წუთი

წუთი (შემოკლ. წთ, min) — დროის საზომი ერთეული; საათის 1/60-ისა და 60 წამის ეკვივალენტი.

წუთი არ წარმოადგენს სი-ს ნაწილს, მაგრამ მიღებულია სი-სთან გამოსაყენებლად.

11 O'Clock Tick Tock

„11 O'Clock Tick Tock“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეორე სინგლი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს. იგი გამოვიდა ალბომამდე Boy და არ არის მასში შეტანილი.

სიმღერის პროდიუსერია მარტინ ჰენეტი, რომელიც უფრო ცნობილი იყო Joy Division-თან თანამშრომლობით. ჯგუფმა გაიცნო ჰენეტი Joy Division-ის სიმღერის „Love Will Tear Us Apart“ ჩაწერისას.

1980-იან წლებში 11 O'Clock Tick Tock ჯგუფის კონცერტებზე იყო საკმაოდ პოპულარული ნომერი. იგი ასევე შეტანილი იქნა 1983 წლის საკონცერტო მინი ალბომში Under a Blood Red Sky. ადრინდელ ტურნეებზე იგი ხოლმე სრულდებოდა ორჯერ - რადგანაც საკონცერტო პროგრამაში ცოტა სიმღერა იყო. 1982 წლის დეკემბრამდე იგი სრულდებოდა სიმღერასთან The Ocean ერთად. ასეთი შესრულების მაგალითი წარმოდგენილია ჯგუფის სინგლზე Fire.

ტურნეს Unforgettable Fire (1985) შემდეგ 11 O'Clock Tick Tock გაქრა საკონცერტო პროგრამიდან, შესრულდა რამდენიმეჯერ და 2001 წელს დაბრუნდა ტურნეს Elevation დროს.

„Touch“, სინგლის B-მხარე არის სიმღერის „Trevor“ გადამუშავებული ვარიანტი. „Touch“ ხშირად სრულდებოდა ტურნეს Boy დროს.

არსებობს სიმღერის 11 O'Clock Tick Tock სამი სახის მიქსი. 1980 წლის სინგლის ხანგრძლივობაა 3 წუთი და 44 წამი. მარტინ ჰენეტისადმი მიძღვნილ ალბომში And Here Is The Young Man შეტანილია სიმღერის ვერსია, რომლის ხანგრძლივობაც არის 4 წთ 03 წმ. საბოლოო ვერსიის ხანგრძლივობაა 4 წუთი და 10 წამი.

1990

1990 (ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-9 დეკადის მე-10 წელი.

21 ივნისი

21 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 172-ე დღე (ნაკიან წლებში – 173-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 193 დღე.

Bleeding Me

Bleeding Me — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეექვსე სინგლი და მეშვიდე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load.

სიმღერა კომერციული მიზნებისთვის არასოდეს გამოსულა როგორც სინგლი, თუმცა გამოვიდა პრომო სინგლი რადიოებისთვის შუა 1997 წელს. ამავე წელს მან მიაღწია მეექვსე ადგილს ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები. CD დისკზე წარმოდგენილია სიმღერის ორი ვერსია: პირველი - სტუდიური, ხოლო მეორე შემოკლებული (დაახლოებით 5-6 წუთი) სპეციალურად რადიოსთვის B-მხარეზე. ძირითადი განსხვავება ალბომისა და რადიოს ვერსიებს შორის არის სხვადასხვა ინსტრუმენტული პასაჟები და სიმღერის ბოლოს გიტარის სოლო.

