ძველი აღთქმა

ძველი აღთქმა — საერთო წმინდა ტექსტი (წიგნთა კრებული) იუდაიზმისა და ქრისტიანობისა. პირველი, უძველესი ნაწილი ქრისტიანული ბიბლიისა, უძველესი ებრაული წმინდა წერილი (ებრაული ბიბლია — თანახი).

Gutenberg bible Old Testament Epistle of St Jerome
ძველი აღთქმა, ვულგატა, გუტენბერგის ბიბლია, ნეტარი იერონიმეს მიერ თარგმანილი ბიბლია

ტერმინის წარმომავლობა და მნიშვნელობა

ტერმინი „აღთქმა“ შეესაბამება ებრაულ სიტყვას ბერიტ ლათინურად testamentum - ტესტამენტუმ, ბერძნულათ კი Διαθήκη - დიათიკე „კავშირი, შეთანხმება, კონტრაქტი, დაბეჭდვა ან ბეჭედის დასმა (ტესტამენტუმ) ყველაზე ნათლად მისი ლათინური გამოთქმა გამოხატავს მის მნიშვნელობას“.

ძველაღმოსავლური წესი შეთანხმების დადებისა ორ მხარეს შორის მოცავდა მსხვერპლის შეწირვასა და წყევლის წარმოთქმას მის დამრღვევზე. ამის შემდეგ მხარეები გაივლიდნენ დაკლული მსხვერპლის ორ ნაწილს შორის და თავიანთ კავშირს ამტკიცებდნენ დაღვრილი სისხლით. ამ შეთანხმების სახსოვრად დებდნენ ქვას, ან რგავდნენ ხეს, უწოდებდნენ რა მათ ცის წინაშე მოწმეებს ამ შეთანხმებისა.

ვასალური დამოკიდებულებისგან განსხვავებით, რომელშიც იძულებითი მფარველობის მიღება იგულისხმება, ჭეშმარიტი კავშირი - ეს კავშირია თანასწორთა შორის. მისი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ნებაყოფლობითი თანხმობაა მისი წარმომადგენელ მხარეებს შორის, რაც განაპირობებს მათ ნებელობით თავისუფლებას და შესაძლებლობას მისი გაუქმებისა, გაწყვეტისა, საპასუხო დამსჯელობითი სანქციების შიშის გარეშე. დაახლოებით მოცემული პირობების მსგავსად განისაზღვრება განსაკუთრებული ხასიათი ძველ აღთქმაში ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირი[1]. მას საფუძველი ჯერ კიდევ სამოთხეში დაედო, რომელიც დაირღვა ადამის ცოდვით დაცემით. ასეთივე საყოველთაო ხასიათით გამოირჩევა აღთქმა ნოესთან, და მისი მეშვეობით, მთელს ქმნილ სამყაროსთან. რჩეული გამოცხადების დამცველთა წრე ვიწროვდება აბრაამთან და მის შთამომავლებთან აღთქმით, სინას მთის აღთქმა კი განსაზღვრავს საბოლოო ხასიათს ძველი აღთქმისა: ისრაელი ხდება უფლის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ქანაანის მიწა, უფლის მფარველობა და დახმარება. ისტორიული დანიშნულება ისრაელისა - არა მხოლოდ „ზეციური მეუფების“ მიწაზე დამყარება, არამედ მაგალითად ყოფნა მეზობელი ხალხებისათვის - სინათლედ ყოფნა წარმართთათვის. ისრაელმა დაივიწყა თავისი დანიშნულება და მისი უფლის მიერ რჩეულობა მხოოდდამხოლოდ ეთნიკური ქედმაღლობის საბაბად იქცა.

