1818

1818 (ათას რვაას თვრამეტი) წელიგრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 12 დღე. ეს წელი არის XIX საუკუნის მე-2 დეკადის მე-8 წელი.

ათასწლეული: I · II · III
საუკუნე: XVIII · XIX · XX
წლები: 1815 · 1816 · 1817 
1818
1819 · 1820 · 1821

მოვლენები

დაიბადნენ

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

თარიღი უცნობია

გარდაიცვალნენ

მაისი

1819

1819 (ათას რვაას ცხრამეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 12 დღე. ეს წელი არის XIX საუკუნის მე-2 დეკადის მე-9 წელი.

XIX საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

1801 -

1802 -...

1898 -

1899 -საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

1801 -

1802 -...

1898 -

1899 -

ალექსანდრე II (რუსეთი)

ალექსანდრე II (რუს. Александр II Николаевич; დ. 29 აპრილი 1818, მოსკოვი — გ. 13 მარტი 1881, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერატორი 1855-1881 წლებში. ნიკოლოზ I-ის შვილი.

ახალციხის ფაშების სია

ახალციხის საფაშო ჩამოყალიბდა 1579 წელს. მას ჯაყელთა საგვარეულოს გამაჰმადიანებული წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში. ქვემოთ მოცემულია ახალციხის ფაშების სია:

საფარ-ფაშა (1628-1635)

იუსუფ ფაშა I (1635-1647)

როსტომ-ფაშა (1647-1658)

ასლან I (1658-1679)

იუსუფ ფაშა II (1679-1688)

სალიმ ფაშა (1688-1701)

ისაყ ფაშა (1701-1705; 1708-1716; 1717-1737; 1744-1745)

ასლან II (1705-1708)

იუსუფ ფაშა III (1737-1744)

ჰაჯი აჰმედ ფაშა (1745-1758)

ჰასან ფაშა (1758-1759; 1761-1767)

იბრაჰიმ-ფაშა (1759-1761)

სულეიმან-ფაშა (1767-1769; 1770-1791)

ნომან ებრაელი (1769-1770)

ისაყ ფაშა (1791-1792)

შერიფ ფაშა (1792-1796; 1801-1802; 1810-1812)

იუსუფ ფაშა (1796-1797)

საბუდ მეჰმედ ფაშა (1797-1801)

რაჯაბ ფაშა (1802-1803)

სელიმ-ფაშა (1803-1809; 1812-1815)

მამედ რეშიდ ბეგი (1815-1816)

ლუფტილა ალი ფაშა (1817-1818)

ჰაფიზ ალი ფაშა (1818-1819)

შაჰან ალი ფაშა ბანდარლი (1819-1820)

იჩელო აჰმად ფაშა (1821-1824)

სალეჰ-ფაშა (1824-1825)

ოსმან-ფაშა (1825-1826)

რეჯებ-ფაშა (1826-1827)

ისმაილ-ფაშა (1827-1828)

აჰმედ-ფაშა (1828-1829)

თამარაშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

თამარაშენი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ფცის თემი). მდებარეობს მდინარე შუა ფრონის ხეობაში. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 19 კილომეტრი.

ივანე გურიელი

ივანე გურიელი (დ. 1770 — 1818) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1803).

ილინოისი

ილინოისი (ინგლ. Illinois) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ალგონკინელთა ენაზე ნიშნავს „მეომრებს, მამაც ადამიანებს“. — ილინოისი 1673 წელს აღმოაჩინეს ფრანგებმა ჟოლიემ და მარკეტმა. მისი ფორმირება მოხდა 1720 წელს; 1763 წელს ფრანგებმა დაუთმეს ინგლისელებს. 1783 წელს გადავიდა აშშ-ს მმართველობაში. 1809-დან ტერიტორიის სტატუსი აქვს, 1818-დან შტატისა.

ფართობი — 144 ათასი კვ. კმ.

მოსახლეობა — 12,607 ათასი (თეთრი 77,7 %, აფროამერიკელი 14,6 %, ლათინურამერიკელი 7,7 %). D. 78,9.