EP

Extended Play (EP) ან მინიონი (ფრანგ. mignon — პატარა) — ტერმინი, რომლითაც ძირითადად მოიხსენიებენ გრამფირფიტას ან CD-ს, რომელიც ერთ სინგლზე მეტს შეიცავს, თუმცა ალბომისთვის ზედმეტად პატარაა. ჩვეულებრივ, ალბომში რვა ან მეტი სიმღერაა (25-80 წუთის ხანგრძლივობით), სინგლი ერთიდან სამ სიმღერამდე შეიცავს (10 წუთამდე ხანგრძლივობით),ხოლო EP – ოთხიდან შვიდ სიმღერამდე (10-25 წუთი).სხვადასხვა დროს EP სხვადასხვა ზომის გამოიცემოდა. 1950-იან და 1960-იან წლებში, EP ჩვეულებრივ 7" (18 სმ) დისკებზე გამოდიოდა 45 RPM-ით და ერთი სიმღერით თითო მხარეს. ფორმატმა პოპულარობა ელვის პრესლის აღმასვლასთან ერთად მოიპოვა და ხანდახან ირონიულად აღინიშნება, რომ EP მისი ინიციალებია.

Skype

Skype (სკაიპი) — უფასო (კერძო) პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფასო საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. ასევე არსებობს ფასიანი ხელმოწერა საერთაშორისო, რეალური ნომრისთვის და ფასიანი საერთაშორისო ზარებისთვის, მაგალითად ფიჭურ ტელეფონებზე ზარების განხორციელებისთვის.

The Story Of Wish You Were Here

„The Story Of Wish You Were Here“ — 2012 წლის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება პინკ ფლოიდის ალბომს Wish You Were Here. მისი რეჟისორია ჯონ ეჯინტონი, რომელსაც ეკუთვნის კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი ჯგუფის შესახებ - The Pink Floyd and Syd Barrett Story.

ამ ფილმში ჯგუფის დარჩენილი სამი წევრი (ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი და დევიდ გილმორი) სხვადასხვა სტუდიიდან საუბრობს ალბომზე და აჩვენებს მისი ცალკეული სოლოების შესრულებას (გარდა ნიკ მეისონისა, რომელიც უბრალოდ იხსენებს 1975 წლის მოვლენებს). ფილმის მსვლელობისას შესაძლებელია ბრაიან ჰამფრიზის, ალბომის ხმის ინჟინერის ხილვა, რომელიც ები-როუდის სტუდიებში იმყოფება და ჩართული აქვს ალბომის ორიგინალური ფირები. აგრეთვე წარმოდგენილია ინტერვიუები სტორმ თორგერსონთან (გარეკანის დიზაინი), რონი რონდელთან (ალმოკიდებული მამაკაცი ალბომის ყდიდან), ჯილ ფურმანოვსკისთან (ფოტოგრაფთან, რომელსაც ეკუთვნის ჯგუფის სტუდიური ფოტოები, შეტანილი ალბომის ბუკლეტში), როი ჰარპერთან (ვოკალი სიმღერაში „Have a Cigar“), ვენეტა ფილდზთან (ბეკ-ვოკალი), ჯერალდ სკარფთან (ანიმატორი) და პიტერ ჯენერთან (ჯგუფის მენეჯერი სიდ ბარეტის წასვლამდე).

DVD/Blu-Ray წარმოდგენილია დამატებითი მასალით, სადაც შეტანილია 25 წუთი ნიკთან, როჯერთან და დევიდთან ჩაწერილი დამატებითი ინტერვიუებით და სიმღერების შესრულებებით.

ალფრედ ლენონი

ალფრედ ლენონი (ინგლ. Alfred Lennon; დ. 14 დეკემბერი, 1912, ლივერპული, ინგლისი — გ. 1 აპრილი, 1976, ბრაიტონი, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსის ჯონ ლენონის მამა.მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა, ის და მისი და ედიტი დიდხანს იმყოფებოდნენ ბავშვთა სახლში. ალფი მეტად მახვილგონიერი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. ის მღეროდა და უკრავდა ბანჯოზე, მაგრამ პოპულარობა მაინც ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ალფს ეძახდნენ, შემდგომში მან გამოსცა ჩანაწერი ფრედი ლენონის სახელით, რომლითაც ის გაზეთებშიც მოიხსენიებოდა.

