1739

1739 (ათას შვიდას ოცდაცხრამეტი) წელიგრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 11 დღე. ეს წელი არის XVIII საუკუნის მე-4 დეკადის მე-9 წელი.

ათასწლეული: I · II · III
საუკუნე: XVII · XVIII · XIX
წლები: 1736 · 1737 · 1738 
1739
1740 · 1741 · 1742

მოვლენები

დაიბადნენ

თებერვალი

თარიღი უცნობია

გარდაიცვალნენ

თებერვალი

თარიღი უცნობია

1740

1740 (ათას შვიდას ორმოცი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 11 დღე. ეს წელი არის XVIII საუკუნის მე-4 დეკადის მე-10 წელი.

XVIII საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

1701 -

1702 -...

1798 -

1799 -საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

1701 -

1702 -...

1798 -

1799 -

ალექსანდრე V

ალექსანდრე V (დ. დაახლოებით 1703/1704 — გ. მარტი, 1752) — იმერეთის მეფე 1720-1741, 1741–1746, 1749–1752. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება გამუდმებული შინაფეოდალური ომებით დასუსტებული იყო. 1721-1728 წლებში სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1732 წელს ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა დამყარდა.

ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720-1730 წლებში ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ (1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 წელს ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა დამყარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. 1749 წელს ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.

ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.

ბელგრადის საზავო ხელშეკრულება

ბელგრადის საზავო ხელშეკრულება – ხელშეკრულება რუსეთ-ავსტრიასა და ოსმალთს შორის. ხელი მოაწერეს 1739 წლის 18 (29) სექტემბერს. ხელშეკრულების თანახმად დასრულდა რუსეთისა და ავსტრიის ომი ოსმალეთთან (1735-1739). ავსტრიამ ოსმალეთთან ჯერ კიდევ 21 აგვისტოს (1 სექტემბერს) მოაწერა ხელი სეპარატულ ზავზე, რომლითაც ოსმალეთმა მიიღო სერბია და ვლახეთი. თუმცა რუსეთმა რამდენიმე მძიმე დამარცხება მიაყენა ოსმალეთს (ყირიმის დაკავება; გამარჯვებები ხოტინთან, იასისთან, სტავუჩანთან), რთულმა საგარეო-პოლიტიკურმა მდგომარეობამ (შვედეთთან გამწვავებული ურთიერთობა, საფრანგეთის მოსალოდნელი მხარდაჭერა შვედეთისადმი), ავსტრიის დამარცხებებმა ოსმალეთთან და 21 აგვისტოს სეპარატული ზავის დადებამ ის აიძულა ოსმალეთთან მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო. ბელგრადის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა დაიბრუნა აზოვი, სიმაგრეთა მორღვევის პირობით, კ. ჩერკასზე (მდ. დონზე) მიიღო სიმაგრის აგების უფლება, ოსმალეთმა კი – მდინარე ყუბანის შესართავთან. დიდი და მცირე ყაბარდო ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდა. რუსეთს ეკრძალებოდა შავ ზღვასა და აზოვის ზღვაზე ფლოტის ყოლა. ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ ვერ გადაწყვიტა რუსეთის დიპლომატიის მთავარი ამოცანა – შავ ზღვაზე გასვლის უფლების მოპოვება. ბელგრადის საზავო ხელშეკრულება გაუქმდა ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით, 1774 წელს.

კარლ VI (სრი)

კარლ VI (დ. 1 ოქტომბერი, 1685, ვენა – გ. 20 ოქტომბერი, 1740, იქვე) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1711-1740 წლებში, ლეოპოლდ I-ის ძე. უშედეგოდ ცდილობდა ესპანეთის ტახტის დაუფლებას. ებრძოდა ოსმანთა იმპერიას (1716-1718, 1737-1739 წწ.) 1713 წელს გამოსცა პრაგმატული სანქცია.

