ძველი ქალაქი (იერუსალიმი)

ძველი ქალაქი (ებრ. העיר העתיקה, Ha'Ir Ha'Atiqah, არაბ. البلدة القديمة, al-Balda al-Qadimah) — 0,9 კმ² ფართობის კედელშემოვლებული ტერიტორია იერუსალიმში.[2] ქალაქის ამ ნაწილში რამდენიმე რელიგიის უმნიშვნელოვანესი რელიგიური ძეგლი მდებარეობს: იუდეველთათვის – მორიას მთა და გოდების კედელი, ქრისტიანთათვის – მაცხოვრის საფლავი, მუსლიმთათვის – კლდის გუმბათი და ალ-აქსას მეჩეთი.

ტრადიციულად, ძველი ქალაქი ოთხ არათანაბარ ნაწილად იყოფოდა, ამჟამინდელი დაყოფა კი XIX საუკუნეში განისაზღვრა.[3] დღეისათვის, ის იყოფა მუსლიმანურ, ქრისტიანულ, ებრაულ და სომხურ ნაწილებად. 1948 წლის არაბ-ისრაელის ომის დროს, ძველი ქალაქი მთლიანად იორდანიის მხარეს მოექცა. 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს, როდესაც მაცხოვრის საფლავი ხელიდან ხელში გადადიოდა, ისრაელმა იერუსალიმის მთლიანი ძველი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა.

1980 წელს, იორდანიამ იუნესკოს შესთავაზა, რომ ძველი ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეეტანა.[4] ორგანიზაციამ ეს თხოვნა 1981 წელს დააკმაყოფილა.[5] უკვე 1982 წელს, იორდანიამ ძველი ქალაქის ამჯერად საფრთხის ქვეშ მყოდ ძეგლთა სიაში გადაყვანა მოითხოვა.[6]

ძველი ქალაქი იერუსალიმი და მისი კედლები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Old City (Jerusalem)
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი [1]
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 31°46′36″ ჩ. გ. 35°14′03″ ა. გ. / 31.77667° ჩ. გ. 35.23417° ა. გ.
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 148
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 148
რუს.ინგლ.ფრ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. http://whc.unesco.org/en/list
  2. Kollek, Teddy (1977). "Afterword", რედ. John Phillips: A Will to Survive - Israel: the Faces of the Terror 1948-the Faces of Hope Today. Dial Press/James Wade. „about 225 acres“
  3. Ben-Arieh, Yehoshua (1984). Jerusalem in the 19th Century, The Old City. Yad Izhak Ben Zvi & St. Martin's Press, გვ. 14. ISBN 0312441878.
  4. Advisory Body Evaluation (PDF file)
  5. Report of the 1st Extraordinary Session of the World Heritage Committee
  6. Justification for inscription on the List of World Heritage in Danger, 1982: Report of the 6th Session of the World Heritage Committee
იერუსალიმის კედლები

იერუსალიმის კედლები (არაბ. أسوار القدس; ებრ. חומות ירושלים) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი იერუსალიმში.

1535 წელს, როდესაც იერუსალიმი შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, სულთან სულეიმან I-მა ბრძანა დანგრეული ქალაქის კედლებისა აღდგენა. სამუშაოებს დასჭირდა ოთხი წელი და მიმდინარეობდა 1537-1541 წლებში.

კედლების სიგრძეა 4 018 მეტრი. საშუალო სიმაღლე — 12 მ., ხოლო კედლის საშუალო სიგანე — 2,5 მ., კედელის მთელ სიგრძეზე დატანებულია 34 საყარაულო კოშკი და 7 ჭიშკარი. ორი მცირე კარიბჭე არქეოლოგებმა გახსნეს.

1981 წელს იუნესკომ იერუსალიმის კედლები შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ (ინგლ. List of World Heritage Sites in danger, ფრანგ. Liste du patrimoine mondial en péril) — სიაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დგანან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან ამორიცხვის საფრთხის წინაშე (2010 წლის აგვისტოს მონაცემები).