ალფი და ჯულია სტენლი დაქორწინდნენ 1938 წელს. ჯონ ლენონი იყო მათი ერთადერთი ვაჟი, მაგრამ ალფი მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა შორს, ზღვაში და ოჯახისადმი სრულფასოვან ყურადღებას ვერ იჩენდა. ის ფულს უგზავნიდა ცოლ-შვილს, მაგრამ ბოლოს ესეც შეწყდა და ჯულიას პატარა ჯონის აღზრდა მხარზე დააწვა. უიმედობაში მყოფმა ჯულიამ სხვა მამაკაცზე იქორწინა. 1946 წელს შინ დაბრუნებულ ალფს ეს სიახლე დახვდა. ამ დროისთვის ჯონ ლენონი დეიდა მიმის სახლში, მენდიპსში ცხოვრობდა. ალფმა ჯონი ბლექპულში წაიყვანა და გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან ერთად ახალ ზელანდიაში წასვლა, სადაც მას ახალი სამუშაო გამოუჩნდა. ამ დროს მათ თავს დაადგა ჯულია და მშობლებმა ორჯერ ჰკითხეს 5 წლის ჯონს, ვისთან ყოფნა ერჩივნა. ჯონმა ორჯერვე მამა აირჩია, მაგრამ ჯულია რომ გაბრუნდა, ჯონი მას ტირილით გამოედევნა. ეს იყო მამა-შვილის ერთად ყოფნის უკანასკნელი წუთი. ამის შემდეგ ალფს თავისი შვილი ”The Beatles-ის” აღზევების ხანამდე არ უნახავს.

ალფი გარდაიცვალა ბრაიტონში, სადაც ის საცხოვრებლად გაემგზავრა მას შემდეგ, რაც იქორწინა 19 წლის პაულინა ჯონსზე.

გრიგორიანული კალენდარი

გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი — ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წლის 4 ოქტომბერს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს (აქედანაა სახელწოდება).

დავიდე კალაბრია

დავიდე კალაბრია (იტალ. Davide Calabria; დ. 6 დეკემბერი, 1996, ბრეშა, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი. ამპლუით მარჯვენა მცველი, თამაშობს მილანში.

კალაბრიას დებიუტი შედგა 30 მაისს 2015 წელს ატალანტას წინააღმდეგ, მან 84 წუთზე შეცვალა მატია დე შილიო. პირველად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა 22 სექტემბერს უდინეზეს წიმააღმდეგ და 49 წუთი დაჰყო მოედანზე.

დღე-ღამე

დღე-ღამე — დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი; დროის ერთ-ერთი ძირითადი საზომი ერთეული. გამოიყოფა ვარსკვლავიერი დღე-ღამე — გაზაფხულის ბუნიობის წერტილის მიმართ დედამიწის ბრუნვის პერიოდი და მზისიერი დღე-ღამე. ვარსკვლავიერი დღე-ღამის დასაწყისად ითვლება გაზაფხულის ბუნიობის წერტილის ზედა კულმინაციის მომენტი (კულმინაცია ცის სხეულისა), ხოლო ხანგრძლივობად — ამ წერტილის ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი. იმის მიხედვით, ჭეშმარიტი გაზაფხულის ბუნიობის წერტილს იხილავენ, თუ საშუალოს (პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს პრეცესიისა და ნუტაციის გავლენას, მეორეში — მხოლოდ პრეცესიისას), განასხვავებენ ჭეშმარიტ და საშუალო ვარსკვლავიერ დღე-ღამეს. პირველი მათგანის ხანგრძლივობა ცვალებადია. ასევე განასხვავებენ ჭეშმარიტ მზისიერ დღე-ღამეს (ჭეშმარიტი მზის ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი), რომლის დასაწყისად ითვლება ჭეშმარიტი მზის დისკოს ცენტრის ქვედა კულმინაციის მომენტი — ჭეშმარიტი შუაღამე, და საშუალო მზისიერ დღე-რამეს (საშუალო მზის ანალოგიურ კულმინაციათა შორის დროის შუალედი; მის დასაწყისად ითვლება საშუალო მზის ქვედა კულმინაციის მომენტი — საშუალო შუაღამე). ვარსკვლავიერი და საშუალო მზისიერი დღე-ღამე იყოფა საათებად (24 სთ), წუთებად (1440 წთ) და წამებად (86400 წმ). ვარსკვლავიერი დღე-ღამის ერთეული (დღე-ღამე, წუთი ან წამი) საშუალო მზისიერი დღე-ღამის 0,9972696 ერთულს უდრის. ჭეშმარიტი და საშუალო მზისიერი დღე-ღამეების ხანგრძლიობათა სხვაობა წლის განმავლობაში იცვლება პირველი მათგანის ცვალებადობის გამო (იხილეთ საშუალო მზისიერი დრო). ეს ხანგრძლიობანი ერთმანეთთან დაკავშირებულია დროის სწორებით.

