19 მაისი

19 მაისიგრიგორიანული კალენდრის 139-ე დღე (ნაკიან წლებში - 140-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 226 დღე.

<< მაისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
2019

დღის მოვლენები

ამ დღეს დაბადებულნი

XIX საუკუნემდე

XIX საუკუნე

XX საუკუნე

1901–1950

1951–2000

XXI საუკუნე

ამ დღეს გარდაცვლილნი

XIX საუკუნემდე

XIX საუკუნე

XX საუკუნე

1951–2000

XXI საუკუნე

  • 2000 : ევგენი ხრუნოვი — რუსი კოსმონავტი.

დღესასწაულები

იხილეთ აგრეთვე

სხვა თვეები

1923

1923 (ათას ცხრაას ოცდასამი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XX საუკუნის მე-3 დეკადის მე-3 წელი.

No Line on the Horizon

No Line on the Horizon — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეთორმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2009 წლის თებერვალში. იგი არის ჯგუფის პირველი სტუდიური დისკი 2004 წლის How to Dismantle an Atomic Bomb შემდეგ.

მუშაობა ალბომზე დაიწყო 2006 წელს, პროდიუსერ რიკ რუბინის მხარდაჭერით. მიუხედავად ამისა, არც ერთი იმდროინდელი ჩანაწერებიდან არ მოხვდა საბოლოო დისკში. 2007-2008 წლებში კოლექტივმა ითანამშრომლა ბრაიან ინოსთან და დენიელ ლანუასთან - პროდიუსერებთან, რომლებიც კარგად იცნობენ ოთხეულის მუსიკის სპეციფიკას და სახასიათო ჟღერადობას ანიჭებენ მათ სიმღერებს. თავდაპირველად დისკი უნდა გამოეცათ 2008 წლის ნოემბერში და ცნობილი იყო, რომ დაიწერა 50-60 სიმღერა, მაგრამ U2-მ განაგრძო სტუდიური სესიები, რადგან ისურვა ყველაფრის იდეალურად დასრულება.

2009 წლის 15 იანვარს ცნობილი გახდა ალბომის სიმღერების სია და მათი თანმიმდევრობა, აგრეთვე ყდა და ისიც, რომ დისკის პირველი სინგლი იქნება Get on Your Boots. ალბომის გარეკანზე გამოყენებულია იაპონელი ფოტოგრაფის ჰიროში სუგიმოტოს ფოტოსურათი ცისა და მიწის შეხვედრის გამოსახულებით. მსგავსი ხედი ბონომ იხილა საფრანგეთში დასვენებისას, რამაც განაპირობა სახელწოდების No Line on the Horizon (ჰორიზონტზე ხაზი არ არის) სახელწოდება.

მიუხედავად ყველა მცდელობისა, ალბომმა 2009 წლის 18 თებერვალს მაინც გაჟონა BitTorrent ქსელში, ოფიციალურ გამოსვლამდე 1 კვირით ადრე. 10 საათის განმავლობაში ალბომი გადაიწერა 100.000 ინტერნეტ-მომხმარებელმა, რაც ერთ-ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შედეგია მუსიკალური ალბომისთვის.

On Air – Live at the BBC Volume 2

On Air – Live at the BBC Volume 2 — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მეორე კრებული, BBC-ს არქივებისთვის მომზადებული ჩანაწერებით. ალბომში შეტანილია ყველა ჩანაწერი გამოუცემელი იყო. კრებული გამოიცა 2013 წლის 11 ნოემბერს და არის Live at the BBC Volume 1-ს გაგრძელება.

ალბომი გამოვიდა 2 CD-ის და სამმაგი გრამფირფიტის სახით.

Past Masters

Past Masters — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერების ორი კრებული, რომელიც გამოვიდა 1988 წელს. იგი გამოვიდა ჯგუფის მთელი სტუდიური კატალოგის კომპაქტ-დისკებზე გამოცემის კამპანიის ფარგლებში. კრებული შედგენილია მარკ ლუისონის მიერ და წარმოადგენს როგორც ჯგუფის ჰიტ-სინგლების, ასევე იშვიათი ჩანაწერების კოლექციას. 2009 წელს გამოვიდა კრებულის მონო და სტერეო გამოცემები.

ალბომის სათაური ასევე გამოიყენებოდა EMI-ს მიერ - ამ სახელწოდებით გამოიცა ჯგუფის სამი გამოუცემელი სინგლი.

