1771

1771 (ათას შვიდას სამოცდათერთმეტი) წელიგრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 11 დღე. ეს წელი არის XVIII საუკუნის მე-8 დეკადის 1-ლი წელი.

ათასწლეული: I · II · III
საუკუნე: XVII · XVIII · XIX
წლები: 1768 · 1769 · 1770 
1771
1772 · 1773 · 1774

დაიბადნენ

აგვისტო

თარიღი უცნობია

გარდაიცვალნენ

1715

1715 (ათას შვიდას თხუთმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 11 დღე. ეს წელი არის XVIII საუკუნის მე-2 დეკადის მე-5 წელი.

1772

1772 (ათას შვიდას სამოცდათორმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 11 დღე. ეს წელი არის XVIII საუკუნის მე-8 დეკადის მე-2 წელი.

XVIII საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

1701 -

1702 -...

1798 -

1799 -საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

1701 -

1702 -...

1798 -

1799 -

გიორგი V გურიელი

გიორგი V გურიელი — გურიის მთავარი 1756-1758, 1765-1771 და 1776-1788; გიორგი IV გურიელის ძე.

1756 წელს მთავრად დასვა სოლომონ I-მა, რომელმაც დასაჯა მამია IV მის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობისთვის. შემდეგ სოლომონმა მამია შემოირიგა და მთავრად დააბრუნა. 1865 წელს გიორგი მთავრად ჰასან-ფაშამ დასვა. მთავრობდა ოსმალთა ხელშეწყობით. 1768 წელს იბრძოლა სოლომონის წინააღმდეგ ჩხარის ბრძოლაში თეიმურაზთან და რაჭის ერისთავთან ერთად, მაგრამ დამარცხდა.რუსეთ-ოსმალეთის ომის დასაწყისში ნეიტრალური პოზიცია ეკავა. 1770 წლის 3 ოქტომბერს სოლომონმა ბათუმიდან თურქების დასახმარებლად წამოსულ ჯარს გზა გადაუჭრა გურიაში, დაამარცხა და უკან განდევნა, ამასთანავე გადააყენა თურქული ორიენტაციის გიორგი V გურიელი და კვლავ მისი ძმა მამია IV გურიელი გაამთავრა. 1771 წლის 3 იანვარს ფოთთან თურქების დამარცხების შემდეგ ჩაება მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. 1776 წელს ტახტიდან გაფააყენა მამია IV გურიელი და თავად დაიკავა მთავრის ტახტი. 1777 წელს მაქსიმე II-ს დახმარებით აღადგინა შემოქმედის საეპისკოპოსო კათედრა.

1784 წელს, ახლი წლის გამთენიისას, თურქების დავალებით სოფელ აკეთში შეიჭრა აჭარის ბეგი აბდულა ხიმშიაშვილი. მამუკა თავდგირიძის სარდლობით გურულებმა სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი. თვით აბდულა ბეგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ამ შემოსევის საპასუხოდ და ქვემო გურიის გასათავისუფლებლად მეფე სოლომონმა იმერეთ-გურიის ჯარით ბათუმისკენ ილაშქრა 1784 წლის მარტში. გიორგი V გურიელი თან ახლდა სოლომონს ჩაქვზე ლაშქრობაში. დადიანმა ფოთის ოსმალო ფაშას წინასწარ აცნობა იმერეთის მეფის ამ ლაშქრობის შესახებ. ფაშამ იმერეთ-გურიის ჯარის ზურგში, ციხისძირთან ჯარი გადასხა და ნაჭიშკრევის ვიწრო გასასვლელებში დახვდა. ბრძოლა მოხდა 1784 წლის 9 მარტს. ამ ლაშქრობის მარცხის შედეგად გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა ქობულეთის მხარე.

ამის შემდეგ გიორგი V გურიელი შეეცადა რუსეთთან დაკავშირებას, მაგრამ ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ გიორგი გურიელმა მხარი არ დაუჭირა ქაიხოსრო აბაშიძეს, რომელიც იმერეთში გამეფებას ცდილობდა. 1784 წლის 30 ოქტომბერს ქაიხოსრო აბაშიძე 6 000-იანი ჯარით გურიაში შეიჭრა. მან ოზურგეთამდე მიაღწია, თუმცა მოსახლეობა გახიზნული დახვდა და ტყვეები ვერ ჩაიგდო ხელში. დავით II 4 000-იანი ჯარით სასწრაფო დაიძრა გურიელის დასახმარებლად და საჯავახოში დადგა, აქედან მან დახმარება სთხოვა კავკასიის ხაზის სარდალს პოტიომკინს, მაგრამ უარი მიიღო. მეფემ ყალბი ხმები გაავრცელა, რომ მის დასახმარებლად რუსეთის ჯარის ნაწილები მოდიოდა. თურქები დაფრთხნენ და მთელი საბრძოლო აღჭურვილობა გურიაში დატოვეს. ქაიხოსრო აბაშიძე სტამბოლში გაიქცა

1788 წელს ღრმად მოხუცებული გიორგი V გურიელი შინაური აშლილობის გამო იძულებული გახდა ტახტი უფროსი ვაჟის - სიმონისათვის დაეთმო.

