ღაზა

ღაზა (არაბ. غزة) — პალესტინისა და ღაზის სექტორის უდიდესი ქალაქი, ღაზის მუჰაფაზას ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა ნახევარ მილიონზე მეტი, ძირითადად პალესტინელები. არაოფიციალურად კონტროლდება რადიკალური ისლამური ორგანიზაცია ჰამასის მიერ.

დასახლება შეიქმნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 15 საუკუნეში,[1] ისტორიის განმავლობაში კი მრავალი ხალხის და იმპერიის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ის იყო ძველი ფილისტინელების პენტაპოლისის ერთ-ერთი ქალაქი.

დამეგობრებული ქალაქები

ქალაქი
ღაზა
غزة
Gaza City
ქვეყანა პალესტინის დროშა პალესტინა
ტერიტორია (პალესტინა)|პალესტინის ტერიტორიები|ტერიტორია ღაზას სექტორი
მუჰაფაზა ღაზა
კოორდინატები 31°31′00″ ჩ. გ. 34°27′00″ ა. გ. / 31.51667° ჩ. გ. 34.45000° ა. გ.
დაარსდა ძვ. წ. 15-ე საუკუნე
ფართობი 45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30 მეტრი
მოსახლეობა 515 556 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი gaza-city.org
ღაზა — პალესტინა
ღაზა

სქოლიო

  1. „Gaza (Gaza Strip)“. International Dictionary of Historic Places. 4. Fitzroy Dearborn Publishers. 1996. pp. 87–290.
  2. Tel Aviv decides to retain contract with Gaza City as 'twin city'
  3. La Communauté Urbaine de Dunkerque a signé des accords de coopération avec:. Hôtel de ville de Dunkerque – Place Charles Valentin – 59140 Dunkerque. დაარქივებულია ორიგინალიდან - November 9, 2007. წაკითხვის თარიღი: 2008-01-28.
  4. Pessotto, Lorenzo. International Affairs - Twinnings and Agreements. International Affairs Service in cooperation with Servizio Telematico Pubblico. City of Torino. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-06-18. წაკითხვის თარიღი: 2013-08-06.
  5. خبرگزاری جمهوری اسلامی. .irna.ir. წაკითხვის თარიღი: 2013-03-26.
  6. Vennskapsbyer. Tromsø kommune, Postmottak, Rådhuset, 9299 Tromsø. წაკითხვის თარიღი: 2008-01-28.
  7. Cidades Geminadas. Câmara Municipal de Cascais. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-11-11. წაკითხვის თარიღი: 2008-01-28.
  8. Barcelona internacional – Ciutats agermanades Spanish. © 2006-2009 Ajuntament de Barcelona. წაკითხვის თარიღი: 2009-07-13.
  9. Cáceres prepara su hermanamiento con la palestina Gaza Spanish. © 2010 El Periódico de Extremadura. წაკითხვის თარიღი: 2010-09-01.
7 ნოემბერი

7 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 311-ე დღე (ნაკიან წლებში – 312-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 54 დღე.

Patrologia Graeca

Patrologia Graeca („პატროლოგია გრეკა“, ბერძნული პატროლოგია) — ბერძნულ კოინეზე ან ბიზანტიურ ბერძნულ ენაზე დაწერილ ეკლესიის მამათა და სხვადასხვა საერო ავტორთა შრომების კრებული. შედგება 161 ტომისგან, რომლებიც 1857–1866 წლებში მინის ტიპოგრაფიაში დაიბეჭდა. მოიცავს აღმოსავლეთის საეკლესიო მამებს და იმ დასავლელ ავტორებს, რომლებიც ქრისტიანულ დასავლეთში ლათინური ენის გაბატონებამდე (IV ს.) წერდნენ.

სინამდვილეში 161 ტომი 166 ტომს წარმოადგენს, რადგან მე-16 და 87-ე ტომები გაყოფილია სამ-სამ ნაწილად, ხოლო 86-ე ორ ნაწილად.

