წიგნი მეორე რჯულისა

წიგნი მეორე რჯულისა, მეორე რჯული (ბერძ. Δευτερονόμιον, „Deuteronomion“, ებრ. דְּבָרִים‎, „Devarim“) — ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მეხუთე კანონიკური წიგნი. შედგება ხალხისადმი მიმართული მოსეს სამი დიდი საუბარი/ქადაგებისაგან, რომელთა მიზანია მათთვის წარსულის მოვლენების შეხსენება და უმთავრესად, მოწოდება: მუდამ უერთგულონ თავიანთ ღმერთთან დადებულ აღთქმას. რჯულის წიგნის დასასრულს მოყვანილია დანართი, რომელშიც მოსეს უკანასკნელი საქმეებია მოთხრობილი. მეორე რჯული სამარიის სეპარატისტული სამეფოს დაცემის შემდეგ (ქრისტეს შობამდე 722 წელს) იერუსალიმში დამკვიდრებული ლევიტელთა თეოლოგიური სკოლის ნაშრომია. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინსტიტუციათა რეფორმას, რომელთა იდეურ ცენტრსაც წარმოადგენს იერუსალიმის ტაძარი, არამედ უმთავრესად შინაგან მოქცევას.

ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები

  • პირველი მაკაბელთა*
  • მეორე მაკაბელთა*
  • მესამე მაკაბელთა*
  • მეოთხე მაკაბელთა*
  • ბარუქ წინასწარმეტყველი*
  • მეორე ეზრა*
  • მესამე ეზრა*
  • ივდითი*
  • ეპისტოლე იერემიასი*
  • წიგნი სიბრძნისა*
  • სიბრძნე ზირაქისა*
  • ტობითი*

ლიტერატურა

  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში

თორა

თორა (ძვ. ებრაულად תורה - მოძღვრება, კანონი), ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი. ტრადიცია მის შედგენას მოსეს მიაწერს.

თორა არის თანახის (תנ"ך) ნაწილი, რომელიც ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას შეესაბამება.

თორა შედგება მოსეს 5 წიგნისაგან:

დაბადება Genesis (ბერეშით בראשית) - მოსეს I წიგნი

გამოსვლათა Exodus (შემოთ שמות) - მოსეს II წიგნი

ლევიტელთა Lexitikus (ვაიკრა ויקרא) - მოსეს III წიგნი

რიცხვთა Numeri (ბემიდბარ במדבר) - მოსეს IV წიგნი

მეორე რჯულისა Deuteronomium (დვარიმ דברים) - მოსეს V წიგნი

ბიბლიის წიგნები
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.