ძვ. წ. III საუკუნე

ათწლეულები და წლები

ძვ. წ. IV საუკუნე - ძვ. წ. III საუკუნე - ძვ. წ. II საუკუნე
ძვ. წ. 290-იანები: ძვ. წ. 300 ძვ. წ. 299 ძვ. წ. 298 ძვ. წ. 297 ძვ. წ. 296 ძვ. წ. 295 ძვ. წ. 294 ძვ. წ. 293 ძვ. წ. 292 ძვ. წ. 291
ძვ. წ. 280-იანები: ძვ. წ. 290 ძვ. წ. 289 ძვ. წ. 288 ძვ. წ. 287 ძვ. წ. 286 ძვ. წ. 285 ძვ. წ. 284 ძვ. წ. 283 ძვ. წ. 282 ძვ. წ. 281
ძვ. წ. 270-იანები: ძვ. წ. 280 ძვ. წ. 279 ძვ. წ. 278 ძვ. წ. 277 ძვ. წ. 276 ძვ. წ. 275 ძვ. წ. 274 ძვ. წ. 273 ძვ. წ. 272 ძვ. წ. 271
ძვ. წ. 260-იანები: ძვ. წ. 270 ძვ. წ. 269 ძვ. წ. 268 ძვ. წ. 267 ძვ. წ. 266 ძვ. წ. 265 ძვ. წ. 264 ძვ. წ. 263 ძვ. წ. 262 ძვ. წ. 261
ძვ. წ. 250-იანები: ძვ. წ. 260 ძვ. წ. 259 ძვ. წ. 258 ძვ. წ. 257 ძვ. წ. 256 ძვ. წ. 255 ძვ. წ. 254 ძვ. წ. 253 ძვ. წ. 252 ძვ. წ. 251
ძვ. წ. 240-იანები: ძვ. წ. 250 ძვ. წ. 249 ძვ. წ. 248 ძვ. წ. 247 ძვ. წ. 246 ძვ. წ. 245 ძვ. წ. 244 ძვ. წ. 243 ძვ. წ. 242 ძვ. წ. 241
ძვ. წ. 230-იანები: ძვ. წ. 240 ძვ. წ. 239 ძვ. წ. 238 ძვ. წ. 237 ძვ. წ. 236 ძვ. წ. 235 ძვ. წ. 234 ძვ. წ. 233 ძვ. წ. 232 ძვ. წ. 231
ძვ. წ. 220-იანები: ძვ. წ. 230 ძვ. წ. 229 ძვ. წ. 228 ძვ. წ. 227 ძვ. წ. 226 ძვ. წ. 225 ძვ. წ. 224 ძვ. წ. 223 ძვ. წ. 222 ძვ. წ. 221
ძვ. წ. 210-იანები: ძვ. წ. 220 ძვ. წ. 219 ძვ. წ. 218 ძვ. წ. 217 ძვ. წ. 216 ძვ. წ. 215 ძვ. წ. 214 ძვ. წ. 213 ძვ. წ. 212 ძვ. წ. 211
ძვ. წ. 200-იანები: ძვ. წ. 210 ძვ. წ. 209 ძვ. წ. 208 ძვ. წ. 207 ძვ. წ. 206 ძვ. წ. 205 ძვ. წ. 204 ძვ. წ. 203 ძვ. წ. 202 ძვ. წ. 201

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

...


საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

...

Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.
ბერკეტი

ბერკეტი — მცირე ძალის მეშვეობით დიდი ძალის გასაწონასწორებული უმარტივესი მექანიზმი. ბერკეტი მყარი სხეულია, რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო, ამ ღერძის მართობ სიბრტყეში მდებარე ძალების მოქმედებით. ბერკეტის წონასწორობის პირობა ზოგადად ის არის, რომ ამ სიბრტყესთან ბრუნვის ღერძის გადაკვეთის წერტილის მიმართ ძალთა მომენტების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია. თუ ბერკეტზე მოქმედებს ორი ძალა (მამოძრავებელი P და წინააღმდეგობის Q), მაშინ ბერკეტის წონასწორობის პირობაა: Pa=Qb, სადაც a და b - ბერკეტის მხრებია. მაშასადამე, მამოძრავებელი ძალა იმდენჯერ ნაკლები იქნება წინააღმდეგობის ძალაზე, რამდენჯერაც a მხარი მეტია b მხარზე; მაგრამ ამვე დროს რამდენჯერაც a მხარი მეტია b მხარზე, იმდენჯერ A წერტილის გადაადგილება მეტია B წერტილის გადაადგილებაზე. ე. ი. რამდენჯერაც ვიგებთ ძალაში, იმდენჯერ ვაგებთ გადაადგილებაში (მექანიკის „ოქროს წესი“).