კარლ ლინე

კარლ ლინე (შვედ. Carl Linnaeus, Carl Linné; ლათ. Carolus Linnaeus; თავადაზნაურის წოდების მიღების შემდეგ 1761 წელს – Carl von Linné; დ. 23 მაისი 1707, როსჰულტი — გ. 10 იანვარი 1778, უფსალა) — შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1762). მსოფლიოში ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერულ სისტემატიკას. დაიბადა სოფლის მღვდლის ოჯახში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინას სწავლობდა ჯერ ლუნდის (1727), შემდეგ უფსალის (1728-1734) უნივერსიტეტებში. 1732 წელს იმოგზაურა ლაპლანდიაში; იმავე წელს გამოსცა „ლაპლანდიის ფლორა“. 1735-1738 წლებში ცხოვრობდა ნიდერლანდებში, სადაც გამოაქვეყნა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაშრომი (ლინეს სიცოცხლეში ეს ნაშრომი 12-ჯერ გამოიცა). 1739-1741 წლებში მუშაობდა სტოკჰოლმის საზღვაო ჰოსპიტალში; ეწეოდა კერძო საექიმო პრაქტიკასაც. მონაწილეობა მიიღო შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაში; იყო ამ აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1739). 1741 წელს დანიშნეს უფსალის უნივერსიტეტის მედიცინისა და ბოტანიკის პროფესორად.

1762 წელს კარლ ლინე აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (იგი იყო აგრეთვე ლონდონის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების, ბერლინის, პეტერბურგისა და სხვა აკადემიების წევრი). მცენარეთა და ცხოველთა უნივერსალური კლასიფიკაციური სისტემა ლინემ გამოაქვეყნა 1735 წელს. მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ერთეულად მას მიაჩნდა სახეობა. სახეობას ლინე უწოდებდა ისეთი ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც ეჯვარებიან ერთმანეთს და ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან. მსგავს სახეობებს იგი აერთიანებდა გვარებად, გვარებს — რიგებად, რიგებს — კლასებად; სახეობის შიგნით გამოყოფდა სახესხვაობებს. გამრავლების ორგანოთა აგებულების თავისებურებების საფუძველზე ლინემ მცენარეები 24 კლასად დააჯგუფა. ყვავილოვანი მცენარეები მტვრიანებისა და ბუტკოების რაოდენობის, ზომის, ფორმის და განლაგების მიხედვით 23 კლასად დაყო; 24-ე კლასში გააერთიანა გვიმრები, ხავსები, წყალმცენარეები და სოკოები.

ცხოველთა სამეფო ლინემ დაყო 6 კლასად: ძუძუმწოვრებად, ფრინველებად, ქვეწარმავლებად (ამ კლასს მიაკუთვნა ამფიბიებიც), თევზებად, ჭიებად (ჭიების კლასში გააერთიანა ყველა უხერხემლო ცხოველი, გარდა მწერებისა) და მწერებად. ადამიანი ლინემ მიაკუთვნა ძუძუმწოვრების კლასს, პრიმატების რიგს. ლინემ განახორციელა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურის რეფორმა. მან მეცნიერებაში საბოლოოდ დაამკვიდრა ეგრეთ წოდებული ბინარული ნომენკლატურა. ლინემ აღწერა და სახელწოდება მიაკუთვნა მცენარეთა და ცხოველთა 10 000-ზე მეტ სახეობას. ლინემ გაამარტივა და დახვეწა აღწერილობითი ბოტანიკური და ზოოლოგიური ენა; შეიმუშავა ბოტანიკური ტერმინოლოგია (მის მიერ შემოღებულ ტერმინთაგან ბევრი ამჟამადაც იხმარება).

ლინე მეტაფიზიკური მსოფლმხედველობის პოზიციებზე იდგა. მას მიაჩნდა, რომ სახეობები მათი „შექმნის“ დღიდან არ შეცვლილა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში ლინემ გამოთქვა ვარაუდი საწყისი სახეობების შეჯვარების შედეგად ახალ ფორმათა წარმოქმნის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნაშრომებისა, ლინეს ეკუთვნის გამოკვლევები მედიცინის, აგრეთვე გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის დარგში. იმ დროინდელ საექიმო პრაქტიკაში მან ბევრი მცენარეული საშუალება შეიტანა. ლინემ შექმნა თერმომეტრი, რომელიც ახლა „ცელსიუსის თერმომეტრის“ სახელითაა ცნობილი.

