1018

1018 (ათას თვრამეტი) წელიიულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-2 დეკადის მე-8 წელი.

ათასწლეული: I · II · III
საუკუნე: X · XI · XII
წლები: 1015 · 1016 · 1017 
1018
1019 · 1020 · 1021

მოვლენები

დაიბადნენ

აპრილი

თარიღი უცნობია

გარდაიცვალნენ

დეკემბერი

თარიღი უცნობია

მმართველები

XI საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

1001 -

1002 -...

1098 -

1099 -საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

1001 -

1002 -...

1098 -

1099 -

ბასილი II

ბასილ II ბულგართმმუსვრელი (დ. 958 — გ. 15 დეკემბერი, 1025) — ბიზანტიის იმპერატორი 976–1025 წლებში. თანამედროვეები ბასილ უმცროსს და ბასილ პორფიროგენიტოსს უწოდებდნენ, რათა განესხვავებინათ მისი წინაპრის ბასილ მაკედონიელისგან.

მისი მმართველობის პირველი ეტაპი იყო დომინირებული სამოქალაქო ომებით მცირე აზიაში, რომლის ჩახშობა მან მოახერხა. ამის შემდეგ მოახდინა იმპერიის სტაბილიზაცია, ექსპანსია და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი ომების მიუხედავად, მან თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა მმართველმა და გააფართოვა ბიზანტია. ბასილმა 40 წლიანი ომი გააჩაღა ბულგარელების წინააღმდეგ. ომში გამარჯვების შედეგად მთლიანად დაიმორჩილა და იმპერიას მიუერთა ბულგარეთის იმპერია. მისი ბრძანებით ბიზანტიელებმა 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ამ სისასტიკის გამო იმპერატორს „ბულგართმმუსვრელი“ (იგივე ბულგართმჟლეტი) უწოდეს. ბასილის წყალობით 1018 წელს ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1021–1023 წლებში შეებრძოლა გიორგი I-ს, რომელიც დაამარცხა და ქართველებს წაართვა ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი.

ბორისოვის ხიდი

ბორისოვის ხიდი (რუს. Борисов мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, შემოვლით არხზე, საადმირალოს რაიონში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს არხის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს.

უახლოესი მეტროსადგურები არის „ბალტიისკაია“ (1018 მ) და „ნარვსკაია“ რომელიც მდებარეობს ხიდიდან დაახლოებით 970 მეტრში.

ხიდი მდებარეობს ტარაკანოვსკისა და ნოვო-კალინკინის ხიდებს შორის.

ბულგარეთი

ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република България

) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110 994 კვადრატული კილომეტრს და ამ მაჩვენებლით მას ევროპაში მე–16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპების მთათა სისტემა. ბულგარეთშია ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთის მასივი რილა, ასევე ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ, დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კილომეტრს შეადგენს.

ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობისა და ჩამოყალიბების პროცესი ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).

საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.

რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა განაპირობა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი კომუნისტური სახელმწიფო გახდა და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.

ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.

ბულგარეთის იმპერია

ბულგარეთის იმპერია (ბულგ. Българско царство, ბალგარსკო ცარსტვო) — შუა საუკუნეების ევროპაში ბულგარეთის როგორც იმპერიის როლი განისაზღვრება მის მიერ ბიზანტიის იმპერიასთან აღმოსავლეთში პირველობისთვის გაწეული პაექრობის გამო. ბულგარეთის იმპერია არსებობდა ორ სხვადასხვა პერიოდში: VII-XI და XII-XIV საუკუნებბში. ორივე ბულგარული იმპერია განიხილება როგორც ერთი სახელმწიფო, რომელმაც შეძლო ბიზანტიისგან განთავისუფლება და საკუთარ ტერიტორიებზე მმართველობის აღდგენა.

ბულგარეთის პირველი იმპერია

ბულგარეთის პირველი იმპერია (ბულგ. Първo българско царство, პერვო ბალგარსკო ცარსტვო) — შუა საუკუნეების ბულგარული სახელმწიფო. მდებარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბალკანეთში.

