1916

1916 (ათას ცხრაას თექვსმეტი) წელიგრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XX საუკუნის მე-2 დეკადის მე-6 წელი.

ათასწლეული: I · II · III
საუკუნე: XIX · XX · XXI
წლები: 1913 · 1914 · 1915 
1916
1917 · 1918 · 1919

დაიბადნენ

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

ივნისი

დეკემბერი

გარდაიცვალნენ

თებერვალი

ივნისი

ივლისი

ნოემბერი

დეკემბერი

ნობელის პრემიის ლაურეატები

1917

1917 (ათას ცხრაას ჩვიდმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XX საუკუნის მე-2 დეკადის მე-7 წელი.

1945

1945 (ათას ცხრაას ორმოცდახუთი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-5 დეკადის მე-5 წელი.

2009

2009 (ორი ათას ცხრა) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-9 წელი.

2014

2014 (ორი ათას თოთხმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის მე-2 დეკადის მე-4 წელი.

4 მარტი

4 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 63-ე დღე (ნაკიან წლებში – 64-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 302 დღე.

Camponotus

Camponotus — ფორმიცინების (Formicinae) ქვეოჯახის რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ჭიანჭველასებრნთა გვარი. დაახლოებით 1000 სახეობა.

XX საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

1901 -

1902 -...

1998 -

1999 -საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

1901 -

1902 -...

1998 -

1999 -

ადან კარდენასი

ადან კარდნას დელ კასტილო (დ. 1836, გრანადა — გ. 1916, გრანადა) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ექიმი და ნიკარაგუის მე-15 პრეზიდენტი. ადან კარდენასი იყო ნიკარაგუის კონსერვატული პარტიის წევრი.კარდენასი დაიბადა ნიკარაგუის ტბის ნაპირას მდებარე ქალაქ გრანადაში. იგი და მისი მშობლები 1852 წელს წავიდენენ ევროპაში. ამ დროს კარდენასმა მიიღო დოქტორის ხარისხი მედიცინაში პიზის უნივერსიტეტში. 1862 წელს კი ნიკარაგუაში დაბრუნდა.აკრდენასს ცოლად ჰყავდა ხერტრუდის მარტინეს სოლორსანო, ნიკარაგუის 36-ე პრეზიდენტ ტომას მარტუნეს გუერეროს შვილი.

ალექსანდრე პროხოროვი

ალექსანდრე მიხეილის ძე პროხოროვი (რუს. Алекса́ндр Миха́йлович Про́хоров; დ. 11 ივლისი [ძვ. სტ. 28 ივნისი], 1916, ათერტონი, ავსტრალია — გ. 8 იანვარი, 2002, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი ფიზიკოსი, კვანტური ელექტრონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966), პრეზიდიუმის წევრი (1970), ზოგადი ფიზიკისა და ასტრონომიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (1973). სოციალისტური შრომის გმირი (1969). სკკპ წევრი 1950 წლიდან. დაიბადა რევოლუციონერი მუშის ოჯახში. მამამისი რევოლუციური მოღვაწეობისათვის გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც შემდეგ გადავიდა ავსტრალიაში. პროხოროვმა დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1939). 1941–1943 წლებში საბჭოთა არმიაში იყო. 1946 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (1954 წლიდან ლაბორატორიის გამგე, 1968 წლიდან — დირექტორის მოადგილე), 1959 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1971 წლიდან მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. 1969 წლიდან დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. ნიკოლოზ ბასოვთან ერთად დაამუშავა კვანტური სისტემების საშუალებით ელექტრომაგნიტური ტალღების გენერირების პრინციპულად ახალი მეთოდი და ამიაკის კონის გამოყენებით შექმნა მოლეკულური გენერატორი — მაზერი (1954–1955). მისი შრომები ეძღვნება ინფრაწითელი და ხილული გამოსხივების მძლავრი ლაზერების შექმნას, არაწრფივ ოპტიკას, ნივთიერებასთან მძლავრი ლაზერული გამოსხივების რეზონანსულ და არარეზონანსულ ურთიერთქმედებას. მიღებული აქვს ლენინური პრემია (1959), ნობელის პრემია (1964). იყო ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი (1971). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.

გრეგორი პეკი

ელდრედ გრეგორი პეკი (ინგლ. Eldred Gregory Peck დ. 5 აპრილი, 1916, ლა-ჯოლა, კალიფორნია – გ. 12 ივნისი, 2003, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინომსახიობი.

კამილო ხოსე სელა

კამილო ხოსე სელა (დ. 11 მაისი, 1916 ქ. პადრონი — გ. 17 იანვარი, 2002) — ესპანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი, სერვანტესის პრემიის ლაურეატი, თანამედროვე ესპანური ლიტერატურის კლასიკოსია. ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ესპანური კულტურის ტრადიციებში აშუქებდა და ესპანური ენის განვითარებას უწყობდა ხელს.