ბერკეტის წონასწორობის პირობა, როდესაც მასზე სიმძიმის ძალა მოქმედებს, მოგვცა არქიმედემ (ძვ. წ. III საუკუნე); წონასწორობის ზოგადი პირობა ძალთა მომენტების საშუალებით ფრანგმა მათემატიკოსმა პ. ვარინიონმა მიიღო (1687). ბერკეტს, როგორც უმარტივეს იარაღს, უხსოვარი დროიდან იყენებენ. ამჟამადაც ტექნიკაში იგი მრავალი მექანიზმისა და მანქანის შემადგენელი ნაწილია.

ელინიზმი

ელინიზმი — პირობითი ცნება, რომელიც მოიცავს გარკვეულ ისტორიულ ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან (ძვ. წ. 323 წ.) რომაელთა მიერ აღმოსავლეთ ხმლთაშუაზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს - პტოლემეების ეგვიპტის - დაპყრობამდე (ძვ. წ. 30 წ.)

ბერძენ-მაკედონელთა პოლიტიკური ექსპანსია ძველ საქართველოს (იბერია, კოლხეთი) არ შეხებია. იგი დარჩა „ელინისტური ოიკუმენეს“ (ანუ ელინიზმის ეპოქის ანტიკური სამყაროს) ფარგლებს გარეთ, თუმცა ელინისტურ სამყაროსთან პოლიტიკურმა კონტაქტებმა, სავაჭრო-ეკონომიკურმა და კულტურულმა ურთიერთობამ გარკვეული გავლენა იქონია იბერიისა და კოლხეთის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე, პოლიტიკურ წყობაზე, კულტურასა და იდეოლოგიაზე. ქართლის სამეფოს დამაარსებელმა ფარნავაზ I-მა (ძვ. წ. III საუკუნე) სახელმწიფო ორგანიზაცია და ფინანსური კონტროლი სელევკიდური სირიის მსგავსად განაწესა: ძველი ქართლის ათასისთავი მასზე დაქვემდებარებული ფისკალური ერთეულით ელინისტური აზიის ქილიარქიებს (უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა) შეესატყვისებოდა. ელინისტურ მონარქ-დესპოტთა მსგავსად ფარნავაზმა თავი ღმერთად გამოაცახადა, მაგრამ მათგან განსხვავებით, იგი რომელიმე ბერძნულ ღვთაებას კი არ განასახიერებდა, არამედ ქართველთა უზენაეს ღვთაებას – არმაზს.

ელინიზმის ეპოქაში საქართველოზე გადიოდა ერთ–ერთი დიდი მსოფლიო სავაჭრო სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ამ გზით საქართველოს სხვადასხვა ოლქში ვრცელდებოდა ბერძნული საქონელი: მხატვრული და სამეურნეო კერამიკა, ტორევტიკისა და გლიპტიკის ძეგლები, მონეტები. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული როგორც ბარის, ისე მთის მოსახლეობაც, რაც ხელს უწყობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარე ქალაქების სავაჭრო–სახელოსნო ცენტრებად დაწინაურებას, ქვეყნის ინტენსიურ ურბანიზაციას.

გარესამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას შედეგად მოჰყვა ელინისტური სამონეტო სისტემის დანერგვა: კოლხეთში დაიწყეს - ლისიმაქეს, ხოლო იბერიაში ალექსანდრე მაკედონელის სტატერების ოქროს მინაბაძის მოჭრა. ქალქებში ფართოდ გავრცელდა ელინისტური სამშენებლო წესები და არქიტექტურული ორდენის ელემენტები, საფორტიფიკაციო სისტემა და საკულტო თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა ზოგიერთი ტიპი, ქვისა და ბრინჯაოს ქანდაკებები და რელიეფები, ტერაკოტული პლასტიკა. ამზადებდნენ ბერძნული ტიპის სავაჭრო-სატრანზიტო ჭურჭელს - ამფორებს, აგრეთვე სათევზე ლანგრებს, სანელსაცხებლეებს და სხვ.