ქალაქის მოსახლეობა — 83,3 %.

ქალაქები — სპრინგფილდი (დედაქალაქი), 112 921, ჩიკაგო (ინდიელთა ენაზე Checagou — „ველური ხახვი“, დაარსდა 1770 წელს; 2.721 ათასი), როკფორდი, 143 ათასი, პეორია, 112 ათასი.

თავისებურებები — მიჩიგანის ტბა, მდინარეები მისისიპი, ილინოისი, ოჰაიო, ლინკოლნის სახლი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი.

ცნობილი ადამიანები — ენრიკო ფერმი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯესი ჯექსონი, რონალდ რეიგანი.

კარლ მარქსი

კარლ ჰაინრიხ მარქსი (გერმ. Karl Marx; დ. 5 მაისი, 1818, ტრირი — გ. 14 მარტი, 1883, ლონდონი) — გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა:

მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი, ისევე როგორც წინამორბედი სოციალურ-ეკონომიკური სისტემები, გარდაუვალად წარმოშობს შინაგან დაპირისპირებას რაც მიიყვანს მას თავისსავე დესტრუქციასთან. ისევე როგორც სოციალიზმმა ჩაანაცვლა ფეოდალიზმი, მას სჯეროდა რომ სოციალიზმი, თავის მხრივ ჩაანაცვლებს კაპიტალიზმს და კაცობრიობას მიიყვანს უსახელმწიფო, უკლასო საზოგადოებამდე სახელად კომუნიზმი. ეს მიიღწევა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის შემდეგ რომელსაც ეწოდება „პროლეტარიატის დიქტატურა“: პერიოდს ხანდახან უწოდებენ „მუშათა სახელმწიფოს“ ან „მუშათა დემოკრატიას“. „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ პირველ მონაკვეთში მარქსი განმარტავს ფეოდალიზმს, კაპიტალიზმს და შინაგანი სოციალური დაპირისპირების როლს ისტორიულ პროცესში.. მარქსი ამტკიცებდა სოციალურ ეკონომიური ცვლილების სისტემურ გაგებას. ის ამტკიცებდა რომ კაპიტალიზმის შინაგანი სტრუქტურული დაპირისპირება გარდაუვალს გახდის მისივე დასასრულს და გზას გაუხსნის სოციალიზმს.მეორე მხრივ მარქსი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივ ეკონომიური ცვლილება ხდებოდა ორგანიზებული რევოლუციური აქციით. ის ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმს დაასრულებს ინტერნაციონალური მუშათა კლასის ორგანიზებული აქცია. კარლ მარქსი, ერიკ დურკჰაიმთნ და მაქს ვებერთან ერთად მოიაზრება თანამედროვე სოციალური მეცნიერებების არქიტექტორად.

კატარინ-დომინიკ პერინიონი

კატარინ-დომინიკ პერინიონი (ფრანგ. Catherine-Dominique de Pérignon, 31 მაისი, 1754 — 25 დეკემბერი, 1818) იყო საფრანგეთის მარშალი, მოღვაწეობდა ნაპოლეონის ომების დროს.

კორინთი

კორინთი (ბერძ Κόρινθος) — თანამედროვე ქალაქი და ნავსადგური საბერძნეთში, კორინთის ყელზე, კორინთის არხთან. პელოპონესის კორინთიის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

კორინთის გადასასვლელით აკავშირებს შუა საბერძნეთს პელოპონესთან, დასავლეთიდან კორინთის ყურე აკრავს, აღმოსავლეთიდან სარონიკის. კორინთი ათენიდან სამხრეთ-დასავლეთით 78 კილომეტრში მდებარეობს.

თანამედროვე კორინთი დაარსდა 1818 წელს. 1858 წლის მიწისძვრის შემდეგ იქნა აღდგენილი ნაქალაქარიდან სამ კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქს ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთით 1881-1893 წლებში აშენებული კორინთის არხი მიუყვება. (სიგრძე 6,2 კმ, სიგანე 22 მეტრი, სიღრმე 8 მ)

კრისტიან IX

კრისტიან IX (დან. Christian 9; დ. 2 აპრილი, 1818, — გ. 29 იანვარი, 1906) — დანიის მეფე 1863–1906 წლებში გლუქსბურგების დინასტიიდან. კრისტიან IX ოლდენბურგების დინასტიის გლუქსბურგების ხაზის პირველი წარმომადგენელი იყო დანიის ტახტზე.

