ ავსტრალიის შტატის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 75 %. ქალაქში 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 1 728 867 ადამიანი. პერთის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი მუდმივად მყარია, უფრო ჩქარი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი.პერთი, საპორტო დასახლება ფრიმანტლის დაფუძნებიდან სულ მალე, 1829 წლის 12 ივნისს დააარსა კაპიტანმა ჯეიმზ სტირლინგმა, რომელმაც მას შოტლანდიური პერთის სახელი უწოდა. ქალაქში მდებარეობს უძველესი დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი, რომელიც 1911 წელს დაარსდა.

პრუსია

პრუსია (გერმ. Preußen, ლათ. Borussia, Prussia, Prutenia; პოლ. Prusy; რუს. Пруссия; ლიტვ. Prūsija) — ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გერმანელ ფეოდალთა სამხედრო ექსპანსიის შედეგად შექმნილი სახელმწიფო, რომელიც გერმანიაში მილიტარიზმისა და რეაქციის დასაყრდენი იყო. საბოლოოდ მოისპო II მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის განადგურების შედეგად.

საბჭოთა კავშირის გმირი

საბჭოთა კავშირის გმირი (რუს. Герой Советского Союза) — საპატიო წოდება სსრ კავშირში, წარჩინების უმაღლესი ხარისხი სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის — გმირობისათვის. დაწესებულია 1934 წლიდან. ანიჭებდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. საბჭოთა კავშირის გმირს გადაეცემა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო — ლენინის ორდენი; სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი და მედალი „ოქროს ვარსკვლავი“. საბჭოთა კავშირის ორგზის გმირს აჯილდოებდნენ მეორე „ოქროს მედლით“ და მის სამშობლოში ბრინჯაოს ძეგლს უგებდნენ. სამგზის გმირის ბრინჯაოს ბიუსტი კი მოსკოვში იდგმებოდა. მეორე და მესამე მედლით დაჯილდოების შემთხვევაში საბჭოთა კავშირის გმირს გადაეცემა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განსაკუთრებული სიგელი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდების ჩამორთმევა შეეძლო მხოლოდ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. საქართველოში 1983 წელს იყო 164 საბჭოთა კავშირის გმირი.

ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „ტოტენჰემ ჰოტსპური“ (ინგლ. Tottenham Hotspur Football Club; გამოითქმის ([ˈtɒt:nəm])) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლონდონიდან. დაარსდა 1882 წელს, როგორც საფეხბურთო კლუბი „ჰოტსპური“. საშინაო მატჩებს ატარებს „უაით ჰართ ლეინზე“.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ინგლ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება მსოფლიოში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.

უილიამ პეპერელი

უილიამ პეპერელი (ინგლ. William Pepperrell; 27 ივნისი 1696 — 6 ივლისი 1759) — დიდი ბრიტანეთის კოლონიის მასაჩუსეტს-ბეის ვაჭარი და სამხედრო მოღვაწე. ორგანიზება გაუწია და დააფინანსა ფრანგულ ციხესიმაგრეზე თავდასხმა მეფე ჯორჯის ომის პერიოდში. ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომისა და მისი ჩრდილოეთ-ამერიკული ნაწილის მეფე ჯორჯის ომის პერიოდში იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც წამოიწყო ექსპედიცია ლუისბურგის ციხესიმაგრის წინააღმდეგ. 1746 წელს მეფე ჯორჯ II-მ მას ბარონეტის ტიტული უბოძა. 1757 წლის მარტ-აგვისტოში იყო მასაჩუსეტსის გუბერნატორი. 1759 წელს მიიღო ბრიტანეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

ხოსე ანტონიო რეიესი

ხოსე ანტონიო რეიეს კალდერონი (ესპ. José Antonio Reyes Calderón [xoˈse anˈtonjo ˈreʝes kaldeˈɾon]; დ. 1 სექტემბერი, 1983 — გ. 1 ივნისი, 2019) — ესპანელი ფეხბურთელი, მარცხენა გარემარბი.

სხვა ენაზე წაკითხვა