იესო ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე იერემია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა ძველი, ნაციონალურ პოლიტიკური ილუზიების დანგრევა და ახალი კავშირის „დადება“ ღმერთსა და ადამიანებს შორის მხოლოდდამხოოდ სულიერ საფუძვლებზე. ქრისტიანობა წარმოშობისთანავე ცხოვრობდა იმ რწმენით, რომ იერემიას წინასწარმეტყველება განხორციელდა, ძველი შეთანხმება ღმერთსა და ადამიანებს შორის ერთი ერის მეშვეობით, შეიცვალა ახალი კავშირით-აღთქმით, რომეიც დადებუია მთეს კაცობრიობასთან ძე ღმრთისას განკაცებისა და მისი გამომხსნელობითი მსხვერპის მეშვეობით. თავად იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე მიანიშნა განსხვავებაზე ყოფიერების ამ ორ მდგომარეობას შორის „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“[2]. ამიტომაც ბიბლია, როგორც მსოფლიო ისტორია, იყოფა ორ პერიოდად: ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობიდან, ან კიდევ ეპოქა ძველი აღთქმისა და ეპოქა ახალი აღთქმისა.[3]

ძველი აღთქმის წიგნები

ძველი აღთქმის წიგნები იყოფა კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებად. მათ შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ კანონიკური წიგნები უფრო ძველია, დაწერიი დაახლოებით XV-V საუკუნეებში ქრისტეს შობამდე, არაკანონიკური წიგნები კი შედარებით გვიან IV-I საუკუნეებში ქრისტეს შობამდე.[4]

შინაარსის მიხედვით ძველი აღთქმის წიგნებში გამოყოფენ შემდეგ კატეგორიებს:

  • რჯულმდებითი (დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე შჯული)
  • ისტორიული (ისუ ნავესი, მსაჯულთა, რუთისი, მეფეთა, ნეშტთა, წიგნები ეზდრასი, ნემიასი და ესთერისა)
  • ზნეობრივ-დამრიგებლური (იობისი, ფსალმუნნი, წიგნები სოლომონისა)
  • წინასწარმეტყველური (ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი და სხვა თორმეტი წინასწარმეტყველის წიგნები)
ძველი აღთქმის წიგნები
ქართული
დასახელება
ლათინური
დასახელება
ბერძნული
დასახელება
რუს. ინგლ. სახელწოდება
თანახში
დაბადება (დაბ.) Genesis Γένεσις Быт. Gen בְּרֵאשִׁית
გამოსვლა (გამ.) Exodus Ἔξοδος Исх. Ex שְׁמוֹת
ლევიანნი (ლევ.) Leviticus Λευϊτικòν Лев. Lev וַיִּקְרָא
რიცხვნი (რიცხ.) Numeri Ἀριθμοὶ Чис. Num בְּמִדְבַּר
მეორე რჯული (რჯლ.) Deuteronomium Δευτερονόμιον Втор. Deut דְּבָרִים
იესო ნავეს ძე (იესო) Iosue Ἰησοῦς Нав. Josh יְהוֹשֻׁעַ
მსაჯულნი (მსაჯ.) Iudicum Κριταὶ Суд. Judg שׁוֹפְטִים
რუთი (რუთ.) Ruth Ροὺθ Руф. Ruth רוּת
პირველი მეფეთა (1 მეფ.) I Samuelis Βασιλειων Α' 1Цар 1Sam שְׁמוּאֵל א׳
წიგნი მეორე მეფეთა (2 მეფ.) II Samuelis Βασιλειων Β' 2Цар 2Sam שְׁמוּאֵל ב׳
წიგნი მესამე მეფეთა (3 მეფ.) I Regum Βασιλειων Γ' 3Цар 1Kings מְלָכִים א׳
წიგნი მეოთხე მეფეთა (4 მეფ.) II Regum Βασιλειων Δ' 4Цар 2Kings מְלָכִים ב׳
პირველი ნეშტთა (1 ნეშტ.) I Paralipomenon Παραλειπομένων Α' 1Пар 1Chron דִּבְרֵי הַיָּמִים א׳
წიგნი მეორე ნეშტთა (2 ნეშტ.) II Paralipomenon Παραλειπομένων Β' 2Пар 2Chron דִּבְרֵי הַיָּמִים ב׳
პირველი ეზრა (1 ეზრ.) Esdrae Ἒσδρας Езд Ezra עֶזְרָא
ნეემია (ნეემ.) Nehemiae Νεεμιας Неем Neh נְחֶמְיָה
ტობითი (ტობ.) Tobias Τωβιθ Тов Tob טובי
ივდითი (ივდ.) Judith Ιουδίθ Иудифь Judith יְהוּדִית
ესთერი (ესთ.) Esther Ἐσθὴρ Есф Esther אֶסְתֵּר
იობი (იობ.) Iob Ἰῶβ Иов Job אִיּוֹב
ფსალმუნნი (ფსალმ.) Psalmorum Ψαλμοὶ Пс / Псал Ps תְּהִלִּים
იგავნი სოლომონისა (იგავ.) Proverbiorum Παροιμιαι Прит Prov מִשְׁלֵי
ეკლესიასტე (ეკლ.) Ecclesiasticus Ἐκκλησιαστὴς Екк Eccles קֹהֶלֶת
ქებათა-ქება სოლომონისა (ქებ.) Canticum Canticorum ᾎσμα Песн Song שִׁיר הַשִּׁירִים
ესაია წინასწარმეტყველი (ეს.) Isaiae Ἠσαΐας Ис / Исаи Is יְשַׁעְיָהוּ
იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) Ieremiae Ιερεμίας Иер Jer יִרְמְיָהוּ
გოდება იერემიასი (გოდ.) Lamentationes Θρῆνοι Плач Lam אֵיכָה
ეზეკიელ წინასწარმეტყველი (ეზეკ.) Ezechielis Ἰεζεκιὴλ Иез Ezek יְחֶזְקֵאל
დანიელ წინასწარმეტყველი (დან.) Danielis Δανιὴλ Дан Dan דָּנִיֵּאל
ოსია წინასწარმეტყველი (ოს.) Osee Ὡσηὲ Ос Hos הוֹשֵׁעַ
იოველ წინასწარმეტყველი (იოვ.) Ioel Ἰωὴλ Иоил Joel יוֹאֵל
ამოს წინასწარმეტყველი (ამოს) Amos Ἀμὼς Амос Amos עָמוֹס
აბდია წინასწარმეტყველი (აბდ.) Abdiae Ἀβδιοὺ Авд Obad עֹבַדְיָה
იონა წინასწარმეტყველი (იონ.) Ionae Ἰωνᾶς Иона Jon יוֹנָה
მიქა წინასწარმეტყველი (მიქ.) Michaeae Μιχαίας Мих Mic מִיכָה
ნაუმ წინასწარმეტყველი (ნაუმ.) Nahum Ναοὺμ Наум Nahum נַחוּם
აბაკუმ წინასწარმეტყველი (აბაკ.) Habacuc Αμβακοὺμ Авв Hab חֲבַקּוּק
სოფონია წინასწარმეტყველი (სოფ.) Sophoniae Σοφονίας Соф Zeph צְפַנְיָה
ანგია წინასწარმეტყველი (ანგ.) Aggaei Ἁγγαῖος Агг Hag חַגַּי
ზაქარია წინასწარმეტყველი (ზაქ.) Zachariae Ζαχαρίας Зах Zech זְכַרְיָה
მალაქია წინასწარმეტყველი (მალ.) Malachiae Μαλαχίας Мал Mal מַלְאָכִי

