12 ივლისი

12 ივლისიგრიგორიანული კალენდრის 193-ე დღე (ნაკიან წლებში – 194-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 172 დღე.

<< ივლისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
2019

დღის მოვლენები

ოსტროგის ბიბლია

ამ დღეს დაბადებულნი

XIX საუკუნემდე

XIX საუკუნე

XX საუკუნე

1901–1950

1951–2000

  • 1975 : კაი გრინი — ამერიკელი პროფესიონალი ბოდიბილდერი, მწვრთნელი, ხელოვანი და მსახიობი.

XXI საუკუნე

ამ დღეს გარდაცვლილნი

XIX საუკუნემდე

XX საუკუნე

1951–2000

XXI საუკუნე

დღესასწაულები

იხილეთ აგრეთვე

სხვა თვეები

1900

1900 (ათას ცხრაასი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XIX საუკუნის მე-10 დეკადის მე-10 წელი.

1935

1935 (ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-4 დეკადის მე-5 წელი.

1979

1979 (ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-8 დეკადის მე-9 წელი.

2006

2006 (ორი ათას ექვსი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-6 წელი.

ანტონიო კასანო

ანტონიო კასანო (იტალ. Antonio Cassano; დ. 12 ივლისი, 1982, ბარი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.

2001 და 2003 წლებში დაასახელეს სერია A-ს წლის საუკეთესო მოთამაშედ.

მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ში, სადაც მოიაზრებოდა თადარიგის ფეხბურთელად, თუმცა ფრანჩესკო ტოტის დიკვალიფიკაციის გამო მიეცა თამაშის შესაძლებლობა და გოლიც გაიტანა. ასევე მონაწილეობა მიიღო ევრო 2008 და ევრო 2012-ზე. კასანო ვერ მოხვდა 2006 წლისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატების განაცხადებში.

ემილიანო ფიგეროა

ემილიანო ფიგეროა (ესპ. Emiliano Figueroa; დ. 12 ივლისი, 1866, სანტიაგო, ჩილე — გ. 15 მაისი, 1931, სანტიაგო, ჩილე) — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს დროებითი პრეზიდენტი 1910 წლის 6 სექტემბრიდან 23 დეკემბრამდე და ჩილეს პრეზიდენტი 1925-1927 წწ.

პროფესიით იურისტი. ეწავლობდა ჩილეს უნივერსიტეტში.

1907 – 1909 წწ. : ისტიციის მინისტრი.

1910 წ. : შინაგან საქმეთა მინისტრი

1929 - 1931 წწ. : ცენტრალური ბანკის დირექტორი

ზენონ ნორიეგა აგუერო

ზენონ ნორიეგა აგუერო (ესპ. Zenón Noriega Agüero; 12 ივლისი 1900, კახამარკა — 7 მაისი 1957, ლიმა) — პერუელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. პერუს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი 1950 წლის 1 ივნისიდან 28 ივლისამდე, როდესაც პერუს კონსტიტუციის თანახმად მანუელ ოდრია იძულებული იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

1955 წელს ნორიეგამ დაგეგმა სამხედრო გადატრიალება მანუელ ოდრიას წინააღმდეგ, მაგრამ დააპატიმრეს და ჩასვეს ციხეში სადაც გარდაიცვალა 1957 წელს.

იპოლიტო ირიგოიენი

იპოლიტო ირიგოიენი (ესპ. Juan Hipólito del Sagrado Corazón de Jesús Irigoyen Alem; დ. 12 ივლისი, 1852, ბუენოს-აირესი — გ. 3 ივლისი, 1933, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის კონფედერაციის პრეზიდენტი ორჯერ, 1916-1922 წლებსა და 1928-1930 წლებში. პირველად თანამდებობა ეკავა 1916 წლის 12 ოქტომბრიდან 1922 წლის 11 ოქტომბრამდე, მეორედ კი 1928 წლის 12 ოქტომბრიდან 1930 წლის 6 სექტემბრამდე.

ირიგოიენის პრეზიდენტობის დროს, 1919 წლის 13 სექტემბერს, არგენტინამ, მსოფლიოში პირველმა, აღიარა დე-იურე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძე (დ. 12 ივლისი, 1939) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1970 წელს საკავშირო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

კონრად II (სრი)

კონრად II (გერმ.: Konrad II.) (დ. 12 ივლისი, 990 — გ. 4 ივნისი, 1039, უტრეხტი) — 1024 წლიდან გერმანელთა მეფე, 1026 წლიდან იტალიის მეფე, 1027 წლიდან საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და 1033 წლიდან ბურგუნდიის მეფე. იგი იყო სალიური დინასტიის პირველი იმპერატორი .

საფლავი: შპაიერის კათედრალი, შპაიერი, გერმანია.

ლიტვის პრეზიდენტი

ლიტვის პრეზიდენტი – ლიტვის სახელმწიფოს მეთაური, ირჩევს მოსახლეობა 5 წლით.

ლიუკ შოუ

ლუკ შოუ (ინგლ. Luke Shaw; დ. 12 ივლისი, 1995, კინგსტონი) — ინგლისელი ფეხბურთელი, მარცხენა მცველი. კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „საუთჰემპტონში“. 2014 წლის ზაფხულში გამოძახებული იყო ინგლისის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. იმავე ზაფხულში 33,8 მილიონ ევროდ შეიძინა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვეტერანი პატრის ევრას შემცვლელად.

