წიგნი იესო ნავეს ძისა

წიგნი იესო ნავეს ძისა, იესო ნავეს ძე (ებრ. יְהוֹשֻׁעַ בִּן-נוּן‎, იეშუა ბინ ნუნ) — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მეექვსე კანონიკური წიგნი. პირველი წინასწარმეტყველთა წიგნი. ებრაული ტრადიციის მიხედვით წიგნის ავტორად ითვლება თავად იესო ნავეს ძე (იმ უკანასკნელი სტრიქონების გარდა, სადაც მოთხრობილია მისი გარდაცვალება და დაკრძალვა. ტრადიციისავე მიხედვით მათი ავტორია წინასწარმეტყველი სამუილი). წიგნის სახელწოდებაც სწორედ მისი მთავარი გმირის, იესო ნავეს ძის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ნიშნავს „იაჰვე იხსნის“. წიგნი მოსდევს მოსეს ხუთწიგნეულს და მემკვიდრეა იმის, ვინც ისრაელი ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. მასთან მჭიდრო კავშირშია და თითქოს და აგრძელებს კიდეც მას. სწორედ ამ მსგავსების გამო მრავალი ბიბლიის კრიტიკოსი (დილმანი და სხვ.) ამ წიგნს მიაკუთვნებს მოსეს ხუთწიგნეულს და მოიხსენიებს „ექვსწიგნეულად“. ქრისტიანულ კანონში იესო ნავეს ძის წიგნი მიჩნეულია პირველ ისტორიულ წიგნად, ებრაულ კანონში კი ძველ წინასწარმეტყველთა პირველ წიგნად. ნაწარმოები სამ ნაწილად იყოფა:

  • Iპირველი ნაწილი: ისრაელთა ქანაანში შესვლისა და მათ პირველ დაპყრობათა შესახებ მოგვითხრობს;
  • IIმეორე ნაწილი: აღწერს ქანაანის ტერიტორიულ დაყოფას ისრაელის 12 ტომს შორის;
  • IIIმესამე ნაწილი: კი ეპილოგის ფუნქციას ასრულებს. მასში აღწერილია იესო ნავეს ძის დასკვნითი სიტყვა და შექემის დიდი თავყრილობა, რომლის დროსაც ტომებმა ერთმანეთთან რელიგიური შეთანხმება დადეს.

წიგნი მოგვითხრობს ებრაელი ხალხის ისტორიას მოსეს გარდაცვალებიდან იესო ნავეს ძის გარდაცვალებამდე (1272-1244 წლები ძვ.წ.აღ.) და აღწერს ებრაული არმიის ქმედებებსა და საბრძოლო წესებს. დღევანდელი სახის მიღებამდე წიგნმა ჩამოყალიბების ხანგრძლივი და რთული პროცესი გაიარა, საბოლოო ფორმა მან ქრისტიანული ხანის დადგომამდე მცირე ხნით ადრე მიიღო.

ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები

  • პირველი მაკაბელთა*
  • მეორე მაკაბელთა*
  • მესამე მაკაბელთა*
  • მეოთხე მაკაბელთა*
  • ბარუქ წინასწარმეტყველი*
  • მეორე ეზრა*
  • მესამე ეზრა*
  • ივდითი*
  • ეპისტოლე იერემიასი*
  • წიგნი სიბრძნისა*
  • სიბრძნე ზირაქისა*
  • ტობითი*

თემატური გეგმა

  • ებრაელთა გადასვლა იორდანეზე (თავი 3-4);
  • იერიქონის დაპყრობა (თავი 5-6);
  • ომი ჰაღაისთან (თავი 7-8);
  • ომი ადონისედეკის ამორეველური კოალიციის წინააღმდეგ (თავი 9-10); ქებრონის აღება (10:36-37);
  • იესო ნავეს ძის ჯარი აღწევს ქალაქ სიდონამდე (11:7) და ანგრევს ქალაქ ხაცორს (11:10-11);
  • დაპყრობილი მიწების განაწილება ისრაელის ტომთა შორის.

ლიტერატურა

  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში

ბიბლიის წიგნები
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.