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ადამიანი თავისუფალია (ნების თავისუფლება), და ამ ნებელობის მეშვეობით ის თავად წყვეტს, იყოს ღმერთთან თუ განუდგეს მათ, იცხოვროს მისი მცნებების მიხედვით, თუ საკუთარი ნების მიხედვით. არც ჯოჯოხეთია ღმერთის მიერ დაწესებული სასჯელი, სანაცვლო საზღაური ადამიანთა განდგომაზე (ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა), არამედ ადამიანები, რომლებიც ღმერთთან მყოფობისათვის არიან შექმნილნი (ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა), თავიანთი განდგომით გამოეყოფიან ამ სიკეთეს (სამოთხეს), თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობას და ხვდებიან ჯოჯოხეთში. ანუ ჯოჯოხეთი არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის დარღვევა, მიერ განხორციელებული არასწორი ნებელობითი არჩევანის შედეგი და არა უფლის სასჯელი – ადამიანი თავად ისჯის საკუთარ თავს
  2. /მთ.26,28
  3. / Ветхий Завет
  4. / О книгах канонических и неканонических
ადამი

ადამი (ებრ. אָדָם, ადამიანი; ერთფუძიანია სიტყვასთან დედამიწა ებრ. אדמה, მიწა და אדום, წითელი; ბერძ. Ἀδάμ, არაბ. آدم) — თორასა (ქრისტიანობაში ძველი აღთქმა) და ყურანში პირველი ადამიანი, შექმნილი ღმერთის მიერ, ადამიანთა პირველი წინაპარი. ევას ქმარი, კაენის, აბელისა და შეთის მამა.