ანდრეა პირლო

ანდრეა პირლო (იტალ. Andrea Pirlo; დ. 19 მაისი, 1979) — იტალიელი ფეხბურთელი, ამერიკული კლუბის ნიუ-იორკ სითისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული.

გო-კასივაბარა

იმპერატორი გო-კასივაბარა (იაპონ. 後柏原天皇) (დ. 19 ნოემბერი, 1464 — გ. 19 მაისი, 1526) — იაპონიის 104-ე იმპერატორი 1500 წლის 16 ნოემბრიდან სიკვდილამდე. მისი პირადი სახელი იყო კაცუჰიტო (勝仁). მისი მმართველობის პერიოდში ასიკაგას სიოგუნატის იმპერიული გავლენის სფერო პიკს აღწევს.

დილავერ-ფაშა

დილავერ-ფაშა (თურქ. Dilaver Paşa; გ. 19 მაისი, 1622) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1621–1622 წლებში. დილავერ-ფაშა წარმოშობით იყო სერბი. 1621 წელს, სულთან ოსმან II-მ დილავერი ოჰრილი ჰუსეინ-ფაშას ნაცვლად დანიშნა დიდ ვეზირად. იქამდე დილავერი განაგებდა დიარბაქირს და საბჭოს სხდომაშიც კი არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 1622 წლის მაისში, დაიწყო იანიჩარების აჯანყება. ისინი მოითხოვდნენ დიდი ვეზირის, ჰარამხანის მთავარი საჭურისის სულეიმან აღასა და სულთნის აღმზრდელის, ლალა ომერ ეფენდის გადმოცემას. სულთან ოსმანმა მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილა და დილავერ-ფაშა და სულეიმან-აღა იანიჩრებს გადასცა. 19 მაისს, იანიჩრებმა დილავერ-ფაშა და სულეიმან-აღა მოკლეს. დაკრძალულია უსქუდარში.

დიმიტრი I (დონელი)

დიმიტრი I ივანეს ძე (რუს. Дмитрий Иванович Донской; 12 ოქტომბერი, 1350 – 19 მაისი, 1389). მოსკოვის დიდი მთავარი 1359-1389 წლებში. ივანე II-ის და ალექსანდრა ივანეს ასული ველიამიანოვას შვილი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 19 მაისი, ახალი სტილით - 1 ივნისი.

ენ ბოლეინი

ანა ბოლეინი (ინგლ. Anne Boleyn, ასევე იწერებოდა Bullen; დ. დაახ. 1507 - გ. 19 მაისი, 1536, ლონდონი) — ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი. ელისაბედ I-ის დედა.

ანა ბოლეინისა და ჰენრი VIII-ის ქორწინება ინგლისში დიდ აურზაურთანაა დაკავშირებული. რომის პაპი არ სცნობდა ანასა და ჰენრის ქორწინებას კანონიერან, რის გამოც ჰენრი განუდგა რომს და ჩამოაყალიბა ახალი ინგლისური ეკლესია — ანგლიკანიზმი. ანა ბოლეინმა ჰენრის მომავალი დედოფალი ელისაბედი გაუჩინა. ჰენრის და ანას ურთიერთობა ნელ-ნელა დაეძაბათ, რადგან მეფეს ტახტის მემკვიდრედ ვაჟი უნდოდა. ანა ბოლეინმა კი ელისაბედის გარდა ბავშვი ვეღარ გააჩინა.

1536 წელს ჰენრის ანასთან გაყრა და ჯეინ სეიმურთან ქორწინება მოუნდა. ანას ბრალდება შეუთითხნეს და სასამართლოს გადასცეს. მას ბრალი ედებოდა ღალატში. ანას ერთ-ერთ საყვარლად მისი ღვიძლი-ძმა, ჯორჯი დაასახელეს. სასამართლომ ჯორჯსაც და ანასაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წლის 19 მაისს დედოფალი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ელისაბედი ბუშად გამოაცხადეს. ცოტა ხანში, ჰენრიმ თავის რჩეულ ჯეინ სეიმურზე იქორწინა.

ივანე პასკევიჩი

ივანე თედორეს ძე პასკევიჩი (რუს. Иван Фёдорович Паскевич) (დ. 19 მაისი [ ძვ. სტ. 8 მაისი], 1782, პოლტავა — გ. 1 თებერვალი [ ძვ. სტ. 20 იანვარი], 1856, ვარშავა), წარმოშობით უკრაინელი, რუსეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1829), გენერალ-ადიუტანტი (1825). გამარჯვებებისთვის ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა 1828 წელს და ვარშავის პრინცის — 1831 წელს.