იულიუსის კალენდარი

იულიუსის კალენდარი (ძველი სტილი) — ალექსანდრიელი ასტრონომის, სოზიგენეს მიერ შედგენილი და იულიუს კეისრის მიერ ძვ. წ. 46 შემოღებული წელთაღრიცხვის სისტემა. ძალაში შევიდა ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარს.

ადრე არსებულ კალენდრებისაგან განსხვაბებით, იულისუსის კალენდარი უფრო კარგად იმეორებდა ტროპიკული წელიწადის, ანუ მზის გარშემო დედამიწის ერთი შემოვლის რითმს, რის გამოც ის საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც კალენდრის საუკეთესო ვარიანტი.

ყოველი წელიწადი, რომლის ნომერი ოთხზე იყოფა, ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამეს. შესაბამისად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. როგორც ცნობილია ტროპიკული წელიწადი შედგება 365,2421897 დღისაგან (365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45,19 წამი), ხოლო იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 1 დღე-ღამე 128 წელიწადში, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშნული სხვაობა მიიღწევა 3030 წლის შემდეგ.

1582 წელს, რომის პაპ გრიგორი XIII-ის ძალისხმევით იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრიგორიანული კალენდრით (ახალი სტილი). დღესდღეობით, სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის შეადგენს 2019/128=15.7578125 დღეს.

სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის ციფრებში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოყვანილ ცხრილში.

კალათბურთი

კალათბურთი — გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.

მალტა

მალტა — ჯუჯა სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე, რომელიც სიცილიის სანაპიროდან 93 კმ-ით, ხოლო ტუნისის სანაპიროდან 288 კმ-ით არის დაშორებული. მანძილი გიბრალტარის სრუტემდე 1826 კმ-ია.

მარსი

მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი) — მეოთხე პლანეტა სიშორითა და მერკურის შემდეგ, ზომით ყველაზე მცირე პლანეტა მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მარსს მეტსახელად ”წითელ პლანეტასაც” უწოდებენ, მისი ზედაპირის მოწითალო შეფერილობის გამო, რაც მაგემიტის (რკინის ოქსიდის) დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.

მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება, მისი ატმოსფერო გაიშვიათებულია (დედამიწასთან შედარებით წნევა მარსის ზედაპირზე 160-ჯერ მცირეა). პლანეტის რელიეფის თავისებურებას წარმოადგენს: მთვარის მსგავსი კრატერები (ისინი მეტეორიტებთან შეჯახებითაა გამოწვეული), ვულკანები, უდაბნოები, ხეობები და დედამიწის მსგავსი პოლარული ყინულის ქუდები.