ლუსი სტოუნი

ლუსი სტოუნი (დ. 13 აგვისტო, 1818 — გ. 18 ოქტომბერი, 1893) — ცნობილი ამერიკელი ორატორი, აბოლიციონისტი, სუფრაჟისტი, ასევე ადვოკატი და ორგანირაზოტი ქალთა უფლებების ხელშეწყობისთვის. 1847 წელს სტოუნი გახდა პირველი ქალი მასაჩუსეტსიდან, რომელმაც მიიღო კოლეჯის ხარისხი. იმ დროს, როცა ქალთა გამოსვლებს ეწინააღმდეგებოდნენ და შლიდნენ, სტოუნმა გამოთქვა მოსაზრებები ქალთა უფლებებსა და მონობის გაუქმებაზე. სტოუნი ცნობილი იყო იმით, რომ ქორწინების შემდეგ იყენებდა ქალიშვილობის გვარს, რადგან წესი იყო, რომ ქალებს უნდა მიეღოთ ქმრების გვარი.

სტოუნის ორგანიზაციული საქმიანობა ქალთა უფლებებისთვის XIX საუკუნის რთულს პოლიტიკურ გარემოში ხელსაყრელი მიღწევებით გამოირჩეოდა. სტოუნმა ხელი შეუწყო პირველი ეროვნული ქალთა უფლებების კონვენციის დაფუძნებას ვორსესტერში, მასაჩუსეტსი , ასევე მტკიცედ უჭერდა მას მხარს ყოველწლიურად, როგორც მთელ რიგ ადგილობივ, სახელმწიფო და რეგიონალურ კონვენციებს. სტოუნი სიტყვით გამოვიდა საკანონმდებლო ორგანოებთან და მოითხოვა აემაღლებინათ ქალთა უფლებების შესახებ კანონები. მან ხელი შეუწყო ქალთა ეროვნული ლოიალური ლიგის ჩამოყალიბებას, რათა დახმარებოდა მეცამეტე შესწორების შეტანასა და ამით მონობის გაუქმებას, შედეგად იგი დაეხმარა ამერიკულ ქალთა სუფრაჟისტულ ასოციაციას (AWSA). სწორედ ამ ასოციაციამ დაუჭირა მხარი ქალთა საარჩევნო უფლებების კონსტიტუციონალურ ჩასწორებას, რითაც გაიმარჯვეს და დაამტკიცეს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ადგილობრივ დონეზე ქალთა საარჩევნო უფლებები.

სტონი ბევრს წერდა ქალთა უფლებების ფართო სპექტრზე, აქვეყნებდა მას და ავრცელებდა, როგორც საკუთარი, ისე სხვების გამოსვლების საშუალებით, ასევე აწარმოებდა კონვენციურ ნაშრომებს. ხანგრძლივ და გავლენიან ქალთა ჟურნალში, რომელიც მან დააარსა და გაავრცელა, ყოველკვირეულ გამოცემაში სტოუნი აქვეყნებდა საკუთარ და სხვების შეხედულებებს ქალთა უფლებების შესახებ. ქალთა უფლებების მოძრაობა სახელწოდებით „ორატორი“, „დილის ვარსკვლავი“ და „გული და სული“, სტოუნმა გავლენა მოახდინა სუსან ბ. ენტონიზე, რათა ისიც ჩართულიყო ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების საკითხში. ელისაბედ კედი სტენტონა დაწერა, რომ „ლუსი სტოუნი იყო პირველი ადამიანი, ვის გამოც ამერიკელი ხალხის გული ღრმად შეშფოთდა ქალთა საკითხებზე.“ ენტონი, სტენტონი და სტოუნი ერთად იწოდებოდნენ XIX საუკუნის ქალთა საარჩევნო უფლებებისა და ფემინიზმის „ტრიუმვირატად“.

