1994

1994 (ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი) წელიგრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-10 დეკადის მე-4 წელი.

ათასწლეული: I · II · III
საუკუნე: XIX · XX · XXI
წლები: 1991 · 1992 · 1993 
1994
1995 · 1996 · 1997

მოვლენები

დაიბადნენ

იანვარი

თებერვალი

მარტი

დეკემბერი

გარდაიცვალნენ

მარტი

აპრილი

მაისი

ივლისი

აგვისტო

დეკემბერი

ნობელის პრემიის ლაურეატები

1912

1912 (ათას ცხრაას თორმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XX საუკუნის მე-2 დეკადის მე-2 წელი.

1918

1918 (ათას ცხრაას თვრამეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XX საუკუნის მე-2 დეკადის მე-8 წელი.

1937

1937 (ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-4 დეკადის მე-7 წელი.

1995

1995 (ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XX საუკუნის მე-10 დეკადის მე-5 წელი.

Coming Back to Life

„Coming Back to Life“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell. David Gilmour in Concert-ს თანახმად, დეივიდ გილმორის თქმით, იგი ეძღვნება მის მეუღლეს, პოლი სემსონს.

ამერიკულ პრომოსინგლში ამ სიმღერით შეტანილია საკონცერტო ვერსია ალბომიდან Pulse – როგორც შემოკლებული, ასევე ვრცელი სახით.

High Hopes (პინკ ფლოიდის სიმღერა)

„High Hopes“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით 1994 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა. იგი შეტანილია ჯგუფის მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომში The Division Bell.

Keep Talking

„Keep Talking“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell. იგი იწყება სტივენ ჰოკინგის ხმით (ჩანაწერი ტელეგადაცემიდან), ხოლო მუსიკალური თემა ვითარდება ჯგუფის მიერ. ერთ-ერთი წამყვანი როლი აქ ენიჭება რიჩარდ რაიტის კლავიშებიანი საკრავების ჟღერადობას.

Marooned (ინსტრუმენტალი)

„Marooned“ — ინსტრუმენტული კომპოზიცია ჯგუფ პინკ ფლოიდის 1994 წლის ალბომიდან The Division Bell. მისი შემოკლებული ვერსია შეტანილია პინკ ფლოიდის კომპილაციურ ალბომში Echoes: The Best of Pink Floyd.

კომპოზიციის ავტორები არიან დეივიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი. იგი შეიქმნა სტუდიაში Britannia Row მუსიკალური იმპროვიზაციის დროს (1993). ისევე, როგორც „Is There Anybody Out There?“, ეს კომპოზიციაც იყენებს სირენების მსგავს ეფექტს, რომელიც გამოიყენება კომპოზიციაში „Echoes“.

დეივიდ გილმორი:

ბოლო დროს მაინტერესებს ტექსტებიანი მუსიკა, მიყვარს ტექსტი და სიმღერები. მაგრამ ამასთან, მსიამოვნებს კარგი ინსტრუმენტალის და ინსტრუმენტზე კარგი შესრულების მოსმენა. აკორდების ლამაზი თანმიმდევრობა შეიძლება აღმოჩნდეს გამომწვევი და ემოციური.

კომპოზიცია შესრულდა მხოლოდ სამჯერ - ორჯერ პინკ ფლოიდის 1994 წლის ტურნეში, ერთხელ კი - დეივიდ გილმორის მიერ, Stratocaster-ის გიტარისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე. ჯგუფის კონცერტებზე ვიდეოკადრების სახით გამოყენებული იყო დოკუმენტური ვიდეო ვეშაპებზე, რადგან ოსლოში (სადაც კონცერტები გაიმართა) კვლავ გრძელდებოდა ვეშაპების განადგურება. კომპოზიციის ერთ-ერთი საკონცერტო შესრულება (ვეშაპების კადრებით) შეტანილია DVD-ის Pulse დამატებით მასალებში.

1994 წელს კომპოზიციას მიენიჭა გრემის ჯილდო, კატეგორიაში საუკეთესო „როკ-ინსტრუმენტალი“. ეს არის დღეისთვის პინკ ფლოიდის ერთადერთი გრემი.

Pulse (ალბომი)

Pulse (ქართ. პულსი; ხანდახან იწერება, როგორც p·u·l·s·e) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ორმაგი საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1995 წელს ბრიტანეთსა და ამერიკაში. 1994 წლის კონცერტებში, რომლებსაც ეს ალბომი ეფუძნება, როჯერ უოტერსი, ჯგუფის ყოფილი წევრი არ მონაწილეობდა.

Take It Back

„Take It Back“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც შეტანილია ჯგუფის 1994 წლის ალბომში The Division Bell აგრეთვე გამოცემულია სინგლის სახით.