გო-საკურამატი

გო-საკურამატი (იაპონ. 後桜町天皇; დ. 23 სექტემბერი, 1740 — გ. 24 დეკემბერი, 1813) — იაპონიის 117-ე და მერვე, ბოლო, ქალი-იმპერატორი. იაპონიის ტახტს მართავდა 1762-1771 წწ. იგი იმპერატორ საკურამატის მეორე ქალიშვილი და იმპერატორ მომოძონოს უმცროსი დაა.

გუსტავ III

გუსტავ III (შვედ. Gustav III, დ. 24 იანვარი [ ძვ. სტ. 13 იანვარი], 1746 — გ. 29 მარტი, 1792) — შვედეთის მეფე (1771 წლის 12 თებერვლიდან). ადოლფ ფრედრიკისა და ლუიზა ულრიკა პრუსიელის ვაჟი; ცოლად სოფია მაგდალენა დანიელი ჰყავდა. ვაჟი: გუსტავ IV ადოლფი.

1772 წელს უსისხლო გადატრიალება მოაწყო თავისუფლების ერად წოდებული ლიბერალური რეფორმების შესაწყვეტად და ერთპიროვნული მონარქია აღადგინა.

მის წინააღმდეგ შეთქმულება 1792 წლის 16 მარტს სამეფო ოპერაში გასროლით დასრულდა: მიღებული ჭრილობისგან მეფე 13 დღის შემდეგ გარდაიცვალა სტოკჰოლმში.

ენციკლოპედია ბრიტანიკა

„ბრიტანიკა“ ,„ბრიტანული ენციკლოპედია“ (ინგლ. Encyclopaedia Britannica [ɪnˌsaɪkləˈpiːdiə bɹɪˈtænɪkə]) — ერთ-ერთი უძველესი უნივერსალური ენციკლოპედია მსოფლიოში. პირველად გამოიცა 1768-1771 წლებში ედინბურგში, შოტლანდია (დიდი ბრიტანეთი), როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების ლექსიკონი, ახალი გეგმის მიხედვით. მას შემდეგ ბრიტანიკამ მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი საერთო ენციკლოპედიის სახელი მოიხვეჭა და დღესაც ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საცნობარო წიგნად ინგლისურ ენაზე. მას გამოსცემს ამავე სახელწოდების კერძო კორპორაცია.

გვიანი XVIII საუკუნიდან ადრეულ XX-მდე ბრიტანიკის სტატიები საყოველთაოდ ითვლებოდა, როგორც უპირველესი ავტორიტეტი ნებისმიერ საკითხზე და ხშირად მას წყაროდ იყენებდნენ ახალ კვლევასა თუ თეორიაში, რომელიც სამეცნიორო აუდიენციისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამ პერიოდში შეიძინა ბრიტანიკამ უდიდესი რეპუტაცია და უნიკალური პოზიცია დაიჭირა ინგლისურენოვან კულტურაში.

ენციკლოპედიის როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა ადრეული მე-20 საუკუნიდან, რაც აისახა ბრიტანიკის მე-11 გამოცემიდან და შემდგომ. ამ დროიდან ენციკლოპედია უფრო საერთო რეფერატი ხდება შედარებით უფრო ვრცელი აუდიენციისთვის, უფრო მოკლე, ადვილად აღსაქმელი სტატიებით. ისინი უკვე აღარ ასრულებენ პირველადი ავტორიტეტული წყაროს როლს რაიმე საკითხში; თანამედროვე პერიოდში ენციკლოპედია შეცვალა მრავალმა აკადემიურმა ჟურნალმა, სახელმძღვანელომ, სპეციალიზებულმა პუბლიკაციამ და ელექტრონულმა რესურსმა.

დღეს ბრიტანიკა ეტაპობრივად გადადის ელექტრონულ ვერსიებზე, რომელიც სიდი-რომებსა თუ ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. მას უწევს მუდმივად მზარდი ალტერნატიული წყაროების მძაფრ კონკურენციასთან ბრძოლა. მიუხედავად ამისა, ბრიტანიკის სტატიები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც კორექტული, გადამოწმებული, დასაყრდნობი და გამართული და ის დღემდე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა) — ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი.

მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.

იოსები (ბაგრატიონი)

იოსები (გ. 24 მაისი [ძვ. სტ. 13 მაისი], 1776) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1769–1776 წლებში, იმავდროულად გელათის მიტროპოლიტი 1745–1776 წლებში, იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის ძე, სოლომონ I-ის უფროსი ძმა.

