1480

1480 (ათას ოთხას ოთხმოცი) წელიიულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XV საუკუნის მე-8 დეკადის მე-10 წელი.

ათასწლეული: I · II · III
საუკუნე: XIV · XV · XVI
წლები: 1477 · 1478 · 1479 
1480
1481 · 1482 · 1483

დაიბადნენ

თარიღი უცნობია

გარდაიცვალნენ

თარიღი უცნობია

  • ნარასინჰ მეჰთა — ინდოელი პოეტი (დ. 1414)
XV საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

1401 -

1402 -...

1498 -

1499 -საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

1401 -

1402 -...

1498 -

1499 -

ახსარგინა (ონის მუნიციპალიტეტი)

ახსარგინა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ჩასავლის თემში. მდებარეობს მდინარე ჯეჯორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, ჯავიდან დაშორებულია 46 კილომეტრით.

ბარში

ბარში — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ცალგმილის (კავკასიონის შტოქედი) სამხრეთ კალთაზე, მდინარე ლეშთის (ენგურის შენაკადი) მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1480 მ, მესტიიდან 30 კმ.

გერი (გორის მუნიციპალიტეტი)

გერი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (გერის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ღვრიის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1480 მეტრი, ცხინვალიდან 22 კილომეტრი.

გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

გომეწარი — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მაღაროსკარის თემში, მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროულას (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, გომეწრის ხეობაში. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დუშეთიდან 41 კილომეტრში. ისტორიულად წარმოადგენდა თუშეთის ერთ-ერთ თემს.

დიდი წერეთი

დიდი წერეთი — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (მღებრიანის თემი) თრიალეთის ქედის განშტოების — წერეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1480 მეტრი. გორიდან 42 კილომეტრი.

დიდი ჭვარები

დიდი ჭვარები — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (მღებრიანის თემი) თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეძმის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1480 მეტრი გორიდან 46 კილომეტრი.

მესიჰ-ფაშა

მესიჰ-ფაშა (თურქ. Mesih Paşa; დ.? — გ. 1501, სტამბოლი) — ბიზანტიური წარმოშობის ოსმალი სახელმწიფო მოღვაწე, ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის - კონსტანტინე XI პალეოლოგოსის ძმიშვილი. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1499-1501 წლებში და ოსმალეთის ფლოტის კაპუდან-ფაშა 1480-1491 წლებში.

მიგრიაულები

მიგრიაულები — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის თემი), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე წირდალისხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1480 მ, დუშეთიდან 31 კმ.

მოწმაო

მოწმაო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემში). მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დათვისისხევის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დუშეთიდან დაშორებულია 58 კილომეტრით.

ფერნანდო მაგელანი

ფერნანდო მაგელანი, ფერნან მაგალიაინში (პორტ. Fernão de Magalhães, ესპ. Fernando ან Hernando de Magallanes; დ. გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიში, პორტუგალიის სამეფო — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) — პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანმა თავად მოგზაურობის დასრულება ვერ მოახერხა; სასიკვდილოდ დაიჭრა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მოლუკის კუნძულების დასავლეთით და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე, რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.

1519 წლის 20 სექტემბერს, ხუთი ხომალდი: „ტრინიდადი“, „სან-ანტონიოსი“, „სანტიაგო“, „კონსეფსიონი“ და „ვიქტორია“ სან-პახულიანოს უბეში შევიდნენ. სამი ხომალდის - „ვიქტორიას“, „კონსეფსიონის“ და „სან-ანტონიოსის“ კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა“ და „კონსეფსიონის“ კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს“ კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო“ კლდეზე დაიმსხვრა, ერთი ხომალდი კი უკან გამოეპარა.

1520 წელს მეზღვაურებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანში გასასვლელი ვიწრო და დაკლაკნილი სრუტე, რომელსაც შემდგომში მაგელანის სრუტე ეწოდა.ექსპედიციამ შემოუარა სამხრეთ ამერიკას და გავიდა „უცნობ დიდ ზღვაში“, რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდეს.1521 წელს ექსპედიციამ მარიანას და ფილიპინის კუნძულებს მიაღწია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაპირებთან მდებარე კუნძულ მაკ-ტანთან ფერნანდო მაგელანი შინა ომში ჩაება და დაიღუპა.

ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელ-კანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამ მოგზაურობით დადგინდა დედამიწის სფერულობა, ერთიანი მსოფლიო ოკეანის არსებობა და ისიც, რომ დედამიწაზე ოკეანეებს უფრო მეტი ფართობი უკავიათ, ვიდრე ხმელეთს.

ქარელთკარი

ქარელთკარი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხის თემი), მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1480 მ, ახალგორიდან 30 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

ქვემო მლეთა

ქვემო მლეთა — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემში). მდებარეობს ალევის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დუშეთიდან დაშორებულია 70 კილომეტრით.

ქუშხევი

ქუშხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, არტნის თემში. მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 16 კილომეტრით.

სოფელი ქუშხევი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას.

შიხანთური

შიხანთური — სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (მსხლების საკრებულო), მდებარეობს მდინარეფაწის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1480 მეტრი, ჯავიდან 7 კილომეტრი.

წარითა

წარითა — სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (ვანელის თემი), მდებარეობს ჯავის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 1480 მეტრი, ჯავიდან 20 კილომეტრი.

წიფთაური

წიფთაური — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხის თემი), მდინარეების ქსნისა და ჭურთის წყალგამყოფის აღმოსავლეთ კალთაზე, ქსნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1480 მ, ახალგორიდან 29 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 კაცი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

ჭორჭოხი

ჭორჭოხი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხის თემი), მდინარეების ქსნისა და ცხრაძმულის წყალგამყოფის დასავლეთ კალთაზე, ქსნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1480 მ, ახალგორიდან 25 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 კაცი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

ჰატშეფსუტი

ჰატშეფსუტი (დ. დაახლოებით ძვ. წ. 1503 — გ. ძვ. წ. 1480) — ძველი ეგვიპტის დედოფალი (ფარაონი), ეგვიპტის XVIII დინასტიის წარმომადგენელი. თუტმოს I-ის ასული და მისი თანამმართველი 15 წლის მანძილზე.

ტახტს ერთმანეთს ეცილებოდნენ ჰატშეფსუტი, თუტმოს II (ჰატშეფსუტის ნახევარი ძმა და მეუღლე) და თუტმოს III. ჰატშეფსუტის მომხრე დიდებულთა პარტიამ თუტმოს III მმართველობას ჩამოაშორა და ჰატშეფსუტი გაამეფა. ეგვიპტის შიდა არეულობით ისარგებლეს ნუბიელებმა და აჯანყდნენ, მაგრამ ჰატშეფსუტმა ჩაახშო და სამხრეთ პალესტინაშიც გაგზავნა დამსჯელი ექსპედიციები. ჰატშეფსუტი არ ომობდა, ქვეყნის სიმდიდრე სამშენებლო საქმიანობისათვის გამოიყენა — აღადგინა ჰიქსოსების მიერ დანგრეული ძველი ტაძრები და ააგო ახალი (დაირ-ელ-ბაჰრი); განაახლა საბადოების დამუშავება სინის ნახევარკუნძულზე და მოაწყო სავაჭრო ექსპედიციები პუნტის ქვეყანაში.

ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ თუტმოს III მკაცრად მოექცა მის ხსოვნას და თითქმის ყველგან მოსპო მისი სახელი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.