წიგნი დაბადებისა

წიგნი დაბადებისა, დაბადება (ებრ. בְּרֵאשִׁית‎, ბერეშით — ”თავდაპირველად”; ლათ. Genesis - გენეზისი; ძვ.ბერძ. Γένεσις — გენესის - ღენესეოს; აგრეთვე ”მოსეს პირველი წიგნი”) — ხუთწიგნეულის (თორას), ძველი აღთქმისა და მთლიანი ბიბლიის პირველი კანონიკური წიგნი. წიგნი მოგვითხრობს სამყაროს შექმნის, კაცობრიობის უძველესი ისტორიისა და ებრაული ერის წარმოშობის შესახებ. გადმოცემა იწყება სამყაროსა და ადამიანის შექმნით და თავდება ეგვიპტეში იოსების სიკვდილით. შედგება ხუთი თავისგან.

ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები

  • პირველი მაკაბელთა*
  • მეორე მაკაბელთა*
  • მესამე მაკაბელთა*
  • მეოთხე მაკაბელთა*
  • ბარუქ წინასწარმეტყველი*
  • მეორე ეზრა*
  • მესამე ეზრა*
  • ივდითი*
  • ეპისტოლე იერემიასი*
  • წიგნი სიბრძნისა*
  • სიბრძნე ზირაქისა*
  • ტობითი*

დასახელება

წიგნის ებრაული დასახელება, ისევე როგორც თორას სხვა წიგნებისა, აღებულია პირველი სიტყვიდან. თალმუდისტურ ლიტერატურაში ამ წიგნს ხშირად მოიხსენიებენ როგორც «ספר מעשה בראשית» (სეფერ მაასე ბერეშით) — ”წიგნი არსებობის დასაწყისისა”, საიდანაც წარმოდგება ამ წიგნის სახელწოდება ბიბლიის მრავალ თარგმანში. თალმუდში ჰქვია ასევე ”სეფერ ა-შარ” (სიტყვასიტყვით ”პირდაპირი წიგნი”), იმ პატრიარქების პატივსაცემად, რომლებიც იყვნენ ”პირდაპირები” (ანუ მართლები ადამიანებთან და ღმერთისთვის თავდადებულები). ზოგიერთ შუა საუკუნეების ხელნაწერში ვხვდებით ასევე სახელწოდებას ”სეფერ რიშონ” (”პირველი წიგნი”) ან ”სეფერ ბრიათ ა-ოლამ” (”წიგნი სამყაროს შექმნისა”).

წიგნის შინაარსი

წიგნი შედგება ორი მთავარი ნაწილისგან:

  1. კაცობრიობის ისტორია პატრიარქებამდე (თავები 1-11), შეიცავს მსოფლიო ისტორიის უნივერსალურ შესავალს, რადგან ეხება მთელი კაცობრიობის პირველყოფილი ისტორიის საწყისებს.
  2. პატრიარქებისა და მათი ოჯახების ისტორია (თავები 12-50), გადმოგვცემს ებრაული ერის ჩასახვის ისტორიას მისი მამამთავრების აბრაამის, ისააკისა და იაკობის სახით.

წიგნის დაყოფა დაუყოფავ თავებად

  1. ბერეშით (1:1-6:8)
  2. ნოაჰ (6:9-11:32)
  3. ლეჰ ლეჰა (12:1-17:27)
  4. ვეერა (18:1-22:24)
  5. ხაეი სარა (23:1-25:18)
  6. თოლდოტ (25:19-28:9)
  7. ვაეცე (28:10-32:3)
  8. ვაიშლაჰ (32:4-36:43)
  9. ვაეშევ (37:1-40:23)
  10. მიქეც (41:1-44:17)
  11. ვაიჰაშ (44:18-47:27)
  12. ვაეხი (47:28-50:26)

რესურსები ინტერნეტში

ბიზანტიური ქორონიკონი

ბიზანტიური ქრორონიკონი, ბიზანტიური ერა, კონსტანტინოპოლის ერა, ძველრუსული ერა, «ადამიდან» (ძვ. ბერძნ. Ἔτη Γενέσεως Κόσμου κατὰ Ῥωμαίους, ასევე ძვ. ბერძნ. Ἔτος Κτίσεως Κόσμου ან ძვ. ბერძნ. Ἔτος Κόσμου) — ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებული წლების ათვლის სისტემა, რომლის ამოსავალ წერტილს Anno Mundi („ბიბლიური სამყაროს შექმნა“) წარმოადგენდა. ბიზანტიური ქორონიკონით, პირველი წელი დაიწყო ძვ. წ. 5509 წლის, 1 სექტემბერს და დასრულდა ძვ. წ. 5508 წლის, 31 აგვისტოს.

თავდაპირველად სამყაროს შექმნის მომენტად აღებული იყო ძვ. წ. 5508 წლის 1 მარტი, პარასკევი (მარტის სტილი), ხოლო შემდგომში, ძვ. წ. 5509 წლის 1 სექტემბერი, შაბათი დღე (სექტემბრის სტილი).

988-1453 წლებში წარმოადგენდა ბიზანტიის იმპერიის ოფიციალურ წელთაღრიცხვას, 691-1728 წლებში გამოიყენებოდა კონსტანტინოპოლის მართლამადიდებელ ეკლესიასა და რუსეთში — 988-1700 წლებში. ასევე გამოიყენებოდა სერბეთსა და ბულგარეთში.

საქართველოს მმართველთა სია

აქ ჩამოთვლილია საქართველოს მმართველები.

ბიბლიის წიგნები
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.