პირველ გამოცემაში მოცემულია მხოლოდ ორიგინალური შრომების ლათინური თარგმანი (81 ტომი, 1856—1861). მეორე გამოცემა შეიცავს ორიგინალურ ბერძნულ ტექსტებს და მათ ლათინურ თარგმანს (166 ტომი, 1857—1866).

მიუხედავად იმისა, რომ გამოცემას აქვს გარკვეული ნაკლოვანებები, Patrologia Graeca–ს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. აკადემიური ციტირებისას გამოიყენება აბრევიატურა PG.

აზია

აზია (ჩინ. 亚洲; ჰინ. एशिया; არაბ. آسيا; იაპონ. アジア; სომხ. Ասիա; ბერძ. Ασία; რუს. Азия; ინგლ. Asia) — ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, როგორც ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის, ისე მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. ძირითადად, მდებარეობს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. აზია იკავებს დედამიწის მთლიანი ფართობის 8,7 %-სა და ხმელეთის 30 %-ს. აზიაში ცხოვრობს 4,3 მილიარდი ადამიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 60 %-ს შეადგენს. იგი წარმოადგენს პირველი თანამედროვე ცივილიზაციების სამშობლოს და ისტორიულად, აქ ყოველთვის ცხოვრობდა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. აზია გამოირჩევა არა მხოლოდ უზარმაზარი ზომითა და მოსახლეობით, არამედ უჩვეულო სიმჭიდროვითა და გიგანტური დასახლებებით, ისევე, როგორც დიდი ზომის მეჩხერად დასახლებული რეგიონებით. აზიის საზღვრები, ტრადიციულად, განისაზღვრება ევრაზიის საზღვრებით, რამდენადაც არ არსებობს ევროპისა და აზიის რაიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამყოფი. უმეტესწილად, მიღებულია საზღვრების განთავსება სუეცის არხის, მდინარე ურალისა და ურალის მთების აღმოსავლეთით და კავკასიონის მთებისა და შავი და კასპიის ზღვების სამხრეთით. აღმოსავლეთით საზღვრავს წყნარი ოკეანე, სამხრეთით — ინდოეთის ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთით — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე.

ჩინეთი და ინდოეთი მონაცვლეობით იკავებდნენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს ახ. წ. 1 წლიდან 1800 წლამდე. ჩინეთი უმთავრესი ეკონომიკური ძალა იყო და ბევრს იზიდავდა აღმოსავლეთისაკენ. ბევრისათვის ანტიკური ინდური კულტურის სიმდიდრე და კეთილდღეობა აზიას განასახიერებდა, რაც იზიდავდა ევროპულ ვაჭრობას, კვლევებსა და კოლონიალიზმს. კოლუმბის მიერ ინდოეთის ძიებისას, შემთხვევით, ამერიკის აღმოჩენა ამ ღრმა მიმზიდველობის გამოხატულებაა. აბრეშუმის გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის უმთავრესი სავაჭრო მარშრუტი გახდა აზიის სიღრმეში, ხოლო მალაკის სრუტე უმთავრეს საზღვაო მარშრუტს წარმოადგენდა. XX საუკუნის აზიისათვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური დინამიზმი (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ აზიაში) და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ამ უკანასკნელის საერთო მაჩვენებელი მას შემდეგ მსოფლიოს საშუალო დონეებამდე დაეცა. აზია მსოფლიოს ისეთი უმთავრესი რელიგიების სამშობლოა, როგორებიცაა ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ჯაინიზმი, სიქიზმი და ზოროასტრიზმი. აქ ჩაისახა მრავალი სხვა რელიგიაც.

