ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთი, Česko) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს ადამიანს შეადგენს.

ჩეხეთი პლურალისტური, მრავალპარტიული საპარლამენტო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია.

ჩეხეთის რესპუბლიკა
Česká republika
ჩეხეთი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთის გერბი
დროშა გერბი
დევიზი: "Pravda vítězí"
ჰიმნი: Kde domov můj
ჩეხეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პრაღა
50°05′ ჩ. გ. 14°28′ ა. გ. / 50.083° ჩ. გ. 14.467° ა. გ.
ოფიციალური ენა ჩეხური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი
 -  პრ.-მინისტრი პეტრ ნეჩასი
ფართობი
 -  სულ 78 866 კმ2 (117-ე)
 -  წყალი (%) 2.0
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 10 562 214 
 -  2001 აღწერა 10 230 060 
 -  სიმჭიდროვე 134 ად კაცი/კმ2 (84-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $284.952 მილიარდი[1] (41-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $27 062[1] (33-ე)
აგი (2010) 0.865[2] (მაღალი) (27-ე)
ვალუტა ჩეხური კრონა (CZK)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი CZE
Internet TLD .cz1
სატელეფონო კოდი 420

1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Čechy; Česká republika.
  • ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანული Böhmen ეწოდა კულტური ტომების ბოიების მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. II საუკუნიდან ცხოვრობდნენ.

ისტორია

1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ —ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. 2003 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი. 1999 წელს ქვეყანა ნატოში შევიდა, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დასავლეთის კრიტიკის ობიექტად დღემდე რჩება ბოშური უმცირესობის საკითხი, რომელთა შორის ძალიან მაღალია სიღარიბისა და უმუშევრობის დონე და დაბალია განათლების დონე.

გეოგრაფია

Czech Republic-CIA WFB Map KA

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია. ფართობი - 78 866 კმ².

სახელმწიფო

ადმინისტრაციული დაყოფა

საავტომობილონომრების ინდექსები რეგიონის სახელი
ქართულად
რეგიონის სახელი
ჩეხურად
ადმინისტრაციული
ცენტრი
მოსახლეობა
(2004 წელს)
მოსახლეობა
(2010 წელს)
A Prague CoA CZ.svg პრაღა Hlavní město Praha n/a 1 170 571 1 251 072
S Central Bohemian Region CoA CZ.svg ცენტრალური ბოჰემიის მხარე Středočeský kraj პრაღა 1 144 071 1 256 850
C South Bohemian Region CoA CZ.svg სამხრეთ ბოჰემიის მხარე Jihočeský kraj ჩესკე-ბუდეიოვიცე 625 712 637 723
P Plzen Region CoA CZ.svg პლზენის მხარე Plzeňský kraj პლზენი 549 618 571 831
K Karlovy Vary Region CoA CZ.svg კარლოვი-ვარის მხარე Karlovarský kraj კარლოვი-ვარი 304 588 307 380
U Usti nad Labem Region CoA CZ.svg უსტეცის მხარე Ústecký kraj უსტი-ნად-ლაბემი 822 133 835 814
L Liberec Region CoA CZ.svg ლიბერეცის მხარე Liberecký kraj ლიბერეცი 427 563 439 458
H Hradec Kralove Region CoA CZ.svg ჰრადეც-კრალოვეს მხარე Královéhradecký kraj ჰრადეც-კრალოვე 547 296 554 370
E Pardubice Region CoA CZ.svg პარდუბიცეს მხარე Pardubický kraj პარდუბიცე 505 285 516 777
M Olomouc Region CoA CZ.svg ოლომოუცის მხარე Olomoucký kraj ოლომოუცი 635 126 641 555
T Moravian-Silesian Region CoA CZ.svg მორავია-სილეზიის მხარე Moravskoslezský kraj ოსტრავა 1 257 554 1 244 837
B South Moravian Region CoA CZ.svg სამხრეთ მორავიის მხარე Jihomoravský kraj ბრნო 1 123 201 1 152 819
Z Zlin Region CoA CZ.svg ზლინის მხარე Zlínský kraj ზლინი 590 706 590 527
J Vysocina Region CoA CZ.svg ვისოჩინის მხარე Kraj Vysočina იიჰლავა 517 153 514 805

დემოგრაფია

ეკონომიკა

CZexport2013
ჩეხეთის რესპუბლიკის 2013 წლის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება.