მარია ისაბელ პორტუგალიელი

მარია ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Maria Isabel de Portugal, ესპ. María Isabel de Portugal, დაბ. მარია ისაბელ ფრანსისკა დე ასის ანტონია კარლოტა ხუანა ჟოზეფა ხავიერა დე პაულა მიკაელა რაფაელა ისაბელ გონძაგა დე ბრაგანს ი ბურბონი; დ. 19 მაისი 1797 - გ. 26 დეკემბერი 1818) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ის ასული. ესპანეთის დედოფალი 1816-18 წლებში როგორც მეფე ფერდინანდ VII-ის მეორე მეუღლე.

მერეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მერეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. აშენებულია 1818 წელს.

ეკლესია დარბაზულია (12 X 6,7 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები თლილი ქვისაა, ლავგარდანი - აგურის. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. სამხრეთის შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან დასრულებულია დეკორატიული ტიმპანით. დასავლეთისა თაღოვანია და გარედან სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული. ნახევარწრიულ აფსიდში ღერძზე განიერი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორ-ორი თაღოვანი სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული კამარის საბჯენი თაღი. დასავლეთის შესასვლელის თავზე, კედელში ვიწრო პატრონიკეა. მასზე ასასვლელი კიბეც იმავე კედელშია დატანებული. პატრონიკეს დასავლეთით პატარა სარკმელი აქვს, ხოლო დარბაზის მხარეს - საკმაოდ განიერი თაღოვანი ღიადი. ეკლესიის კედლები შიგნით და გარეთ შელესილია. დასავლეთ ფასადის ფრონტონის ქვეშ, აგურის წყობაში, გამოყვანილია საკმაოდ დიდი ჩაწეული ჯვარი. სამხრეთ ფასადის დასავლეთ კუთხეში, 1,8 მეტრის სიმაღლეზე ჩასმულია დიდი ზომის თლილი ქვა წარწერით, რომელიც გვამცნობს ძეგლის აშენების თარიღს. ეკლესიის ლავგარდანი სამსაფეხურიანია. ორფერდა სახურავის კრამიტი მოგვიანებით თუნუქის ფურცლებით შეუცვლიათ.

მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშა

მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშა (თურქ. Mehmed Emin Rauf Paşa; დ. 1780, სტამბოლი — გ. 1860, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1815-1818, 1833-1839, 1840-1841, 1842-1846 და 1852 წლები, სულთან მაჰმუდ II-ისა და აბდულმეჯიდ I-ის მმართველობის პერიოდში.

დაიბადა 1780 წელს, სტამბოლში. პირველად დიდი ვეზირის თანამდებობაზე 1815 წლის 30 მარტს სულთან მაჰმუდ II-მ დანიშნა. მან ეს თანამდებობა 1818 წლის 6 იანვრამდე შეინურჩუნა. 1828 წელს დანიშნეს დამასკოს მმართველად.

1833 წლის 17 თებერვალს იგი ხელმეორედ გახდა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. 1839 წელს მაჰმუდის გარდაცვალების შემდეგ მას დიდი ვეზირის ბეჭედი ჩამოართვეს. ამის შემდეგ ის სამჯერ იყო ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. 1841 წელს ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ 1842 წლის 3 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დანიშნეს. 1852 წლის 27 იანვარს ის მეხუთედ გახდა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი.

1852 წლის 7 მარტს მან საკუთარი ნებით დატოვა დიდი ვეზირის თანამდებობა და სტამბოლში დაიწყო ცხოვრება. ის გარდაიცვალა 1860 წელს და დაკრძალულა მისივე სახსრებით აშენებულ მეჩეთში.

ოლდენბურგები

ოლდენბურგების დინასტია (დან Oldenborgske slægt, გერმ Haus Oldenburg) — გერმანული წარმოშობის საგვარეულო, რომლის განშტოებებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ. ოლდენბურგთა პირდაპირი ხაზი 1448-1863 წწ დანიაში მეფობდა, 1523 წლამდე კი დანიის პირად უნიაში შვედეთი და ნორვეგიაც ერთიანდებოდნენ (კალმარის უნია), ხოლო 1814 წლამდე დანია-ნორვეგიის უნიას უდგნენ სათავეში.