680 წელს ბულგარებმა ასპარუხის მეთაურობით და სამხრეთ სლავური სახელმწიფოების დახმარებით ბალკანეთიდან განდევნეს ბიზანტიელები და დააარსეს ბულგარეთის პირველი იმპერია. მისი ძლიერების მწვერვალზე სამეფო მოიცავდა ტერიტორიას ბუდაპეშტიდან შავ ზღვამდე და თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე დნეპრიდან ადრიატიკის ზღვამდე. ბულგარების სამეფო ბიზანტიისთვის ჩრდილოეთით მდებარე მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა, რის გამოც მათ შორის რამდენიმე ომი მოხდა. მათ შორის ასევე იყო თანამშრომლობის პერიოდებიც, განსაკუთრებით არაბების მიერ კონსტანტინოპოლის ალყის დროს, როდესაც ბულგარეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაბების დამარცხებაში.

ბულგარეთის პირველი იმპერია განიცდიდა ბიზანტიური კულტურის ძლიერ გავლენას, რამაც განაპირობა ბულგარეთის გაქრისტიანება 864 წელს. დასავლეთ ბალკანეთში არსებული ავარიის საკაგანოს დაშლის შემდეგ ბულგარეთის ტერიტორიები ჩრდილო-დასავლეთით გაფართოვდა და მის ფარგლებში შუა დუნაის დაბლობიც მოექცა (დღევანდელი უნგრეთი). ბულგარებმა ასევე წარმატებას მიაღწიეს პაჭანიკების, ყივჩაღების და მადიარების წინააღმდეგ.

IX-X საუკუნეებში სიმეონ I-მა ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლებში რამდენიმე გამარჯვებას მიაღწია და ქვეყნის საზღვრები მაქსიმმალურად გააფართოვა. ბულგარებმა 917 წელს ახელოსის ბრძოლაში ბიზანტიის არმიის განადგურების შემდეგ 923-924 წლებში კონსტანტინოპოლსაც შემოარტყეს ალყა. ბიზანტიამ შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და 1014 წელს ბასილი II-ს მეთაურებით კლიუჩთან ბრძოლაში ბულგარელები სასტიკად დაამარცხეს. 1018 წელს ბოლო ბულგარული ციხე-სიმაგრეებიც დანებდნენ ბიზანტიას და ბულგარეთის პირველმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ის 1185 წელს ბულგარეთის მეორე იმპერიამ ჩაანაცვლა.

დასავლეთ ბულგარეთის სამეფო

დასავლეთ ბულგარეთის სამეფო — ფეოდალური სახელმწიფო (ცენტრი ჯერ პრესპი, შემდეგ ოჰრიდი). ბულგარეთის ისტორიის ლიტერატურის თანახმად, შეიქმნა 969 წელს ე. წ. კომიტოპულების — კომიტი (ვოევოდა) ნიკოლოზის შვილების — დავითის, მოსეს, არონისა და სამუილის აჯანყების შედეგად. კომიტოპულების საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ბიზანტიის წინააღმდეგ. თავისი ძმების სიკვდილის შემდეგ 997 წელს დასავლეთ ბულგარეთის სამეფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა სამუილი. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა სამეფოს ფარგლები (დაიკავა ჩრდილოეთი საბერძნეთის დიდი ნაწილი და სხვა), აღადგინა ბიზანტიის იმპერატორის იოანე ციმისხის მიერ გაუქმებული ბულგარეთის საპატრიარქო.

1001 წლიდან ბიზანტიამ დაიწყო აქტიური შეტევა დასავლეთ ბულგარეთის სამეფოს წინააღმდეგ. 1014 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II ბულგართმმუსვრელმა ბულგარელები დაამარცა ბელასიცასთან. ბულგარელების წარჩინებულთა ნაწილი ბიზანტიის მხარეზე გადავიდა. სამუილის მემკვიდრეები ვერ გაუმკლავდნენ ბიზანტიელებს. 1018 წელს ბასილი II-მ აიღო ოჰრიდი და დასავლეთ ბულგარეთის სამეფო დაიმორჩილა.

ემა ნორმანდიელი

ემა ნორმანდიელი (ფრანგ. Emma de Normandie, ინგლ. Emma of Normandy, დან. Emma af Normandiet, ნორვ. Emma av Normandie; დ. 985, ნორმანდია, საფრანგეთი — გ. 6 მარტი, 1052, უინჩესტერი, ინგლისი) — ნორმანდიის ჰერცოგ რიჩარდ I-ის ასული. ინგლისის სამგზის დედოფალი 1002-1013, 1014-1016 და 1017-1035 წლებში, დანიის დედოფალი 1018-1035 წლებში და ნორვეგიის დედოფალი 1028-1035 წლებში როგორც ეთელრედ უწიგნურისა და კნუდ დიდის ცოლი. ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებლის დედა.