კირილე II

კირილე II (ციციშვილი) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1737-1739 წლებში. მოიხსენიება 1738 წლის 2 თებერვლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში. 1739 წელს ოსმალეთიდან კათალიკოს-პატრიარქ დომენტი IV-ის დაბუნების გამო კირილე გადადგა და დაუთმო კუთვნილი საპატრიარქო ტახტი მას, თავად კი კვალავ ჩაიბარა ქართლის მთავარეპისკოსის ეპარქია. კირილე, როგორც მთავარეპისკოპოსი იხსენიება 1736, 1737, 1740 და 1741 წლების საბუთებში.

მარია დოროთეია პორტუგალიელი

მარია დოროთეია პორტუგალიელი (პორტ. Maria Doroteia de Portugal; დ. 21 სექტემბერი, 1739 — გ. 14 იანვარი, 1771) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუზე I-ისა და დედოფალ მარიანა ვიქტორია ესპანელის ქალიშვილი.

მარია იოზეფა ბავარიელი

მარია იოზეფა ბავარიელი (გერმ. Maria Josepha von Bayern; დ. 20 მარტი, 1739, მიუნხენი, ბავარია — გ. 28 მაისი, 1768, ვენა, ავსტრია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურფიურსტ, საღვთო რომის იმპერატორ და ბოჰემიის მეფე კარლ VII ალბრეხტისა და მარია ამალია ავსტრიელის ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატრიცა და გერმანიის დედოფალი 1765-67 წლებში როგორც იოზეფ II-ის მეორე მეუღლე.

მაჰმუდ I

მაჰმუდ I (ოსმ. محمود اول‎ — Mahmûd-u evvel

, თურქ. Birinci Mahmut; დ. 2 აგვისტო 1696 — გ. 13 დეკემბერი 1754) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1730 წლის 2 ოქტომბრიდან.

მაჰმუდ I არის მუსტაფა II-ის და სალიჰა სულთნის შვილი. პატრონა ჰალილას აჯანყების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. მისი მმართველობის პირველ წლებში ძალაუფლება ფაქტობრივად აჯანყებულთა ლიდერებს ეპყრათ ხელთ. 1731 წლის 15 ნოემბერს პატრონა ჰალილა მაჰმუდ I-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. მისი მომხრეების აჯანყება შემდგომში სასტიკად იქნა ჩახშობილი.

მაჰმუდ I-ის მმართველობის დროს ოსმალეთის არმიის ევროპული მოდერნიზაციის მცდელობა იყო ფრანგი გრაფის დე ბონევალის მხრიდან, რომელმაც ისლამი მიიღო. იანიჩარების წინააღმდეგობის გამო ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1731 — 1735 და 1741 — 1746 წლებში გრძელდებოდა ირანთან ომი, რომელიც ოსმალეთის მარცხით დამთავრდა. მათ დაკარგეს 1720-ან წლებში დაკავებული ტერიტორიები. 1746 წლის სამშვიდობო შეთანხმებამ გაამყარა საზღვრები, რომელიც 1639 წლის ყარს-შირვანის შეთანხმებით იყო დადგენილი.

1736 — 1739 წლებში ოსმალეთის იმპერია ომს აწარმოებდა რუსეთთან და ავსტრიასთან. ავტრიის არმიამ განიცადა რამდენიმე მარცხი, რის შედეგადაც ოსმალებმა დაიბრუნეს ჩრდილოეთ სირია ბელგრადთან ერთად და მცირე ვლახეთი, რომელიც 1718 წელს 1739 წლის შეთანხმებით ჰქონდა დაკარგული. ოსმალებმა რუსეთთან დათმეს აზოვი.