ოლდენბურგების მამრობითი ხაზით შთამომავლებად შეიძლება ჩაითვალონ უკანასკნელი რომანოვები (1762-1917), შვედეთის მეფეების ჰოლშტეინ-გოტორპის დინასტია 1751-1818 წწ, გლუქსბურგების დანიური, ნორვეგიული და ბერძნული შტო, ბერძენი გლუქსებურგებიდან კი მაუნთენბერი-უინძორების ბრიტანული განშტოება (ელისაბედ II შვილებით დაწყებული).

პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო

პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო (დ. 21 ივნისი, 1818, გრანადა — გ. 7 ივნისი, 1890, გრანადა) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და ნიკარაგუის მე-13 პრეზიდენტი.

პედრო ხოაკინის მშობლები იყვნენ პედრო ხოსე ჩამორო არგუიელო და ხოსეფა მარგარიტა ალფარო მონტეროსო. ფერნანადომ ადრეულ ასაკში მიატოვა სწავლა და თავის ძმა დიონისიოსთან ერთად ხელი მიჰყო მამამისის მამულის მოვლა-პატრონობას, თავისი ნახევარძმის ფრუტო ჩამოროს მეურვეობის ქვეშ.

1849 წელს პედრო ხოაკინი გახდა გარანადის მერი. 1854 წელს კი მონაწილეობას იღებდა გრანადის დაცვაში მასიმო ხერესის წინააღმდეგ და იბრძოდა უილიამ უოლკერის წინააღმდეგ. 1862 წელს ჩაერთო პოლიტიკაში და თავი წარადგინა გრანადის დეპარტამენტის სენატორად. 1869 წელს სამთავრობო ხუნტის წევრი ხდება. 1871 წელს ოთხი წლის ვადით ირჩევენ ნიკარაგუის პრეზიდენტად და 1885 წელს ხელმეორედ მოდი მთავრობაში, ისევ ხუნტის წევრად. პედრო ჩამორო თავის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ერთსადაიმავე დროს იყო პროგრესული და ოპორტუნისტი პიროვნება. როდესაც კონსერვატორები იცავდნენ "campesinos" იგი წარმოადგენდა გრანადის ოლიგარქიას და მტკიცედ იცავდა კონსერვატულ პრინციპებს. მას ცენტრალური ამერიკა წარმოედგინა ვაჭრობაზე დაფუძნებული ფეოდალური ეკონომიკის რეგიონად. იგი დაეხმარა ნიკარაგუას შეენარჩუნებინა თავისი ბუნებრივი რესურსები, რომელთაც რამდენიმე დიდგვაროვანი ოჯახი, მათ შორის ჩამოროს ოჯახი და კიდევ სხვები, რომლებსაც დღესაც აქვს გავლენა ნიკარაგუის ეკონომიკაზე, აკინტროლებდა. ჩამორო პოლიტიკურ გავლენას სიკვდილამდე ინარჩუნებდა.

მისი პირველი ცოლი იყო ნ. გუადამუსი და მეორე იყო მარია დე ლა ლუს ბოლანიოს ბენდანია.

ჩილე

ჩილე, ოფიციალურად ჩილეს რესპუბლიკა (ესპ. República de Chile; მაპუდ. Gulumapu) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. ჩილეს სანაპირო ზოლი წყნარ ოკეანესთან შეადგენს 6,435 კილომეტრს. ჩილეს ტერიტორიებში შედის წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან-ფერნანდესის, სალა-ი-გომესის, დესვენტურადასის და აღდგომის კუნძულები. ჩილეს ასევე აქვს პრეტენზია ანქტარქტიკის ნაწილზე (დაახლოებით 1250000 კმ²), თუმცა ეს მოთხოვნა ექცევა ანტარქტიკის ხელშეკრულების ფარგლებში.

