Ferrari

ფერარი (Ferrari S.p.A.) — იტალიური სპორტული მანქანების მრეწველი, რომელიც დაარსდა მარანელოში და მოდენაში (იტალია). კომპანია შექმნა ენცო ფერარიმ 1929 წელს, როგორც სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari), ხოლო 1949 წელს, როგორც ფერარი სააქციო საზოგადოება (Ferrari S.p.A). მთელი ისტორიის განმავლობაში, ფერარიმ ყველაზე დიდი წარმატება მიაღწია ავტო რბოლებში, განსაკუთრებით ფორმულა ერთში. 1969 წელს, ფინანსური ბრძოლების დროს, ენცო ფერარიმ მიყიდა კომპანიის სპორტული მანქანების განყოფილება ფიატს, იმისთვის რომ დაეზღვია ფინანსური მხარდაჭერა.

კომპანია ფერარი, მცირე რაოდენობით უშვებს სხვა პროდუქტებსაც: პასტებს, ფანქრებს, სუნამოს, ტანსაცმელს, მაღალი ხარისხის ველოსიპედებს, მობილურ ტელეფონებს და ლეპტოპ კომპიუტერებს.

ფერარი
Ferrari
ტიპი ფილიალი
დაფუძნდა 1947 წ, ენცო ფერარი
მდებარეობა მარანელო, იტალია
წამყვანი ლუკა კორდერო დი მონტეცემოლო - თავმჯდომარე და პრეზიდენტი
ამედეო ფელისა
ჯიანკარლო კოპა
ჯინ ტოდტი
დარგი ავტომობილი
პროდუქცია სპორტული მანქანები
ბრუნვა 1,668 მილიონი (2007)
თანამშრომელი 2,926 (2007)
საიტი www.ferrariworld.com

მოდელები

Ferrari parking lot at USGP 2005
ფერარის ავტოსადგომი

გზის მოდელები

ორადგილიანი გრენ ტურიზმო

  • 1949 166 Inter
  • 1950 195 Inter
  • 1951 212 Inter
  • 1951 342 America
  • 1953 375 MM
  • 1953 250 Europa
  • 1953 375 America
  • 1954 250 Europa GT
  • 1956 410 Superamerica
  • 1956-1963 250 GT Europa/Boano/Ellena/Pininfarina Coupe/Lusso
  • 1957-1960 250 GT Berlinetta/Cabriolet/California Spyder/SWB
  • 1960 400 Superamerica
  • 1964-1968 275
    • 1964-1965 275 GTB Coupe
    • 1964-1965 275 GTS Spyder
    • 1966-1968 275 GTB/4
  • 1964 500 Superfast
  • 1964 330
    • 1966 330 GTC Coupe
    • 1966 330 GTS Spyder
  • 1966 365 California
  • 1968 365
    • 1968-1969 365 GTC Coupe
    • 1969-1970 365 GTS Spyder
  • 1968-1973 365 Daytona
    • 1968 365 GTB/4 Coupe
    • 1968 365 GTS/4 Spyder
  • 1996-2001 550 Maranello
    • 1996-2001 550 Maranello
    • 2001 550 Barchetta
  • 2002-2006 575M Maranello
    • 2002-2006 575M Maranello
    • 2005 575M Superamerica
  • 2007 599 GTB Fiorano

შუა ძრავა V6/V8

Ferrari.targa.arp.750pix
328GTS Targa
  • 1968-1974 Dino
    • 1968-1969 Dino 206 GT
    • 1969-1974 246GT Berlinetta, or Coupe
    • 1972-1974 246GTS (targa top) Spyder
  • 1975-1989 208/308/328 GTB/GTS
    • 1975-1977 308 GTB (GRP)
    • 1977-1979 308 GTB and GTS
    • 1980-1981 208 GTB & GTS
    • 1980-1981 308 GTBi & GTSi
    • 1982-1985 208 GTB/GTS Turbo
    • 1982-1985 308 GTB/GTS Quattrovalvole
    • 1986-1989 328 GTB & GTS
    • 1986 208 GTB/GTS Turbo
  • 1989-1994 348
    • 1989-1993 348 TB & TS
    • 1993-1994 348 GTB, GTS & Spider
  • 1994-1999 F355
    • 1994-1999 F355 Berlinetta & GTS
    • 1995-1999 F355 Spider
    • 1995 F355 Challenge
    • 1998-1999 355 F1
  • 1999-2004 360
    • 1999-2004 360 Modena & Spider
    • 2003-2004 360 Challenge Stradale
  • 2005 F430
    • 2005 F430 & F430 Spider
    • 2007 430 Scuderia

