ღმერთი

ღმერთისიყვარულის, რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათებელია ყველა რელიგიისთვის, გარდა პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა. იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა და რწმენის განსახიერება.

ეტიმოლოგია და გამოყენება

Louvre 042010 01
მეშას სტელა უძველესი არტეფაქტია, სადაც ებრაული ღმერთის, იაჰვეს სახელია მოხსენიებული (ძვ.წ. 840)

გერმანული სიტყვა ღმერთის უძველესი წერილობითი ფორმა გვხვდება მე-6 საუკუნით დათარიღებულ ქრისტიანულ Codex Argenteus-ში. ინგლისური სიტყვა (God) წარმომდგარია სიტყვის პროტო-გერმანული ფორმიდან * ǥuđan. რეკონსტრუირებული პროტო-ინდოევროპული ფორმის * ǵhu-tó-m ძირი უნდა იყოს სიტყვა * ǵhau(ə)-, რომელიც ნიშნავდა „დაძახებას“ ან „გამოძახებას“.[1] გერმანული სიტყვები, რომლებიც აღნიშნავდა ღმერთს, თავის მხრივ განურჩეველი იყო ორივე სქესისთვის, მაგრამ გერმანელი ხალხის ქრისტიანიზაციის პროცესში სიტყვები მამრობითი სქესის გახდა.[2]

Allah3
სიტყვა „ალაჰი“ არაბული ხელწერით

ალაჰი (არაბ. الله) არაბული ტერმინია, რომელსაც არ გააჩნია მრავლობითი ფორმა და გამოიყენება მუსლიმებისა და არაბულად მოლაპარაკე ქრისტიანებისა და ებრაელების მიერ „უფლის“ აღსანიშნავად მაშინ, როცა „ʾილაჰ“ (არაბ. إله) საზოგადოდ ღვთაების ან ღმერთის აღმნიშვნელია.[3][4][5] ღმერთს ასევე შესაბამისი სახელი აქვს მინიჭებული ინდუიზმის იმ მონოთეისტურ მიმდინარეობებში, სადაც აღიარებენ ღმერთის ადამიანურ ბუნებას, ბჰაგავატაში ადრეული წყაროებით მას მოიხსენიებდნენ, როგორც კრიშნა-ვასუდევას ხოლო მოგვიანებით _ როგორც ვიშნუს და ჰარის.[6]

ზოროასტრიზმში ღმერთის სახელის აღსანიშნავად აჰურა მაზდა გამოიყენება. „მაზდა“, ან სიტყვის ავესტური ფუძე Mazdā-, სახელობითში _ Mazdå, პროტო-ირანული *Mazdāh (მდედრობითი)-ის ანარეკლია. ზოგადად, იგი სულის ცნების გამოსახატადაა აღებული და, მისი სანსკრიტული შესატყვისის medhā-ს მსგავსად, ნიშნავს „ინტელექტს“ ან „სიბრძნეს“. ორივე, ავესტური და სანსკრიტული სიტყვა სათავეს იღებს პროტო-ინდოირანული *mazdhā--სგან, რომელიც, თავის მხრივ, პროტო-ინდოევროპული mn̩sdʰeh1-სგან მომდინარეობს, რაც ნიშნავს „განმტკიცებას (dʰeh1) ვინმეს გონისა (*mn̩-s)“, „ბრძენს“.[7]

ვაჰეგურუ (პენჯაბ. vāhigurū IAST) არის ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება სიქიზმში ღმერთის აღსანიშნად. პენჯაბურად ის „განმაცვიფრებელ მასწავლებელს“ ნიშნავს. Vāhi (ნასესხებია შუა სპარსულიდან) ნიშნავს „განმაცვიფრებელს“ და გურუ (სანს. guru IAST) „მასწავლებლის“ აღმნიშვნელი ტერმინია. ვაჰეგურუ ასევე აღწერილია, როგორც ენითაღუწერელი ექსტაზის განცდა. სიქები სიტყვა „ვაჰეგურუს“ ყველაზე ხშირად მისალმების დროს იყენებენ.

ბაჰა, ღმერთის „დიადი“ სახელი ბაჰაისტურ სარწმუნოებაში, არაბულად „ყოვლად დიდებულს“ ნიშნავს.

