ჰავანა

ჰავანა (სრული სახ. ესპ. San Cristóbal de La Habana) — კუბის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი კარიბის რეგიონში 2,2 მილიონიანი მოსახლეობით.

ქალაქი
ჰავანა
La Habana
Capitolio havana

ჰავანის კაპიტოლიუმი
დროშა გერბი
Flag of City of Havana Escudo de la Habana

ქვეყანა კუბის დროშა კუბა
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 23°07′00″ ჩ. გ. 82°23′00″ დ. გ. / 23.11667° ჩ. გ. 82.38333° დ. გ.
დაარსდა 1515
ფართობი 721.01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 59
მოსახლეობა 2,400,000 კაცი
სიმჭიდროვე 3,053.5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი (+53) 7
საფოსტო ინდექსი 10xxx-19xxx
ჰავანა — კუბა
ჰავანა
La Habana Nasa
ჰავანა კოსმოსიდან
Havana Cathedral crop
ჰავანის კათედრალი

ისტორია

ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო-დე-ბატაბანიოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.

ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ეპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.

ჰავანა მეკობრეთა ხშირი თავდასხმის ობიექტი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს, ხოლო 1538 წელს კი ერთიანად გადაწვეს. შვიდწლიანი ომის დროს 1762 წელს ბრიტანელებმა ესპანელებს ქალაქი წაართვეს და პორტი თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნეს, შემოიყვანეს რა ათასობით აფრიკელი მონა. ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანელებმა ქალაქი ფლორიდაზე გაცვალეს. ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს.

1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.

ღირსშესანიშნაობები

  • მალეკონი (Malecón) — სანაპირო გამზირი ქალაქის გალავნის გასწვრივ ჰავანას ჩრდილოეთში.
  • ლა-პუნტა — პრადოს გამზირის დასაწყისი, ანუ პასეო-დელ-პრადო. ეს არის პრადოსა და მალეკონის გამზირების გადაკვეთა.
  • ლა-რამპა — 23-ე გამზირის სეგმენტი კალე ლ-დან (ლ ქუჩა) მალეკონამდე სადაც ქალაქის ძირითადი ღამის გასართობი დაწესებულებები მდებარეობს (კლუბები, კინოთეატრები, სასტუმროები, ბარები, ა.შ.). ტერასებად დაყოფილი დაქანების წყალობით წარმტაცი ხედია ზღვაზე.
  • ხაკომინო — სან-მიგელის გზის ნაწილი ვირგენ-დელ-კამინოსა და სიუდად-მარს შორის (დასავლეთ-აღმოსავლეთი) და გარდიოლასა-დე-ლა-ფერნანდას შორის (ჩრდილოეთ-სამხრეთი). სამი ძირითადი ქუჩაა სანტა-ემილია, კალზადა-და-ბელტრანი.
  • ჰავანის უნივერსიტეტი — დაარსდა ორასი წლის წინ და კუბის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია.
  • ძველ ჰავანაში დიდი რაოდენობით ესპანური კოლონიური არქიტექტურის ნიმუშია შემონახული და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ხედები

Capitolio havana

კაპიტოლიუმი

Habana P

პანორამული ხედი, 2004

Cuba.Habana.Malecon.01

მზის ჩასვლა სანაპიროზე

Cuba009

მოროს ციხე ღამით

Cuba011

ჰოტელ ნაციონალ დე კუბა მალეკონიდან

Cuba010

ნეკროპოლის-კოლონი

La habana cuba2

ლა ჰაბანა

Cuba015

ვედადოს უბანი

Cuba012

მალეკონი სასტუმრო ნაციონალთან

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ალბერტო ერერა ი ფრანჩი

ალბერტო ერერა ი ფრანჩი (ესპ. Alberto Herrera y Franchi; დ. 1 სექტემბერი, 1874, სან-ანტონიო, კუბა — გ. 18 მარტი, 1954, ჰავანა, კუბა) — კუბელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. კუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1933 წლის 12-13 აგვისტოს.

პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა სახელმწიფო გადატრიალების დროს ორი დღით, ხერარდო მაჩადოს ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ.

ალფრედო საიას ი ალფონსო

ალფრედო საიას ი ალფონსო (ესპ. Alfredo Zayas y Alfonso; დ. 21 თებერვალი, 1861, ჰავანა, კუბა — გ. 11 აპრილი, 1934, ჰავანა, კუბა) — კუბელი იურისტი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. კუბის მეოთხე პრეზიდენტი 1921-1925 წწ. ვიცე-პრეზიდენტი 1908-1913 წწ.

ვედადო

ვედადო (ესპ. El Vedado) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ისტორიული რაიონი. შედის პლასა-დე-ლა-რევოლუსიონის მუნიციპალიტეტში. აღმოსავლეთით ესაზღვრება ცენტრალური კუბა. დასავლეთით მდებარეობს რაიონი მირამარი, რომელიც ვედადოსაგან გამოყოფილია მდინარე ალმენდარესით. ვედადოდან მირამარში მიდის 23-ე ქუჩა, რომელიც ვედადოს მთელ ტერიტორიას კვეთს. რაიონის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს ვრცელდება მალეკონის სანაპირო, სადაც რეგულარულად იმართება გასართობი და საზოგადოებრივი ღონისძიებები. ბევრია რესტორნები, სასტუმროები და კლუბები.

ვედადოში მდებარეობს ჰავანის უნივერსიტეტი, ჯონ ლენონის პარკი და კოლონის სასაფლაო, სადაც დაკრძალულები არიან ცნობილი პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მხატვრები, მწერლები, მსახიობები და სხვ.

კარლოს ევია

კარლოს ევია ი რეიეს-გავილანი (ესპ. Carlos Hevia y Reyes-Gavilan; დ. 21 მარტი, 1900, ჰავანა, კუბა — გ. 2 აპრილი, 1964, ლანტანა, აშშ) — კუბელი პოლიტიკური მოღვაწე. კუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 3 დღით 1934 წლის 15-18 იანვარს. მას შემდეგ, რაც ფულხენსიო ბატისტამ დაამხო რამონ გრაუს ხელისუფლება. იგი შეცვალა მანუელ მარკეს სტერლინგმა.

კარლოს მენდიეტა

კარლოს მენდიეტა (ესპ. Carlos Mendieta y Montefur; დ. 4 ნოემბერი, 1873, ვილია-კლარა, კუბა — გ. 27 სექტემბერი, 1960, ჰავანა, კუბა) — კუბელი პოლიტიკური მოღვაწე. კუბის პრეზიდენტი დროებით 1934 წლის 18 იანვარიდან, 1935 წლის 11 დეკემბრამდე. მან შეცვალა მანუელ მარკეს სტერლინგი. მის შემდეგ კი ხოსე აგრიპინო ბარნეტი გახდა პრეზიდენტი.

კარლოს სესპედესი

კარლოს მანუელ დე სესპედეს ი კესადა (ესპ. Carlos Manuel de Céspedes y Quesada; დ. 12 აგვისტო, 1871, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 28 მარტი, 1939, ჰავანა, კუბა) — კუბელი მწერალი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. კუბის პრეზიდენტი 1933 წელს. ქვეყანას განაგებდა ხერარდო მაჩადოს ხელისუფლების დამხობის შემდეგ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. იგი არის ათწლიანი ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კარლოს მანუელ დე სესპედესის შვილი.

1885 წლამდე სწავლობდა ნიუ-იორკში. შემდეგ დედამისმა კარლოსი და მისი ტყუპისცალი და წაიყვანა გერმანიაში. 1895 წელს დაბრუნდა კუბაში და 1895-1898 წლებში მონაწილეობდა კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

1902-1908 წწ. კუბის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტია. შემდეგ ის შეუერთდა კუბის დიპლომატიურ სამსახურს და სხვადასხვა დროს წარმოადგენდა თავის ქვეყანას იტალიაში, არგენტინაში, საბერძნეთში, აშშ-ში, მექსიკაში, ესპანეთში.

