შვეიცარია

შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, რომელიც ფედერაციულ რესპუბლიკას წარმოადგენს. დედაქალაქი — ბერნი.

შვეიცარიის კონფედერაცია
ლათ. Confoederatio Helvetica
გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft
ფრანგ. Confédération suisse
იტალ. Confederazione Svizzera
შვეიცარია
შვეიცარიის დროშა შვეიცარიის გერბი
დროშა გერბი
დევიზი: Unus pro omnibus, omnes pro uno (ლათ.–ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის)
ჰიმნი: Swiss Psalm
შვეიცარიის მდებარეობა
დედაქალაქიბერნი(დე ფაქტო)
46°57′ ჩ. გ. 7°27′ ა. გ. / 46.950° ჩ. გ. 7.450° ა. გ.
უდიდესი ქალაქი ციურიხი
ოფიციალური ენა გერმანული, ფრანგული, იტალიური, რეტორომანული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  შვეიცარიის ფედერალური საბჭო ული მაურერი
დიდიე ბურკჰალტერი
სიმონეტა სომარუგა
იოჰან შნაიდერ-ამანი
ალენ ბერსე
კორინა კაზანოვა
დორის ლოიტჰარდი (პრეზ.)
ეველინე ვიდმერ-შლუმპფი
ფართობი
 -  სულ 41 285 კმ2 (133-ე)
 -  წყალი (%) 4.2
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 7 952 600[1] (96-ე)
 -  2000 აღწერა 7 288 010 
 -  სიმჭიდროვე 188 ად. კაცი/კმ2 (65-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $339.890 მილიარდი[2] (38-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $43 369[2] (მე-6)
აგი (2011) 0.903 (ძალიან მაღალი) (მე-11)
ვალუტა შვეიცარიული ფრანკი (CHF)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი CHE
Internet TLD .ch
სატელეფონო კოდი 41

სახელწოდება

ოფიციალური — შვეიცარიის კონფედერაცია. ეროვნული — Schweiz; Schweizerische Eidgenossenschaft (გერმანულად); Suisse; Confederation suisse (ფრანგულად); Confederazione Svizzera (იტალიურად); Confederaziun Svizera (რეტორომანულად). ქვეყნის ინგლისური დასახელება Switzerland მომდინარეობს სიტყვიდან Switzer რომელიც შვეიცარიელების მოძველებული ვარიანტია და გამოიყენებოდა XVI-XIX საუკუნეებში[3], რომელიც თავის მხრივ ძველგერმანულ სიტყვას Schweitz-ს უკავშირდება (მისი მნიშვნელობაა „ჭაობი“) და ერთ-ერთ იმ კანტონს ეწოდება, რომელიც შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ტოპონიმი პირველად 972 წელს ზემო ძველგერმანულ ენაში მოიხსენიება როგორც Suittes რაც ნიშნავს ადგილს რომელიც უნდა დაიწვას და შეესაბამება ტყის მასივს რომელიც გადაიწვა მშენებლობებისთვის.[4] სახელი შემდგომში მთელს კანტონზე განივრცო, ხოლო 1499 წელს შვაბიური ომის შემდეგ სახელი მთელს კონფედერაცია ეწოდა.[5][6]

ახალი ლათინური სახელწოდება, Confederatio Helvetica, 1848 წელს შვეიცარიის როგორც ფედერალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ წარმოიქმნა, ეს დასახელება ნაპოლეონური ჰელვეციის რესპუბლიკიდან მოდიოდა. დსახელება გამოსახული ფედერალურ სასახლეზე და ოფიციალურ გერბზე გამოიყენებოდა 1902 წლამდე და 1948 წლის შემდეგ.[7] ჰელვეცია ჰელვეტების გალური ტომისგან მომდინარეობს, რომლების შვეიცარიის ზეგანზე რომაულ პერიოდამდე ცხოვრობდნენ. ჰელვეცია შვეიცარიელებისთვის წარმოადგენს ეროვნული პერსონიფიკაციას, ქვეყნის ამჟამინდელი კოდი CH სწორედ მისი ძველი ოფიციალური სახელწოდებიდანაა ნაწარმოები - Confederatio Helvetica.

დედაქალაქი

შვეიცარიას არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი. ბერნი არის ოფიციალურად Bundesstadt (გერმ. ფედერალური ქალაქი), და არა Bundeshauptstadt (გერმ. ფედერალური დედაქალაქი). ბერნში არის ფედერალური მთავრობა, რაც მას ხდის დე ფაქტო დედაქალაქად.

ისტორია

1648 წელს საღვთო რომის იმპერიას გამოეყო რამდენიმე კანტონი, რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. 1815 წელს შვეიცარიამ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში.