ნიშის ხელშეკრულება (1739)

ნიშის ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის. ხელი მოაწერეს 1739 წლის 3 ოქტომბერს ნიშში (თანამედროვე სერბეთი). რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის მიზანი იყო შავ ზღვაზე გასვლა და სამხრეთი ოლქების უშიშროების უზრუნველყოფას ყირიმელი თათრების თავდასხმებისაგან. 1737 წლის ივლისის ომში რუსეთის მოკავშირე ავსტრიაც ჩაება. ამავე წლის 21 აგვისტოს ავსტრიამ ოსმალეთთან დადო სეპარატული ზავი. ამასობაში ნემიროვში მშვიდობიანი მოლაპარაკებაც გაიმართა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, ამიტომაც საომარო მოქმედებები კვლავ განახლდა. ფრონტზე საერთო სირთულეს ჭირის ეპიდემიაც დაერთო, რუსეთის ჯარს ოჩაკოვისა და კინბურნის დატოვება მოუხდა. 1739 წელს რუსეთის 58-ათასიან არმია ხოტინისაკენ გაემართა, სტავუჩანთან დაბანაკებული ოსმალები გაანადგურა, შემდეგ ხოტინი და იასი აიღო. ავსტრიელები კი დამარცხდნენ და 1739 წლის 7 სექტემბერს ოსმალებთან სეპარატული ხელშეკრულება დადეს. 18 სექტემბერს ბელგრადში ხელი მოაწერეს რუსეთ-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებას. რუსეთმა აზოვი მიიღო იმ პირობით, რომ იქ არავითარ სიმაგრეს არ ააგებდა, ხოლო ომის მსვლელობის დროს დანარჩენი დაკავებული ტერიტორია ოსმალეთს დაუბრუნდა.

რუსეთ-ოსმალეთის ომი (1735-1739)

რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 წლების ომში რუსეთი მიზნად ისახავდა შავ ზღვაზე გასვლას და სამხრეთი ოლქების უშიშროების უზრუნველყოფას ყირიმელი თათრების თავდასხმებისაგან. 1732 და 1735 წწ. რუსეთმა ირანს დაუბრუნა კასპიისპირა პროვინციები იმ ვარაუდით, რომ იგი კვლავ გაძლიერებულიყო და ოსმალეთს დაპირისპირებოდა. რუსეთის მთავრობა ამაოდ იმედოვნებდა ირანის გამოყენებას ოსმალეთის წინააღმდეგ - რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ირანი განზე გადგა. კასპიისპირეთიდან რუსეთის ჯარის გასვლა კონსტანტინოპოლში რუსეთის სისუსტედ ჩათვალეს. ყირიმის ხანმა ასლან-გირეიმ 1735 წელს ჩრდილოეთ კავკასიაზე გაილაშქრა. გახშირდა ყირიმელი თათრების თავდასხმები უკრაინაზე. საფრანგეთის წაქეზებით ოსმალეთმა ომი დაიწყო. რუსეთის სარდლობის 1736 წლის გეგმა გულისხმობდა ორი მიმართულებით მოქმედებას: ერთი მხრივ აზოვის დაკავებას, ხოლო მეორე მხრივ, მთავარი ძალებით ყირიმში შეჭრას. 19 ივნისს 28-ათასიანმა რუსეთის დონის არმიამ აზოვი დაიკავა, ხოლო 62-ათასიანმა დნეპრის არმიამ პერეკოპი აიღო, ყირიმში შეიჭრა და 17 ივნისს ბახჩისარაიც დაიკავა, მაგრამ ყირიმში ვეღარ გამაგრდა და უკან გაბრუნდა. 1737 წელს რუსეთის ჯარებმა ერთდროულად განაახლეს შეტევა ყირიმისა და ოჩაკოვის მიმართულებით, ივლისში ოჩაკოვი აიღეს, ყირიმში კი ყარასუბაზრის აღება მოახერხეს, მაგრამ, მიუხედავად ამ წარმატებებისა, რუსეთის ჯარი იძულებული იყო ყირიმიდან კვლავ წასულიყო. 1737 წლის ივლისის ომში რუსეთის მოკავშირე ავსტრიაც ჩაება. ამასობაში ნემიროვში მშვიდობიანი მოლაპარაკებაც გაიმართა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, ამიტომაც საომარო მოქმედებები კვლავ განახლდა. ფრონტზე საერთო სირთულეს ჭირის ეპიდემიაც დაერთო, რუსეთის ჯარს ოჩაკოვისა და კინბურნის დატოვება მოუხდა. 1739 წელს რუსეთის 58-ათასიან არმია ხოტინისაკენ გაემართა, სტავუჩანთან დაბანაკებული ოსმალები გაანადგურა, შემდეგ ხოტინი და იასი აიღო. ავსტრიელები კი დამარცხდნენ და 1739 წლის 7 სექტემბერს ოსმალებთან სეპარატული ხელშეკრულება დადეს. 18 სექტემბერს ბელგრადში ხელი მოაწერეს რუსეთ-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებას. რუსეთმა აზოვი მიიღო იმ პირობით, რომ იქ არავითარ სიმაგრეს არ ააგებდა, ხოლო ომის მსვლელობის დროს დანარჩენი დაკავებული ტერიტორია ოსმალეთს დაუბრუნდა.