კულტურა

მუსიკა

მუსიკა ჩეხეთის რესპიბლიკაში უკვე 1000 წელზე მეტია არსებობს, რომელიც მოდის X საუკუნის ბოლოდან. ტრადიციური ფოლკლორული მუსიკა ბოჰემიის, მორავიის და სილესიასი ითვლება უმაღლესი კულტურის კლასიკურ მუსიკად. ცნობილი ჩეხი კომპოზიტორები არიან: ადამ მიჩნა, ჟან დისმასი ზელენკა, იოსეფ მისლივეჩეკი, ბედრიხ სმეტანა, ლეოს იანაჩეკი, ანტონინ დვორაკი, იოსეფ სუკი, ბოჰუსლავ მატინუ, ერვინ შულჰოფი და პეტრ ებენი. ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალია - გაზაფხული პრაღაში, რომელიც 1946 წლიდან მოყოლებული ტარდება.

თეატრი

ჩეხეთის რესპუბლიკის თეატრს მდიდარი ტრადიციები აქვს მოყოლებული შუა საუკუნეებიდან. XIX საუკუნეში, ქვეყნის გამოღვიძებისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეატრმა და ასევე შემდგომ პერიოდში, სადაც XX საუკუნეში გახდა მოდერნიზირებული ევრობული თეატრის ნაწილი.

სპორტი

სპორტული ცხოვრება არის ბევრი ჩეხი მცხოვრების ნაწილი, რომელიც ძირითადად ქომაგობაში გამოიხატება. ორი ძირითადი სპორტი არის გამორჩეული ჩეხეთის რესპუბლიკაში - ფეხბურთი და ყინულის ჰოკეი, სადაც ორივე მათგანს ააქვს უმაღლესი და ამავე დროს თანაბარი დასწრება სტადიონებზე, ასევე მედიის ერთნაირი ყურადრება. ჩოგბურთი ასევე დიდი ყურადღების ცენტრშია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ასევე ბევრი სხვა სპორტის სახეობაა ჩეხეთში ნორმალურ დონეზე განვითარებული: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი. ჩეხეთის ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მოიგო ოქროს მედალი 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ასევე ნაკრებმა შეძლო 6 მსოფლიო ჩემპონობის მოგება, მათ შორის 1999-2001 წლებში გადაბმულად.

სპორტი ერთ-ერთ პატრიოტიზმის ნიშანია ჩეხეთში, სადაც ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. ივენთებში იგულისხმება: მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიშო, ოლიმპიური თამაშები ყინულის ჰოკეიში, უეფას ჩემპიონთა თასი, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი. ყურადღება ძირითადად მაინც გადანაწილებულია ყინულის ჰოკეიზე და ფეხბურთზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაკრები ფეხბურთში მის მეტოქე გერმანიას ან ჰოლანდიის ნაკრებს ხვდება, ასევე რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, ამერიკის ან კანადის ნაკრებს ხვდება ყინულის ჰოკეიში, ასევე სლოვაკეთის ნაკრებთან ორივე სპორტში. თამაშები კი გერმანიასა და რუსეთს შორის, დამატებით მეტოქეობის ელემენტებს ასევე ისტორიული პოლიტიკური მხარეებითაც ატარებს.

მემკვიდრეობა

Prague - Charles Bridge
კარლის ხიდი
  • პრაღა — ისტორიული ცენტრი (XIII — XVII სს.), კარლის ხიდი (XIV ს.), პრაღის სასახლე (XV ს.), წმ. ვიტის ტაძარი (XIV ს.), რატუშა XIV ს.;
  • ბრნო — წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი (XV ს.), რატუშა (XVI ს.);
  • პლზენი — წმინდა ბართლომეს ეკლესია (XIII ს.), რატუშა (XVI ს.);
  • ჩესკი-კრუმლოვი — ისტორიული ცენტრი;
  • კუტნა-ჰორა — შუა საუკუნეების ვერცხლის ქალაქი;
  • ტელჩი — ძველი ქალაქი.