მარსს ორი ბუნებრივი თანამგზავრი გააჩნია - ფობოსი და დეიმოსი (ბერძნულიდან, "შიში" და "საშინელება", არესის შვილების სახელებია, რომლებიც ომის დროს მუდამ მის გვერდით იმყოფებიან). ორივე თანამგზავრი მცირე ზომისაა (ფობოსი - 26,8×22,4×18,4 კმ, ხოლო დეიმოსი - 15×12,2×10,4 კმ) და უსწორმასწორო ზედაპირი გააჩნია.

პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.

მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.

პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ.

1960-იანი წლებიდან ავტომატური კოსმოსური აპარატების მეშვეობით მარსის შესწავლას ცდილობდნენ: ამერიკის შეერთებული შტატები (პროგრამები: "მარინერი", "ვიკინგი", «Mars Global Surveyor» და სხვა), საბჭოთა კავშირი (პროგრამები: "მარსი" და "ფობოსი"), ევროპის კოსმოსური სააგენტო (პროგრამა, "მარს-ექსპრესი") და ინდოეთი (პროგრამა, "მანგალიანი"). მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც დედამიწიდან 1964 წელს გაუშვეს. დღეისთვის მარსი დედამიწის შემდეგ, ყველაზე დაწვრილებით შესწავლილი პლანეტაა.

პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება.

მარსის ბრუნვის პერიოდი, სეზონური ციკლები და დახრილობა, რომელიც სეზონებს განსაზღვრავს ძალიან ჰგავს დედამიწისას. მარსზე გვხვდება ისეთ საოცრება, როგორიცაა ოლიმპოს მთა, ყველზე დიდი ვულკანი და სიმაღლით მეორე მთა (28 000 მეტრი) მზის სისტემაში. ასევე ვხვდებით მარინერის ხეობებს, რომელიც მზის სისტემაში უდიდეს კანიონს წარმოადგენს. დღე ღამის ხანგრძლივობა „წითელ პლანეტაზე“ თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ-მდე მცირდება.

2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).

ზამთარში მარსის პოლუსებზე ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა, ხოლო ზაფხულში, ეკვატორზე, 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს.

დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც წარსულში მარსის სიცოცხლისთვის ვარგისობას შეისწავლიან, და ამავდროულად აფასებენ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. სამომავლოდ დაგეგმილია ასტრობიოლოგიური მისიები. მცირე ატმოსფერული წნევის გამო მარსის ზედაპირზე შეუძლებელია წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა.

ოსკარი

აკადემიის პრიზები ანუ ოსკარები (2013 წელს ოფიციალური სახელწოდება, „აკადემიის პრიზები“ შეიცვალა „ოსკარებით“) — შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონია. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი, და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც, „ოსკარი“. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში" გაიმართა. ცერემონიას ზედამხედველობას უწევს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია“ (Academy of Motion Picture Arts and Sciences - AMPAS).

„ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია ტელეეთერში პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. „ოსკარები“ არის შოუ-ბიზნეზში უძველესი დაჯილდოების ცერემონია. მსგავსი ცერემონიები: Emmy Awards, Tony Awards და Grammy Awards, გადმოღებულია „ოსკარების“ ფორმატიდან. „აკადემიის პრიზებით“ დაჯილდოების საღამო, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ცერემონიად ითვლება.

ოსკარის 1-ლი დაჯილდოება

ოსკარის 1-ლი დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების 1-ლი დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1929 წლის 16 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1927 და 1928 წელს გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სადილზე რუზველტის სასტუმროში, ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა დაგლას ფერბენკსმა. ცერემონიას, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა, 270 ადამიანი დაესწრო. დასასწრები ბილეთების ღირებულება იყო 5 დოლარი. დაჯილდოება ჩამოაყალიბა ლუი მაიერმა, Louis B. Mayer Pictures-ის დამფუძნებელმა. ცერემონია არ გადაცემულა არც ტელევიზიით და არც რადიოთი.

ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 12 კატეგორიაში. გამარჯვებულები ცერემონიამდე სამი თვით ადრე გამოაცხადეს. ზოგიერთი ნომინაცია დასახელდა კონკრეტული ფილმის მითითების გარეშე, მაგალითად რალფ ჰამერასისა და ნუგენტ სლოთერის, რომელთაც ნომინაციები მიიღეს საუკეთესო საინჟინრო ეფექტების კატეგორიაში. შემდგომი დაჯილდოებებისგან განსხვავებით, მსახიობი ან რეჟისორი შეიძლებოდა დაჯილდოებულიყო ერთდოულად რამდენიმე ფილმისთვის. მაგალითად, ემილ იანინგსმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის თავისი როლებისთვის ფილმებში ყველა ხორციელის გზა და უკანასკნელი ბრძანება. ჩარლი ჩაპლინსა და Warner Bros.-ს გადაეცას საპატიო ჯილდო.ყველაზე მეტი, 3 ჯილდო მიიღეს ფილმებმა მე-7 სამოთხე და მზის ამოსვლა: ორი ადამიანის სიმღერა. ფრთებმა დაიმსახურა 2 ჯილდო, მათ შორის ოსკარი საუკეთესო სურათისთვის. დაჯილდოების მთავარ პრიზად საუკეთესო სურათის კატეგორიასთან ერთად ითვლებოდა ნომინაცია ყველაზე უნიკალური და არტისტული ნაწარმოებისთვის, რომელიც მზის ამოსვლამ მიიღო. მიუხედავად ამისა, მომავალ წელს აკადემიამ ეს უკანასკნელი ნომინაცია მოხსნა დაჯილდოებიდან და გადაწყვიტა, რომ ფრთების მიერ მიღებული ჯილდო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიაზე.

სასაათო სარტყელი

დედამიწის ზედაპირი პირობითად დაყოფილია 24 სასაათო სარტყლად იმისათვის, რომ დედამიწის განედის ყოველი გრადუსისათვის (და ყოველი მინუტისათვის) არ შემოეღოთ ადგილობრივი დრო. ერთი სარტყელიდან მეორეში გადასვლისას იცვლება დროითი ერთეულები წუთები და წამები, მაგრამ უცვლელი რჩება საათები.

არსებობს ცალკეული რაიონები, სადაც ადგილობრივი დრო განსხვავდება მსოფლიო დროსაგან არა მხოლოდ საათების მთელი რიცხვით (1 საათი, 2 საათი და ა.შ.), არამედ წუთებითაც - 30 წუთი, 40 წუთი, 45 წუთი. თეორიულად ყველა სასაათო ზონა შემოსაზღვრული უნდა იყოს წრფეებით, რომლებიც გადის ზონის ცენტრალური მერიდიანიდან მარჯვნივ და მარცხნივ 7,5 გრადუსზე. მაგრამ, პრაქტიკაში ისინი კორექტირებულია ადმინისტრაციული თუ ბუნებრივი საზღვრების მიხედვით.

ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე მერიდიანები ერთ წერტილში იყრის თავს, ამიტომ აქ სასაათო ზონის ცნება აზრს კარგავს. ტრადიციის თანახმად, პოლუსების დრო შეთანადებულია მსოფლიო დროსთან.

წამი

წამი (აღვნიშვნა: s., წმ.) — დროის საზომი ერთეული, სი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ერთეული. უდრის წუთის 1/60 ნაწილს.

წამები, როგორც სხვა საზომი ერთეულები გამოიყენება დროის ზუსტი აღრიცხვისათვის. 1-დან 59 წამის ჩათლით უბრალოდ გამოიყენება „წამები“. 59 წამის შემდეგ უკვე ერთვება უფრო დიდი საზომი ერთეულები, როგორებიცაა წუთი, საათი და ასე შემდეგ.

მაგალითად: 60 წამი გამოითქმება როგორც 1 წუთი; 75 წამი — წუთი და 15 წამი; 90 წამი — წუთნახევარი ან წუთი და ოცდაათი წამი; 120 წამი — 2 წუთი და ა. შ.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.