აზიის ზომისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სახელ აზიას, რომელიც კლასიკური ანტიკური ხანით თარიღდება, შესაძლოა, უფრო მეტი საერთო ჰქონდეს საზოგადოებრივ გეოგრაფიასთან, ვიდრე ფიზიკურთან. იგი, ასევე, ძალიან ჭრელია ეთნიკური, კულტურული, გარემოს, ეკონომიკური, ისტორიული კავშირებისა და მმართველობის სისტემების ფაქტორების მიხედვით. მრავალფეროვანია აზიის კლიმატიც: ეკვატორული სამხრეთი და ფართო სუბარქტიკული და პოლარული ტერიტორიები ციმბირში.

ასკალონის ალყა

ასკალონის ალყა — შვიდთვიანი ალყა, რომელიც შემორტყმული იყო ფატიმიანთა ასკალონის ციხესიმაგრეს. საბოლოოდ დასრულდა ჯვაროსანთა გამარჯვებით და ეს ტერიტორია იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

ბარონების ჯვაროსნული ლაშქრობა

ბარონების ჯვაროსნული ლაშქრობა, ასევე ცნობილია, როგორც 1239 წლის ჯვაროსნული ლაშქრობა — სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. მიმდინარეობდა 1239-1241 წლებში, ქრისტიანულ და მუსლიმ ქვეყნებს შორის. ტერიტორიული თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე წარმატებული ჯვაროსნული ლაშქრობა პირველის შემდეგ. რომის პაპმა გრიგოლ IX-მ 1234-1241 წლებში მოუწოდა ქრისტიანებს, რათა „შეესრულებინა უდიდესი ქრისტიანული საქმე“. ეს ლაშქრობა შედგებოდა ორი ცალკეული არმიისგან: ერთი კონსტანტინოპოლში, ხოლო მეორე წმინდა მიწაზე. პაპმა მოუწოდა საფრანგეთს, ინგლისსა და უნგრეთს წარმატების სხვადასხვა ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნებს არ მოუპოვებიათ მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება, მათ ფრიდრიხ II-ზე (იხ. მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა) დიდი ტერიტორიები დაათმობინეს მუსლიმებს. ჯვაროსნებმა გამოიყენეს შიდა დინასტიური დაპირისპირება აიუბიდების დინასტიაში. რამდენიმე წელში ბარონებმა იერუსალიმის სამეფო 1187 წლის შემდეგ უდიდეს საზღვრებში აღადგინეს.

ბარსელონა

ბარსელონა (კატ. Barcelona [bəɾsəˈɫonə], ესპ. Barcelona [baɾθeˈlona]) — კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში, მადრიდის შემდეგ. მის ადმინისტრაციულ საზღვრებში 1 621 537 ადამიანი ცხოვრობს, ფართობი კი 101,4 კმ²-ია. ბარსელონის ურბანული არეალი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცდება და 803 კმ² ფართობზე ვრცელდება, სადაც მოსახლეობა 4 200 000 - 4 500 000 ადამიანს აღწევს, რის შედეგადაც იგი მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ურბანული არეალია ევროკავშირში, პარიზის, ლონდონის, რურის რეგიონის, მადრიდისა და მილანის შემდეგ. ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში დაახლოებით 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ამავე დროს, ის ევროპის უდიდესი მეტროპოლისია ხმელთაშუა ზღვაზე. იგი მთავარი კომპონენტია დიდი ბარსელონის ადმინისტრაციულ არეალში, რომლის მოსახლეობაც 636 კმ²-ზე 3 218 071 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გაშენებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარეების — ლიობრეგატისა და ბესოსის შესართავებს შორის, დასავლეთით შემოსაზღვრულია სერა-დე-კოლსეროლის ქედით (512 მ).