ელინისტური გავლენა შეიჭრა იდეოლოგიურ სფეროშიც: გავრცელდა ბერძნული რელიგიური კულტები და რწმენა-წარმოდგენები, რაც აისახა დაკრძალვის წესებშიც (სამარხებში მონეტების ჩატანება ქვესკნელის ბებერი მენავე ქარონის „მოსასყიდად“).

ელინისტური კულტურის გავლენა საქართველოში მაინც ზედაპირული იყო. მან უპირატესად ქალაქებსა და საზოგადოების ზედაფენებში მოიკიდა ფეხი. ამასთან მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ელინისტური ტრადიციები შუა საუკუნეების ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში არ დამკვიდრებულა და არც განვითარებულა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ერაყში

2014 წლის მონაცემებით ერაყში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 4 ძეგლია.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები თურქმენეთში

2015 წლის მონაცემებით თურქმენეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 3 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (1079 - 2015 წელს) 0,3 %-ს შეადგენს. გარდა ამისა, 2015 წლის მონაცემებით იუნესკოს საცდელ სიაში კანდიდატად წარდგენილია 8 ძეგლი. სსრკ-მ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თურქმენეთის სსრ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1988 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო უშუალოდ თურქმენეთმა 1994 წლის 30 სექტემბერს. თურქმენეთის ტერიტორიიდან იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პირველად შეიყვანა მერვი 1999 წელს.

კრამიტსამარხი

კრამიტსამარხი — კრამიტისაგან აგებული სამარხი, რომელიც გავრცელებული იყო ანტიკურ სამყაროში ძვ. წ. III საუკუნე — ახ. წ. III საუკუნეში. იშვიათად გვხვდება უფრო გვიანაც. დაკრძალვის ეს წესი ძველი საბერძნეთიდან მომდინარეობს. ძვ. წ. III საუკუნის კრამიტსამარხები გათხრილის იონიის კუნძულებზე. კრამიტსამარხში დაკრძალვის წესი ელინისტურ ხანამდე გავრცელდა მცირე აზიაში, ძვ. წ. I საუკუნის დასარულიდან კი — საქართველოშიც. I-III საუკუნეებში მცხეთასა და მის მიდამოებში კრამიტსამარხი სამარხთა ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპი იყო. კრამიტსამარხის ასაგებად იხმარებოდა ანტიკური ხანის მცხეთური კრამიტი (ბრტყელი და ღარისებრი, ხანდახან კეხის კრამიტიც). სახურავი ბანური ან ორფერდა ჰქონდა. განკუთვნილი იყო თითო მიცვალებულისათვის. გვხვდება წყვილის დაკრძალვის შემთხვევას. ძვ. წ. I საუკუნეში მიცვალებულს აწვენდნენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილს, შემდეგ კი — ზურგზე გაშოტილს, თავით დასავლეთისკენ. კრამიტსამარხების ინვენტარი მრავალფეროვანია (თიხის ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლები, ბეჭდები, საყურეები, მინისა და ქვის მძივებით და სხვა). გვხვდება განსაკუთრებით მდიდრული (მინისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, ოქროსთვლებიანი დიადემები, ბეჭდები, საყურეებიდა სხვა) და აგრეთვე მცირეინვენტარიანი სამარხები.

ლუციუს იუნიუს პულუსი

ლუციუს იუნიუს პულუსი (ლათ. Lucius Iunius Pullus; დ. ძვ. წ. III საუკუნე) — რომის კონსული ძვ. წ. 249 წელს პუბლიუს კლავდიუს პულქერთან ერთად. მონაწილეობას იღებდა პირველ პუნიკურ ომში. მან დაიკავა მთა ერიქსი, რომლის მისადგომებთანაც შემდეგ წლებში, ომის დასასრულამდე ხდებოდა პერმანენტული ბრძოლები ჰამილკარ ბარკას არმიასთან.