გარდაიცვალა 1939 წლის 28 მარტს გულის შეტევით დაკრძალულია ჰავანაში, კოლონის სასაფლაოზე.

კუბა

კუბის რესპუბლიკა (ესპ. República de Cuba) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის აუზში. კუბის სახელმწიფო შედგება ძირითადი კუნძულის — კუბის, ასევე ხუვენტუდისა და რამდენიმე არქიპელაგისაგან. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ჰავანა. სიდიდით მეორე ქალაქია სანტიაგო-დე-კუბა. კუბისგან ჩრდილოეთით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატები და ბაჰამის კუნძულები, დასავლეთით — მექსიკა, სამხრეთით — კაიმანის კუნძულები და იამაიკა ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა.

1492 წელს, დღევანდელი კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე, 1902 წელს კი მოიპოვა ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა. 1953-1959 წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო. რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. დღევანდელი მთავრობის დემოკრატიის ინდექსი ფასდება როგორც „ავტორიტარული“.

კუბის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს; მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიით ის კარიბის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოებში ყველაზე დიდია. კუბელების კულტურა და წეს-ჩვეულებები შედგება როგორც აბორიგენი ხალხების, ტაინოებისა და სობონეიების, ასევე ესპანეთის იმპერიისა და აფრიკელი მონების მემკვიდრეობისაგან, მასზე ასევე დიდი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიახლოვემაც.

კუბაში წიგნიერების კოეფიციენტი შეადგენს 99,8 %-ს, ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მონაცემია 77.64.

კუბის პროვინციები

ადმინისტრაციულად, კუბა იყოფა 15 პროვინციად და ერთ სპეციალურ მუნიციპალიტეტად, რომელიც არც ერთ პროვინციას არ მიეკუთვნება. ბოლო ცვლილებები მიღებულ იქნა 2010 წლის აგვისტოში (კუბის ეროვნული ასამბლეის მიერ), როდესაც ჰავანის პროვინცია ორ ახალ პროვინციად გაიყო: არტემისა და მაიაბეკე. ახალმა პროვინციებმა არსებობა 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ქალაქ ჰავანის პროვინციამ (Ciudad de La Habana) თავის თავდაპირველი სახელი — ლა-ჰაბანა (La Habana) დაიბრუნა.

კუბის ქალაქების სია

ცხრილში მოცემულია კუბის ის ქალაქები, რომელთა მოსახლეობაც 30 000 ადამიანს აღემატება. ამასთნ, მოსახლეობის რაოდენობა შედარებულია 1981 და 2002 წლების აღწერებს შორის, ასევე მოცემულია სავარაუდო მოსახლეობა 2005 წლისთვის.

ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია ჰავანა, რომლის მოსახლეობაც 2 581 619 ადამიანია (2005), რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს.

მიგელ მარიანო გომესი

მიგელ მარიანო გომესი (ესპ. Miguel Mariano Gómez y Arias; დ. 6 ოქტომბერი, 1889, სანქტი-სპირიტუსი, კუბა — გ. 26 ოქტომბერი, 1950, ჰავანა, კუბა) — კუბელი პოლიტიკური მოღვაწე. კუბის პრეზიდენტი შვიდი თვის განმავლობაში 1936 წლის 20 მაისიდან, 1936 წლის 24 დეკემბრამდე. მან შეცვალა ხოსე აგრიპინო ბარნეტი. მის შემდეგ კი ფედერიკო ლარედო ბრუ გახდა პრეზიდენტი.

ოსვალდო დორტიკოს ტორადო

ოსვალდო დორტიკოს ტორადო (ესპ. Osvaldo Dorticós Torrado; დ. 17 აპრილი, 1919, სიენფუეგოსი, კუბა — გ. 23 ივნისი, 1983, ჰავანა, კუბა) — კუბელი პოლიტიკური მოღვაწე. კუბის პრეზიდენტი 1959 წლის 18 ივლისიდან, 1976 წლის 2 დეკემბრამდე. მან შეცვალა მანუელ ურუტია ლიეო. მის შემდეგ კი ფიდელ კასტრო გახდა პრეზიდენტი.