კირკ დაგლასი

კირკ დაგლასი (ინგლ. Kirk Douglas; დ. 9 დეკემბერი 1916, ამსტერდამი) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. არის მსახიობისა და პროდიუსერის, მაიკლ დაგლასის მამა.

ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიური თამაშები — უძველესი და ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.

1894 წელს პარიზში საერთაშორისო კონგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები (ოლიმპიური ქარტია). ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელსაც ეწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ).

თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თამაშები არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო (მაგალითად ომის გამო, 1916 წლის VI თამაშები; 1940 წლის XII თამაშები; 1944 წლის XIII თამაშები).

1924 წლიდან სისტემატურად ტარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მონაწილეობა 1908 წელს მიიღეს.

თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯ. კონოლი (სამხტომი 13.7 მ, აშშ). მანდილოსნებმა პირველად მონაწილეობა მიიღეს 1900 წელს ჩოგბურთელთა ტურნირში და პირველი ქალი ჩემპიონი იყო შ. კუპერი (დიდი ბრიტანეთი).

ოლიმპიური ალამი პირველად აღიმართა 1914 წელს პარიზში თამაშების აღორძინების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე.

ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). რგოლები სიმბოლიზირებენ ხუთ კონტინენტს: აფრიკას, აზიას, ამერიკას, ოკეანეთს და ევროპას. დროშა შექმნილია პიერ დე კუბერტენის მიერ და მისი თქმით დროშის ექვსი ფერი (თეთრი ფონის ჩათვლით) ასახავს იმ დროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ყველა ქვეყნის დროშის ფერებს. ამ ემბლემის დევიზია „Citius, Altius, Fortius“ („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ“).

პატრიკ პირსი

პატრიკ პირსი (ინგლ. Patrick Henry Pearse, ირლ. Pádraig Anraí Mac Piarais; დ. 10 ნოემბერი, 1979, დუბლინი — გ. 3 მაისი, 1916, დუბლინი) — ირლანდიელი პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, დრამატურგი და პოეტი.

პატრიკ პირსი გელური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო. მეგობრობდა ირლანდიის რევოლუციური მოძრაობის ლიდერ ჯეიმზ კონოლისთან. 1914 წელს დააარსა საიდუმლო ორგანიზაცია „ირლანდიის რესპუბლიკური ძმობა“. 1916 წელს ხელმძღვანელობდა აღდგომის აჯანყებას და 24 აპრილს გახდა ამ აჯანყების შედეგად გამოცხადებული ირლანდიის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე. 3 მაისს დახვრიტეს ინგლისელებმა.

პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), აგრეთვე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.

პიტერ ფინჩი

პიტერ ფინჩი (ინგლ. Peter Finch; დ. 28 სექტემბერი, 1916, ლონდონი — გ. 14 იანვარი, 1977, ბევერლი ჰილზი) — ინგლისში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი. მიღებული აქვს BAFTA-ს ხუთი ჯილდო.

პიტირიმ ოკნოვი (ეგზარქოსი)

მიტროპოლიტი პიტირიმი (ერისკაცობაში — პავლე ვასილის ძე ოკნოვი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (26 ივნისი, 1914 - 23 ნოემბერი, 1915)

პიტირიმ ოკნოვი, დაიბადა ქალაქ რიგაში, სამღვდელო პირის ოჯახში. 1879 წელს რიგაში დაამთავრა გიმნაზია, შემდგომში კიევის სასულიერო აკადემია. 1883 წელს აღიკვეცა ბერად. 1890 წელს, 32 წლის ასაკში ხდება არქიმანდრიტი, 36 წლის ასაკში კი ნოვგოროდ-სევერსკის, შემდეგ ტულას ეპისკოპოსი, 1909 წლიდან კურსკის, ვლადიკავკაზისა და სამარის მთავარეპისკოპოსია.

1914 წლიდან საქართველოს ექსეგზარქოსირხოსი. პიტირიმმა შეასრულა წირვა ქართულად აკაკი წერეთელის პანაშვიდზე ქაშვეთის ეკლესიაში, 1915 წლის 27 იანვარს, რითაც ქართველთა საზოგადოების მადლიერება დაიმსახურა.

1916 წელს პიტირიმი გადაიყვანეს სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტად, სადაც დარჩა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე.

ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე

ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე (ესპ. Echegaray Y Eizaguirre, Jose), (დ. 19 აპრილი, 1832, მადრიდი, ესპანეთი — გ. 14 სექტემბერი, 1916, იქვე) — ესპანელი დრამატურგი, 1904 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

ჰენრიკ სენკევიჩი

ჰენრიკ სენკევიჩი (პოლ. Henryk Sienkiewicz; სრული სახელი Henryk Adam Aleksander Pius Sienkiewicz; დ. 5 მაისი 1846, ვოლია–ოკშეისკა ნა პოდლიაშიე — გ. 15 ნოემბერი 1916, ვევე, შვეიცარია) — პოლონელი მწერალი, 1905 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.