მანეთონი

მანეთონი (ბერძ. Μανέθων) — ეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი, ცხოვრობდა ძვ. წ. IV-III საუკუნეებში. პტოლემაიოსების დინასტიის დროს. წერდა ბერძნულად, თუმცა, როგორც ეგვიპტის ყველაზე განათლებული ფენის წარმომადგენელმა, ეტყობა კარგად იცოდა ეგვიპტური ენა და დამწერლობა. თანამედროვე ეგვიპტოლოგიის წინაშე მანეთონის დამსახურების ყველაზე ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის მიერ შემუშავებული ეგვიპტის ფარაონთა დინასტიებად დაყოფის პრინციპი (მანეთონმა ეგვიპტის ფარაონები მენესიდან ალექსანდრე მაკედონელამდე 30 დინასტიად დაყო, ხოლო მენესამდელი პერიოდი შეავსო „ღმერთებისა“ და „ნახევრად ღმერთების“ ლეგენდარული დინასტიებით) თითქმის უცვლელად გამოიყენება თანამედროვე მეცნიერებაში. მისი ნაშრომი ფრაგმენტების სახითაა მოღწეული ებრაელი მეცნიერის იოსების (I საუკუნე) და ქრისტიანი ავტორების სექსტუს იულიუს აფრიკანუსისა (ახ.წ. III ს.) და ეუსებიუსის (ახ. წ. IV ს.) შრომებში.

სახელი მანეთონი, ეგვიპტური სახელის ბერძნული ფორმაა. ყველაზე ხშირად თვლიან რომ,მისი ეგვიპტური ფორმა წარმოიშვა ძველი ეგვიპტური პროტოტიპის მიხედვით. მისი სახელი ითარგმნება როგორც სიბრძნის ღმერთი.

მანეთონი იყო ეგვიპტელი და დაინტერესებული იყო ეგვიპტის ისტორიით, ის წერდა სუფთა ბერძნულ ენაზე მანეთონს გარდა ცნობილი ეგვიპტის ისტორიისა ხანდახან მიაწერენ შემდეგ თხზულებებს რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს.

წმინდა წიგნი

შემოკლებითი ამონაწერები ფიზიკიდან

დღესასწაულების შესახებ

ძველი წესები

კიპის შემოქმედებაზე

ჰეროდოტეს წინააღმდეგ

წიგნი სოტისი

აპოტელესმატიკის ექვსი წიგნიდან ასტრონომიური ქმნილებები

მონტენეგროს ქალაქების სია

ცხრილში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია მონტენეგროს ქალაქებზე.

რომის ომების სია

რომის ომების სია ეხება რომის სამეფოს, რომის რესპუბლიკისა და იმპერიის მიერ წარმოებულ ომებს.

როქის სპა

როქის სპა, დაქირავებული ჯარი ფეოდალურ საქართველოში. მოლაშქრეთა დაქირავება საქართველოში კლასობრივი საზოგადოების ჩასახვიდანვე ხდებოდა. საისტორიო წყაროებში დაქირავებული მოლაშქრენი მოიხსენიებიან ფარნავაზის (ძვ. წ. III საუკუნე), მირიანის (IV საუკუნე), ვახტანგ გორგასლის (V საუკუნე) და სხვა მეფეთა დროინდელ ამბებთან დაკავშირებით. ქართველი ხელისუფალნი მეტწილად კავკასიელ მთიელებს ქირაობდნენ. XI საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში იყო ვარიაგთა დაქირავებული რაზმიც (3000 მეომარი), რომელიც ბაგრატ IV-ისა და კლდეკარის ერისთავს ლიპარიტს შორის ბრძოლაში მონაწილეობდა. დაქირავებულნი იყვნენ დავით აღმაშენებლის ლაშქარში: 500 ოსი, 100 ევროპელი (ჯვაროსნები) და სხვები. XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ლასქარში იყვნენ დაქირავებული ყივჩაღები, ოსები, ჯიქები, ქაშაგები, ქურთები, „თათრები“. XV საუკუნის მეორე ნახევრიდან დაქირავებული რაზმები ჰყავდათ ცალკეულ სამეფო-სამთავროთა მეფეებს და ზოგჯერ მსხვილ ფეოდალებსაც: დადიანებს, აფხაზეთის მთავრებს, რაჭის, არაგვის, ქსნის ერისთავებს და სხებს. ოსთა დაქირავებული რაზმი ჰყავდა ვახტანგ VI-ს, ბაქარს, ერეკლე II-ს; ლეკთა დაქირავებული რაზმები — სოლომონ I-ს, როსტომ რაჭის ერისთავს, ერეკლე II-ს, გიორგი XII-ს. ქართულ სამეფო-სამთავროთა რუსეთთან შეერთებისთანავე ადგილობრივი სამხედრო ორგანიზაცია გაუქმდა და მოლაშქრეტა დაქირავებაც შეწყდა.