The Division Bell

The Division Bell (ქართ. განმყოფი ზარი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წლის 28 მარტს ბრიტანეთში, EMI Records-ზე, ხოლო 4 აპრილს აშშ-ში Columbia Records-ზე. იგი ჩაიწერა ჯგუფის გიტარისტ დეივიდ გილმორის მოცურავე სტუდიაში Astoria. ბრიტანეთში ალბომი მოხვდა რეიტინგების პირველ ადგილზე. მისი გამოსვლის დღეს ჯგუფმა გამართა უკანასკნელი ტურნე, რომლის ერთ-ერთი კონცერტიც აღბეჭდილია ფილმში Pulse, ხოლო აუდიო-ჩანაწერები - ამავე სახელწოდების ალბომში. The Division Bell-ზე მუშაობისას ჩაწერილი მუსიკის ნაწილი მოხვდა ჯგუფის უკანასკნელ, მეთხუთმეტე სტუდიურ ალბომში The Endless River (2014).

The Division Bell (ტურნე)

The Division Bell — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1994 წლის ტურნე, უკანასკნელი მის ისტორიაში. იგი ჩატარდა ახალი ალბომის The Division Bell მხარდასაჭერად. ტურნე დასრულდა 1994 წლის 29 ოქტომბერს, ერლს კორტის საგამოფენო ცენტრში 14 საღამოს განმავლობაში გამართული კონცერტებით.

ალტუფიევო (მოსკოვის მეტრო)

ალტუფიევო (რუს. Алтуфьево) — მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგური. მდებარეობს სერპუხოვსკო-ტიმირიაზევსკაიას ხაზზე და შედგება 1 კუნძულოვანი ბაქნისაგან. სადგური გაიხსნა 1994 წელს.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები

ზამთრის ოლიმპიური თამაშები — უმსხვილესი საერთაშორისო შეჯიბრება სპორტის ზამთრის სახეობებში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ეს თამაშები პირველად 1924 წელს ჩატარდა, როგორც ზაფხულის თამაშების დამატება. ზოგიერთი ზამთრის სპორტის სახეობა ზაფხულის თამაშებში დამატებულ იქნა 1908 და 1920 წელს. 1024-92 წლებში ზამთრის თამაშები იმავე წელს ტარდებოდა, რაც ზაფხულის. 1994 წლიდან ზამთრის თამაშები ტარდება 2 წლის ინტერვალში ზაფხულის თამაშებიდან.

მოლდოვა

მოლდოვა (რუმ. Moldova), ოფიციალურად მოლდოვის რესპუბლიკა (რუმ. Republica Moldova) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. რუმინეთსა და უკრაინას შორის. რუმინეთი მას დასავლეთიდან ესაზღვრება, უკრაინა კი ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. დედაქალაქია კიშინიოვი.

სსრკ-ის დაშლის პერიოდში, 1991 წელს მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმავე საზღვრებში, რაც მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ეკავა. მიუხედავადა ამისა, 1990 წლიდან ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე დე ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული ტერიტორიის სახით არსებობს, დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის ქვეშ. 1994 წლის 29 ივლისს მიღებულ იქნა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დაეცა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო სექტორი, თუმცა მომსახურების სექტორის ფარდობითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში თანდათან გაიზარდა და ამჟამად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 60 %-ს აწარმოებს. მიუხედავად ამისა, მოლდოვა დღემდე ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება.მოლდოვა პოლიტიკური მოწყობით საპარლამენტო რესპუბლიკაა, სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლების — პრემიერ-მინისტრი. ქვეყანა გაწევრიანებულია: გაეროში, ევროსაბჭოში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ეუთოში, სუამში, დსთ-ში, ბისეკში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მოლდოვა მიისწრაფვის ევროკავშირში შესვლისკენ და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროექტის ფარგლებში მიღებული აქვს სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში

სტატიაში მოცემულია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში.

მხარე

მხარე — ტერიტორიული ერთეული საქართველოსა და რიგ ქვეყნებში. გარდა საქართველოსა, სამხარეო დაყოფა გააჩნია რუსეთის ფედერაციას, ჩეხეთსა და სლოვაკეთს.

სოკ-ის ქვეყნების კოდების სია

სოკ-ის ქვეყნების კოდები — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრული სამასოიანი აბრევიატურები ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის და სპორტსმენთა სხვა ჯგუფებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებში. მიუხედავად იმისა, რომ მათ საფუძველს წარმოადგენს ISO 3166-1-ის სტანდარტული კოდები, ისინი ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა.

ფინეთის ოფიციალური ჩარტები

ფინეთის ოფიციალური ჩარტები (ფინ. Suomen virallinen lista, შვედ. Finlands officiella lista) — ფინური ეროვნული ჰიტ-აღლუმი, რომელსაც გამოსცემს კომპანია ÄKT (IFPI Finland).

ჰიტ-აღლუმი გამოჩნდა 1991 წლის იანვარში და მას ერქვა Radiomafian lista. ის გადაიცემოდა რადიოთი Radiomafia-ს არხზე (დღეისათვის YleX). 1994 წელს ჩარტი გახდა ოფიციალური ჰიტ-აღლუმი ფინეთში.

დღეისათვის Suomen virallinen lista მოიცავს:

Albums (Top 50) (ალბომები)

Singles (Top 20) (სინგლები)

Downloads (Top 30) (ციფრული დისტრიბუცია)

Mid-priced albums (Top 10) (საშუალო თანხის ალბომები)

Music DVDs (Top 10) (მუსიკალური DVD)

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.