1825 წელს მეთაურობდა კორპუსს. იყო დეკაბრისტების საქმის უმაღლესი სასამართლოს წევრი. 1826 წელს ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გახდა, 1827 წლის 28 მარტს დაინიშნა კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად (რუს. главнокомандующий отдельным Кавказским корпусом). რუსეთ-ირანის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს კავკასიის ჯარების მთავარსარდალი იყო. 1827 წლის 6 ნოემბერს მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა აბას-მირზასთან. ხელმძღვანელობდა პოლონეთის 1830-1831 წლების აჯანყების ჩახშობას, რის შემდეგაც პოლონეთის სამეფოს მეფისნაცვლად დაინიშნა. ატარებდა ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის კურსს. უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის ჩახშობის დროს სარდლობდა რუსეთის არმიას. ყირიმის ომში (1853-1856) დასავლეთ საზღვრებზე მოქმედი ჯარებისა და დუნაის არმიის (1853-1854) მთავარსარდალი იყო.

ილია ელოშვილი

ილია ელოშვილი (დ. 19 მაისი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, თბილისის მერის მოადგილე, საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი (9 სექტემბერი 2016 — 26 ნოემბერი 2016).

ინოკენტი XI

ინოკენტი XI (ლათ. Innocentius Innocentius Undecimus) ერისკაცობაში ბენედეტო ოდესკალკი (იტალ. Benedetto Odescalchi) (დ. 19 მაისი, 1611, კომო, იტალია — გ. 29 აგვისტო, 1689, რომი, იტალია) — რომის პაპი 1676–1689 წლებში.

მალკოლმ იქსი

მალკოლმ იქსი (ინგლ. Malcolm X, ან ელ-ჰაჯი მალიკ ეშ-შაბაზი არაბ. الحاجّ مالك الشباز‎, დაბადებისას მალკოლმ ლიტლი; დ. 19 მაისი, 1925, ომაჰა, ნებრასკა — გ. 21 თებერვალი, 1965, ნიუ-იორკი) — აფროამერიკელი მუსულმანი სულიერი ლიდერი და შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი. მომხრეებს შორის, ცნობილია როგორც აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობის უფლებათა დამცველი და მისი აზრით შავკანიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩამდენთა, ევროპული წარმოშობის მქონე ამერიკელთა კრიტიკოსი. მიჩნეულია ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აფროამერიკელად.

ექვსი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც, ჭორების თანახმად, თეთრკანიანმა რასისტებმა მოკლეს. შვიდი წლის შემდეგ, დედამისი მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რის შემდეგაც ბიჭი ახალმა ოჯახმა იშვილა. ოცი წლის ასაკში გაასამართლეს ძარცვისთვის, შემტვრევისთვისა და შეჭრისთვის. ციხეში სასჯელის მოხდისას, შეუერთდა ნაციონალისტურ ორგანიზაცია „ისლამის ნაციას“, ხოლო 1952 წელს, გათავისუფლების შემდეგ, სწრაფად გახდა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და თორმეტი წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი სახეც იყო. ორგანიზაციის დოქტრინის თანახმად, იქსი ავრცელებდა აზრს, რომ შავკანიანები თეთრებზე რასობრივად უპირატესნი იყვნენ, გამოდიოდა ევროპული და აფრიკული წარმოშობის მქონე ამერიკელების გაყოფის ინიციატივით და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ინტეგრაციულ მცდელობებს დასცინოდა.

1964 წლის მარტში იქსმა გაწყვიტა კავშირი „ისლამის ნაციასთან“ და ორგანიზაციის ლიდერ ელაიჯა მუჰამადთან გამომდინარე იქიდან, რომ იმედი გაუცრუვდა მოძრაობის საქმიანობასა და სწავლებაში. მალევე, გახდა სუნიტი მუსულმანი და იმოგზაურა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. შატებში დაბრუნების შემდეგ, დაიწყო მუშაობა აფროამერიკული გაერთიანებისა და „კორპორაცია მუსულმანური მეჩეთის“ შექმნაზე. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, იგი კვლავინდებურად იყო ერთგული თავისი პანაფრიკული შეხედულებების და მიაჩნდა, რომ შავკანიანებს აქვთ თვითგამორკვევის და თავდაცვის უფლება, მაგრამ, უარყო რასისტული შეხედულებები: „როცა [შავკანიანი] მუსულმანი ვიყავი, ბევრი რამ დავაშავე და ახლა ვნანობ. მაშინ მე ზომბი ვიყავი... მიმითითეს მიმართულება და მიბრძანეს, მევლო“. 1965 წლის თებერვალში იქსი მოკლა „ისლამის ნაციის“ ერთ-ერთმა წევრმა.