ვიქტორ II

ვიქტორ II (ლათ. Victor PP. II, ერისკაცობაში ჰებერტ დოლენშტეინ-ჰირშბერგი; დ. 1018 — გ. 27 ივლისი, 1057) — გერმანელი რომის პაპი 1055–1057 წლებში.

წარმოშობით გერმანელი. ჰაინრიხ III-ის ნათესავი. ერთხანს იყო ბავარიის, ხოლო ჰენრიხის გარდაცვალების შემდეგ მთელი იმპერიის რეგენტი ჰაინრიხ IV-ის დროს. ითხოვა გარდაცვალების შემდეგ დაეკრძალათ გერმანიაში, მაგრამ მისი სხეული გაიტაცეს და დამარხეს რავენაში.

კნუდ I დიდი

კნუდ დიდი (დან. Knud 2. den Store, ინგლ. Canute I the Great, ნორვ. Knud den mektige) (დ. დაახლ. 995 — გ. 12 ნოემბერი, 1035, შეფტსბერი) — დანიის მეფე 1018 წლიდან, ინგლისისა 1016 წლიდან და ნორვეგიისა 1028 წლიდან. დანიის მეფის სვენ I წვერფიწალას ძე. მამასთან ერთად მონაწილეობდა ინგლისის დაპყრობაში (1013 წლიდან), სადაც გამეფდა ინგლისის ედმუნდ რკინისგვერდიანის სიკვდილის შემდეგ.

X ს-ის მიწურულს იწყება დანიელთა ახალი შემოსევები. ამ დროს დანიისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს მეფე კნუდ დიდი იყო(995-1035). იგი ინგლისის მეფე 1016 წელს გახდა და სატახტო ქალაქად ლონდონი არჩია. მოსახლეობას კნუდმა დიდი გადასახადები დააკისრა. მან ინგლისი დანიის მსგავსად ოთხ რეგიონად დაყო: უესექსად, მერსიად, აღმოსავლეთ ინგლისად და ნოურთუმბრიად. ამგვარად მან საფუძველი ჩაუყარა ინგლისის ტერიტორიულ მოწყობას. მის დროს დაიწყო ფულის რეგულარური ჭრა. კნუდის გარდაცვალები შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა შინაომები, ძარცვა და მკვლელობები ჩვეულებრივ საქმედ აქციეს, რის გამოც მისი სახელმწიფო მალე დაიშალა ინგლისში კვლავ უესექსელი მეფეები გაბატონდნენ. ნელ-ნელა მიმდინარეობდა დანიელებისა და ანგლო-საქსების დაახლოება. დანიელები გაქრისტიანდნენ,ხოლო ენითა კულტურით ისინი დიდად არ განსხვავდებოდნედ ერთმანეთისაგან,რადგან ორივენი გერმანულ-სკანდინვიური სამყაროდან იყვნენ გამოსული.

კორდოვის სახალიფო

კორდოვის სახალიფო — ფეოდალური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქი კორდოვა. 756 წელს ომაიანმა აბდ ალ-რაჰმან I–მა აქ შექმნა კორდოვის საამირო, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა აბასიანთა სახალიფოსგან. IX საუკუნის მიწურულში კორდოვის საამირო დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად. აბდ ალ-რაჰმან III–მ (912–961 წწ.) გააერთიანა ეს სამთავროები და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა. კორდოვის სახალიფო ცენტრალიზებული დესპოტია იყო, სადაც მთელი ძალაუფლება ხალიფას ეკუთვნოდა. მეორე ფიგურა იყო მთავარი მინისტრი — ჰაჯიბი. ხალიფა ალ-ჰაქამ II–ის (961–975 წწ.) სიკვდილის შემდეგ კორდოვის სახალიფოს ფაქტობრივად განაგებდა ჰაჯიბი მუჰამად იბნ ამირ ალ-მანსური (976–1002 წწ.); მერე კი მისი ძე აბდ ალ-მალიქი (1002–1008 წწ.). კორდოვის სახალიფო წარმოადგენდა არაბული კულტურისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. აქაურმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს ევროპაში ანტიკური მეცნიერების ტრადიციების შენარჩუნებაში. XI საუკუნის I მესამედი აღინიშნა ფეოდალური შინაომებით. 1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს და კორდოვიდან განდევნეს უკანასკნელი ხალიფა ჰიშამ III. კორდოვის სახალიფო მრავალ წვრილ საამიროდ დაიშალა.