ზოგადი კონცეფციები

ღმერთის ბუნებასა და არსებობასთან დაკავშირებით მკაფიო კონსენსუსი არ არსებობს.[8]აბრაამული ღმერთის კონცეფციები მოიცავს იუდაისტური ღმერთის მონოთეისტურ განმარტებას, ქრისტიანთა ხედვას სამების შესახებ და ღმერთის ისლამურ გაგებას. დჰარმული რელიგიები განსხვავდება ღვთაებრივის ხედვის საკითხებში: ღმერთის აღქმა ინდუიზში იცვლება რეგიონების, სექტებისა და კასტების მიხედვით და ვხვდებით როგორც მონოთეისტურ, ასევე პოლითეისტურ აღქმებსაც. მრავალ პოლითეისტურ რელიგიას აქვს შემოქმედი ღმერთის კონცეფცია. ჯაინიზმი არის პოლითეისტური და არა-კრეაციონისტული რელიგია. ბუდისტური აღქმა დამოკიდებულია ადამიანის ინტერპრეტაციასა და ტრადიციებზე; ბუდიზმი შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ათეისტური, არათეისტური, პანთეისტური, პანენთეისტური ან პოლითეისტური რელიგია.

ერთარსობა

Shield-Trinity-Scutum-Fidei-English
სამება არის რწმენა, რომ ღმერთი არის მამა ღმერთის, ძე ღმერთის (იესოდ განკაცებული) და სული წმინდას ერთიანობა.

მონოთეისტური რწმენით არსებობს ერთადერთი ღმერთი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთ ნამდვილ ღმერთს სცემენ თაყვანს სხვადასხვა რელიგიებში სხვადასხვა სახელით. ხედვა, რომ ყველა თეისტი სინამდვილეში ერთსა და იმავე ღმერთს ეთაყვანება, იცის თუ არა მან ეს, ძირითადად გავრცელებულია ბაჰაიზმში, ინდუიზმსა[9] და სიქიზმში.[10]

ქრისტიანობაში სამების დოქტრინა მოიაზრებს ღმერთს, როგორც ერთ ღმერთს სამი სხვადასხვა სახით (თითოეული ამ სამიდან ღმერთია თავისთავად). წმინდა სამება მოიცავს[11] მამა ღმერთს, ძე ღმერთს (რომელიც იესო ქრისტეა) და სული წმინდას. ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანული რწმენის ეს ფუნდამენტური მისტერია ამ ლათინური ფორმულით იყო შეჯამებული: Sancta Trinitas, Unus Deus (წმინდა სამება, ერთი ღმერთი), რომელიც მოცემულია Litanias Lauretanas-ში.

ისლამის ძირითადი პრინციპია თავჰიდი (ნიშნავს „ერთარსობას“ ან „უნიკალურობას“). ყურანში ღმერთი ასეა აღწერილი: „ის არის ალაჰი, ერთი და ერთადერთი; ალაჰი, მარადიული, აბსოლუტური; იგი დაუსაბამოა; და არავინ არის მისი მსგავსი.“[12] მუსლიმები უარყოფენ სამების ქრისტიანულ დოქტრინას და იესოს ღვთაებრივობას და მას პოლითეიზმს ადარებენ. ისლამში ღმერთი ტრანსცენდენტურია და მის არც ერთ ქმნილებას არ ჰგავს; აქედან გამომდინარე, მუსლიმები არ არიან ხატთაყვანისმცემლები და არ გამოსახავენ ღმერთს.[13]

ჰენოთეიზმი არის ერთი ღმერთის რწმენა და მისი თაყვანისცემა, თუმცა ამავდროულად იგი არ გამორიცხავს სხვა ღვთაებათა სავარაუდო არსებობას.[14]