სალიჰა სულთანი

სალიჰა სებქათი სულთანი ( დ. 1680 — გ. 1739) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მუსტაფა II-ის ხარჭა. სულთან მაჰმუდ I-ის დედა. ჰასეკი სულთანი, მოგვიანებით კი ვალიდე სულთანი.

სეიიდ ჰასან-ფაშა

სეიიდ ჰასან-ფაშა (თურქ. Seyyid Hasan Paşa; დ. ?, შებინქარაჰისარი — გ. 1748, დიარბაქირი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი. თანამდებობა ეკავა სულთან მაჰმუდ I-ის მმართველობის პერიოდში, 1743-1746 წლებში.

სეიიდ ჰასან-ფაშას დაბადების თარიღი უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ის ქალაქ შებინქარაჰისარში დაიბადა (დღევანდელი გირესუნის პროვინცია). იგი შეუერთდა იანიჩართა კორპუსს სტამბოლში. 1739 წელს ჰასანი გახდა იანიჩრების აღა, ანუ მათი მეთაური. ამავე წლის 21-22 ივლისს მონაწილეობა მიიღო გროცკის ბრძოლაში, სადაც წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც სამხედრო ლიდერი და ძლიერი მეომარი. ამან განაპირობა მისი სასახლის კარზე მოხვედრა. 1743 წლის 23 აგვისტოს იგი დიდ ვეზირად დაინიშნა ჰექიმოღლუ ალი-ფაშას ნაცვლად.

ჰასან-ფაშამ ვერ უხელმძღვანელა ოსმალეთის კამპანია ნადირ-შაჰის წინააღმდეგ, ასევე, ნაკლებად წარმატებული იყო ქვეყნის შიდა-საქმეებშიც. სწორედ ამიტომ, სულთან მაჰმუდმა იგი სამწლიანი მმართველობის შემდეგ, 1746 წლის 9 აგვისტოს გადააყენა დიდი ვეზირის პოსტიდან.

ამის შემდგომ, სეიიდ ჰასან-ფაშა დაინიშნა კუნძულ როდოსის მმართველად, შემდეგ იყო მერსინის მმართველი, საბოლოოდ კი დიარბაქირის. ჰასან-ფაშა გარდაიცვალა 1748 წელს, დიარბაქირში. მისი გარდაცვალების დროს, ოსმალეთის დიდი ვეზირის პოსტი მის ვაჟს, აბდულას ეკავა.

სემენკარა ნებნუნი

სემენკარა ნებნუნი (ასევე ნებნუნი, ნებნენუ, ნებენუ) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) მეცამეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა მეორე გარდამავალი პერიოდის დროს. კიმ რაიჰოლტისა და დერელ ბეიკერის მიხედვით ნებნუნი იყო მეცამეტე დინასტიის მეცხრე ფარაონი, თუმცა ფონ ბეკერათისა და დეტლეფ ფრანკეს აზრით ნებნუნი არა მეცხრე, არამედ მერვე ფარაონი იყო. რაიჰოლტის აზრით მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 1785 წელს და იმეფა ორი წელი, ხოლო ფრანკეს აზრით ნებნუნის მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 1739 წელს და იმეფა მხოლოდ ერთი წელი.