შუა ძრავა 2+2

Ferrari.dino.arp.750pix
Dino 308 GT4
  • 1974-1980 208/308 GT4
    • 1974-1975 Dino 308 GT4
    • 1976-1980 308 GT4
    • 1975-1980 208 GT4
  • 1980-1993 Mondial
    • 1980-1981 Mondial 8
    • 1982-1985 Mondial QV (Quattrovalvole) Coupe
    • 1983-1985 Mondial QV Cabriolet
    • 1985-1989 3.2 Mondial Copue & 3.2 Mondial Cabriolet
    • 1989-1993 Mondial T Coupe & Mondial T Cabriolet

წინა ძრავა 2+2

SAG2004 214 Ferrari G12
ფერარი 612 Scaglietti
  • 1960-1963 250
    • 1960-1963 250 GT/E 2+2
  • 1964-1967 330
    • 1964-1965 330 GT 2+2
    • 1965-1967 330 GT 2+2 Mk II
  • 1967-1971 365
    • 1967-1971 365 GT 2+2
  • 1968-1973 365 Daytona
    • 1971-1972 365 GTC/4
    • 1972-1976 365 GT4 2+2
  • 1976-1989 400 & 412
    • 1976 400 Automatic
    • 1979 400i
    • 1985 412
  • 1992-2003 456 & 456 M
    • 1992-1997 456 GT & GTA Coupe
    • 1998-2003 456 M GT & M GTA Coupe
  • 2004 612 Scaglietti
  • 2009 Ferrari California

შიდა ძრავა 12 ცილინდრიანი

  • 1973-1984 Berlinetta Boxer
    • 1973-1976 365 GT4 BB
    • 1976-1981 512 BB
    • 1981-1984 512i BB
  • 1984-1996 Testarossa
    • 1984-1992 Testarossa
    • 1992-1994 512 TR
    • 1994-1996 F512 M

პირველხარისხოვანი მანქანები

Scarsdale Concours Enzo 2
ენცო ფერარი
  • 1962-1964 250 GTO
  • 1984-1985 288 GTO
  • 1987-1992 F40
  • 1995-1997 F50
  • 1996 F50 GT
  • 2003-2005 Enzo
  • 2006 FXX

შეჯიბრების მოდელები

მიმდინარე

  • 2009 Ferrari italia
  • 2008 F2008
  • 2007 599 GTB Fiorano
  • 2006-2008 Ferrari F430
  • 2006 F430 GT
  • 2006 F430 Pista
  • 2006 FXX