კათოლიკოს-პატრიარქად დანიშნა სოლომონ I-მა. იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მომხრე. 1760 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააშენა სამღვდელთმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. გამოხატულია ამავე ტაძრის კედლებზე. დაეხმარა სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის როსტომის საბოლოო განადგურებაში. 1771–1773 წლებში იოსებს მოლაპარაკება ჰქონდა კაცია II დადიანთან ზავის შესახებ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. იოსები იცავდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ერთიანობას, ამიტომაც არ ცნობდა დადიანის მიერ ახალდადგენილ ოდიშის კათოლიკოს-პატრიარქს. იოსებს პოლიტიკურ-კონფესიონალურ ნიადაგზე უთანხმოება ჰქონდა იმხანად იმერეთში მყოფ იტალიელ მისიონერებთან.

კაცია II დადიანი

კაცია II დადიანი — ოდიშის მთავარი 1758-1788, ოტია დადიანის ძე. 1757 ოდიშის დამხმარე ლაშქარს ხელმძღვანელობდა ხრესილის ბრძოლაში. 1770-1771 დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის კორპუსს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში (რუსული წყაროების ცნობით, საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა). 1780 კაცია II დადიანმა სოლომონ I-ის დახმარებით რუხის ბრძოლაში დაამარცხა აფხაზეთის მთავარი. შემდეგში იგი აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამთავრო სახლის შინაურ საქმეებში; ეხმარებოდა ზურაბ შარვაშიძეს თავისი ძმისწულის - ქელაიშ-აჰმედ-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაეხმარა დავით გიორგის ძეს იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში.

მამია IV გურიელი

მამია IV გურიელი (გ. 1784), გურიის მთავარი 1726-1756, 1758-1765, 1771-1776 წლებში, გიორგი IV გურიელის ძე.

მარი ჯულია კლარი

მარი ჯულია კლარი (ფრანგ. Marie Julia Clary, ესპ. Maria Julia Clary, იტალ. Maria Julie Clary; დ. 26 დეკემბერი 1771, მარსელი, საფრანგეთი - გ. 7 აპრილი 1845, ფლორენცია, იტალია) — ნაპოლეონ ბონაპარტის რძალი. ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი 1806-1808 წლებში და ესპანეთის დედოფალი 1808-1813 წლებში როგორც ჟოზეფ ბონაპარტის მეუღლე.

მარია დოროთეია პორტუგალიელი

მარია დოროთეია პორტუგალიელი (პორტ. Maria Doroteia de Portugal; დ. 21 სექტემბერი, 1739 — გ. 14 იანვარი, 1771) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუზე I-ისა და დედოფალ მარიანა ვიქტორია ესპანელის ქალიშვილი.

მესიეს ობიექტების სია

მესიეს ობიექტები — 110 ასტრონომიული ობიექტი, რომლებიც ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ შეიტანა თავის კატალოგში „Catalogue des Nébuleuses et des Amas d'Étoiles“ (ნისლეულებისა და ვარსკვლავთგროვების კატალოგი). მისი მოსამზადებელი ვერსია 1771 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ Memoirs-ში გამოჩნდა, ბოლო ობიექტი კი, მესიეს დაკვირვებებზე დაყრდნობით 1967 წელს ასტრონომმა კენეთ გლინ ჯონსმა დაამატა. კატალოგის პირველი ვერსია 1774 წელს პარიზში, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა და შეიცავდა 45 ობიექტს. გარდა საკუთარი აღმოჩენებისა, სია ასევე მოიცავდა მანამდე, სხვა ასტრონომთა მიერ აღმოჩენილ ობიექტებს; 45 ობიექტიდან საკუთრივ მესიეს აღმოჩენილი მხოლოდ 17 იყო. 1780 წელს კატალოგი 80 ობიექტამდე გაიზარდა, მისი საბოლოო ვერსია კი 1781 წელს გამოქვეყნდა; ყოველწლიურ ასტრონომიულ პუბლიკაცია Connaissance des Temps-ის (დროთა შეცნობა) 1784 წლის ვერსიაში სია 103 ობიექტამდე იყო გაზრდილი. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, 102-ე ნომერი სიაში შეცდომით იყო შეყვანილი და საბოლოოდ, კატალოგში 102 ობიექტი დარჩა. დროთა განმავლობაში, მესიეს ნაწერების კვლევების შედეგად, სხვა ასტრონომებმა კატალოგის ობიექტთა რაოდენობა 110-მდე გაზარდეს.