სქოლიო

  1. უფრო გვიანდელი ეტიმოლოგია სადავოა. „ghuba“-ს პროტოტიპად მოიაზრება „*ghodho-m“ ან „*ghodto-m“. რასაც მივყავართ ძირამდე „gheu-“. არსებობს ორი არიული სიტყვა, რომელთაც მსგავსი ფორმა აქვს; ერთ-ერთი ნიშნავს „გამოძახებას“ მეორე _ „დასხმას, შეწირვას“. OED Compact Edition, G, p. 267
  2. Barnhart, Robert K (1995). The Barnhart Concise Dictionary of Etymology: the Origins of American English Words, page 323. HarperCollins. ISBN 0-06-270084-7
  3. God. Islam: Empire of Faith. PBS. წაკითხვის თარიღი: 2010-12-18.
  4. "Islam and Christianity", Encyclopedia of Christianity (2001): არაბულად მოსაუბრე ქრისტიანები და ებრაელები ღმერთს ასევე მიმართავენ, როგორც ალაჰ.
  5. L. Gardet. „Allah“. Encyclopaedia of Islam Online.
  6. Hastings 2003
  7. Boyce 1983, გვ. 685.
  8. Froese, Paul; Christopher Bader (Fall–Winter 2004). "Does God Matter? A Social-Science Critique". Harvard Divinity Bulletin. 4 32.
  9. იხილეთ Swami Bhaskarananda, Essentials of Hinduism (Viveka Press 2002) ISBN 1-884852-04-1
  10. Sri Guru Granth Sahib. Sri Granth. წაკითხვის თარიღი: 2011-06-30.
  11. What Is the Trinity?. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-02-19.
  12. D. Gimaret. „Allah, Tawhid“. Encyclopædia Britannica Online.
  13. Robyn Lebron (2012). Searching for Spiritual Unity...Can There Be Common Ground?, გვ. 117. ISBN 1-4627-1262-2.
  14. Müller, Max. (1878) Lectures on the Origin and Growth of Religion: As Illustrated by the Religions of India. London:Longmans, Green and Co.
აპოლონი

აპოლონი (ძვ. ბერძნ. Απόλλων) — სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძ. Φοίβος).

ბაღდადი

ბაღდადი — ერაყის დედაქალაქი (1921-იდან) 5.672.516 მცხოვრებით (2005 წლის 1 იანვრის მონაცემებით). გაშენებულია მდინარე ტიგროსის ნაპირებზე, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ცენტრალური და სამხრეთი აზიის ქვეყნების დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე.

ბაღდადი დააარსა ხალიფა ალ-მანსურმა 762 წელს და აქცია აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად. ეწოდებოდა „მადინათ ას-სალამი“ (მშვიდობის ქალაქი). სახელწოდება „ბაღდადი“ ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, წარმოდგება ორი ძველი სპარსული სიტყვისაგან „ბაგა“ — ღმერთი და „დად“ — ნაბოძები, ე. ი. „ღვთის ნაბოძები“. ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. XIX—XVIII საუკუნეებში არსებობდა ბაღდადის დასახლება.

ბერძნული მითოლოგია

ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.

ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.

ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ,რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ.ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე,თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ.ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა.2 000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

ეგვიპტის ახალი სამეფო

ახალი ეგვიპტური სამეფო — ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ–ერთი ეტაპი, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. 1570-1080 წლებში. იგი მოიცავს ეგვიპტის XVIII, XIX და XX დინასტიებს.

ეგვიპტის ისტორიაში ახალი ერის ფუძემდებლად აღიარებულია ფარაონი იაჰმეს I (ძვ. წ. 1570–1576 წწ.), მენესისა და მენტუჰოტეპ I-ის მსგავსად. მან ჰიქსოსები ქვეყნიდან განდევნა, მისდია შარუჰენამდე (სამხრეთ პალესტინა), რომელიც მათ მთავარ ბაზას წარმოადგენდა. ამის შემდეგ მან წესრიგი დაამყარა ქვემო ნუბიაში, რომელიც ეგვიპტის კონტროლიდან გამოვიდა, ხოლო შემდეგ თანდათან სამხრეთით წაიწია. ნუბიის მმართველად ფარაონმა დანიშნა თავისი უფროსი ვაჟი, ისიც იაჰმესი და მას უბოძა ტიტული „ფარაონის ვაჟი, სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი“. ამით მან დააარსა ახალი რგოლი ფარაონის ადმინისტრაციულ აპარატში, რომელმაც იარსება ახალი სამეფოს მთელი პერიოდის მანძილზე.

დაახლ. ძვ. წ. 1350 წელს ახალი სამეფოს სტაბილურობას საფუძველი შეურყია ამენჰოტეპ IV-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მის მიერ გატარებულმა რადიკალური და ქაოტური რეფორმების სერიამ. საკუთარი სახელის ახენატენით შეცვლით მან მანამდე ნაკლებად ცნობილი მზის ღმერთი ატონი უზენაეს ღვთაებად შერაცხა, აკრძალა დანარჩენი ღვთაებების მსახურება და ქურუმებზე გაილაშქრა. დედაქალაქის ახალ ქალაქ ახეტატონში (თანამედროვე ამარნა) გადატანით მან საგარეო საქმეები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და საკუთარი თავი ახალ რელიგიას და არტისტულ სტილს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ატენის კულტი სწრაფად დაივიწყეს, ხოლო მისმა შემდგომმა ფარაონებმა ტუტანხამონმა, ეიემ და ჰორემჰებმა სრულიად წაშალეს მისი მკრეხელობის ხსენება, რომელიც ამჟამად ამარნას პერიოდით არის ცნობილი.