ყოფილი

RL 1958 Ferrari 250 Testa Rossa 34
1958 ფერარი 250 Testa Rossa რალფ ლაურენის კოლექციიდან
  • სპორტული მანქანები
    • 1940 AAC 815
    • 1947 125 Sport
    • 1947 159 Sport
    • 1948 166 S/SC/MM
    • 1950 195 S
    • 1951 340 America
    • 1951 212 Export
    • 1952 225 S
    • 1952 250 S
    • 1952 340 Mexico
    • 1953 250 MM
    • 1953 Ferrari-Abarth 166 MM/53
    • 1953 625 TF
    • 1953 735 S
    • 1953 500 Mondial
    • 1953 340 MM
    • 1953 375 MM
    • 1954 750 Monza
    • 1954 250 Monza
    • 1954 375 Plus
    • 1955 118 LM
    • 1955 121 LM
    • 1955 410 S
    • 1955 857 S
    • 1956 500 TR
    • 1956 290 MM
    • 1956 290 S
    • 1956 860 Monza
    • 1956 625 LM
    • 1957 500 TRC
    • 1957 315 S
    • 1957 335 S
    • 1957 250 Testa Rossa
    • 1960 250 TR60/61
    • 1962 250 GTO
    • 1963 330 LM Berlinetta
    • 1963 P/LM series
      • 1963 250 P
      • 1964 250 LM
      • 1964 330 P
      • 1965 330 P2
      • 1966 330 P3
      • 1967 330 P4
      • 1967 412 P
    • 1969 Ferrari 212 E "Montagna"
    • 1969 312 P
    • 1969 512 S and 512 M
    • 1971 312 PB
    • 1994 333 SP
    • 1995 F50 GT
    • 2005 FXX
  • ფორმულა ერთი
    • 1948 125 F1
    • 1950 275 F1
    • 1950 340 F1
    • 1950 375 F1
    • 1954 553 F1
    • 1954 625 F1
    • 1955 555 F1
    • 1955 Ferrari-Lancia D50
    • 1957 801 F1
    • 1958 412 MI
    • 1958 246 F1
    • 1959 256 F1
    • 1961 156 F1
    • 1964 158 F1
    • 1964 512 F1
    • 1966 312 F1
    • 1970 312 B
    • 1971 312 B2
    • 1973 312 B3
    • 1975 312 T
    • 1976 312 T2
    • 1978 312 T3
    • 1979 312 T4
    • 1980 312 T5
    • 1981 126 C
    • 1982 126 C2
    • 1983 126 C3
    • 1984 126 C4
    • 1985 156/85
    • 1986 F1/86
    • 1987 F1/87
    • 1988 F1/88
    • 1989 F1 640
    • 1990 F1 641
    • 1991 F1 642
    • 1991 F1 643
    • 1992 F 92 A
    • 1993 F 93 A
    • 1994 412 T1/T1B
    • 1995 412 T2
    • 1996 F 310
    • 1997 F 310 B
    • 1998 F 300
    • 1999 F 399
    • 2000 F1-2000
    • 2001 F2001
    • 2002 F2002
    • 2003 F2003-GA
    • 2004 F2004
    • 2005 F2005
    • 2006 248 F1
    • 2007 F2007
  • ფორმულა ორი
    • 1948 125 F2
    • 1951 500 F2
    • 1953 553 F2
    • 1957 Dino 156 F2
    • 1967 Dino 166 F2

სანახაობრივი მოდელები

    • 1968 Ferrari P5
    • 1969 Ferrari Pininfarina 512S Berlinetta Speciale
    • 1970 Ferrari Pininfarina Modulo
    • 1989 Ferrari Mythos
    • 2005 Ferrari GG50
    • 2006 Ferrari P4/5
    • 2006 Ferrari Zagato 575 GTZ

რესურსები ინტერნეტში

BMW M4

BMW M4 — ავტომანქანა, რომელიც შემუშავებულია გერმანული საავტომობილო კომპანია BMW-ს მიერ. BMW-მ ოფიციალურად აღნიშნული მოდელი 2013 წლის აგვისტოში წარადგინა, ხოლო სექტემბერში კი იგი ოფიციალურად გამოვიდა. BMW M4 აღჭურვილი არის 3.0 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ჯამში 425 ცხენის ძალასა და 550 ნმ მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს, რაც მას საშუალებას აძლევს 100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს 4.1 წმ-ში. აღნიშნული მოდელის მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად ლიმიტირებულია 250 კმ/სთ-მდე.

BMW M4 GTS წარდგენილი იქნა 2015 წლის აგვისტოში. BMW M4-ისგან განსხვავებით ამ მოდელს გაუმჯობესებული მახასიათებლები გააჩნია რაც გამოიხატება 493 ცხენის ძალამდე გაზრდილ სიმძლავეში რაც ამ მოდელს საშუალებას აძლევს 100 კმ/სთ-მდე აჩქარდეს 3.8 წმ-ში. აგრეთვე ეს მოდელი წინამორბედთან შედარებით უფრო მსუბუქია და მისი მასა 1510 კგ-ს შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია. სწორედ ამ მოდელს ეკუთვნის ნიურბურგინგზე უსწრაფესი წრე, რომელიც 7 წუთსა და 28 წამში დაფარა, რაც Ferrari 458-ს შედეგზე ნაკლებია.

BMW M4 GTS-ს მხოლოდ 500 ეგზემპლარი შეიქმნა და ყველა მათგანი მალევე გაიყიდა.

Cosmic Girl

„Cosmic Girl“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა. გამოიცა, როგორც მესამე სინგლი მისი მესამე სტუდიური ალბომიდან Travelling Without Moving, 1996 წლის 11 ნოემბერს. სიმღერას ჩარტში დიდი წარმატება ხვდა წილად და სინგლი ბრიტანეთში #6 პოზიციამდე ავიდა.