კატალოგი ასტრონომიულ ობიექტთა ფართო სპექტრს მოიცავს, დაწყებული ვარსკვლავთგროვებით, ნისლეულებითა და გალაქტიკებით დამთავრებული. მესიე 1 არის სუპერნოვას ნარჩენი — კიბორჩხალსახის ნისლეული, M31 კი ანდრომედას სპირალურ გალაქტიკას აღნიშნავს. მეოცე საუკუნეში კატალოგს მრავალი ობიექტი დაემატა, რომელთა შორის პირველი იყო 1921 წელს, ფრანგი ასტრონომის, კამილ ფლამარიონის მიერ დამატებული მესიე 104 მას შემდეგ, რაც მან კატალოგის 1781 წლის სანიმუშო ვერსიაში, მესიეს მიერ გაკეთებული შენიშვნა იპოვა. 1947 წელს კატალოგს M105-დან M107-მდე დაამატა ასტრონომმა ელენ ჰოგმა, 1960 წელს M108 და M109 ოუენ გინგერიხმა, 1967 წელს კი M110 კენეთ გლინ ჯონსმა.

იმის გამო, რომ მესიე მხოლოდ კომეტების აღმოჩენით იყო დაინტერესებული, მან შეადგინა არა-კომეტა ობიექტთა სია, რასაც მისთვის ნადირობა უნდა გაეადვილებინა. კატალოგის შედგენისას, ის თავის თანაშემწესთან, ასტრონომ პიერ მეშენთან თანამშრომლობდა. ობიექტთა ეს კატალოგი ასტრონომიულ ობიექტთა ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სიაა, მესიეს მრავალი ობიექტი კი დღემდე მესიეს რიცხვებით აღინიშნება.

უოლტერ სკოტი

სერ უოლტერ სკოტი (ინგლ. Sir Walter Scott, 1st Baronet; დ. 15 აგვისტო, 1771, ედინბურგი, შოტლანდია — გ. 21 სექტემბერი, 1832, ებოსფორდის მამული, შოტლადია), — შოტლანდიელი პოეტი, დრამატურგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, რომანისტი, მუსიკოლოგი, ბიოგრაფი, მწერალი, მოსამართლე, ადვოკატი და უამრავი ისტორიული ნაშრომის ავტორი.

გარკვეული თვალსაზრისით სკოტი პირველი ინგლისურენოვანი ავტორი იყო, რომელიც ნამდვილი საერთაშორისო წარმატებით სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის პერიოდში, ჰყავდა რა მკითხველები ევროპაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი რომანები და პოემები დღემდე აქტუალურია და მისი ნაწარმოებების უმრავლეოსბა კლასიკად ითვლება, როგორც ინგლისურენოვან ლიტერატურაში, ისე შოტლანდიურ ლიტერატურაში. განთქმულ ნაწარმოებთა შორისაა „აივენჰო“, „რობ როი“, „ტბის ქალბატონი", „უევერლი“, „მიდლოტიანის გული" და „ლამერმულის პატარძალი".

ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი

ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი (იტალ. Francesco Bartolomeo Rastrelli; დ. 1700, პარიზი, საფრანგეთი – გ. 1771, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — არქიტექტორი, XVIII საუკუნის შუა წლების რუსული ბაროკოს მეთავე. წარმოშობით იტალიელი, ასევე რუსეთში მოღვაწე, მოქანდაკე და არქიტექტორის – კარლო ბართოლომეო რასტრელის (1675-1744) შვილი.

ყარამამედლი (ევლახი)

ყარამამედლი (აზერ. Qaraməmmədli) — სოფელი აზერბაიჯანში, ევლახის რაიონში. მოსახლეობის რაოდენობა — 1771 კაცი.

ძვ. წ. 1770-იანები

ძვ. წ. 1770-იანი (ათას შვიდას სამოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც ძვ. წ. 1770-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო ძვ. წ. 1779 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1770 წლის 31 დეკემბერს.

ხუსტო ფიგეროლა

ხუსტო ფიგეროლა (ესპ. Justo Figuerola de Estrada; დ. 18 ივნისი, 1771, ლამბაიეკე, პერუ — გ. 23 მაისი, 1854, ლიმა, პერუ) — პერუელი პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწე. ორჯერ 1843 და 1844 წწ. ეკავა პერუს პრეზიდენტის თანამდებობა. იგი სწავლობდა და შემდეგ მუშაობდა ლიმის სან–მარკოსის უნივერსიტეტში, ასწავლიდა ფილოსოფიასა და საღვთო სჯულს.

იგი იყო ერთ–ერთი პირველი ვინც 1821 წელს ხელი მოაწერა პერუს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 1823 წელს აირჩიეს პერუს კონგრესის დეპუტატად ქალაქ ტრუხილიოდან. ამავე წელს მცირე ხნით ხელმძღვანელობდა კონგრესს. ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც. 1851 წელს მიატოვა პოლიტიკური კარიერა და გავიდა პენსიაზე.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.