27 ნოემბერი

27 ნოემბერიგრიგორიანული კალენდრის 331-ე დღე (ნაკიან წლებში – 332-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 34 დღე.

<< ნოემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
2019

დღის მოვლენები

  • 399 : წმინდა ანასტასიუს I რომის პაპი გახდა.
  • 1095 : რომის პაპი ურბან II კლერმონის საბჭოზე პირველ ჯვაროსნულ ომს აცხადებს.
  • 1295 : პირველი არჩეული წარმომადგენლები ლანკაშირიდან მეფე ედვარდ I-მა დაიბარა ვესტმინსტერში „სანიმუშო პარლამენტის“ სხდომაზე დასასწრებად.
  • 1895 : შვედურ-ნორვეგიულ კლუბში პარიზში ალფრედ ნობელი ხელს აწერს თავის ბოლო ანდერძს, რომლითაც საკუთარ ქონებას ნობელის კომიტეტს უძღვნის გარდაცვალების შემდეგ.
  • 1924 : ნიუ-იორკში პირველი მეისის მადლიერების დღის პარადი გაიმართა.
  • 1971 : საბჭოთა კოსმოსური უპილოტო აპარატი „მარს-2“ პლანეტა მარსის ზედაპრზე დაეშვა.
  • 1978 : სან-ფრანცისკოს მერი ჯორჯ მოსკონი და ღიად ჰომოსექსუალი ქალაქის მთავარინტენდანტი ჰერვი მილკი დახოცა ყოვილმა მთავარინტენდანტმა დენ ვაითმა.
  • 1990 : ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ირჩევს ჯონ მეიჯორს მარგარეტ ტეტჩერის შემცვლელად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
  • 1991 : გაეროს რეზოლუციით იქმნება სამშვიდობო კონტინგენტი იუგოსლავიაში.
  • 2001 : კოსმოსურმა ტელესკოპმა ჰაბლმა მზის სისტემის გარე პლანეტა ოსირისზე წყალბადის ატმოსფერო აღმოაჩინა - პირველი ატმოსფერო მზის სისტემის გარეთა პლანეტაზე.
  • 2005 : ადამიანის სახის პირველი ნაწილობრივი ტრანსპლანტაცია განხორციელდა ამიენში, საფრანგეთი.

ამ დღეს დაბადებულნი

XIX საუკუნე

XX საუკუნე

1901–1950

1951–2000

XXI საუკუნე

ამ დღეს გარდაცვლილნი

XIX საუკუნემდე

XIX საუკუნე

XX საუკუნე

1901–1950

1951–2000

XXI საუკუნე

დღესასწაულები

იხილეთ აგრეთვე

სხვა თვეები:

2013

2013 (ორი ათას ცამეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის მე-2 დეკადის მე-3 წელი.

აგუსტინ მორალესი

აგუსტინ მორალესი (ესპ. Pedro Agustín Morales Hernández, დ. 11 მარტი, 1808, ლა-პასი — გ. 27 ნოემბერი, 1872, ლა-პასი) — ბოლივიელი პოლიტიკოსი, ბოლივიის პრეზიდენტი 1871–1872 წლებში. თანამდებობა დაიკავა 1871 წლის 15 იანვარს. დატოვა – 1872 წელს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტი“ (ს/ნ. 222938490; რეგ. თარიღი — 27 ნოემბერი, 2017) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ამბროლაური.

ამბროსი (ქათამაძე)

ამბროსი (ერისკაცობაში ალექსანდრე ტრიფონის ძე ქათამაძე; დ. 22 ივლისი, 1942, ტყიბულის რაიონი, მენჭიორი — გ. 27 ნოემბერი, 2008) — საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი 1979 წლის 13 აგვისტოდან 1992 წლის 12 მაისამდე. მას წმიდა სინოდის განჩინებით ჩამორთმეული ჰქონდა ბერობის ხარისხი და დაყვანილია ერისკაცობამდე.

ბლანკა კასტილიელი

ბლანკა კასტილიელი (ესპ. Blanca de Castila, ფრანგ. Blanche de Castile; დ. 4 მარტი, 1188 — გ. 27 ნოემბერი, 1252) — ივრეას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის მეფე ალფონსო VIII-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეონორ ინგლისელის მესამე ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1223-26 წლებში როგორც ლუი VIII-ის მეუღლე. საფრანგეთის მეფე ლუი IX წმინდას დედა და მისი რეგენტი 1226-1248 წლებში. იგი იყო ასევე წმინდა იზაბელასა და ანჟუს დინასტიის დამაარსებლის, ნეაპოლის მეფე შარლ I-ის დედა.

იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკო (უკრ. Юлія Володимирівна Тимошенко, ნამდვ. გრიგიანი, დ. 27 ნოემბერი, 1960, დნეპროპეტროვსკი, უსსრ) — უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, პარტიის „ბატკივშინა“ და ბლოკ იულიი ტიმოშენკოს ლიდერი. იგი არის 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი.