Ferrari Berlinetta Boxer

Ferrari Berlinetta Boxer — 70-იანი წლების დასაწყისში სუპერმანქანების უმეტესობას ძრავა ძარის შუა ნაწილში ჰქონდა განლაგებული. ენცო ფერარი ტექნიკურ საკითხებში კონსერვატორი იყო და ახლა ტენდენციას არ მიჰყვებოდა, თუმცა ლამბორჯინის მოდელებმა მიურამ და ქაუნტაჩმა ყველაფერი შეცვალა. კრიტიკოსებმა ფერარი ძველმოდურობაში დაადანაშაულეს და მარანელოს ქარხანა ენერგიულად შეუდგა პრობლემბის გადაჭრას. ფერარიმ შუა ძრავის მქონე ავტომობილი 1973 წელს გამოუშვა და ამ მოდელს 365gtb/4 ბერლინეტა ბოქსერი ეწოდა თუმცა მას შემოკლებით "ბოქსერისაც უწოდებენ. ფერარის ავტომობილის დიზაინი კვლავ პინინფარინამ შექმნა. ავტომობილის ფორმა საჩვენებელ მანქანა P6-ს დაეფუძნა, დიაინის ავტორი კვლავ ლეონარდო ფიორბი ავანი გახდა. ბოქსრი ისე სულისშემძვრელად არ გამოიყურება, როგორც ქაუნთეჩი , თუმცა მისი დიზაინი უფრო მოხდენილია. ფერარი მანამდე ცნობილი იყო v-12 ძრავები, მაგრამ როდესაც საქმე ძალური დანადგარის კაბინის უკან განლაგებაზე მიდგა, ფირმამ ამ გადაწყვეტილებაზე უარი განაცხადა. ინჟინერმა v-12-ის ცილინდრები გარეთ განალაგა ძრავა თავდაპირველად 4,4 ლიტრი მოცულბოის 344 ცხენის ძალა ჰქონდა, ხოლო 5 ლიტრიანი 512 BB 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ძრავის ძარის შუა ნაწილში განლაგების შემდეგ სუპერ მანქანები გაფართოვდა და ავტომობილის სალონში ჩაჯდომა გართულდა. თანამედროვე რბილი სავარძლებისგან განსხვავებით ბოქსერის სავარძლები შორის ფერარისთვის ტიპური სიჩქარე გადამრთველი ბერკეტია.

Ferrari California

Ferrari California — სპორტული ავტომანქანა-როდსტერი, რომელიც კომპანიამ ფერარი 2008 წლის პარიზის აუტოშოუზე წარმოადგინა. ეს არის ორკარიანი „2+2“ გაშლადი მყარსახურავიანი მანქანა. ამ მანქანით ააღორძინეს გვიანი 1950-იანი წლების ფერარი 250 GT „კალიფრონია“.

ტრადიციისამებრ, „ფერარის“ იმ მოდელებს, რომელთა ძრავი წინ არის განთავსებული ჩრდილოეთამერიკულ სახელებს არქმევენ. მაგალითად: ამერიკა, კალიფორნია, დეიტონა, სუპერამერიკა.

ახალ მოდელს აქვს სამკუთხედი ფორმის ფარები, პლასტიკური ხაზები, ტრადიციულად მრგვალი და ოდნავ „კუდიანი“ უკანა მაშუქები, მათ ქვეშ კი ვერტიკალუტად განლაგებული გამოსაბოლქვი მილები. ავტომობილის დიზაინი იტალიურმა სტუდია პინინფარინა-მ შექმნა. „ფერარის“ ცნობილი 8-ცილინდრიანი ძრავი პირველად ავტომობილს წინა ნაწილშია განლაგებული. 4,3 ლიტრიანი ძრავი 460 ცხენის ძალას ავითარებს, მაგრამ F430 მოდელთან შედარებით, ეს განსხვავებული ძრავია. ძარა ალუმინისგანაა დამზადებული. გადაცემათა კოლოფო ასევე ახალია და შვიდსიჩქარიანია. სწორედ ამ სიჩქარეთა კოლოფის დამსახურებით ავტომობილი 100 კმ/სტ-ს 4 წამში ავითარებს. ზუსტად იგივე დრო სჭირდება 490 ც. ძ.-იან F430-ს 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად.