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია არაბულ ქვეყნებში

სტატიაში მოცემულია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია არაბულ ქვეყნებში. ამათგან ზოგიერთი ქვეყანა მდებარეობს აფრიკაში, ზოგიერთი აზიაში.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში

სტატიაში მოცემულია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ცხრილი ქვეყნების მიხედვით

2016 წლისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 1 052 ძეგლი. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მდებარეობენ 165 ქვეყნის ტერიტორიაზე.

1 052 ძეგლიდან 814 არის კულტურული, 203 ბუნებრივი, ხოლო 35 შერეული ტიპის. ქვეყნები იყოფიან შემდეგ გეოგრაფიულ ზონებად: აფრიკა, არაბული ქვეყნები, აზია-ოკეანეთი, ევროპა-ჩრდილოეთი ამერიკა და ლათინური ამერიკა-კარიბები.

ქრისტეს საფლავის ტაძარი

ქრისტეს საფლავის ტაძარი, წმინდა საფლავის ტაძარი, მაცხოვრის საფლავის ტაძარი ან უფლის საფლავის ტაძარი (არაბ. كَنِيسَةُ ٱلْقِيَامَة, ბერძ. Ναὸς τῆς Ἀναστάσεως, სომხ. Սուրբ Հարության տաճար, ლათ. Ecclesia Sancti Sepulchri, ებრ. כנסיית הקבר; აგრეთვე ცნობილია, როგორც აღდგომის ტაძარი, მართლმადიდებლებისათვის — ანასტასის ტაძარი) — ტაძარი იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში. დათარიღებულია IV საუკუნით. მოიცავს ქრისტიანთა ორ უწმინდეს ადგილს: იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს, რომელიც ცნობილია როგორც გოლგოთა, და მის საფლავს, სადაც იგი დაკრძალეს და სახარების მიხედვით, შემდეგ აღდგა. საფლავი გარშემორტყმულია XIX საუკუნის აკლდამით, სახელად ედიკულე. სტატუს-კვო — 150-წლოვანი ურთიერთგაგება (შეთანხმება) რელიგიურ თემებს შორის, ამ ადგილზეც ვრცელდება.ეკლესიის საკუთრებაშია ოთხი უკანასკნელი (ზოგი განმარტების თანახმად — 5) ჯვრის გზის შეჩერება, რომლებიც ქრისტეს ვნებათა საბოლოო ეპიზოდებს წარმოადგენს. ტაძარი ქრისტიანთა პილიგრიმობის მთავარ ადგილს წარმოადგენს თავისი დაარსების დროიდან, როგორც იესოს აღდგომის ტრადიციული ადგილი, საიდანაც გამომდინარეობს მისი ბერძნული ორიგინალური სახელი (ბერძ. Ανάσταση — აღდგომა).

ქრისტეს საფლავის ტაძრის ფართო კომპლექსი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა, წარმოადგენს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის რეზიდენციას, მაგრამ თვითონ ტაძრის კონტროლი 150-წლოვანი (ზოგ კონფესიას შორის კი — უფრო ხანგრძლივიც) უცვლელი შეთანხმებით გაზიარებულია სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდევრებასა და სეკულარულ გაერთიანებას შორის. მთავარი აღმსარებლობები, რომლებიც ტაძრის ნაწილებს იზიარებენ, არიან: ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია და რომის კათოლიკური ეკლესია; აგრეთვე კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია, სირიის მართლმადიდებელი ეკლესია და ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია. ამავდროულად, პროტესტანტებს, მათ შორის ანგლიკანებს, არ ყავთ მუდმივი წარმომადგენლობა ტაძარში. ზოგიერთი პროტესტანტი ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის ადგილად, იმავე იერუსალიმში მდებარე ბაღის საფლავს მიიჩნევს.

Flag of UNESCO.svg მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ისრაელში ისრაელის დროშა
ისრაელი
აღმოსავლეთი იერუსალიმი

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.