განსხვავებული კონტური — 4 300 სიგრძე და საშუალოდ 175 კმ სიგანე ჩილეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გრძელ ქვეყნად აქცევს სიგრძე–სიგანის მაჩვენებლების მიხედვით. სანაპირო ზოლი 7 800 კმ–ს შეადგენს და ამ მხრივ ჩილე მსოფლიოში მე–6 ქვეყანაა. ჩრდილოეთით არსებული უდაბნოები შეიცავს დიდი რაოდენობის მინერალურ რესურსებს, ძირითადად სპილენძს. შედარებით მცირე ცენტრალური ნაწილი დომინირებს მოსახლეობის რაოდენობისა და სასოფლო–სამეურნეო რესურსების თვალსაზრისით. ამავე დროს, ეს ნაწილი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, საიდანაც მოხდა ჩილეს ექსპანსია XIX საუკუნეში, როდესაც მან ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონები შემოიერთა. სამხრეთი ჩილე მდიდარია ტყეებითა და საძოვრებით, წარმოდგენილია მთელი რიგი ტბები და ვულკანები. სამხრეთი სანაპირო ზოლი ფიორდების, ყურეების, სრუტეების, ნახევარკუნძულებისა და კუნძულების ლაბირინთია.XVI საუკუნეში ესპანელთა მოსვლამდე, ჩრდილოეთი და ცენტრალური ჩილე ინკების მმართველობის ქვეშ იყო, სამხრეთ–ცენტრალურ ნაწილში კი თავისუფალი მაპუჩეს ხალხი სახლობდა. 1818 წლის 12 თებერვალს ჩილემ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წყნარი ოკეანის ომში (1879–83) ჩილემ დაამარცხა ბოლივია და პერუ და დაიკავა მისი ამჟამინდელი ჩრდილოეთი ტერიტორია. მაპუჩეს ხალხის სრული დამორჩილება ჩილემ მხოლოდ 1880–იან წლებში მოახერხა. ქვეყანამ გადაიტანა 16½ წლიანი სამხედრო დიქტატურის პერიოდი (1973–1990), რა დროსაც ემსხვერპლა ან დაიკარგა 3 000–ზე მეტი ადამიანი.დღეისათვის, ჩილე სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქვეყანაა; აღიარებულია საშუალო ძალაუფლებად და დამწყებ ეკონომიკად. ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ლიდერობს ადამიანური განვითარების, კონკურენტუნარიანობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის, გლობალიზაციის, ეკონომიკური თავისუფლების და კორუფციის დაბალი მონაცემების თვალსაზრისით. იგი რეგიონში ასევე ლიდერია სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და გლობალური მშვიდობის ინდექსის მხრივ. მიუხედავად ამისა, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური უთანასწორობა, როგორც ამას ჯინის ინდექსი აჩვენებს. 2010 წლის მაისში, ჩილე პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შეუერთდა. ჩილე დამფუძნებელი წევრია გაეროსი, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის და ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების საზოგადოებისა.

ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი

ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი (გერმ. Hedwig Elisabeth Charlotta von Schleswig-Holstein-Gottorf, შვედ. Hedvig Elisabet Charlotta av Holstein-Gottorp), შემოკლებით შარლოტა (დ. 22 მარტი, 1759 — გ. 20 ივნისი, 1818) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოლდენბურგის ჰერცოგ ფრედერიკ ავგუსტისა და მისი ცოლის, ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელის ქალიშვილი. თავდაპირველად იგეგმებოდა მისი მითხოვება შვედეთის მეფე გუსტავ III-თვის, თუმცა საბოლოოდ მის ძმას, კარლს შერთეს ცოლად. კარლ XIII ჯერ 1809 წელს შვედეთის, ხოლო 1814 წელს ნორვეგიის მეფე გახდა, რითაც ჰედვიგი დედოფლად იქცა. მრავალწლიანი ქორწინების მიუხედავად, მათ ცოცხალი შვილი არ ეყოლათ, რის გამოც კარლმა თავის მემკვიდრედ ფრანგი გენერალი კარლ ბერნადოტი აირჩია.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.