კიდევ ერთი სიახლე ახალი უკანა საკიდარია, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე „ფერარის“ ტრადიციული სარბოლო საკიდარი. კერამიკული მუხრუჭები ბრემბოს ფირმამ დაამზადა. სიჩქარეების გადამრთველი, საკიდრის და სტაბილიზაციის სისტემის მუშაობის მართვა საჭეზე არსებულ კონტროლიორზე არის გადატანილი. კალიფორნია პირველი „ფერარია“, რომელსაც ალუმინის ორსექციანი დასაკეცი სახურავი აქვს, რომლის შექმნაში ასევე სტუდია პინინფარინამ მიიღო მონაწილეობა. ღილაკზე თითის დაჭერით სახურავი სავარძლების უკან სპეციალურ სათავსოში „უჩინარდება“.

„კალიფორნია“ F340 მოდელზე ოდნავ გრძელია. კომპანიის თქმით, ეს მოდელი მათთვის არის განკუთვნილი, ვისთვისაც დახურულ ტრასებზე რბოლაზე და 12-ცილინდრიან ძრავაზე მეტად, მოძრაობისგან სიამოვნების მიღება იტაცებს.

Hamann Motorsport

Hamann Motorsport — გერმანული ავტო ტიუნინგის კომპანია, რომელიც დაარსდა 1986 წელს ლაუპჰეიმში რიჰარდ ჰამანის მიერ. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ BMW-ს მოდელის ავტომობილებზე მუშაობდა, თუმცა მოგვიანდებით სხვა მარკის ავტომობილების ტიუნინგიც დაიწყეც, როგორებიცაა: Ferrari, Lamborghini, Mercedes-Benz, Porsche, Fiat, Maserati, Aston Martin, Rolls-Royce, Mini, Land Rover, Bentley, Audi და McLaren.

2013 წლიდან კი Hamann Motorsport-ი აწყობს ექსკლუზიურ მოტოციკლებს. თავდაპირველად კომპანია შეიქმნა მხოლოდ გერმანულ ავტომობილებთან სამუშაოდ, თუმცა შემდგომში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად კომპანია სხვადასხვა ქვეყნის მოდელებზე დაიწყო მუშაობდა, მაგ: Lamborghini, Ferrari და სხვა.კომპანია მომხმარებელ სთავაზობს როგორც ავტომობილის კოსმეტიკურ დამუშავებას, რაშიც იგულისხმება ავტომობილის ვიზუალური ცვლილებები ასევე მისი ძრავის გაუმჯობესებას. ავოტომობილის ტიუნინგი ითვალისწინებს სხვადასხვა როგორ პატარა ისე დიდი დეტალის ცვლილებას, მაგალითად ავტომობილის მიწასთან დაშორების მანძილის შემცირება, ჩვეულებრივი საბურავების სარბოლო საბურავებით შეცვლა, ძველი ძრავის გაუმჯობესება ან უფრო ძლიერით ჩანაცვლება და სხვა.Hamann Motorsport-ის მიერ შექმნილი პირველი ავტომობილი იყო BMW M3 (E30), რომელიც აღჭურვილი იყო 2.3ლ R4 ძრავით (ტურბოჩარჯერით). მოდელი 60 მილი/საათს 5.1 წმ-ში ავითარებდა, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 170 მილი/საათში (273 კმ/სთ).

Lamborghini

ლამბორგინი (იტალ. Automobili Lamborghini S.p.A.) — ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების მწარმოებელი იტალიური ფირმა. მდებარეობს დაბა სანტ'აგატა-ბოლონეზეში, რომელიც ქალაქ ბოლონიას ეკუთვნის. დაბამ სახელწოდება მიიღო წმინდა აგატა სიცილიელის მიხედვით.

კომპანია 1963 წელს დააარსა ფერუჩო ლამბორგინიმ საკუთარი სატრაქტორო ფაბრიკის – Lamborghini Trattori S.p.A შვილობილი კომპანიის სახით. ლამბორგინი საკუთარ კომპანიას 9 წელი ფლობდა.

ამჟამად კომპანია „ლამბორგინი“ ეკუთვნის „აუდის“, რომელიც, თავის მხრივ, კონცერნ „ფოლკსვაგენის“ შვილობილი კომპანიაა. აღმასრულებელი დირექტირია სტეფანო დომენიკალი, რომელიც 2008-2014 წლებში „ფერარის“ გუნდის კაპიტანი იყო ფორმულა ერთში.

2001 წელს კომპანიის შტაბბინასთან გაიხსნა ლამბორგინის ორსართულიანი მუზეუმი (Museo Lamborghini), სადაც წარმოდგენილია როგორც უახლესი, ისე ლამბორგინის ვინტაჟური მოდელები. მუზეუმი მდებარეობა ვია-მოდენას 12 ნომერში, დაბა სანტ'აგატა-ბოლონეზეში.