2005 წლის 4 თებერვალს უკრაინის უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, თუმცა 2005 წლის 8 სექტემბერს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მისი კაბინეტი გადააყენა.

2007 წლის 18 დეკემბერს უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

იუსტინიანე I

იუსტინიანე I (ლათ. Flavius Petrus Sabbatius Iustinianus, ბერძ. Φλάβιος Πέτρος Σαββάτιος Ιουστινιανός; დ. 11 მაისი, 482, ტაურესიუმი, დარდანია — გ. 14 ნოემბერი 565, კონსტანტინოპოლი, მაკედონია) — ბიზანტიის იმპერატორი 527–565 წლებში. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 ნოემბერი, ახალი სტილით — 27 ნოემბერი.

იუჯინ ო’ნილი

იუჯინ ო’ნილი (ინგლ. Eugene Gladstone O'Neill; დ. 16 ოქტომბერი, 1888 — გ. 27 ნოემბერი, 1953, ბოსტონი) — ამერიკელი დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

მისი პოეტური სახელწოდების პიესები ერთ-ერთია იმათ შორის, რომლებიც რეალიზმის ამერიკული დრამის ტექნიკითაა შექმნილი. იუჯინ ო’ნილის სტილი მსგავსია რუსი დრამატურგის - ანტონ ჩეხოვის, ნორვეგიელი დრამატურგის - ჰენრიკ იბსენისა და შვედი დრამატურგის - ავგუსტ სტრინდბერგისა. მისი დრამა „გრძელი დღეების მოგზაურობა ღამისკენ‘‘, ტენესი უილიამსის პიესასთან, „ტრამვაი, სახელად სურვილი“ და არტურ მილერის პიესასთან, „კომივოიაჟორის სიკვდილი“, ხშირად სახელდება მე-20 საუკუნის საუკეთესო ამერიკული პიესების მოკლე სიაში.

ო’ნილის პიესები ერთ-ერთი პირველი იყო იმ პიესებს შორის, რომლის პერსონაჟებიც ჩართული იყვნენ საზოგადოებების პერიფერიებში. ისინი იბრძვიან იმედებისა და მისწრაფებების შენარჩუნებისკენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთაში გადაიზრდება. დრამატურგის მცირე რაოდენობის კომედიებს შორის მხოლოდ ერთია ცნობილი (Ah, Wilderness!). ო’ნილის თითქმის ყველა სხვა პიესა რაღაც დოზით ადამიანური პესიმიზმისა და ტრაგედიის ელემენტებს შეიცავს.

კეთრინ ბიგელოუ

კეთრინ ენ ბიგელოუ (ინგლ. Kathryn Bigelow; დ. 27 ნოემბერი, 1951) — ამერიკელი რეჟისორი. ცნობილია საშინელებათა ფილმით წყვდიადის დადგომისას (1987), ტალღის ქიმზე (1991), ისტორიული წყლით დამძიმება (2000) და საომარი დრამით ქარიშხლის მბრძანებელი (2009). ქარიშხლის მბრძანებელმა აიღო ოსკარი 2009 წელს, მოიგო ბაფტა და ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე.

მავრიკიოსი (ბიზანტია)

მავრიკიოსი (დ. 539 — გ. 27 ნოემბერი, 602) — ბიზანტიის იმპერატორი 582-602 წლებში. წარმოშობით იყო კაბადოკიელი. იმპერატორ ტიბერიუს II-ის სიძე. მუშაობდა კონსტანტინოპოლში ნოტარიუსად. 577 წელს დაინიშნა აღმოსავლეთის მაგისტროსად. წარმატებით აწარმოებდა ომს სპარსელებთან. 581 წელს დაქორწინდა იმპერატორ ტიბერიუს II-ის ქალიშვილზე კონსტანტინაზე და გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ.

582 წელს ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ გახდა იმპერატორი. მმართველობა მოუხდა ქვეყნისათვის მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში. 591 წელს ქვეყნიდან ერთ-ერთი მხედართმთავრის მიერ განდევნილ სპარსეთის უფლისწულ ხოსროს დაეხმარა ტახტის დაბრუნებაში. მასვე მიათხოვა უფროსი ქალიშვილი. რის შედეგადაც ორ სახელმწიფოს შორის დაიდო ხელსაყრელი ზავი და ქვეყნის აღმოსავლეთით მშვიდობამ დაისადგურა. რამაც მავრიკიოსს საშუალება მისცა მნიშვნელოვანი ძალები გადაესროლა ბალკანეთში და იტალიაში, სადაც ასევე წარმატებებს მიაღწია.

მის დროს დაიწყო ქვეყნის დეცენტრალიზცია. შეიქმნა ნახევრადდამოუკიდებელი საეგზარქოსოები რავენაში (584) და კართაგენში (591).

