1943

1943 (ათას ცხრაას ორმოცდასამი) წელიგრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-5 დეკადის მე-3 წელი.

ათასწლეული: I · II · III
საუკუნე: XIX · XX · XXI
წლები: 1940 · 1941 · 1942 
1943
1944 · 1945 · 1946

დაიბადნენ

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

ივლისი

აგვისტო

ნოემბერი

დეკემბერი

გარდაიცვალნენ

მარტი

ივნისი

დეკემბერი

ნობელის პრემიის ლაურეატები

  • ფიზიკა : ოტო სტერნი
  • ქიმია : გეორგ დე ჰევესი
  • ფიზიოლოგია და მედიცინა : ჰენრიკ კარლ პიტერ დამი, ედუარდ ადელბერტ დოიზი, გერჰარდ დომაგკი
  • ლიტერატურა : ––
  • მშვიდობა : ––
1944

1944 (ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-5 დეკადის მე-4 წელი.

2008

2008 (ორი ათას რვა) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-8 წელი.

XX საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

1901 -

1902 -...

1998 -

1999 -საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

1901 -

1902 -...

1998 -

1999 -

ავტოზავოდსკაია (მოსკოვის მეტრო)

ავტოზავოდსკაია (რუს. Автозаводская) — მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგური. მდებარეობს ზამოსკვორეცკაიას ხაზზე და შედგება 1 კუნძულოვანი ბაქნისაგან. სადგური გაიხსნა 1943 წელს.

ბენ კინგსლი

სერ ბენ კინგსლი (ინგლ. Ben Kingsley; დ. 31 დეკემბერი, 1943) — ინგლისელი მსახიობი. 50 წლიანი კარიერის მანძილზე მიღებული აქვს ოსკარის, გრემის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები.

ვარლაამი (მახარაძე)

ვარლაამი (მახარაძე) (დ. 26 მარტი, 1873 — გ. 1943) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ვლასა მგელაძე

ვლასა მგელაძე (დ. 1868, ზომლეთი — გ. 1943, პარიზი) — ქართველი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი.

ზორი ზორიანცი

ზორი ზორიანცი (დ. 1885, ნახიჭევანის მაზრა, ცხნაში — გ. 1943, თბილისი) — პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ლიბანი

ლიბანი (არაბ. لبنان) ოფიციალური სახელწოდება ლიბანის რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية اللبنانية) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სირია, ხოლო სამხრეთით ისრაელი. მისმა მდებარეობამ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და არაბულ სამყაროს შორის განაპირობა მისი მდიდარი ისტორია, კულტურული იდენტობა, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება.

ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანი გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1943 წელს ლიბანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია 1946 წელს დატოვეს.

1975-1990 წლების სამოქალაქო ომამდე ლიბანი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, წარმოადგენდა არაბული სამყაროს ფინანსურ და საბანკო დედაქალაქს, რისთვისაც მას „ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიასაც“ კი უწოდებდნენ. ლიბანი პოპულარულია ასევე ტურისტებს შორისაც. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო ეკონომიკის რეკონსტრუქცია.

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია „ტაბარინი“).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

ნოვოკუზნეცკაია (მოსკოვის მეტრო)

ნოვოკუზნეცკაია (რუს. Новокузнецкая) — მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგური. მდებარეობს ზამოსკვორეცკაიას ხაზზე და შედგება 1 კუნძულოვანი ბაქნისაგან. სადგური გაიხსნა 1943 წელს.

პაველეცკაია (მოსკოვის მეტრო, ზამოსკვორეცკაია)

პაველეცკაია (რუს. Павелецкая) — მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგური. მდებარეობს ზამოსკვორეცკაიას ხაზზე და შედგება 1 კუნძულოვანი ბაქნისაგან. სადგური გაიხსნა 1943 წელს.

პავლე წულაია

პავლე წულაია (დ. 1882, ხუნჯულაური, ქუთაისის მაზრა — გ. მარტი, 1943, ციმბირი, კემეროვოს ოლქი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნირო, უმცროსი (ინგლ. Robert De Niro Jr.; დ. 17 აგვისტო, 1943) — ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული , განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლია II“, „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.

დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლია II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.

ქრისტეფორე (წამალაიძე)

ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ერისკაცობაში — ომარ იასონის ძე წამალაიძე; დ. 17 აგვისტო, 1943, სიონი, ყაზბეგის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი. 1995 წლის 17 სექტემბრიდან წმიდა სინოდის განჩინებით შეჩერებული აქვს მღვდელმოქმედება.

შალვა ამირეჯიბი

შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (დ. 1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა ― გ. ივლისი, 1943, პარიზი, დაკრძალულია იქვე, სენტ-უანის სასაფლაოზე) — ქართველი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.

ჯორჯ ჰარისონი

ჯორჯ ჰარისონი (დ. 25 თებერვალი, 1943 — გ, 29 ნოემბერი, 2001) — ინგლისელი მუსიკოსი, მულტი ინსტრუმენტალისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, აგრეთვე მუსიკალური და კინო პროდიუსერი, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, როგორც ჯგუფ The Beatles-ის წამყვანმა გიტარისტმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სიმღერების ძირითადი ავტორები იყვნენ ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, 1965 წლიდან The Beatles-ის ალბომების უმეტესობაში შეტანილი იყო ჰარისონის სულ მცირე, ორი საავტორო კომპოზიცია. მის მიერ ჯგუფისთვის დაიწერა "Taxman", "Within You Without You", "While My Guitar Gently Weeps", "Here Comes the Sun" და "Something", აქედან უკანასკნელი იქცა The Beatles-ის შემოქმედებიდან სხვა შემსრულებლების მიერ რიგით მეორე ყველაზე ხშირად შესრულებულ სიმღერად.