ბარსელონა რომაელებმა დააარსეს, მაგრამ შემდეგში ბარსელონის საგრაფოს დედაქალაქი გახდა. არაგონის სამეფოსთან შერწყმის შემდეგ, ბარსელონა არაგონების სამეფო ტახტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ყოფილა მტრის ალყის მოწმე თავის გარშემო, ბარსელონას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და დღეისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი და ტურისტული დანიშნულების ადგილია. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ანტონიო გაუდისა და ლუის დომენიკ ი მონტანერის არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ბარსელონაში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის კავშირის შტაბ-ბინა. ქალაქმა უმასპინძლა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ისევე როგორც მსოფლიო კლასის კონფერენციებსა და გამოფენებს, მათ შორის, 1888 წლის ბარსელონის მსოფლიო გამოფენას (Exposición Universal de Barcelona), 1929 წლის ბარსელონის საერთაშორისო გამოფენას (Expo 1929), 2004 წლის კულტურების საყოველთაო ფორუმს და 2004 წლის მსოფლიოს ურბანულ ფორუმს.

დღეისათვის, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული, ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია. მისი გავლენა ეკონომიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გლობალური ქალაქის სტატუსს ანიჭებს. მართლაც, იგი სამხრეთ-დასავლეთ ევროპის (იბერიის ნახევარკუნძული) მთავარი კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, 26-ე მსოფლიოში (მოსკოვის შემდეგ და დუბაის წინ) და მზარდი ფინანსური ცენტრია. 2009 წელს, ის ევროპაში მეოთხე საუკეთესო ქალაქად დასახელდა ბიზნესისთვის. ბარსელონაში მდებარეობს ევროპის მთავარი ნავსადგური ხმელთაშუა ზღვაზე, ისევე როგორც ბარსელონის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელიწადში 34 მლნ ადამიანს იღებს. ქალაქი ასევე ფლობს ფართო ავტოსტრადების ქსელს და წარმოადგენს ჩქაროსნული რკინიგზის კვანძს, რომელიც ესპანეთს საფრანგეთთან და დანარჩენ ევროპასთან აკავშირებს.

ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი სტუმრით, ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში და მეოთხე ევროპაში, პარიზის, ლონდონისა და რომის შემდეგ. ჟურნალ „მონოკლის“ თანახმად, იგი მსოფლიოში მე-14 საუკეთესო საცხოვრებლად ვარგისი ქალაქია. €177 მილიარდის ღირებულების პროდუქციის წარმოებით, ბარსელონა მეოთხე უმდიდრესი ქალაქია ევროპაში მშპ-ის მიხედვით და 35-ე მსოფლიოში. შედეგად, ევროსტატის თანახმად, მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე €39 859-ს შეადგენს, რაც 44%-ით მაღალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, შემოსავალი ერთ სულზე კი €80 894.. მსგავსი მონაცემებია სხვა სტატისტიკაშიც — ბარსელონა 29-ე ადგილზეა პერსონალური შემოსავლების მქონე ქალაქთა სიაში, რომელსაც ციურიხი პირველობს. 2009 წელსვე, ბარსელონა დაასახელეს ევროპის მესამე ყველაზე წარმატებულ ქალაქ-ბრენდად. რას შეეხება მოდას, ბარსელონა მოდის მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი დედაქალაქია მსოფლიოში. ამავე დროს, მას მიენიჭა ევროპის მეოთხე საუკეთესო ბიზნეს-ქალაქისა და ყველაზე სწრაფად გაუმჯობესებადი ევროპული ქალაქის სტატუსი წლიური 17%-იანი ზრდით. მსოფლიო კომერციულ ცენტრებს შორის, ბარსელონა მეორე ადგილს იკავებს ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.

დიუნკერკი

დიუნკერკი (ფრანგ. Dunkerque, ნიდერლ. Duinkerke) — ქალაქი საფრანგეთში. მდებარეობს ქალაქ კალედან აღმოსავლეთით. ქალაქი და მისი შემოგარენი მდებარეობს ყოფილი ფლანდრიის საგრაფოს ტერიტორიაზე.

ეგვიპტე-ოსმალეთის ომი (1831-1833)

ეგვიპტე-ოსმალეთის ომი ან ეგვიპტე-ოსმალეთის პირველი ომი — ომი ოსმალეთის იმპერიასა და ოსმალურ ეგვიპტეს შორის.

