წიგნი გამოსვლათა

წიგნი გამოსვლათა, გამოსვლა (ბერძ. ἔξοδος, „exodos“, ებრ. שמות) — ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მეორე კანონიკური წიგნი, რომლებიც სწორედ გამოსვლის თემას ეძღვნება, ანუ მოსეს მეთაურობითა და ღმერთის შემწეობით ისრაელი ხალხის ეგვიპტეში ტყვეობიდან დახსნის ამბავს მოგვითხრობს. ამ გამოცდილებამ წარუშლელი კვალი დატოვა ებრაელი ხალხის სარწმუნოებაზე. ეგვიპტიდან თავის დაღწევის ამბის გარდა (1:1-15:21) გამოსვლის წიგნი შეიცავს, აგრეთვე, სინაის აღთქმის თემასაც (19:1- 40:38). გამოსვლა არსებითად არის ამბავი, ერთი მხრივ, ღმერთისა, ვინც ირჩევს „თავის“ ხალხს და მეორე მხრივ, ისრაელი ხალხისა, რომელიც ერთგულებას ეფიცება „თავის“ ღმერთს და ცოდვის მონობიდან აღწევს თავს. მოთხრობილი ისტორიული მოვლენები, რომელთაც ისრაელი ხალხი სარწმუნოების შუქზე განმარტავს, ქრისტემდე XIII-XII საუკუნეების პერიოდს ემთხვევა.

ლიტერატურა

  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში

არონი

არონი (ებრ. אַהֲרֹן — აჰარონ) — ისრაიტელი, ისრაელიანების წინამძღვარი და მღვდელი, პირველი მღვდელი ბიბლიურ ისტორიულ ტრადიციაში. ბიბლიური პერსონაჟი. დაიბადა ეგვიპტეში, როდესაც ებრაელები იყვნენ ეგვიპტელთა მონობაში, ტომით ლევიტელი. წინასწარმეტყველი და წინამძღვარი. მოსეს უფროსი ძმა და თანამდგომი, აარონია ღმრთის ნების განცხადებელი, ძველ ებრაელთა პირველი უზენაესი ქურუმი. სინაის მთაზე ისრაიტელებს აარონი განუცხადებს ღმერთის აღთქმას, აარონი და მისი შთამომავლები იყვნენ მღვდელმთავრები „ყველა თაობაში“ გამოსვლათა წიგნი (30;10, 40:15 და ლივიტელთა 6;11). აარონი ასევე ითავსებდა სამხედრო პოლიტიკური ლიდერის როლსაც, როდესაც მოსეს დაეხმარა ამალეკთან ბრძოლაში (გამოსვლა, 17;12).

ეგვიპტის უფლისწული

„ეგვიპტის უფლისწული“ (ინგლ. The Prince of Egypt) — 1998 წლის ანიმაციური ფილმი. გადაღებულია რეჟისორების საიმონ უელსის, ბრენდა ჩეპმენისა და სტივ ჰიკნერის მიერ. დამზადდა სტუდიაში DreamWorks Animation, ხოლო დისტრიბუტორია DreamWorks Pictures. სიუჟეტი ეფუძნება გამოსვლათა წიგნს (ბიბლია) და მოსეს ამბავს.

ოსკარის 71-ე დაჯილდოებაზე ფილმმა გაიმარჯვა საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში სიმღერისათვის „When You Believe“, ხოლო ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა 1998 წლის 18 დეკემბერს და შემქმნელებს 218,613,188 აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა.

თორა

თორა (ძვ. ებრაულად תורה - მოძღვრება, კანონი), ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი. ტრადიცია მის შედგენას მოსეს მიაწერს.

თორა არის თანახის (תנ"ך) ნაწილი, რომელიც ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას შეესაბამება.

თორა შედგება მოსეს 5 წიგნისაგან:

დაბადება Genesis (ბერეშით בראשית) - მოსეს I წიგნი

გამოსვლათა Exodus (შემოთ שמות) - მოსეს II წიგნი

ლევიტელთა Lexitikus (ვაიკრა ויקרא) - მოსეს III წიგნი

რიცხვთა Numeri (ბემიდბარ במדבר) - მოსეს IV წიგნი

მეორე რჯულისა Deuteronomium (დვარიმ דברים) - მოსეს V წიგნი

ბიბლიის წიგნები
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.