Waka Flocka Flame

ხოაკინ მალფურსი (ინგლ. Juaquin Malphurs, დაბ. 1986 წლის 31 მაისი) — უფრო მეტად ცნობილი, როგორც Waka Flocka Flame — ამერიკელი რეპერი, რომელსაც კონტრაქტი აქვს ლეიბლებთან 1017 Brick Squad Records და Warner Bros. ცნობილია თავისი სინგლებით „Hard in Da Paint“ და „No Hands“. 2010 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Flockaveli, რომელიც პირველივე კვირას გაიყიდა 37,000-იანი ტირაჟით. მისი მეორე ალბომი Triple F Life: Friends, Fans and Family გამოვიდა 2012 წლის 12 ივნისს.

გენუის მეტროპოლიტენი

გენუის მეტროპოლიტენი (იტალ. Metropolitana di Genova) — გენუის მსუბუქი მეტრო შემდგარი 1 ხაზისგან, რომელიც აკავშირებს გენუის ცენტრს რივაროლოსთან და ქალაქის ცენტრის ჩრ.-დას. ნაწილს. დღესდღეობით ემსახურება კომპანია Azienda Mobilità e Trasporti, რომელიც უზრვენლყოფს სრულიად საქალაქო ტრანსპორტს გენუაში.

ხაზების საერთო სიგრძეა 7,1 კმ.. მეტრო გაიხსნა 1990 წ.-ს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ელტონ ჯონი

სერ ელტონ ჰერკულეს ჯონი (ნამდვილი სახელი - რეჯინალდ კენეთ დუაიტი, დ. 25 მარტი, 1947) — გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი ინგლისელი პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი. იგი 1967 წლიდან, კომპოზიტორის სახით, თანამშრომლობს ტექსტების ავტორ ბერნი ტოპენთან. ერთად მათ ნამუშევარი აქვთ 30-ზე მეტ ალბომზე.

50 წლიანი კარიერის მანძილზე ჯონმა გაყიდა 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რამაც იგი აქცია ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად . მისი სინგლი „Candle in the Wind 1997“ გაყიდულია 33 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით და წარმოადგენს მუსიკოსის ყველაზე გაყიდვად სინგლს ბრიტანეთის ჩარტების და ბილბორდის ცხელი ასეულის ისტორიაში. მას აქვს 50-ზე მეტი ჰიტი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულში, მათ შორის #1 პოზიციაზე ზედიზედ მოხვედრილი აშშ ალბომი, 56 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულში, 16 - მოხვედრილი საუკეთესო 10-ეულში, 4 - მოხვედრილი მეორე პოზიციაზე და ცხრა - #1 ჰიტი. მუსიკოსს მიღებული აქვს გრემის ექვსი ჯილდო, ბრიტანული მუსიკის 4 ჯილდო, ოსკარი, ოქროს გლობუსი, ტონის ჯილდო და კენედის ცენტრის ჯილდო (2004). 2004 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში მან 49-ე პოზიცია დაიკავა.ჯონი 1994 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 1996 წელს მას დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ მუსიკაში და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის და რაინდის წოდება. წარსულში იგი გამოსულა რამდენიმე სამეფო ღონისძიებაზე, როგორიც იყო პრინცესა დაიანას დასაფლავების ცერემონია (1997), წვეულება სასახლეში (2002) და დედოფლის ალმასის იუბილე (2012).ელტონ ჯონი 1980-იანი წლების ბოლოდან აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლაში. 1992 წელს მან დააარსა „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდი“., ერთი წლის შემდეგ კი ყოველწლიური ოსკარის შემდგომი ერთ-ერთი ყოველწლიური წვეულების მასპინძლად იქცა. დაარსების დროიდან მისმა ფონდმა 200 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეაგროვა.2005 წლის 21 დეკემბერს ელტონ ჯონის სამოქალაქო პარტნიორი დევიდ ფერნიში გახდა. დღემდე მუსიკოსი აქტიურობს ლგბტ მოძრაობებში. 2008 წელს ჟურნალმა Billboard იგი დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებლის სიაში, #3 პოზიციაზე (ჯგუფ The Beatles-ის და მადონას შემდეგ.