პლაია (ჰავანა)

პლაია (ესპ. Playa) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი. მდებარეობს ქალაქის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია მდინარე ალმენდარესიდან დასავლეთით, სანტა-ფემდე. ჩრდილოეთით გადის ზღვაზე. სიტყვა პლაია ესპანურად პლაჟს ნიშნავს.

კოლუმბამდელ ხანაში ამ არეალში ადგილობრივი ტაინოს ხალხი სახლობდა, შესაბამისად, დღეს მრავლად მოიპოვება არქეოლოგიური მასალა.

რაიონში განლაგებულია უცხოეთის მრავალი ქვეყნის საელჩო.

პლასა-დე-ლა-რევოლუსიონი

პლასა-დე-ლა-რევოლუსიონი (ესპ. Plaza de la Revolución) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი და მოედანი.

მუნიციპალიტეტი გადაჭიმულია მოედნიდან დაბლა, ზღვამდე. ასევე მოიცავს ვედადოს რაიონს.

რამონ გრაუ

რამონ გრაუ სან-მარტინი (ესპ. Ramón Grau San Martín; დ. 13 სექტემბერი, 1887, ლა-პამპა, კუბა — გ. 28 ივლისი, 1969, ჰავანა, კუბა) — კუბელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. კუბის პრეზიდენტი 1933-1934 და 1944-1948 წწ.

დაიბადა კომერსანტის ოჯახში, განათლებით ფიზიოლოგი, დაამთავრა ჰავანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 1921 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი.

საჭადრაკო ოლიმპიადა 1966

25 ნოემბერი - 20 დეკემბერი 1966 ჰავანა, კუბა

ჯერ კიდევ 1963 წელს კუბამ თავისი კანდიდატურა წარადგინა XVII ოლიმპიადის მასპინძლობაზე. მომდვენო წელს ფიდემ თავის კონგრესზე თანხმობა მისცა კუბელებს და მათაც სერიოზული მზადება დაიწყეს. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც თვით ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა. მოჭადრაკეებს საცხოვრებლად 25 სართულიანი სასტუმრო ,,ჰავანა ლიბრე’’ გამოუყვეს. ამავე სასტუმროს ,,ელჩების დარბაზში’’ მიმდინარეობდა საჭადრაკო ბატალიებიც. ტურნირმა ჰავანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ცნობილი რევოლუციონერი ჩე გევარაც კი ესწრებოდა. მონაწილეთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 52-ს მიაღწია. გუნდები ისევ შვიდ ქვეჯგუფად დაყვნენ, საიდანაც ორ-ორი გამარჯვებული გადიოდა ფინალურ ტურნირში. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში იყო ერთი დებიუტანტი, ლევ პოლუგაევსკი. გუნდს მსოფლიოს ჩემპიონი, ტიგრან პეტროსიანი თავკაცობდა. მის გარდა გუნდში იყვნენ მსოფლიოს ჩემპონობის პრეტენდენტი, ბორის სპასკი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მიხეილ ტალი სსრ კავშირის ჩემპიონი ლეონიდ შტეინი და ვიქტორ კორჩნოი. ამერიკელთა გუნდს სათავეში რობერტ ფიშერი ედგა. გუნდის ხელმძღვანელობამ მეორე დაფაზე თამაში სამუელ რეშევსკის შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. კვლავ ძლიერი გუნდები ჰყავდათ იუგოსლავიას, უნგრეთს და ჩეხოსლოვაკიას. სიურპრიზი იყო დასავლეთ გერმანელების, წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორების, არ ჩამოსვლა ჰავანაში.