ცნობილი ჩეხები

ჩეხეთთან არის დაკავშირებული მადლენ ოლბრაიტის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ზიგმუნდ ფროიდის, ფრანც კაფკას, ვილჰელმ სტეინიცის (მოჭადრაკე) სახელები.

გალერეა

Praga 0003

პრაღის ასტრონომიული საათი, რომელიც არის უძველესი მუშა ასტრონომიული საათი მსოფლიოში

Burgkarlstein01

კარლსტეინის ციხესიმაგრე ცენტრალურ ბოჰემიანის რეგიონში, რომელიც დაარსებული იქნა 1348 წელს ჩარლზ მე-IV მიერ

Marienbad-Brunnen

მარიანსკე ლაზნე, სპა სოფელი კარლოვი ვარის რეგიონში

CeskyKrumlovNacht

ჩეხეთის კრუმლოვის ციხესიმაგრე სამხრეთ ბოჰემიანის რეგიონში

Zamek hluboka 1 beentree

სამეფო ციხესიმაგრე ჰლუბოკას ვლტავოუში, აშენებული XIII საუკუნეში

Jaromír Jágr Russia vs. Czech Republic 2010 Olympics

იარომირ იაგირი არის ლიდერი მექულეთა შორის მოქმედ NHL ჰოკეისტებს შორის

KUTNA HORA (js) 11

წმინდა ბარბარას ეკლესია კუტნა ჰორაში

Moravian Slovak Costumes during Jizda Kralu

ტრადიციული კოსტუმები

Cesky Stemberk 01

ჩეხური სტერნბერკი არის ადრეული გოთიკური ციხესიმაგრე XIII საუკუნეში აშენებული

Zámek Lednice

ჩეტო ლედნიცეში, არის ვილა რომელსაც ააქვს ყველაზე დიდი პარკი ქვეყანაში

Husova bouda zima, lyzari

ხედი კრკონოსეს მთებიდან

Czech crown jewels

უძველესი ჩეხეთის სამეფო იუველირი არის ევროპაში სიძველით მე-4 ადგილზე

ლიტერატურა

  • Hochman, Jiří. Historical dictionary of the Czech State (1998)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიოო

  1. 1.0 1.1 Czech Republic. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 18 April 2012.
  2. Human Development Report 2011. United Nations (2011). წაკითხვის თარიღი: 5 November 2011.
ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული. ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური. დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

აღმოსავლეთი ევროპა

აღმოსავლეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. დასავლეთ ევროპის მსგავსად, ტერმინი აღმოსავლეთი ევროპა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ჩვეულებისამებრ, ამ ტერმინში იგულისხმება დსთ-ს ევროპული ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი. ყველაზე ხშირად მათ რიცხვს მიაკუთვნებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს, თუმცა ისინი გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობენ.

ცივი ომის ეპოქაში, აღმოსავლეთ ევროპაში შედიოდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნები (პოლონეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), ხშირ შემთხვევაში ალბანეთი და იუგოსლავია, აგრეთვე ბალტიის საბჭოთა რესპუბლიკები (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ამჟამად, სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში ამ რეგიონს შეიძლება მიაკუთვნონ ე.წ. ”ვიშეგრადის ჯგუფის” (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები (საბერძნეთის გარდა).

ბოჰემია

ბოჰემია (ჩეხ. Čechy, გერმ. Böhmen, ლათ. Bohemia) — ისტორიული რეგიონი ცენტრალურ ევროპაში, მოიცავს ჩეხური მიწების თითქმის ორ მესამედს. ის მდებარეობს თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორიაზე.