ემილია-რომანია

ემილია-რომანია (იტალ. Emilia Romagna) — რეგიონი ცენტრალური იტალიის ჩრდილოეთში, მოიცავს მდინარე პოს ხეობას და შედგება ორი ისტორიული რეგიონის — ემილიასა და რომანიასაგან. დედაქალაქია ბოლონია. მთლიანი ფართობი 22 446 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით დაახლოებით 4,4 მლნ ადამიანია.

დღეისათვის, ემილია-რომანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და განვითარებულ რეგიონად მიიჩნევა, აქ ფიქსირდება მშპ-ის მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე იტალიის რეგიონებს შორის. დედაქალაქი ბოლონია, იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ცხოვრების დონით გამოირჩევა და გააჩნია მოწინავე და თანამედროვე სოციალური მომსახურებები. ემილია-რომანია ასევე წარმოადგენს იტალიის უმთავრეს კულტურულ და ტურისტულ ცენტრს, აქ მდებარეობს დასავლური სამყაროს უძველესი უნივერსიტეტი და მრავალი რენესანსული ქალაქი (მოდენა, პარმა, ფერარა), ასევე კვებისა და საავტომობილო წარმოებების მთავარი ცენტრები (Ferrari, Lamborghini, Maserati და Ducati). ფლობს სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან სანაპირო ზოლს ადრიატიკის ზღვაზე, მრავალრიცხოვანი ტურისტული კურორტებით, რომელთა შორისაცაა რიმინი და რიჩონე.

რეგიონში იწარმოება ხილი, ღვინო, შაქრის ჭარხალი, პოს ხეობაში არის ნავთობის და გაზის რესურსები.

ვოლპის თასი

ვოლპის თასი — ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს ერთ-ერთი პრემია, რომელიც გადაეცემათ საუკეთესო მსახიობებს.

იანუსი (ღმერთი)

იანუსი (ლათ. Ianus) — რომაულ მითოლოგიაში დროის, კარისა და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაება. იანუსის ორი თავი ნიშნავდა იმას, რომ იგი ერთი თავით იყურებოდა წარსულში, ხოლო მეორეთი მომავალში. სწორედ იანუსი არის ახალი წლის დამაარსებელი ღმერთი, რადგან მისი სახელიდან მომდინარეობს თვე იანვარი.

ინგვი მალმსტინი

ინგვი იოჰან მალმსტინი (ინგლ. Yngwie Malmsteen; [ˈɪŋveɪ ˈmɑːlmstiːn]; დ. 30 ივნისი, 1963, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი გიტარისტი და კომპოზიტორი. მის მუსიკაში გიტარაზე დაკვრის ელვისებური სისწრაფის ტექნიკა გაერთიანებულია კლასიკური მუსიკის შემოქმედების, იოჰან სებასტიან ბახის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ნიკოლო პაგანინის მუსიკასთან. იგი ითვლება ასევე ერთ-ერთ უსწრაფეს გიტარისტად და პიონერად ნეო-კლასიკურ მეტალსა და შრედინგის სტილში. მისი სადებიუტო ინსტრუმენტალური ალბომი (Rising Force), რომელიც ნეო–კლასიკური როკის უდავო შედევრად ითვლება, გახდა არაერთი როკ გიტარისტის შთაგონებისა და მიბაძვის წყარო. ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ ინგვი მალმსტინის შემოქმედებითი და პიროვნული ცხოვრება იყო და არის არამარტო ხოტბა–დიდების, აღიარების, არამედ მრავალი დისკუსიის, სკანდალური კრიტიკის საგანიც: მუსიკალური კრიტიკოსები ზოგჯერ მას ბრალს სდებენ თვითგამეორებაში, ეგოიზმში, მისი მუსიკის „მექანიკურობაში“, მოსაბეზრებელ ხასიათში და გრძნობიერების ნაკლებობაში, მაგრამ მიუხედავად ამ კრიტიკისა და სხვა სახის მთელი რიგი უიღბლო, ტრაგიკული მომენტებისა პირად ცხოვრებაში (მათ შორის, ფიზიკური ხასიათისაც), ინგვი მალმსტინმა შეძლო მათი დაძლევა სულიერი ჭიდილითა და მუხლჩაუხრელი, დაუღალავი შრომით და დღემდე რჩება თანამედროვე მუსიკალური სამყაროს მნიშვნელოვან, განუმეორებელ ფიგურად, მიბაძვის ობიექტად და „მძიმე მეტალის პაგანინიდ“.