ფილიპე V (ესპანეთი)

ფილიპე V (ესპ. Felipe V; დ. 19 დეკემბერი, 1683 — გ. 9 ივლისი, 1746) — ესპანეთის მეფე 1700–1724 და 1724–1746 წლებში. საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის შვილიშვილი - ფილიპ ანჟუელი, ესპანეთის ბურბონთა შტოს დამაარსებელი. კარლ II-ის ანდერძით ავიდა ტახტზე, რომელმაც გამოიწვია ესპანური მემკვიდრეობისათვის ომი. მეფობის პირველ წლებში ლუი XIV-ისა და ფრანგი მრჩევლების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, მაგრამ იტალიელ პრინცესაზე ისაბელ ფარნეზეზე დაქორწინების შემდეგ იტალიელთა გავლენა გაძლიერდა. 1724 წელს გადადგა შვილის ლუი I-ის სასარგებლოდ, რომლის სიკვდილის შემდეგ კვლავ გამეფდა. 1743 წელს დადო „საოჯახო პაქტები“ ბურბონთა საფრანგეთთან, რომლითაც ესპანეთი ჩაება ინგლისთან (1739–1748) და „ავსტრიული მემკვიდრეობისათვის“ ომში.

ქოჯა რაგიპ-ფაშა

ქოჯა მეჰმედ რაგიპ-ფაშა (თურქ. Koca Mehmed Ragıp Paşa; დ. 1698, სტამბოლი — გ. 8 აპრილი, 1763, იქვე), ასევე ცნობილია პოეტის სახელით — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1757–1763 წლებში, ოსმან III-ისა და მუსტაფა III-ის მმართველობის პერიოდში.

დაიბადა 1698 წელს, სტამბოლში. ის იყო ძალიან ნიჭიერი დიპლომატი, ამიტომ მალევე მიიქცია ოსმალეთის მაღალი პირების ყურადღება. 1739 წელს სწორედ მან მოაწერა ხელი ბელგრადის საზავო ხელშეკრულებას.

1744 წელს მაჰმუდ I-მა დანიშნა ეგვიპტის მმართველად. მეჰმედ-ფაშა ამ თანამდებობაზე 1448 წლამდე დარჩა.

1757 წლის 12 იანვარს ოსმან III-მ დანიშნა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად. დაახლოებით ორ კვირაში ქოჯა რაგიპ-ფაშა დაქორწინდა აჰმედ III-ის ქალიშვილ სალიჰა სულთანზე. მათ ამ ქორწინებიდან შვილი არ შესძენიათ.

30 ოქტომბერს სულთან ოსმანი გარდაიცვალა და მის ნაცვლად ტახტი მუსტაფა III-მ დაიკავა. მუსტაფა და ქოჯა რაგიპ-ფაშა ერთმანეთის ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ.

ქოჯა რაგიპ-ფაშას მმართველობა ოსმალეთის იმპერიის სტაგნაციის პერიოდში მოუხდა. მაგრამ მან მაინც მოახერხა რამდენიმე რეფორმის გატარება. ის ზუსტად იმ პერიოდში იყო ოსმალეთის დიდი ვეზირი, როდესაც მიმდინარეობდა შვიდწლიანი ომი.

ქოჯა რაგიპ-ფაშამ თანამდებობა სიკვდილამდე შეინარჩუნა. ის გარდაიცვალა 1763 წლის 8 აპრილს. სულთან მუსტაფამ ერთგული მეგობრის დაკარგვა ძალიან განიცადა და ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია სულთნის ხასიათზე. ქოჯა რაგიპ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ იმპერიის დიდი ვეზირი გახდა თევქი ჰამზა ჰამიდ-ფაშა.

ძვ. წ. 1730-იანები

ძვ. წ. 1730-იანი (ათას შვიდას ოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც ძვ. წ. 1730-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო ძვ. წ. 1739 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1730 წლის 31 დეკემბერს.

ჯორჯ კლინტონი (ვიცე-პრეზიდენტი)

ჯორჯ კლინტონი (ინგლ. George Clinton; დ. 26 ივლისი, 1739 — 20 აპრილი, 1812) — ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკოსი, აშშ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. იგი იყო ნიუ-იორკის პირველი გუბერნატორი და შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თომას ჯეფერსონის და ჯეიმზ მედისონის ადმინისტრაციებში.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.