ბოჰემიას საზღვრებად 4 მთაგრეხილი აქვს:

ბიომერვალდი (ავსტრია, ბავარია)

ერცგებირგე (საქსონია)

ზუდეტები (სილეზია)

ჩეხომორავიის მაღლობი (მორავია)

გერმანია

გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1996

ევროპის მე-10 საფეხბურთო ჩემპიონატი (ინგლ. 1996 UEFA European Football Championship), ხშირად უბრალოდ ევრო 1996, ჩატარდა ინგლისში 1996 წლის 8 ივნისიდან 30 ივნისამდე. ეს იყო პირველი ჩემპიონატი, რომელშიც ოქროს გოლის წესი იყო გამოყენებული. სწორედ ოქროს გოლმა გადაწყვიტა ფინალის ბედიი.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004

ევროპის მე-12 საფეხბურთო ჩემპიონატი (პორტ. UEFA Campeonato da Europa de Futebol Portugal 2004), ხშირად უბრალოდ ევრო 2004, ჩატარდა პორტუგალიაში, 2004 წლის 12 ივნისიდან 4 ივლისამდე. უეფა-მ ჩატარებულ ტურნირს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა. გამარჯვებული, ყველასთვის მოულოდნელად საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გახდა. ტურნირის ოფიციალური ბურთი დაამზადა კომპანია Adidas-მა. ბურთს Adidas Roteiro ეწოდებოდა.

ტურნირის ფინალურ ეტაპზე მთლიანად 16 გუნდი მონაწილეობდა. პორტუგალია მასპინძლის რანგით ავტომატურად იყო დაშვებული ტურნირზე. დარჩენილი 15 გუნდი გამოვლინდა საკვალიფიკაციო მატჩების შედეგად, რომლებიც 2002 წლის აგვისტოში დაიწყო.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008

2008 წლის უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, ხშირად უბრალოდ ევრო 2008, ჩატარდა ავსტრიასა და შვეიცარიაში, 2008 წლის 7 ივნისიდან 29 ივნისამდე. ეს მეორეა სამი გაერთიანებულად მოგებული კენჟისყრების სერიიდან, ევრო 2000-ის, რომელსაც ბელგამ და ნიდერლანდმა უმასპინძლა და ევრო 2012-ის გვერდზე, რომელსაც პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებს.

ტურნირში მთლიანად 16 გუნდი მონაწილეობდა. ავსტრია და შვეიცარია ავტომატურად თამაშობდნენ, როგორც მასპინძელი ქვეყნების ნაკრებები. ავსტრიისთვის ეს მონაწილეობა დებიუტი იყო ამ საფეხბურო ტურნირში. დარჩენილი 14 გუნდი გამოვლინდა საკვალიფიკაციო მატჩების შედეგად, რომლებიც 2006 წლის აგვისტოში დაიწყო.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 (ან უბრალოდ ევრო 2012) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-14 საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც უმასპინძლეს უკრაინამ და პოლონეთმა 8 ივნისიდან 1 ივლისამდე. ორივე ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს.

ამ ჩემპიონატზე წინა ჩემპიონატის მსგავსად 16 გუნდი ასპარეზობდა. შესარჩევი მატჩები გაიმართა ევროპის 51 ქვეყანაში 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრამდე.

ელბა

ელბა (ჩეხ. Labe; გერმ. Elbe) — მდინარე ჩეხეთსა და გერმანიაში. დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. სიგრძე 1165 კმ, აუზის ფართობი 148 ათ. კვ.კმ.

სათავე აქვს ჩეხეთში, კრკონოშეს მთების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 1400 მ სიმაღლეზე. ქალაქ პარდუბიცემდე მიედინება ჭორომიან კალაპოტში, აჩენს 70 მ-მდე სიმაღლის ელბის ჩანჩქერს.

ქვემოთ ხეობა განიერდება, ქალაქ მელნიკთან უერთდება მდინარე ვლტავა, შემდეგ კი მდინარე ოგრჟე. ჩეხეთის რესპუბლიკაში მდინარე 405 კმ მანძილზე მიედინება და აქ მას ლაბას ეძახიან. ქალაქ მაისენს ქვემოთ ელბა ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე გადის. მაგდებურგის რაიონში მისი სიგანეა 250 მ, ჰამბურგთან — 500 მ.