იუდაიზმის თანახმად ადამი და ევა არის ადამიანური ურთიერთობის მაგალითი. ქრისტიანულ თეოლოგიაში ადამი ადამიანის სიმბოლოა თავის ურთიერთობასთან ღმერთთან. თანყვანს სცემენ ისლამში, მანდეიზმსა და ბაჰაიზმში.

ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნა მეექვსე დღეს დაასრულა იმით, რომ ადამი შექმნა თიხისაგან „ხატისაებრ თვისისა“, სიცოცხლის სული შთაბერა და საბრძანებლად დაუმკვიდრა დედამიწა და ყოველი სულიერი. ადამის მითი ყურანშიც აისახა, ამიტომ ადამი მუსლიმანებისთვისაც ადამიანთა წინაპარია. ადამის სახელთან დაკავშირებულია მრავალი ლეგენდა და თქმულება, რაც აპოკრიფულ და ბიბლიის შემდგომ იუდაისტურ ლიტერატურაში გვხვდება. ადამისგან წარმოდგება ქართული სიტყვა „ადამიანი“ — ადამის ჩამომავალი.

ათი მცნება

ათი მცნება — ათი უმთავრესი კანონი (წესი), რომელიც ძველი აღთქმის ხუთწიგნეულის თანახმად თავად ღმერთმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს სინის მთაზე (ძველი აღთქმა, გამოსვლაჲ , 19:10-25).

ასე ითარგმნა ებრაული ფრაზა‛ასერეთ ჰადდევარიმ, რომელიც მხოლოდ ხუთწიგნეულში გვხვდება. მასში იგულისხმება კანონის შეთანხმების ათი ძირითადი კანონი. მას აგრეთვე უწოდებენ ათ სიტყვას კანონთა ეს განსაკუთრებული კრებული ბიბლიაში მოიხსენიება, როგორც „სიტყვები“ (კნ. 5:22) და „შეთანხმების სიტყვები“ (გმ. 34:28). ბერძნულ სეპტუაგინტაში (გმ. 34:28; კნ. 10:4) ეს ფრაზა გადმოტანილია, როგორც დეკა (ათი) ლოგუს (სიტყვები). აქედან მომდინარეობს სიტყვა „დეკალოგი“.

პირველად ათი მცნება ღმერთმა ისრაელის კრებულს, სინას მთასთან ანგელოზის პირით გაუცხადა.ამის შემდეგ მოსე ავიდა მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნების მისაღებად. იქ მან ღვთისგან სხვა წესები და მითითებებიც მიიღო. ვიდრე მოსე 40 დღეს მთაზე იმყოფებოდა, ხალხი მოუთმენლობამ შეიპყრო და კერპად ოქროს ხბო ჩამოასხა. მათი კერპთაყვანისმცემლობის დანახვაზე მთიდან ჩამომავალმა მოსემ „ღვთის ნაკეთები“ ფილები, რომლებზეც ათი მცნება ეწერა, ძირს დაანარცხა და დაამსხვრია.

მოგვიანებით ღმერთმა უთხრა მოსეს: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ მე იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე“ (გმ. 34:1—4). მოსემ კიდევ 40 დღეს დაჰყო მთაზე, სადაც ათი მცნების ასლი მიიღო. ეს ფილები მან აკაციის ხის კიდობანში შეინახა. ამ ფილებს „შეთანხმების ფილები“ უწოდეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ ეწოდა „შეთანხმების კიდობანი“ მოგვიანებით ბეცალელის მიერ გაკეთებულ ოქროთი მოვარაყებულ კიდობანს, რომელშიც ეს ფილები ინახებოდა.

ათი მცნებისგან შემდგარ კანონს „მოწმობა“ და „მოწმობის ორი ფილა“ ეწოდებოდა . აქედან წამოვიდა ფრაზები „მოწმობის კიდობანი“ და „მოწმობის კარავი“, რომელშიც ეს კიდობანი იდგა.