გეოგრაფია

Switzerland-CIA WFB Map
შვეიცარია

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ფართობი — 41 300 კვ. კმ. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, იტალია. მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი მას აქვს იტალიასთან 741 კმ. ყველაზე მოკლე ლიხტენშტინთან 41 კმ. შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე. უდიდესი მყინვარია ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები, სიგრძით 24,7 კმ. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: სენ-გოტარდი - 2108 მ სიმაღლეზე; ლეპონტინის ალპებზე, შვეიცარიის სამხრეთში, სენ-ბერნარი, 2469 მ სიმაღლეზე მდებარეობს შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (46+200 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

26 კანტონი (canton; cantone; kanton). შვეიცარიის კანტონები ლინგვისტური არეალების მიხედვით:

დემოგრაფია

მოსახლეობა - 7,4 მლნ (2003), მათ შორის 61,5 % გერმანო-შვეიცარიელები, 17,1 % ფრანკო-შვეიცარიელები, 6,4 % იტალიელები, 3,4 % იტალო-შვეიცარიელები, 2,5 % გერმანელები. სახელმწიფო ენები - გერმანული (65 %), ფრანგული (18 %), იტალიური (12 %) და რეტორომანული (1 %). რელიგია - კათოლიციზმი (50 %), პროტესტანტობა (48 %). დედაქალაქი - ბერნი (123 ათასი). ქალაქები - ციურიხი (348), ჟენევა (179), ბაზელი (163), ლოზანა (117).

ეკონომიკა

რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40 630 $. ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF). შვეიცარიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ბაზრის ეკონომიკაა. სერვის-სექტორმა მოახდინა მნიშვნელოვანი ეკონომიკური როლი, განსაკუთრებით შვეიცარიის საბანკო ინდუსტრია და ტურიზმი. შვეიცარიის ეკონომიკა პირველ რიგში მსოფლიოში 2014 წლის ინოვაციური ინდექსის და 2017 გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშშია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის შვეიცარია ლიხტენშტეინისა და ლუქსემბურტის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მესამე ქვეყანაა, ხოლო ნორვეგიასთან ერთად მხოლოდ სამი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ეშპ 70,000 აშშ დოლარს შეადგენს.

მემკვიდრეობა

შუა საუკუნეების ქალაქები ბერნი, ჟენევა, ლუცერნი, ბაზელი; ალპებისა და ლემანის ტბის რაიონები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Press Release: Provisional findings on population growth in Switzerland in 2011 Demographic growth continues. Swiss Federal Statistical Office. Swiss Federal Statistical Office, Neuchâtel (2011). წაკითხვის თარიღი: 2012-04-26.
  2. 2.0 2.1 Switzerland. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2012-04-22.
  3. OED Online Etymology Dictionary etymonline.com. Retrieved on 2009-06-25
  4. Room, Adrian. Placenames of the World. London: MacFarland and Co., Inc., 1997.
  5. Switzerland, the Catholic Encyclopedia newadvent.org. Retrieved on 2010-01-26
  6. On Schwyzers, Swiss and Helvetians, Federal Department of Home Affairs, bar.admin.ch. Retrieved on 2010-01-26
  7. Marco Marcacci, Confederatio helvetica (2002), Historical Lexicon of Switzerland.
ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული. ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური. დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

გერმანია

გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.

გერმანული ენა

გერმანული ენა (გერმ. Deutsch [ˈdɔʏtʃ]) — გერმანიის, ავსტრიის და ლიხტენშტაინის ოფიციალური და შვეიცარიის, ლუქსემბურგის და ბელგიის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გერმანული ინგლისურთან, ნიდერლანდურთან და ფრიზიულთან ერთად ინდოევროპული ოჯახის დასავლეთ-გერმანული ენების ჯგუფს მიეკუთვნება.

დასავლეთი ევროპა

დასავლეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. მისი შინაარსი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის გულისხმობდა საფრანგეთს, ბენილუქსის ქვეყნებს - ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას. ამ ჯგუფს, როგორც წესი, ხშირად აკუთვნებდნენ გერმანიასაც, თუმცა გეოგრაფიულად ის უფრო ცენტრალური ევროპის ნაწილია.

სხვადასხვა ისტორიული და პოლიტიკური გარემოებების გამო დასავლეთ ევროპაში შეჰყავდათ აგრეთვე შემდეგი ქვეყნებიც:

პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა.

აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები - იტალია, სან-მარინო, ვატიკანი.

ჩრდილოეთის ქვეყნები - ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია.

ალპური ქვეყნები - შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.

სამხრეთის ქვეყნები - საბერძნეთი, თურქეთი.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008

2008 წლის უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, ხშირად უბრალოდ ევრო 2008, ჩატარდა ავსტრიასა და შვეიცარიაში, 2008 წლის 7 ივნისიდან 29 ივნისამდე. ეს მეორეა სამი გაერთიანებულად მოგებული კენჟისყრების სერიიდან, ევრო 2000-ის, რომელსაც ბელგამ და ნიდერლანდმა უმასპინძლა და ევრო 2012-ის გვერდზე, რომელსაც პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებს.