დაქირავებულთა რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული. დაქირავებულ მოლაშქრეებს გასამრჯელო ზოგჯერ ფულად ეძლეოდათ, ზოგჯერ კი (მეტწილად მთიელებს) — ნატურით (შალი, ფარჩა, პირუტყვი, ძვირფასი ნივთები, იარაღი, მარცვლეული და სხვა). დაქირავებული ჯარის გასასტუმრებლად ხელისუფლება მოსახლეობას საგანგებო ფულად და ნატურალურ გადასახადებს აწერდა. XII-XIII საუკუნეებში ასეთ გადასახადს საყივჩაყო ერქვა, XVIII საუკუნეში — სალეკო. დაქირავებულ მოლაშქრეებს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა როგორც საგარეო მტრის წინააღმდეგ, ისე შინაური ფეოდალური ოპოზიციის დასათრგუნავად.

გარკვეული სახელმწიფოებრივი მოსაზრებით (პოლიტიკური იდეალის უქონლობა და აქედან გამომდინარე არასანდოობა და უდისციპლინობა) დაქირავებული ჯარის გამოყენებისას დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, კერძოდ, ერიდებოდნენ მის დაბანაკებას ქვეყნის ცენტრში, უნიშნავდნენ მეთურებს ადგილობრივ ფეოდალთაგან. დაქირავებული ჯარი არასოდეს არ წარმოადგენდა საქართველოს ძირითად სამხედრო ძალას, იგი მხოლოდ დამხმარე ძალის როლს ასრულებდა.

სინჰალის სახელმწიფო

სინჰალის სახელმწიფო — სინჰალელი ხალხის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა შრი-ლანკის ტერიტორიაზე ძვ. წ. III საუკუნიდან 1815 წლამდე. სინჰალის სახელმწიფოს ისტორია დედაქალაქების სახელწოდების მიხედვით სამ პერიოდად იყოფა: ანურდაჰაპურის პერიოდი (ძვ. წ. III საუკუნე-ახ. წ. VIII საუკუნე), პოლონარუვის პერიოდი (VIII-XIII სს.) და კანდის პერიოდი (XV საუკუნე-1815 წ.).

ქვედა კინჩხა

ქვედა კინჩხა — სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას თემი. მდებარეობს მდინარე ოკაცეს მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ხონიდან 27 კილომეტრი. სოფელში არის კინჩხას საჯარო სკოლა.

1926 წლისთვის კინჩხას თემი შედგებოდა ხუთი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 2624 ადამიანს, ხოლო ფართობი 94,9 კმ²-ს.

ქსნის საერისთავო

ქსნის საერისთავო — ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, XV საუკუნიდან საერისთავო-სათავადო. წარმოიშვა ქსნისა და მის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე მცირე ხეობებში. ქსნის ხეობაში ბინადარი ცხოვრების ნიშნები უწყვეტად ჩანს ძველი ქვის ხანიდან. განსაკუთრებით ინტენსიური იყო აქ განვითარება — ცხოვრება გვიანდელი ბრინჯაოსა და ანტიკურ ეპოქაში. ანტიკური და უფრო მოგვიანო ხანაში ქსანზე რამდენიმე ცენტრი (საძეგური, ყანჩაეთი, აღაიანი) არსებობდა. ქართლში სახელმწიფოს წარმოშობის დროიდან (ძვ. წ. III საუკუნე) ქსნის ხეობა მომიჯნავე ხეობითურთ სასპასპეტოს ანუ შიდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა.