ათ მცნებას პირველ პირში გაკეთებული განაცხადი უძღოდა წინ: „მე ვარ შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან“. ამ სიტყვებიდან მხოლოდ ის კი არ ჩანდა, თუ ვინ ვის მიმართავდა, არამედ ისიც, თუ რატომ მიეცათ სწორედ ამ დროს იუდეველებს ათი მცნება, რომლებიც ღმერთს აბრაამისთვის არ მიუცია.

ბაბილონის გოდოლი

ბაბილონის გოდოლი — ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამია) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა ბაბილონი (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას ბალალ — არევას). მითში თავისებურად აისახა ბაბილონის ზიქურათების (სატაძრო-რელიგიური დანიშნულების გიგანტური შენობები) მშენებლობა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობა. გადატანით — უწესრიგოდ მოფუსფუსე ბრბო, აურზაური, არეულობა.

ბანი (მუსიკა)

ბანი — თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. „დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა“ (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბანი არის ხმის შეწყობა — „ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს“.

ამჟამად ბანი ეწოდება:

მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;

აკორდის ქვედა ბგერას;

მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

ბიბლია

ბიბლია (კოინეზე βιβλία — დან. მრ. რ. βιβλίον - «წიგნები») — იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების „წმინდა“ წიგნების კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას.

დავითი

დავითი, დავით წინასწარმეტყველი, დავით მეფსალმუნე (ებრ. דָּוִד; დ. დაახ. ძვ. წ. 1035, ბეთლემი — გ. ძვ. წ. 965, იერუსალიმი) — ისრაელის სამეფოს მეორე მეფე, იესეი ბეთლემელის უმცროსი ვაჟი.

მეფობდა 40 წელს (დაახ. ძვ. წ. 1005—965): შვიდი წელი და ექვსი თვე იყო იუდეის მეფე, დანარჩენი 33 წელი ისრაელის მეფე. ის არის მმართველის იდეალური განსახიერება. წმინდა წერილების მიხედვით მესია სწორედ დავით წინასწარმეტყველის შთამომავალია.

ბიბლიის მიხედვით დავითი იყო მწყემსი. ღმერთმა ნახა მისი სიკეთე, ამიტომ მოაშორა საული სამეფოს და ტახტზე დავით წინასწარმეტყველი აიყვანა.

დავითი აბრაამისეული რელიგიების ერთ-ერთი მთავარი წმინდანია. ის გვხვდება იუდეველთა, ქრისტიანთა და მუსულმანთა ტრადიციებში. ყურანში ის დაუთის სახელითაა მოხსენიებული.

თანახი

თანახი (ებრ. תַּנַ"ךְ) — წმინდა წერილების სათაური, მიღებული ებრაულ ენაში (ქრისტიანულ ტრადიციაში პრაქტიკულად სრულიად შეესაბამისება ძველ აღთქმას).

სიტყვა ”თანახი” არის აბრევიატურა, შედგენილი თანახის სამი ნაწილის პირველი ასოებიდან:

თორა, ებრ. תּוֹרָה

ნევიიმი, ებრ. נביאים

კეტუვიმი, ებრ. כתוביםტერმინი გაჩნდა ებრაელი თეოლოგების შუასაუკუნოვან შრომებში.

კალიქსტუს I

კალიქსტუს I (ლათ. Callistus; დ. ? — გ. 11 ოქტომბერი, 222) —რომის პაპი დაახლ. 217–222 წლებში. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი. მან ნათლობის საიდუმლო დაამკვიდრა. მის დროს დადგინდა წმინდა წიგნების ნუსხა, რომელთა შინაარსიც კანონიკურად გამოცხადდა, მანამდე კანონიკურ წიგნად მხოლოდ ძველი აღთქმა ითვლებოდა. ახალ აღთქმაში ოთხი სახარება, პეტრეს, იოანეს, პავლეს წერილები და სხვა წმინდა წიგნები. იგი ეწამა თავისი ქრისტიანული სარწმუნოებისა და რომის კათოლიკური ეკლესიისთვის. ხსენების დღე 14 ოქტომბერი.