დაახლ. ძვ. წ. 1279 წელს, რამზეს II, აგრეთვე ცნობილი როგორც რამზეს დიდი, ადის ტახტზე და უფრო მეტი ტაძრების და ობელისკების მშენებლობას იწყებს. ფარაონების ისტორიაში მას ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა. გამჭრიახი სამხედრო მმართველი რამზეს II მის არმიას უძღოდა ხეთების წინააღმდეგ ბრძოლაში კადეშთან და საბოლოოდ დათანხმდა ისტორიაში პირველ საზავო ხელშეკრულებაზე ძვ. წ. 1258 წელს.

თუმცა ეგვიპტის სიმდიდრე მაცდური სამიზნე გახდა უცხოელი დამპყრობლებისთვის, განსაკუთრებით ძველი ლიბიელებისა და ზღვის ხალხისთვის. თავდაპირველად ეგვიპტელთა სამხედრო ძალები წარმატებით უმკლავდებოდნენ შემოსევებს, თუმცა საბოლოოდ ეგვიპტემ სირიასა და პალესტინაზე გავლენა დაკარგა. გარე საფრთხის გავლენას განსაკუთრებით ამძაფრებდა საშინაო პრობლემები — კორუფცია, აკლდამების ძარცვა და სამოქალაქო არეულობა. ამუნის ტაძრის უმაღლესი ქურუმები თებეში ვრცელ მამულებსა და უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობდნენ და მათმა მზარდმა ძალაუფლებამ ქვეყანა მესამე გარდამავალ პერიოდში შეიყვანა.

ვედები

ვედები (სანსკრ. वेद „ცოდნა“) — უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.

სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (ანუ ჰიმნების ვედა), იაჯურვედა (ეს არის მსხვერპლის შეწირვასთან დაკავშირებული ვედა), სამავედა, ათარვავედა (მოგვთა ვედას) მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა (ე. ი. ვედების კომენტარები), სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებს, ავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.

ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრა, გვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტს: ბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.

ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, „ინდუიზმის ბიბლია“. ქრისტიანობა თავიდანვე მტრულად შეხვდა, სხვა ინდურ რელიგიებთან ერთად, წარმართულ მწვალებლობად გამოაცხადა., „უაზრო სიგიჟე“ და „ღვთის გარეგანი“ უწოდა. ვედიზმი — ხალხური რელიგია (მთავარი ღმერთი — ინდრა). სამსხვერპლო კულტი, მითური სიმბოლიკა, მისნობა — მთავარი მოტივებია.

თუტმოს III

თუტმოს III მენჰეფერა (ან მინჰეფერა) - XVIII (1490, ფაქტობრივად 1468—1436 ჩ.წ.-მდე; სხვა მონაცემთა თანახმად, 1479—1425 წლები ჩ.წ.-მდე, 1503—1447 წლები ჩ.წ.-მდე. ან 1525—1471 წლები ჩ.წ.-მდე.). ძველეგვიპტური დინასტიის ფარაონი. თანამედროვე ეგვიპტოლოგები თვლიან მას მსოფლიო ისტორიაში პირველ დამპყრობლად და სამხედრო გენიოსად. სახელი თუთმოსი (Thutmosis ან Thutmoses) არის ეგვიპტური სახელი ჯეჰითიმესუ-ს (ღმერთი თოტი დაბადებული) ძველბერძნული ვარიანტი. სამეფო სახელად თუთმოს III-ემ აირჩია სახელი მენჰეფერა, ან მენჰაფერა.

იესო ქრისტე

იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი (ბერძ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] < იჰვჰ — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — გ. 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამის და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 100 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.

ინტი

ინტი — მზის ღმერთი ინკების მითოლოგიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება მთელს ინკების იმპერიაში. იგი ითვლებოდა სინათლის წყაროდ და ხალხის დამცველად. მთავარ ღვთაებად ის იმპერატორმა პაჩაკუტიმ გამოაცხადა და ინტიმ ჩაანაცვლა ანალოგიური ღმერთი ვირაკოჩა.