ადრეულ პერიოდში მუსიკოსზე გავლენა მოახდინეს ჯორჯ ფორმბიმ და ჯანგო რეინჰარდტმა; კარლ პერკინსმა, ჩეტ ატკინსმა, ჩაკ ბერიმ და რაი კუდერმა იქონიეს გავლენა უფრო გვიანდელ შემოქმედებაზე. 1965 წლისთის ჰარისონმა The Beatles-ის მუსიკა წაიყვანა უფრო მეტად ფოლკ-როკის მიმართულებით, ვინაიდან დაინტერესებული იყო The Byrds-ის და ბობ დილანის შემოქმედებით. ჯგუფის მელოდიებს დაემატა ინდური კლასიკური მუსიკის ჟღერადობაც - როდესაც "Norwegian Wood (This Bird Has Flown)"-ში ჰარისონმა სიტარი გამოიყენა. ჯორჯი დაინტერესებული იყო ჰარე კრიშნას მოძრაობით და იქცა ინდოეთის კულტურის და მისტიციზმის მოყვარულად, გააცნო რა ისინი The Beatles-ის სხვა წევრებს და მათ დასავლელ მსმენელებს სიმღერებში ინდური ინსტრუმენტული ფრაგმენტების დამატებით. 1970 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ, ჰარისონმა გამოსცა სამმაგი ალბომი All Things Must Pass, კრიტიკოსების მიერ აღიარებული ნაშრომი, მისი ყველაზე წარმატებული ჰიტ-სინგლით "My Sweet Lord", და, როგორც სოლო შემსრულებელმა, ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი ჟღერადობა, შექმნილი სლაიდ-გიტარით. 1971 წელს მან გაუწია ორგანიზება საქველმოქმედო კონცერტს ბანგლადეშის დასახმარებლად, ინდოელ მუსიკოს რავი შანკართან ერთად (ეს მოვლენა იყო Live Aid-ის მსგავსი მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტების წინამორბედი). ჰარისონი აგრეთვე მუსიკალური და კინო პროდიუსერი იყო. 1974 წელს მან დააარსა ლეიბლი Dark Horse Records, ხოლო 1978 წელს იყო კინოკომპანია HandMade Films-ის თანადამაარსებელი.

როგორც სოლო შემსრულებელმა, ჰარისონმა გამოსცა რამდენიმე გაყიდვადი სინგლი და ალბომი. 1988 წელს მან, სხვა მუსიკოსებსთან ერთად, დააარსა სუპერჯგუფი Traveling Wilburys. როგორც ნაყოფიერი შემსრულებელი, მონაწილეობდა Badfinger-ის, რონი ვუდის და ბილი პრესტონის სიმღერების ჩაწერაში, თანამშრომლობდა ბობ დილანთან, ერიკ კლეპტონთან, რინგო სტართან, ტომ პეტისთან და სხვა მუსიკოსებთან. Rolling Stone-მა ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში ჰარისონი #11 ადგილზე დაასახელა. 1988 წელს ჰარისონი, როგორც The Beatles-ის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ისევე, როგორც გარდაცვალების შემდეგ, სოლო კარიერისთვის - 2004 წელს.ჰარისონის პირველი ქორწინება იყო მოდელ პატი ბოიდთან, 1966 წლიდან, რომელიც 1977 წელს დასრულდა. შემდეგ წელს მაგ ოლივია არიასთან იქორწინა, რომელთანაც ერთი შვილი, დჰანი ჰარისონი ეყოლა. ჯორჯი 2001 წელს, 58 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ჩატარდა მისი კრემაციის ცერემონია. მისი ფერფლი გაფანტე ინდოეთში, მდინარეებზე, განგზე და იამუნაზე, ინდუიზმის ტრადიციის შესაბამისად. ჰარისონის შემდეგ დარჩა დაახლოებით 100 მილიონი გირვანქის ოდენობის ქონება.

ჰენრიკ პონტოპიდანი

ჰენრიკ პონტოპიდანი (დან. Henrik Pontoppidan; დ. 24 ივლისი, 1857 — გ. 21 აგვისტო, 1943) — დანიელი მწერალი, 1917 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი „დანიის თანამედროვე ცხოვრების გულმართალი აღწერისათვის“.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (ინგლ. Hollywood Foreign Press Association, HFPA) — ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აშუქებს ამერიკის გასართობი ინდუსტირიის მოვლენებს უცხოური საინფორმაციო გამოცემებისთვის (გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო). ასოციაცია აერთიანებს 90 წევრს 55 ქვეყნიდან.

ორგანიზაცია დაარსდა 1943 წელს ლოს-ანჯელესში, უცხოელი ჟურნალისტების მიერ, რომლებსაც სურდათ, რომ აშშ-ის ბაზრის გარეთ კინოსიახლეების გავრცელების პროცესი ყოფილიყო უფრო ორგანიზებული. 1944 წლიდან სწორედ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ატარებს ოქროს გლობუსის ყოველწლიურ დაჯილდოებას ლოს-ანჯელესში, სადაც ავლენენ საუკეთესო კინოფილმებსა და ტელესერიალებს.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.