მიქაელ მთავარანგელოზი

მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“). სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი (მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით - ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

ნოეს კიდობანი

ნოეს კიდობანი — ბიბლიური ნაგებობა, რომელშიც ჩაეტია ყველა ცხოველი წყვილ-წყვილად, ყველა თესლი და ნოეს ჯალაბობა.იგი დამზადებული იყო ურთხელის ხისაგან. მისი ზომები იყო: 300 წყრთა (~157 მეტრი) სიგრძეში, 50 წყრთა (~26.2 მეტრი) სიგანეში, ხოლო 30 წყრთა (~15.7 მეტრი) სიმაღლეში. როდესაც ყველაფერი წყალმა დაფარა, კიდობანი წარმატებით ატივტივდა და იცურა უკიდეგანო ოკენაში, ბოლოს მიადგა არარატის მთას თუმცა რომელი მთა იგულისხმება ათონის, არარატის თუ პარნასის (საბერძნეთში) მთას არავინ იცის. ორჯერ წარუმატებლად გაგზავნილი ყორნის შემდეგ გაგზავნილმა მტრედმა აუწყა ნოეს წარღვნის დასრულება ზეთისხილის ტოტის მოტანით. პატრიარქი გადმოვიდა, გამოიყვანა ცხოველები და დაიწყო ახალი მოდგმის ისტორია.

წარღვნა, რასაც პარალელები მოეძებნება შუამდინარეთის, ბაბილონის, მესოპოტამიის, საბერძნეთის ხალხთა მითოლოგიაში, მსოფლიოს მრავალმა დიდოსტატმა ასახა ხელოვნებაში (მიქელანჯელო, დორე, კაუბახი და სხვა).

სოლომონის ტაძარი

სოლომონის ტაძარი (ებრ.: בית המקדש, ბეით ჰამიკდაშ), ასევე პირველი ტაძარი, ბიბლიურად პირველი ებრაული ტაძარი იერუსალიმში. ტაძარი ლოცვებისა და მსხვერპლშერწირვის უმთავრესი ადგილის დანიშნულებას ასრულებდა. ტაძრის მშენებლობა დასრულდა ძვ. წ. X საუკუნეში; ბაბილონელებმა გაანადგურეს ძვ. წ. 586 წელს.

თუმცა იერუსალიმი კარგი სტრატეგიული მდებარეობით არ გამოირჩეოდა, მან მაინც გაითქვა სახელი, რადგან ღმერთმა აქ თავისი სახელი დაავანა.

ის ღვთის ხალხის რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო. იერუსალიმი იუდეის ცენტრალურ მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ლამაზი მაღლობია“ და ‘იქ ადიან’ ღვთის თაყვანისმცემელნი . ძველ იერუსალიმს დასავლეთითა და სამხრეთით ჰინომის ველი ერტყა, აღმოსავლეთით კი — კედრონის ხევი. კედრონის ხევში არსებული გიხონის წყარო და სამხრეთით მდებარე ენ-როგელი ქალაქს სასმელი წყლით ამარაგებდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მტრის შემოსევის დროს .

სოლომონის ტაძარი, რომელიც ოქროთი და ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ოდესმე აგებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენობა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ტაძრის სამშენებლო გეგმა თავად სოლომონისგან მომდინარეობდა. ტაძრის გვერდით უზარმაზარი ეზოები და ადმინისტრაციული შენობები იყო განლაგებული.

მისი მშენებლობა, რომელზეც 180000-ზე მეტი კაცი მუშაობდა, შვიდწელიწად-ნახევარს გაგრძელდა და ძვ. წ. 1027 წელს დასრულდა (1მფ. 5:13—16; 6:1, 38). კარვის მსგავსად ტაძარიც „ჭეშმარიტ კარავს“, ღმერთის სულიერ ტაძარს განასახიერებდა.

ტაძრისა და შიდა ეზოს გეგმა (მარცხნივ). ტაძრის შიდა ხედი (ქვემოთ) წარმოდგენას გვიქმნის ამ დიდებული ნაგებობის სილამაზეზე. ტაძრის კედლები შიგნიდან კედრის ხით იყო მოპირკეთებული და მათზე ქერუბიმები, პალმები და ყვავილები იყო ამოკვეთილი. ჭერი და კედლები ოქროთი იყო მოვარაყებული და ძვირფასი ქვებით მორთული.