იუდაიზმი

იუდაიზმი (ებრ. ɳיהדות – იაჰადუთ) — ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმურ რელიგიათა საფუძვლებისა.

უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როდესაც მათ შორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.

რომაული მითოლოგია

რომაელთა რელიგიური შეხედულებები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე საგრძნობლად იცვლებოდა. თავდაპირველად ლათინურ ღმერთების პანთეონზე და რელიგიურ რიტუალებზე ძლიერი ზეგავლენა იქონია ეტრუსკულმა რელიგიამ, ხოლო შემდეგ მოხდა ბერძნული გავლენის შემოჭრა. ბერძნული რელიგიის გარდა რომაელთა რელიგიაზე გავლენა ეგვიპტურმა რელიგიამაც იქონია.

სამება

სამება – ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთი თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“ (სამპიროვანი, სამბუნებოვანია); მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ლოგოსი — „სიტყვა“ ) და სულიწმინდა; სამების წევრნი თანასწორნი და თანაარსებულნი არიან. ტერმინი „სამება“ ახალ აღთქმაში არ გვხვდება. იგი ჩნდება II საუკუნის მიწურულში (თეოფილე, ტერტულიანე), მოძღვრება სამების შესახებ განვითარდა III საუკუნეში (ორიგენე). კონცეფციამ ღვთაების „სამგვამოვნების“ შესახებ ქრისტიანულ ეკლესიაში მწვავე დისკუსია გამოიწვია (ე. წ. ტრინიტარული პაექრობანი). სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო (325) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო (381) კრებებზე.

სულიწმინდა

სულიწმიდა — მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთი, როგორიც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. საღმრთო წერილი ამოწმებს სულიწმიდის ღვთაებრიობას, როდესაც მიაწერს მას ღვთიურ თვისებებს — ყოვლისმეცნიერებას, ყოვლისშემძლეობას, ყველგანმყოფობას, ღვთიურ სახელს, ღვთიურ მოქმედებას.

პიროვნული თვისება სულიწმიდისა არის წინა საუკუნეთა მამისაგან გამომავლობა. ეს პიროვნული თვისება სულიწმიდისა ცხადად გამოხატა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით:„რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ• 15, 26)

ტლალოკი

ტლალოკი — უმნიშვნელოვანესი ღვთაება აცტეკების მითოლოგიაში. წვიმის, ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთი. იგი საკმაოდ მოწყალე ღმერთად ითვლებოდა. მან მისცა ადამიანებს სიცოცხლე და სხვა საარსებო საშუალებანი. მაგრამ ტლალოკი ხალხში შიშსაც იწვევდა, რადგან მას შეეძლო გამოეგზავნა სეტყვა, ჭექა-ქუხილი, წყალდიდობა. ეს ღმერთი ადამიანთა კეთილდღეობისათვის ბავშვების მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა. აცტეკურ იკონოგრაფიაში, როგორც წესი, ტლალოკს დაჭყეტილი თვალებითა და ეშვებით გამოსახავენ.

ფარაონი

ფარაონი — ძველი ეგვიპტელი მეფეების ტიტული. ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. თვით ტერმინი „ფარაონი“ ორი სიტყვის შერწყმაა: „პერ-აა“, რაც „დიდ სახლს“ ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.

გადმოცემის თანახმად, პირველი ფარაონი თვით ღმერთი „რა“ იყო. შემდეგ მოდიოდნენ სხვა ღმერთები. მოგვიანებით ტახტზე ოსირისისა და ისიდის ვაჟი „ხორი“ ასულა. ხორი ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფარაონის პირველსახე და პორტრეტია. თითოეული ფარაონი რას და ხორის შთამომავლად ითვლებოდა და მისი ე.წ ტიტულატურა ხუთი სახელისგან შედგებოდა: ხორის, ოქროს ხორის, ორი ქალღმერთის (ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე+სახელი) და რას ვაჟის სახელებისგან. ფარაონი სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებოდა. „პერ-აა“-ს თავიდან ფარაონის სახლს ეძახდნენ, დაახლოებით შუა სამეფოს დასასრულიდან კი თავად ფარაონსაც ასე მოიხსენიებდნენ.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და რას ჰიეროგამიური კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალი ცოლი ჰყავდა, მაგრად მთავარი ერთი იყო და ქვეყნის დედოფლის ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი შეიძლება გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი. ეგვიპტეს ფარაონი ქალებიც მართავდნენ (ნიტოკრისი — VI დინასტია; ნეფრუსებეკი — XII დინასტია, ძვ. წ. 1789-1785; ჰატშეფსუტი — XVIII დინასტია, ძვ. წ. 1490-1468). ყველა ეგვიპტურ ტაძარში ქებას უძღვნიდნენ ფარაონს, როგორც ღმერთს. თვით ფარაონიც ღმერთს უგალობდა. იგი ღმერთკაცად ითვლებოდა და სჯეროდათ, რომ ფარაონსა და ღმერთს შორის ურღვევი კავშირი არსებობდა.