თავრიზი

თავრიზი (სპარს. تبریز - Tabriz, აზერბ. تبریز) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ირანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი.

გულისტანის შეთანხმების თანახმად ისტორიული აზერბაიჯანი (სპარს. Âzarâbâdagân ადარბადაგანი) სრულიად გადავიდა სპარსეთის მხარეს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ტერიტორია, რომელიც წარსულში კავკასიის ალბანეთისა და შირვანის გაერთიანების ნაწილი იყო, რუსეთის იმპერიის საკუთრება გახდა.

1918 წელს მუსავათებმა პირველად გამოიყენეს ტერმინი „აზერბაიჯანი“ კავკასიის თურქი ტომების (იხ. აზერბაიჯანელები) ახლადშექმნილი რესპუბლიკის აღსანიშნავად, რომლის შემდეგაც ხმარებაში შემოვიდა ტერმინები „ჩრდილოეთი აზერბაიჯანი“ და „სამხრეთი აზერბაიჯანი“.

თელ-ავივი

თელ-ავივ-იაფა (ებრ.: תֵּל־אָבִיב-יָפוֹ თელ-ავივ-იაფო, არაბ.: تل أبيب‎, Tal ʾAbīb, შემოკლებით თელ-ავივი) — ისრაელის საქმიანი ცენტრი, სიდიდით მეორე ქალაქი იერუსალიმის შემდეგ. ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თელ-ავივი, მრავალრიცხოვან ქალაქ-თანამგზავრთან ერთად (როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით) ქმნის ერთიან აგლომერაციას, რომელსაც ერთობლიობაში გუშ-დანი ეწოდება. სიტყვა „თელ-ავივი“ ივრითზე „გაზაფხულის ბორცვს“ ნიშნავს.

თელ-ავივი დაარსდა 1909 წელს, როგორც საპორტო ქალაქ იაფოს ჩრდილოეთი უბანი, სადაც ებრაელი რეპატრიანტები სახლდებოდნენ. შემდეგ ეს ებრაული უბანი დამოუკიდებელ ქალაქად იქცა, ხოლო 1950-იან წლებში შთანთქა იაფო და ისინი ერთ მუნიციპალიტეტად, თელ-ავივ-იაფოდ, გადაკეთდა, რომელსაც ამჟამად რონ ხულდაი მართავს. თელ-ავივის თეთრ ქალაქში მსოფლიოში მოდერნისტული არქიტექტურის უდიდესი კონცენტრაციაა, რის გამოც იუნესკომ ეს უბანი 2003 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.თელ-ავივი ისრაელის ეკონომიკური ცენტრი და მისი უმდიდრესი ქალაქია. აქ მდებარეობს თელ-ავივის საფონდო ბირჟა და მრავალი კორპორატიული შტაბ-ბინა და კვლევითი ცენტრი. ლამაზი სანაპიროს, ბარების, კაფეების და ძვირფასი მაღაზიების სიუხვისა და კოსმოპოლიტური ცხოვრების სტილის წყალობით, ქალაქი პოპულარული ტურისტული ადგილია. 2005 წლის მონაცემებით, თელ-ავივი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ქალაქია ეკონომიკით, ხოლო 52-ე მსოფლიოს ქალაქთა შორის მშპ-ის მონაცემებით.

თეოდორე ღაზა

თეოდორე ღაზა, ან თეოდორე ღაზისი (ბერძ. Θεώδορος Γαζής, Theodoros Gazis; იტალ. Teodoro Gaza; ლათ. Theodorus Gazes, Theodori Gazae; ასევე იწოდებოდა ეპითეტით Thessalonicensis (ლათ.) და Θεσαλλονικεύς, Thessalonikeus (ბერძ.) (დ. დაახ. 1400 – გ. 1475) — ბერძენი ჰუმანისტი და არისტოტელეს მთარგმნელი.