წიგნი იგავთა

წიგნი იგავთა (ებრ. מִשְלֵי‎‎) — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

წიგნი შედგება რჩევა-დარიგებებისა და ბრძნული გამონათქვამებისგან, რომლებიც ყოველდღიურ ყოფას ეხება. წიგნის დიდი ნაწილის ავტორი მეფე სოლომონია, თუმცა წიგნს საბოლოო სახე ხიზკიას მმართველობის დროს მიეცა.

წიგნი მეორე ნეშტთა

წიგნი მეორე ნეშტთა (ებრ. דִּבְרֵי־הַיָּמִים‎‎) — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

წიგნი „მეორე ნეშტთა“ მოკლედ და გასაგებად აღწერს დავითის სამეფო ხაზის მმართველობას. წიგნის წერა ეზრა მღვდელმა ძვ. წ. 460 წელს დაასრულა. „მეორე ნეშტთა“ მოიცავს 500 წლიან პერიოდს, ძვ. წ. 1037—537 წლამდე.

წინასწარმეტყველება იონასი

წინასწარმეტყველება იონასი — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

წინასწარმეტყველი იონა თავის წიგნში გულწრფელად წერს იმის შესახებ, რაც თავად გადახდა თავს მისიონერული დავალების შესრულების დროს.

წინასწარმეტყველება ოსესი

წინასწარმეტყველება ოსესი — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

ოსია თავის წიგნში ამხელს ისრაელის ცოდვებს და იუდასა და ისრაელის წინააღმდეგ განაჩენს წინასწარმეტყველებს. წიგნი, რომელიც ოსიას სახელს ატარებს, სითბოთი და გრძნობითაა დაწერილი; მასში აზრები მკაფიოდ არის გადმოცემული.

ოსიამ წინასწარმეტყველება ძვ. წ. 804 წელს დაიწყო და 59 წლის განმავლობაში წინასწარმეტყველებდა.

წინაწარმეტყველება აბდიასი

წინაწარმეტყველება აბდიასი — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

„აბდიას ხილვა“. ამ სიტყვებით იწყება ბიბლიის წიგნი „აბდია“. წინასწარმეტყველი წიგნში, რომლის წერაც ძვ. წ. 607 წელს დაასრულა, არაფერს ამბობს საკუთარი თავის შესახებ გარდა თავისი სახელისა.

წინაწარმეტყველება ამოსისი

წინაწარმეტყველება ამოსისი — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

მეფე უზიას დღეებში იუდეველ ამოსს, მწყემსსა და „სიკომოროს ლეღვის მომყვანს“, დაევალა, ეწინასწარმეტყველა.

ამოსი ისრაელის ათტომიან ჩრდილოეთ სამეფოში გაიგზავნა. წიგნი „ამოსი“, რომლის წერაც წინასწარმეტყველმა ამოსმა იუდაში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით ძვ. წ. 804 წელს დაასრულა, უბრალო, მაგრამ ცოცხალი ენით არის დაწერილი.

წინაწარმეტყველება ანგიასი

წინაწარმეტყველება ანგიასი — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

ანგიას იუდეველებისთვის ტაძრის აღდგენა უნდა მოეწოდებინა. ამ წინასწარმეტყველის ძალისხმევის შედეგად ტაძრის მშენებლობა ხუთ წელიწადში დასრულდა. ისმას, რასაც ანგია აცხადებდა, მისივე სახელობის წიგნში ჩაიწერა. „ანგიას“ წერა დასრულდა ძვ. წ. 520 წელს.

წინაწარმეტყველება მალაქიასი

წინაწარმეტყველება მალაქიასი (ებრ. מַלְאָכִי‎‎) — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

მალაქიას მიერ დამაჯერებელი ტონით დაწერილი ებრაული წერილების ეს ბოლო წიგნი ღვთის შთაგონებით დაწერილ წინასწარმეტყველებას შეიცავს. მალაქიას წინასწარმეტყველური სიტყვების გათვალისწინება გვეხმარება, რომ მოვემზადოთ „ღმეღთის დიდი და შიშის მომგვრელი“ დღისთვის, როდესაც თანამედროვე ბოროტი ქვეყნიერება მოისპობა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.