მალალა იუსაფზაი

მალალა იუსაფზაი (პუშტუ ملاله یوسفزۍ, ინგლ. Malala Yousafzai; დ. 12 ივლისი, 1997, მინგორა) — პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს ძლიერად იქნა დაჭრილი ტერორისტული მოძრაობა „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტან“-ის მებრძოლების მიერ. 2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია. 2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ინდოელ კაილაშ სატიართისთან ერთად.

2014 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.

მარგარიტა ტერეზა ესპანელი

მარგარიტა ტერეზა ესპანელი (დ. 12 ივლისი, 1651 — გ. 12 მარტი, 1673) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის ინფანტა როგორც მეფე ფილიპე IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარიანა ავსტრიელის ქალიშვილი. ესპანეთის მეფე კარლ II-ის და, საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის ნახევარდა. 1666 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საღვთო რომის იმპერატრიცა, რომაელ გერმანელთა, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიისდედოფალი, და ავსტრიის ერცჰერცოგინია, როგორც იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ცოლი. იგი გამოსახულია დიეგო ველასკესის ლეგენდარულ ტილო მენინებზე, სადაც ის ცენტრალური ფიგურაა.

პაბლო ნერუდა

რიკარდო ელისერ ნეფტალი რეიეს ბასოალტო (ესპ. Ricardo Eliécer Neftalí Reyes Basoalto ცნობილია ფსევდონიმით პაბლო ნერუდა ესპ. Pablo Neruda; დ. 12 ივლისი, 1904, პარალი, ჩილე — გ. 23 სექტემბერი, 1973, სანტიაგო, ჩილე) — ჩილელი პოეტი, დიპლომატი, სენატორი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მერკურზე.

პატრისიო რივასი

პატრისიო რივასი (ესპ. Patricio Rivas, დ. დაახ. 1810 — გ. 12 ივლისი, 1867) — ნიკარაგუის მერვე და მეთორმეთე პრეზიდენტი 1839 და 1840-1841 წლებში და 1855 წლის 30 ოქტომბრიდან 1857 წლის 24 ივნისამდე. მის შემდეგ თანამდებობა უილიამ უოლკერ იყო.

პეტრე (ცაავა)

მეუფე პეტრე (დ. 7 აპრილი, 1970, სენაკის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ჭყონდიდის ეპარქიაის მიტროპოლიტი.

პეტრემ ერისკაცობაში დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1997 წლიდან 2000 წლამდე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც 2000 წლის 27 აგვისტოს ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს კი დიაკვნად აკურთხეს. იმავე წლის 3 ნოემბერს მღვდლად აკურთხეს და მღვდელმონაზონ პეტრეს ყაზბეგში სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. 2002 წლის 16 ივლისს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იმავე წლის 27ოქტომბერს კი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსად დაადგინეს. 2007 წლის 28 იანვარიდან მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოდან - მიტროპოლიტის ხარისხი.

კათედრა მარტვილში. რეზიდენცია მარტვილში, აბაშასა და ჩხოროწყუში.

ანგელოზის დღე — 29 ივნისი (12 ივლისი).

პორტუგალიის ქალაქების სია

პორტუგალიის ქალაქების სია – აქ წარმოდგენილია პორტუგალიის ქალაქების სია (პორტ. cidade). პორტუგალიაში ქალაქი რომ ეწოდოს დასახლებას უნდა დააკმაყოფილოს რამდენიმე კრიტერიუმი, როგორიცაა მინიმუმ მობინადრეების რაოდენობა და კარგი ინფრასტრუქტურა (სკოლა, სამედიცინო მომსახურების, კულტურული და სპორტული ნაგებობები) ან უნდა ჰქონდეს ისტორიული მნიშვნელობა. 1980-იან წლებში ქვეყნის დემოგრაფიულმა გაფართოებამ გამოიწვია მოთხოვნილება იმისა, რომ რამდენიმე დასახლებისათვის ქალაქის სტატუსი მიენიჭებინათ. 2006 წელს 151 დასახლებამ მიიღო ეს სტატუსი.

სულ ბოლოს ქალაქები გამოაცხადეს 2009 წლის 12 ივნისს: ვალენსა, სენორა-დე-ორა, სან-პედრუ-დუ-სული, სამორა-კორეია და ბორბა.

უდიდესი ქალაქებია: ლისაბონი, პორტუ, ვილა-ნოვა-დე-გაია, ბრაგა, ამადორა, კოიმბრა, აგუალვა-კასემი, სეტუბალი, კელუში, ალმადა...

ფედერიკო ერასურის ეჩაურენი

ფედერიკო ერასურის ეჩაურენი (ესპ. Federico Errázuriz Echaurren; დ. 16 ნოემბერი, 1850, სანტიაგო, ჩილე — გ. 12 ივლისი, 1901, ვალპარაისო, ჩილე) — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს პრეზიდენტი 1896–1901 წლებში. წარმოშობით ბასკი.ფედერიკო ერასურის ეჩაურენი დაიბადა 1850 წლის 6 ნოემბერს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. იგი იყო ჩილეს მეცამეტე პრეზიდენტი 1896 წლის 18 სექტემბრიდან, მის გარდაცვალებამდე — 1901 წლის 12 ივლისამდე.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.