კიმი რაიკონენი

კიმი მატიას რაიკონენი (ფინ. Kimi Matias Räikkönen [ˈkimi ˈræik:œnɛn] ) (დ. 17 ოქტომბერი, 1979, ესპოო, ფინეთი) — ფორმულა 1-ის ფინელი მრბოლელი. 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი. მისი სიმაღლეა 1.75 მ, წონა - 65 კგ.

ლოლო ფერარი

ლოლო ფერარი (ფრანგ. Lolo Ferrari; დ. 9 თებერვალი 1963, კლერმონ-ფერანი — გ. 5 მარტი 2000, გრასი) — ფრანგი მოცეკვავე, პორნომსახიობი, მსახიობი, მომღერალი. იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდის მქონე ქალი, შეტანილია გინესის რეკორდის წიგნში.

2000 წლის 5 მარტს ლოლო ფერარი გარდაცვლილი აღმოაჩინეს საკუთარ სახლში ქალაქ გრასში. დაკავებული იყო მისი მეუღლე, მაგრამ საპყრობილეში სულ 13 თვე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ლოლო ფერარის მეუღლე გაათავისუფლეს.

ოსკარი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის

ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის — ერთ-ერთი ჯილდო ოსკარის დაჯილდოებაზე, რომელიც იმართება ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯილდოს ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია გადასცემს კინემატოგრაფიაში მომუშავე ხალხს.

ოსკარის 36-ე დაჯილდოება

ოსკარის 36-ე დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 36-ე დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით.

პერ ლაგერკვისტი

პერ ლაგერკვისტი (შვედ. Pär Lagerkvist; დ. 23 მაისი, 1891 — გ. 11 ივლისი, 1974) — შვედი მწერალი, 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. პრემია შემდეგი ფორმულირებით მიიღო: "მხატვრული ძლიერებისა და მწერლის თავისუფალი განსჯისათვის, რომელიც კაცობრიობის წინაშე მდგარ მარადიულ კითხვებზე ეძიებდა პასუხებს". ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩნდა ლექსებითა და ნოველების კრებულით „ხალხი“ (1912). I მსოფლიო ომმა განაპირობა პესიმისისტური მოტივები მისი ნოველების კრებულში „რკინა და ადამიანები“ (1915), ექსპრესიონისტული ლექსების კრებულებში „შიში“ (1916), „ქაოსი“ (1919) და სხვა. ლაგერკვისტის პიესებში „უკანასკნელი ადამიანი“ (1917), „მარადი ღიმილი“ (1920), „უჩინარი“ (1923) და სხვა. სინამდვილე წარმოდგენილია აბსურდად და ქაოსად, ხოლო ბოროტება განყენებულ მეტაფიზიკურ საწყისად. რეალისტური ტენდენცია შეიმჩნევა სატირული ნოველების კრებულში „ბოროტი საგები“ (1924) და ავტობიოგრაფიულ რომანში „სინამდვილის სტუმარი“ (1925). ლაგერკვისტს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები, პიესები, თეორიული ნაშრომები და სხვა.

ფერარი 250 ტესტა როსა

Ferrari TR, ან 250 Testa Rossa, სპორტული ავტომანქანა აწყობილი ფერარის მიერ 1950-იან და 1960-იან წლებში. ეს მანქანები სპორტულ არენაზე დომინირებდნენ -- მათ ვარიაცებს მოგებული აქვს ლე მანის 24 საათი 1958, 1960 და 1961 წლებში. ისინი ახლოდ ენათესავება ფერარის 250 სერიის დანარჩენ მანქანებს, განსაკუთრებით ლეგენდარულ 250 GTO-ს.

საერთო ჯამში 1956-61 წლებში აგებულ იქნა 34 ცალი 250 ტესტა როსა. ფრაზა ”ტესტა როსა” ნიშნავს ”წითელთავას”. ყველაზე განთქმული, 250TR აწყობილ იქნა 1957-58 წლებში; ამასთან მხოლოდ ორი საჩვენებელი და 19 შემკვეთისთვის მოდიფიცირებული მანქანა გამოვიდა. 250 GTO-ს შემდეგ 250 ტესტა როსა ფერარის რანგით მეორე ყველაზე ძვირფასი მოდელია და საშუალოდ $8 მილიონად ფასდება.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.