წიგნი რუთისა

წიგნი რუთისა, რუთი (ებრ. מגילת רות) — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მერვე კანონიკური წიგნი, უცნობი ავტორის მიერ დაწერილი. სეპტუაგინტასა და ვულგატაში მოთავსებულია მსაჯულთა წიგნის შემდეგ. სათაურად აღებულია მოაბი ქალის, წიგნის მთავარი გმირის, სახელი. მოაბის ქვეყანაში საცხოვრებლად წასული ბეთლემელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედამთილ ნაყომთან ერთად რუთი იუდას ქვეყანაში დაბრუნდა და ცოლად გაჰყვა ქმრის ნათესავ ბოყაზს. ქორწინებიდან იშვა ვაჟი ყობედი, დავითის წინაპარი. წიგნი მნიშვნელოვან და ღირებულ ქრისტიანულ დარიგებებს შეიცავს. მასში ხაზგასმულია ისრაელელი ოჯახის ყველაზე თვალსაჩინო ღირსებანი: მშობლების მიმართ თაყვანისცემა, ნათესავთა მიმართ გულმოწყალება, სიყვარული და გულთბილი დამოკიდებულებანი ოჯახურ ურთიერთობებში. ღმრთაებრივი განგება ცხოვრებისეულ მტკივნეულ მოვლენებს ადამიანთა სასარგებლოდ ამოქმედებს: უცხოტომელი რუთი დავითისა და თვით მესიის წინაპარი ხდება. ისრაელის ღმერთი იღებს უცხოელთა ძღვენს. ისრაელთა და უცხოელთა შორის ქორწინებები კანონიერია და ღმერთის მიერ არის კურთხეული. წარმართებს, რომლებიც სამაგალითო ცხოვრებას ეწევიან, ჭეშმარიტ ღმერთთან ზიარების მადლი ეძლევათ.

ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები

  • პირველი მაკაბელთა*
  • მეორე მაკაბელთა*
  • მესამე მაკაბელთა*
  • მეოთხე მაკაბელთა*
  • ბარუქ წინასწარმეტყველი*
  • მეორე ეზრა*
  • მესამე ეზრა*
  • ივდითი*
  • ეპისტოლე იერემიასი*
  • წიგნი სიბრძნისა*
  • სიბრძნე ზირაქისა*
  • ტობითი*

ლიტერატურა

  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში

ნიკო მარი

ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე მარი (დ. 6 იანვარი, 1865 /ძვ. სტ. 25 დეკემბერი, 1864; ქუთაისი — გ. 20 დეკემბერი, 1934, ლენინგრადი, რუსეთი) — ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1912).

ბიბლიის წიგნები
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.