ელბა ერთვის ჩრდილოეთის ზღვას, სადაც 2,5 კმ-იდან 15 კმ-მდე სიგანის ესტუარს ქმნის. მთავარი შენაკადებია: მარჯვ. — იიზერა, შვარცე-ელსტერი, ჰაფელი, ელდე; მარცხ. — ორლიცე, ვლტავა, ოგრჟე, მულდე, ზაალე, ალანდი.

გაზაფხულზე იცის წყალდიდობა (1-3 თვე, მაქსიმუმი აპრილში), ზაფხულში - წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი ქვემოთში ქალაქ გეესტჰახტთან 700 მ³/წმ, უდიდესი 4070 მ³/წმ, უმცირესი 145 მ³/წმ. მთიან ნაწილში იყინება 1,5-2 თვით, ქვემოთში 2-3 კვირით. თბილ ზამთარში არ იყინება. ზღვის მოქცევის გავლენა ელბაზე 160 კმ-ზე ვრცელდება.

ელბა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალია. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ კოლინამდე (ჩეხეთი), 947 კმ. ელბა არხებით არის შეერთებული მდინარეების ვეზერის, ემსის, რაინისა და ოდერის აუზებთან. ქალაქ მაგდებურგს ქვემოთ ელბამდე მიყვანილია სანაოსნო არხები.

ელბის ნაპირებზეა გაშენებული დიდი ქალაქები და ნავსადგურები: ჰამბურგი, დრეზდენი, მაგდებურგი (გერმანია), უსტი (ჩეხეთი).

მორავია

მორავია (ჩეხ. და სლოვაკ. Morava, გერმ. Mähren, ლათ. Moravia) — ისტორიული ლანდშაფტი დღევანდელ ჩეხეთში, ბოჰემიის აღმოსავლეთით. სახელწოდება მომდინარეობს მდინარე მორავადან.

სოფია

სოფია (ბულგ. София) — ბულგარეთის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 267 912 კაცი.

ფილიპე ლორია

ფილიპე ლორია (დ.19 აგვისტო, 1878, ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ.17 ნოემბერი, 1962, პრაღა, ჩეხეთი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ჩეხეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

ჩეხეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები განეკუთვნება მესამე იარუსის გუნდებს, რომელთაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ. პირველი საერთაშორისო თამაში ჩაატარა 1993 წელს, ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ. ამჟამად ჩეხეთის ნაკრები მონაწილეობს ევროპის ერთა თასის გათამაშების მეორე დივიზიონში.

ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი – ჩეხეთის სახელმწიფოს მეთაური. 2013 წლიდან ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით. მანამდე პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით ხდებოდა. პირველი პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი 2013 წელს გახდა მილოშ ზემანი.

ჩეხოსლოვაკია

ჩეხოსლოვაკია (ჩეხ.: Československo, სლოვაკ.: Česko-Slovensko/ 1990-მდე Československo) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში, რომელიც არსებობდა 1918-1993 წლებში. 1968 წელს ჩეხოსლოვაკია დაიპყრო საბჭოთა ჯარებმა. მათ ქვეყანა 1990 წელს, კომუნისტური მმართველობის დაცემის შემდეგ დატოვეს. ეს მოვლენა ისტორიაში ხავერდოვანი რევოლუციის სახელით შევიდა. 1989 წლის 29 დეკემბერს პრეზიდენტად დრამატურგი ვაცლავ ჰაველი აირჩიეს. 1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად გაიყო ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად.

ჩეხური ენა

ჩეხური ენა (ჩეხ. Český jazyk, ან Čeština) — ინდოევროპული ოჯახის დასავლეთსლავურ ჯგუფის ენა.

ცენტრალური ევროპა

ცენტრალური ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ცენტრალური ევროპა არ არის ისეთი დამკვიდრებული ტერმინი, როგორც დასავლეთი ან აღმოსავლეთი ევროპა. ცივი ომის დასრულებისა და ევროკავშირის გაფართოების გამო ევროპის ცენტრმაც აღმოსავლეთით გადაინაცვლა. ამჟამად მასში ქვეყნების ორი ჯგუფი მოიაზრება:

ალპური ქვეყნები - გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.

ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.შენიშვნა: ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ცისფერით.

ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.