ღმერთი (ქართული მითოლოგია)

ღმერთი — ქართულ მითოლოგიაში ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის (მორიგე-ღმერთი), აგრეთვე ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელი. ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის - მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები - ხვთისშვილები. ღმერთი მეცხრე (მეშვიდე) ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთისშვილების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის “ნაწილებში”, რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს თავისი ერთგული ძაღლები (ან მგლები), რომლებსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ბიბლიურ მამა-ღმერთთან გაიგივდა.

ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფო

ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფო — ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი პერიოდი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 3100 წელს იწყება, რასაც ქვემო და ზემო ეგვიპტის გაერთიანება მოსდევს. პერიოდი მოიცავს პირველი და მეორე დინასტიების მმართველობას, იგი წინადინასტიური პერიოდის შემდეგ იწყება და მთავრდება ძვ. წ. 2686 წელს, რა დროსაც ეგვიპტეში ახალი პერიოდი ძველი სამეფო იწყება. პირველი დინასტიის დროს ეგვიპტის გაერთიანებასთან ერთად დედაქალაქად აბიდოსის მაგივრად მემფისი ცხადდება, სამეფოს სათავეში კი მეფე-ღმერთი (ფარაონი) დგება. მემფისის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ ყოფილი დედაქალაქი აბიდოსი სამხრეთის ძირითად წმინდა მიწად დარჩა. ადრეული სამეფოს პერიოდში ჩამოყალიბებული სახე მიიღო ეგვიპტური ცივილიზაციის ნაწილებმა, როგორებიცაა ხელოვნება, არქიტექტურა და რელიგია.

ხაბა

ხაბა — ძველი ეგვიპტის ფარაონი მესამე დინასტიიდან. იგი არ არის მოხსენიებული არცერთ მეფეთა სიაში.

არსებობს ხაბას მმართველობის 11 ძეგლი, რომელზეც შენარჩუნებულია მისი ჰორის სახელი.

1. ხელნაწერები ნაპოვნია ჯ. კუიბელის მიერ ძველი ქალაქის იერაკონპოლის რაიონში, რომელზეც დაწერილია სახელი ჰორ-ხაბა

2. წარწერა რომელიც დამზადებულია ალიბასტრისგან იპოვა ლ. ბორხადტმა, ფარაონ სახურას სამარხში, სადაც ეწერა სახელი ჰორ-ხაბა

3. წარწერა ნანახია კუნძულ ელეფანტინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში ვ. კაიზერის მიერ 1987 წელს.

4-8. კათხა, რომელიც არის მარმარილოს, პორფირის და კირქვის ნაპოვნია საფლავში რომელიც ახლა ინახება ბოსტონის სამხატვრო მუზეუმში და შეიცავს წარწერას ჰორ-ხაბა.

9. დიორიტის კათხა სახელად ჰორ-ხაბა მდებარეობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ის შეიძინეს 1922 წლის 26 ივლისს სოტბის აუქციონზე მაკ გრეგორის კოლექციიდან. წარმოშობა უცნობია.

10. დიორიტის კათხა იმყოფება კერძო კოლექციაში რომელზეც ამოჭრილილი და დაჩხვლეტილი წარწერაა გაკეთებული ჰორ-ხაბა. იგი ჩამოტანილია დახშურიდან.

11. წერითი მტკიცებულება რომელიც ინახება ლონდონში საუნივერსიტეტო კოლეჯში წარდგენილია ისტორიკოსი ფ. პუტრის მიერ და იქაც აღმოჩენილია წარწერა „ჰორ-ხაბა, ოქროს ღმერთი, რასაც იტყვის ყველაფერი კეთდება“.

ისტორია
სიები
განშტოებები
ფილოსოფიები
სკოლები
ცნებები და ტერმინები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.