მავრიკიოსის ანდერძის მიხედვით (597) იმპერია მის ვაჟიშვილებს შორის უნდა დანაწილებულიყო. ცნობილია, რომ მას ჰყავდა 10 შვილი: 4 ქალიშვილი და 6 ვაჟიშვილი.

მავრიკიოსი დაამხეს აჯანყებულმა ჯარისკაცებმა ფოკას მეთაურობით. ის შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს 602 წლის 27 ნოემბერს. მანამდე კი მის თვალწინ სიკვდილით დასაჯეს მისი ექვსივე ვაჟიშვილი. ხოლო დედოფალი და სამი ქალიშვილი მონასტერში გამოკეტეს. სიმამრის მკვლელობის გამო ხოსრო II-მ დაარღვია ზავი და ისევ დაუპირისპირდა ბიზანტიის იმპერიას. რამაც საბოლოოდ აღმოსავლეთის პროვინციების გაჩანგება გამოიწვია.

მავრიკიოსმა იმპერიის ოფიციალურ ენად ლათინურის ნაცვლად გამოაცხადა ბერძნული ენა. მავრიკიოს მიაწერენ ასევე სამხედრო სახელმძღვანელოს „სტრატეგიკონის“ ავტორობას.

პლატონ იოსელიანი

პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი (დ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1809, თბილისი — გ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1875, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. ამჟამად საქართველოს ფინანსთა მინისტრია ივანე მაჭავარიანი .

ფერდინანდ I (არაგონი)

ფერდინანდ I (ესპ. Fernando I; დ. 27 ნოემბერი, 1380, მედინა-დელ-კამპო, კასტილია — გ. 2 აპრილი, 1416, იგუალადა, კატალონია) — არაგონის სამეფოს მეფე 1412-1416 წლებში და სიცილიის სამეფოს მეფე 1410-1416 წლებში. ხუან I-ისა დაელეონორა არაგონელის შვილი.

ფილიპე მოციქული

ფილიპე მოციქული (ბერძ. Φίλιππος, ლათ. Philippus) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. ხსენების დღე - 14 (27) ნოემბერი.

ხაიმ ვაიცმანი

ხაიმ ვაიცმანი ხაიმ ვაიცმანი (ებრ. חיים ווייצמן)(Chaijim Weizmann, Haim Weizmann; (დ. 27 ნოემბერი, 1874 — გ. 9 ნოემბერი, 1952) — ქიმიკოსი, პოლიტიკოსი, სიონისტთა მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი, პრეზიდენტი (1929—1946), ისრაელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი (აირჩიეს 1948 წლის 16 მაისს), ვაიცმანის ინსტიტუტის პრეზიდენტი და1949—1952) ფუძემდებელი, (დღეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს).

ხლოდვიგ I

ხლოდვიგ I (ფრანგ. Clovis; ლათ. Chlodovechus, Chlodoveus; დ. დაახლ.466 — გ. 27 ნოემბერი, 511, პარიზი) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. სახელმწიფოს მართავდა 481–511 წლებში.

ხლოდვიგმა მიიღო ქრისტიანობა განსხვავებით სხვა გერმანელი ტომებისგან, რომლებმაც არიანელობა მიიღეს. ხლოდვიგმა სამეფო ხელისუფლება აქცია მემკვიდრეობითად, რეზიდენცია გადაიტანა პარიზში. მის დროს ჩაწერეს სალიკური სამართალი.

ჯიმი ჰენდრიქსი

ჯიმი ჰენდრიქსი (ინგლ. Jimi Hendrix; დ. 27 ნოემბერი, 1942, სიეტლი, ვაშინგტონი — გ. 18 სექტემბერი, 1970, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ჰენდრიქსი აღიარებულია როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად. ინგლისში მოპოვებული წარმატების შემდეგ მსოფლიო აღიარება მან 1967 წელს მონტერეის პოპ ფესტივალზე თავისი გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. სიკვდილამდე (1970 წელს, 27 წლის ასაკში), იგი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო 1969 წლის საკულტო ვუდსტოკის ფესტივალზე.

ჯიჰანგირი (შეჰზადე)

შეჰზადე ჯიჰანგირი (თურქ. Şehzade Cihangir; დ. 9 დეკემბერი, 1531, სტამბოლი — გ. 27 ნოემბერი, 1553, ალეპო) — სულთან სულეიმანის და მისი კანონიერი ცოლის, ჰიურემ სულთნის უმცროსი ვაჟი. სტამბოლის ერთ-ერთი რაიონი შეჰზადე ჯიჰანგირის სახელობისაა.

ჰარვი მილკი

ჰარვი ბერნარდ მილკი (ინგლ. Harvey Bernard Milk; დ. 22 მაისი, 1930 — გ. 27 ნოემბერი, 1978) — ამერიკელი პოლიტიკოსი და პირველი ღია ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის საზოგადოებრივ სამსახურში იქნა არჩეული, როგორც სან-ფრანცისკოს ზედამხედველთა საბჭოს წევრი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.