პირველ ეტაპზე სიურპრიზები არ მომხდარა და ყველა უძლიერესი გავიდა მთავარ ფინალში. ტურნირი კარგად დაიწყეს საბჭოთა და ამერიკელმა მოჭადრაკეებმა. მათ თანდათნ ჩამოიტოვეს დანარჩენი მეტოქეები და დუეტად ლიდერობდნენ ტურნირს. საინტერსო რამ მოხდა მეორე ტურში. ტურის დაწყებამდე სამი საათით ადრე, ამერიკელთა გუნდის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა მსაჯთა კოლეგიას, რათა მათ რელიგიური მიზეზით გადაეწიათ პეტროსიან - ფიშერის პარტიის დაწყების დრო. აღსანიშნავია რომ ამავე თხოვნით, მათ პირველ ტურშიც მიმართეს ორგანიზატორებს, მაგრამ დანიელი ბენტ ლარსენი წინააღმდეგი წავიდა. მაშინ ამერიკელებმა ფიშერი რობერტ ბირნით შეცვალეს. ახლა კი მათ არ სურდათ საბჭოელებთან თავიანითი ლიდერის გარეშე თამაში და მიიღეს რა უარი ორგანიზატორებისაგან ტურნეზე არ გამოცხადდნენ. ერთი საათის ლოდინის შემდეგ მსაჯთა კოლეგიამ საბჭოელებს ოთხივე დაფაზე მოგება ჩაუთვალა. მაშინ საბჭოთა დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალ დღეს ეთამაშათ ეს მატჩი. იგი მოგვიანებით მართლაც გაიმართა და ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა (ტალმა მოუგო ბირნს). დაწყებული მეექვსე ტურიდან სსრ კავშირის ნაკრები ნელ-ნელა ზრდიდა თავის უპირატესობას და ბოლოსწინა ტურში პირველ ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ამერიკელები მეორენი იყვნენ, ხოლო უნგრელებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების (ბერგერის ცხრილით) წყალობით აჯობეს იუგოსლავიელებს.

სერო (ჰავანა)

სერო (ესპ. Cerro) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი. ეს ტერიტორია 1803 წლით თარიღდება, როდესაც ორმა მესაკუთრემ — ხოსე მარია როდრიგესმა და ფრანსისკო ბეტანკურმა რეზიდენცია დააარსეს. მათ მაგალითს შემდეგ სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1807 წლისთვის, სეროს უკვე ქალაქად აღიარებდნენ, გააჩნდა პირველი ხის ეკლესიაც.

დედაქალაქის შეძლებული ოჯახები სეროს საზაფხულო საცხოვრებლად ირჩევდნენ. 1843 წლისთვის აქ არსებობდა ხუთი მსხვილი საშვებულებო რეზიდენცია, ასევე 23 სხვა დედებულთათვის. ასევე არსებობდა შეძლებული ოჯახების კუთვნილი 237 კერძო სახლი. ამავე წლისთვის სეროს მოსახლეობა 2 125 ადამიანს მოითვლიდა, 1858 წლისთვის კი 2 530 მუდმივ მოსახლეს.

ფედერიკო ლარედო ბრუ

ფედერიკო ლარედო ბრუ (ესპ. Federico Laredo Brú; დ. 23 აპრილი, 1875, რემედიოსი, კუბა — გ. 7 ივლისი, 1946, ჰავანა, კუბა) — კუბელი პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი. კუბის პრეზიდენტი 1936 წლის 24 დეკემბრიდან, 1940 წლის 10 ოქტომბრამდე. მან შეცვალა მიგელ მარიანო გომესი. მის შემდეგ კი ფულხენსიო ბატისტა გახდა პრეზიდენტი.

ძველი ჰავანა

ძველი ჰავანა (ესპ. La Habana Vieja) – კუბის დედაქალაქ ჰავანის ისტორიული ცენტრი. თავის ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ჰაბანა-დელ-ესტე

ჰაბანა-დელ-ესტე (ესპ. Habana del Este — აღმოსავლეთი ჰავანა) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი. სახელი მომდინარეობს იმ ფაქტით, რომ იგი ჰავანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მოიცავს ჭარბად დასახლებულ არეალებს.

ჰავანის მუნიციპალიტეტები
ჩრდილოეთ ამერიკის დედაქალაქები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.