ადრინდელი ფეოდალურ ხანაში ქსნის ხეობაში ორი ადმინისტრაციული ერთეული იყო:ქსნისხევი (ცენტრი ქვენიფნევი) და ცხრაძმისხევი (ცხრაზმისხევი) (ცენტრი ლარგვისი). ქსნის საერისთავოს ისტორია ფაქტობრივად

ცხრაზმისხევისა და ქსნის ხევის ანუ მთისა და ბარის ურთიერთობის ისტორიაა. X საუკუნიდან დაიწყო ცხრაზმისხევის აღზევება. ამ დროს იგი მდინარეების ლეხურის, მეჯუდას, პატარა ლიახვის ზემო ნაწილებსაც მოიცავდა. საერისთავო გაფართოვდა სამხრეთითაც, რის გამოხატულებაც უნდა იყოს რეზიდენციის გადატანა ლარგვისიდან ქვენიფნევს. ვახუშტის ცნობით, თამარ მეფის დროს ქართლი და ქსანი ცალ-ცალკე საერისთავოები იყო. მონღოლების შემოსევების შემდეგ, XIII საუკუნის II ნახევრიდან, დასტურდება ცხრაზმისხევის ერისთავი, რომელიც პოლიტიკური მემკვიდრე იყო ადრინდელი ფეოდალური ხანის ცხრაზმისხევის ხელისუფლისა. ქსნის ერისთავებად არიან ბიბილურები, რომლებმაც რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით მიიღეს ზედწოდება „ქვენიფნეველი“. XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხრაზმისხევის ერისთავებმა საგრძნობლად გააფართოვეს მამულები. მათს სამფლობელოში შედიოდა: ცხრაზმა, ჟამური, ქარჩოხი, ჭურთა, ქოლოთი, ისროლისხევი, აბაზასძეთა მამული, თრუსო, ღუდა, გაგასძენი, მლეთა; არახვეთი, ხანდო, ყანჩაეთი, ძაგნაკორა, დიღუამი, გავაზი, აწერისხევი, ბეხუშე.

XIV საუკუნის შუა წლებისათვის ქსნის ერისთავებმა გააფართოვეს მიწები ქართლის ვაკის მიმართულებით. აქ დაეუფლნენ კარბს, გარეჯ-ვარბაკურისუბანს და იკორთის მონასტერს. ხელი მიუწვდათ ქნოლისა და მაღრანდვალეთზე. XV საუკუნის დასაწყისიდან ქსნის საერისთავო ფაქტობრივად ერისთავების მამულად, ანუ სათავადოდ გადაიქცა. ამ ხნისათვის ისინი იყვნენ საგვარეულო საძვალის, ციხე-დარბაზების, დიდი ყმა-მამულის პატრონი. შეიქმნა ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“.

ქუთაისი

ქუთაისი, ოფიციალურად სსიპ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი“ (ს/ნ. 212721170; რეგ. თარიღი — 21 დეკემბერი, 2006) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192 500 (2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ცინის დინასტია

ცინის დინასტია — ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დააარსეს მანჯურიელებმა, რომლებიც იყვნენ ციმბირიდან მანჯურიაში ჩასახლებული ხალხები. ცინის დინასტია ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა.

ძვ. წ. II საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

ძვ. წ. 101 -

ძვ. წ. 102 -...

ძვ. წ. 198 -

ძვ. წ. 199 -საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

ძვ. წ. 101 -

ძვ. წ. 102 -...

ძვ. წ. 198 -

ძვ. წ. 199 -

ძვ. წ. IV საუკუნე

ათწლეულები და წლები

საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

პირველი სამნიტური ომი (ძვ. წ. 343 - ძვ. წ. 341)

ლათინური ომი (ძვ. წ. 340 - ძვ. წ. 338)

მეორე სამნიტური ომი - (ძვ. წ. 326 - ძვ. წ. 304)საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი

ძვ. წ. 399 -

ძვ. წ. 398 -...

ძვ. წ. 302 -

ძვ. წ. 301 -

ძველი რომის ქრონოლოგია

ძველი რომის ქრონოლოგია რომის დაარსებიდან დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.