ტურნირში მთლიანად 16 გუნდი მონაწილეობდა. ავსტრია და შვეიცარია ავტომატურად თამაშობდნენ, როგორც მასპინძელი ქვეყნების ნაკრებები. ავსტრიისთვის ეს მონაწილეობა დებიუტი იყო ამ საფეხბურო ტურნირში. დარჩენილი 14 გუნდი გამოვლინდა საკვალიფიკაციო მატჩების შედეგად, რომლებიც 2006 წლის აგვისტოში დაიწყო.

იტალია

იტალია (იტალ. Italia), ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica italiana) — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატი. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.

იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფო, ორი სიცილიის სამეფო, მილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელს გაერთიანდა. გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც "Il Risorgimento". გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას, ერიტრეას, სომალის, ეთიოპიას, ალბანეთს, დოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში. იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით. წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ, და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი. ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.

იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს. იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.

იტალიური ენა

იტალიური ენა (თვითსახელრქმევა Lingua italiana, ან Italiano) – იტალიელთა და შვეიცარიის სამხრეთში იტალო-შვეიცარიელთა ენა. გარდა ამისა, იტალიურს მშობლიურად ენად აცხადებს მოსახლეობის საკმაოდ არცთუ მცირე რიცხვი დალმაციასა (- ყოფილი იუგოსლავია, დღევანდელი ხორვატიის ერთ-ერთი კუთხე.) და კუნძულ კორსიკაზე.

ლე კორბუზიეს შენობების სია

აქ წარმოდგენილია არქიტექტორ ლე კორბუზიეს აგებული შენობების სია.

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში.

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენა — ენა, რომელიც ამ სტატუსით არის განსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციაში, ან კონსტიტუციის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფოს კანონებში. ეს არის ენა, რომელსაც სახელმწიფოს მოქალაქეები იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) ურთიერთობებისას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო ენა, რომელიც ასეთად აღიარებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეროვნული უმცირესობების ენებისაგან, რომელთაც აქვს სახელმწიფო (ოფიციალური) ენის სტატუსი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის — ქართული და აფხაზური. ანალოგიური სტატუსი აქვს თათრულ ენას თათრეთის რესპუბლიკაში (რუსეთი), კატალონიურ ენას კატალონიაში (ესპანეთში), ფრანგულ ენას ლუიზიანის შტატში (აშშ) და ა.შ.

თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს დაფიქსირებული სახელმწიფო ენა, ზოგიერთ შემთხვევაში — ორი, სამი და მეტი ენა.

2 სახელმწიფო ენა: კანადა, ფინეთი, ირლანდია, ბელარუსი, ავღანეთი, ჰაიტი...

3 სახელმწიფო ენა: ბელგია, პარაგვაი, ...

4 სახელმწიფო ენა: შვეიცარია, სინგაპური, ...და ბოლოს, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ენის ცნება არ არსებობს, უფრო ზუსტად, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. მათ რიცხვს მიეკუთვნება ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ერიტრეა, შვედეთი და სხვები. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ქვეყნის უმრავლესობის ენებს მოიხსენიებენ ოფიციალური ენის სახელით.

უეფა

უეფა (ფრანგ. UEFA - Union Européenne de Football Association, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) — საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ ფეხბურთს და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აზიის ტერიტორიაზე, ასევე შესულია უეფას შემადგენლობაში. ეს ქვეყნებია: ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი, კვიპროსი, რუსეთი. უეფას წევრები არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც.

უეფა დაარსდა 1954 წლის 15 ივნისს ბაზელში. 1959 წლამდე მისი შტაბი იყო პარიზში, შემდეგ კი გადატანილ იქნა ბერნში. 1995 წლიდან იგი მდებარეობს ნიონში, შვეიცარია.

ფიფა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, შემოკლებით ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association) — ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანო. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ჯანი ინფანტინო.

ფრანგული ენა

ფრანგული ენა — ფრანგების, ვალონების, ფრანკო-კანადელების, ფრანკო-შვეიცარიელების ენა. მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის რომანულ ჯგუფს. ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს აფრიკის მრავალი ქვეყანა, ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა და სხვა. ფრანგულმა ენამ სხვა ენებზე ადრე მოიპოვა საერთაშორისო ენის სტატუსი. ფრანგული ენის საფუძველზე შეიქმნა კრეოლური ენები.

შვეიცარიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

შვეიცარიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — უეფასა და ფიფას წევრი ნაკრები.

ცენტრალური ევროპა

ცენტრალური ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ცენტრალური ევროპა არ არის ისეთი დამკვიდრებული ტერმინი, როგორც დასავლეთი ან აღმოსავლეთი ევროპა. ცივი ომის დასრულებისა და ევროკავშირის გაფართოების გამო ევროპის ცენტრმაც აღმოსავლეთით გადაინაცვლა. ამჟამად მასში ქვეყნების ორი ჯგუფი მოიაზრება:

ალპური ქვეყნები - გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.

ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.შენიშვნა: ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ცისფერით.

ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.