მარია ისაბელ პორტუგალიელი

მარია ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Maria Isabel de Portugal, ესპ. María Isabel de Portugal, დაბ. მარია ისაბელ ფრანსისკა დე ასის ანტონია კარლოტა ხუანა ჟოზეფა ხავიერა დე პაულა მიკაელა რაფაელა ისაბელ გონძაგა დე ბრაგანს ი ბურბონი; დ. 19 მაისი 1797 - გ. 26 დეკემბერი 1818) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ის ასული. ესპანეთის დედოფალი 1816-18 წლებში როგორც მეფე ფერდინანდ VII-ის მეორე მეუღლე.

მინდია უგრეხელიძე

მინდია უგრეხელიძე (დ. 19 მაისი, 1942, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატი (1990), საქართველოს უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე (1990-1999), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე (1999-2009).

ოტო IV ბრაუნშვაიგელი

ოტო IV ბრაუნშვაიგელი (გერმ. Otto IV. von Braunschweig; დ. 1175 ან 1176, ბრაუნშვაიგი, ქვემო საქსონია — გ. 19 მაისი, 1218, ჰარცბურგი) — რომაელ-გერმანელთა მეფე (1198–1218) და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1209-1218). ჰაინრიხ ლომის ძე, ველფების დინასტიის წარმომადგენელი. პუატუს გრაფი. 1198 წლიდან სამეფო ტახტს ეცილებოდა იმპერატორ ჰაინრიხ VI შტაუფენის ძმას ფილიპ შვაბიელს. ამ ბრძოლაში ოტო IV-ს მხარს უჭერდნენ რომის პაპი ინოკენტი III და ბიძა რიჩარდ I ლომგული. 1201 წელს ოტო IV დაბრუნდა გერმანიაში. 1209 წელს იმპერატორად აკურთხეს. 1210 წელს მოინდომა სიცილიის სამეფოს დაპყრობა, რომელიც პაპის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. პაპმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და 1211 წელს მეფედ ფრიდრიხ VI-ის ძმა ფრიდრიხ II შტაუფენი გამოაცხადა.

შტაუფენ-ველფების დინასტიური დავა ბუვინის ბრძოლაში გადაწყდა 1214 წელს. ოტო IV-მ ძალაუფლება დაკარგა.

ცელესტინ V

ცელესტინ V (ლათ. Coelestinus PP. V; ერისკაცობაში პიეტრო ანჯელარი დელ მურონე; დ. 1209 — გ. 19 მაისი, 1296) — რომის პაპი 1294 წლის 7 ივლისიდან 1294 წლის 13 დეკემბრამდე. კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღე 19 მაისი.

ხო ში მინი

ხო ში მინი, ნამდვილი სახელი და გვარი ნგუენ ტატ თანი (ვიეტ. Hồ Chí Minh, დ. 19 მაისი, 1890, სოფ. კიმლიენი, ნგეანის პროვინცია — გ. 3 სექტემბერი, 1969, ჰანოი) — ვიეტნამის კომუნისტი მოღვაწე, ვიეტნამის აგვისტოს რევოლუციის ხელმძღვანელი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი (1946-1969) და პარალელურად პრემიერ-მინისტრი (1946–1955).

ხორხე ალესანდრი როდრიგესი

ხორხე ალესანდრი როდრიგესი (ესპ. Jorge Alessandri Rodríguez; დ. 19 მაისი, 1896, სანტიაგო, ჩილე — გ. 31 აგვისტო, 1986, სანტიაგო, ჩილე) — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს პრეზიდენტი 1958–1964 წლებში. ხორხე ალესანდრი როდრიგესი იყო ყოფილ პრეზიდენტ არტურო ალესანდრი პალმას შვილი.

ჩილეს პრეზიდენტი 1958 წლის 3 ნოემბრიდან, 1964 წლის 3 ნოემბრამდე. 1947 წლიდან ჩილეს ფინანსთა მინისტრი, ხოლო 1957 წლიდან კი სენატორი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.