წიგნი მსაჯულთა

წიგნი მსაჯულთა, მსაჯულნი (ებრ. ספר שופטים) — ბიბლიის მეშვიდე კანონიკური წიგნი. ძველი აღთქმის მეორე ისტორიული წიგნი. მისი სახელწოდება მთავარ მოქმედ გმირთაგან მომდინარეობს, რომელთაც „მსაჯულები“ ეწოდებათ და რომელთა ამბებიცაა მოთხრობილი იესო ნავეს ძის წიგნში სიკვდილიდან მეფობის დამყარებამდე, ანუ დაახლოებით ორი საუკუნის მანძილზე. მსაჯულები არიან სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელები, რომელთაც ღმერთი გარკვეულ ვითარებაში მოავლინებს მეზობელ ხალხთა ჩაგვრისაგან ისრაელის ერთი ან რამდენიმე ტომის დახსნის მიზნით. ზოგჯერ მსაჯულებს „მხსნელებადაც“ მოიხსენიებენ. მსაჯულთა წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი:

  • Iპირველი ნაწილი: ისტორიული შესავალია (მსჯ. 1:1-2:5) და აღთქმულ მიწაზე სხვადასხვა ტომთა დასახლების ნელ, მოუწესრიგებელ და რთულ პროცესს აღწერს. ეს სირთულეები თავისი ღმერთისადმი ისრაელის არაერთგული დამოკიდებულებით აიხსნება (მსჯ. 2:6-3:6);
  • IIმეორე ნაწილი: ცალკეულ მსაჯულებთან დაკავშირებული ეპიზოდებისაგან შედგება (მსჯ. 3:7-16:31). ეს მსაჯულებია: ეჰუდი, დებორა, ბარაკი, გედეონი, იეფთაე და სამსონი;
  • IIIმესამე ნაწილი: (მსჯ. 17-21) ორ დამატებას მოიცავს. პირველი მათგანი დანის საკრებულო ტაძრის აგების შესახებ მოგვითხრობს (17-18), ხოლო მეორე (19- 21) გიბყაში მომხდარ ბენიამინის საძრახის საქციელს გვაცნობს.

მსაჯულთა წიგნი, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, შემდეგ მორალს შეიცავს: ღმერთი სჯის ისრაელ ხალს და მტრის მონობაში აგდებს მას ყოველთვის, როდესაც ხალხი მას ღალატობს. თუმცა ღმერთი ისრაელისთვის მხსნელ მსაჯულთა მივლინებით ავლენს თავის გულმოწყალებას.

ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები

  • პირველი მაკაბელთა*
  • მეორე მაკაბელთა*
  • მესამე მაკაბელთა*
  • მეოთხე მაკაბელთა*
  • ბარუქ წინასწარმეტყველი*
  • მეორე ეზრა*
  • მესამე ეზრა*
  • ივდითი*
  • ეპისტოლე იერემიასი*
  • წიგნი სიბრძნისა*
  • სიბრძნე ზირაქისა*
  • ტობითი*

ლიტერატურა

  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში

დებორა

დებორა (ებრ. דְּבוֹרָה) — ბიბლიის მიხედვით, წინასწარმეტყველი, პოეტი და მსაჯული ქალი. მისი პატრიოტული მოწოდებითა და ბელადობით ისრაელი ტომები საერთო მტრის - ქანაანელების წინააღმდეგ აღმდგარან და დიდი გამარჯვებაც მოუპოვებიათ. ამის შემდეგ მათ 40 წელი მშვიდობიანად უცხოვრიათ. ამ გამარჯვებისათვის დებორას ხოტბა შეუსხამს ჰიმნში, რომელიც ძველი აღთქმის პოეზიის საუკეთესო ნიმუშია. დებორას გმირობა მოთხრობილია „წიგნში მეშვიდე მსაჯულთა“. ამ თემაზე ცნობილია ჰენდელის ორატორია.

ბიბლიის წიგნები
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.