ლოზანა

ლოზანა (ფრანგ. Lausanne) — ქალაქი დასავლეთ შვეიცარიაში, ფრანგულენოვანი კანტონის ვო და ლოზანის ადმინისტრაციული რაიონის დედაქალაქი. ქვეყნის სიდიდით მეხუთე და ჟენევის ტბაზე სიდიდით მეორე ქალაქი (ჟენევის შემდეგ). ლოზანაში მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა.

ნიზამ ალ-მულქი

აბუ ალი ალ ჰასან ბენ ალი ბენ ისაკ ალ-თუსი , უფრო ცნობილი როგორც ნიზამ ალ-მულქი (სპარს. نظام‌الملک (დ. 10 აპრილი, 1018 — გ. 14 ოქტომბერი, 1092) ) — სპარსელი სწავლული, თურქ-სელჩუკთა იმპერიის ვეზირი. 1072 წლიდან, ალფ-არსლანის გარდაცვალების შემდეგ, 20 წლის მანძილზე აბსოლუტური ძალაუფლებით განაგებდა სელჩუკთა იმპერიას. მან შექმნა მედრესეების სისტემა, საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელი მეჩეთში ან მეჩეთთან, სადაც ასწავლიდნენ სუნიტური ისლამის რელიგიას და იურიდიულ დოგმებს, ამზადებდნენ სასულიერო და საერო მოხელეებს. გარდაიცვალა 1092 წლის 14 ოქტომბერს ნეჰავენდში.

ფერდინანდ I დიდი

ფერდინანდ I დიდი (1016 ან 1018 — გ. 27 დეკემბერი, 1065, ლეონი) — მეფე კასტილიისა 1035 წლიდან, კასტილიისა და ლეონის სამეფოსი — 1037 წლიდან. ლეონი შემოიერთა მეფე ბერმუდო III–ის სიკვდილის (1037) შემდეგ, რომლის დაც ფერდინანდ I-ის ცოლი იყო. არაბებს წაართვა უზარმაზარი ტერიტორიები. ტოლედოს, ბადახოსის, სარაგოსისა და სევილიის ამირები აიძულა მისი ვასალები გამხდარიყვნენ. მეფობის დასასრულისათვის ფერდინანდს ეკუთვნოდა თითქმის მთელი პირენეის ნახევარკუნძული. მისი სიკვდილის შემდეგ, ანდერძის თანახმად სახელმწიფო გაიყო მისმა 3 ვაჟმა და 2 ქალიშვილმა.

ძვ. წ. 1010-იანები

ძვ. წ. 1010-იანი (ათას ათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც ძვ. წ. 1010-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო ძვ. წ. 1019 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1010 წლის 31 დეკემბერს.

ხაჯალია

ხაჯალია — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. სოფელში მოქმედებს საბავშვო ბაღიდა საჯარო სკოლა

ჰარალდ II

ჰარალდ II (დან. Harald 2.; დ. 994 — გ. 1018) — დანიის მეფე 1014-18 წლებში. იყო დანიის, ინგლისისა და ნორვეგიის მეფე სვენ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სვიატოსლავა პოლონელის უმცროსი ვაჟი. როდესაც სვენ I ინგლისის მეფე ეთელრედ უწიგნურთან იბრძოდა, ჰარალდი დანიას რეგენტის სტატუსით მართავდა. იგი დანიის ტახტზე მხოლოდ 1014 წელს ავიდა, მას შემდეგ, რაც მისმა უფროსმა ძმამ, კნუდ დიდმა ინგლისის ტახტი დაიკავა. 1018 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დანიის ტახტიც კნუდს დარჩა, რადგანაც ჰარალდს არც ცოლი და არც შვილები არ ჰყოლია.

ჰარდეკნუდი

ჰარდეკნუდი (დან. Knud 3. Hardeknud ინგლ. Harthacanute, Canute II) (1018/1019 - 8 ივნისი 1042) დანიის მეფე 1035 წლიდან და ინგლისის მეფე 1040 წლიდან.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.