ილარიონ დიდი

ღირსი ილარიონ დიდი (ბერძ. άγιος Ιλαρίων ο αναχωρητής; დ. 291 წ. ღაზა, პალესტინა) – პალესტინელი წმინდანი. ხსენების დღე ძვ. სტილით 21 ოქტომბერი, ახ. სტილით 3 ნოემბერი.

მაკედონელები (ბერძნები)

მაკედონელები (ბერძ. Μακεδόνες, Makedónes) — რეგიონალური და ისტორიული ბერძნული ეთნიკური ჯგუფი, ცხოვრობენ საბერძნეთის მაკედონიაში. დღეისთვის უმეტესობა ცხოვრობს რეგიონის ცენტრის სალონიკის გარშემო.

მერვი

მერვი (სპარს. مرو; თურქმ. Merw) — ცნობილი უძველესი ქალაქი შუა აზიაში, მდინარე მურღაბის ნაპირზე თურქმენეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. თანამედროვე ქალაქ მარიდან აღმოსავლეთით 30 კილომეტრზე. სპარსეთის სატრაპია მარღიანას და სელჩუკების სამეფოს დედაქალაქი.

1999 წელს ქალაქის ნანგრევები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ნაპოლეონ ბონაპარტი

ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ. 15 აგვისტო, 1769, აიაჩო, კორსიკა — გ. 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.

დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.

1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა (იხილეთ ვატერლოოს ბრძოლა) და გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.

პალესტინელები

პალესტინელები (არაბ. الفلسطينيون, al-Filasṭīniyyūn; ებრ. פָלַסְטִינִים) — არაბი ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად პალესტინაში, ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის განმარტების მიხედვით "პალესტინელები

წარმოადგენენ არაბი ხალხის ნაწილს, რომელიც ორგანულად ცხოვრობდა პალესტინაში 1947 წლამდე. ეს განმარტება ვრცელდება ყველა პალესტინელზე, მიუხედავად შემდგომი გადასახლებისა და საცხოვრებელი ადგილისა. ყოველი, ვინც დაიბადა აღნიშნული თარიღის შემდგომ, პალესტინასა და მის გარეთ, ასევე ის, ვისი მამაც პალესტინელია, ასევე ითვლება პალესტინელად". პალესტინელებთან მიმართებაში ხშირად გამოიყენებენ ტერმინს "პალესტინელი არაბები".

გაეროს მონაცემებით (დეკემბერი, 2000) პალესტინელთა საერთო რაოდენობა 7–დან 8 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.

სამხედრო ქმედებებმა, რომლებიც უძღვოდნენ ისრაელის სახელმწიფოს შექმნას 1948 წ., აიძულა 750 ათასი ადამიანი იძულებითი გადაადგილებისკენ. ექვსდღიანმა ომმა დევნილების ახალი ტალღა წარმოქმნა – 500 ათას ადამიანამდე, რომელთაგან ნახევარმა მეორეჯერ განიცადა ლტოლვილობა. გაეროს ოფიციალური სტრუქტურები აღიარებენ ომების პერიოდში საერთო ჯამში 4 მილიონამდე პალესტინელისა და მათი შთამომავლების იძულებით გადაადგილებას.

დარეგისტრირებული ლტოლვილების რაოდენობა (2006 წლის 31 მარტისთვის შეადგენს 4 375 050 ადამიანს. მათ შორის იორდანიაში – 1 835 704, სირიაში 434 896, ლიბანში – 405 425, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე – 705 207, ღაზის სექტორში – 993 818.

მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, ისრაელში საერთოდ არ აღიარებენ არაბი პალესტინელების ეთნოსის არსებობას.

პალესტინის სახელმწიფო

პალესტინის სახელმწიფო (არაბ. دولة فلسطين, ინგლ. State of Palestine) — ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988 წლის 15 ნოემბერს ალჟირში ეროვნული საბჭოს სხდომაზე. ის არის არაბული ქვეყნების ლიგის წევრი და აღიარებულია რამდენიმე სახელმწიფოს მიერ.

სახელმწიფო შედგება ორი ერთმანეთისაგან დაშორებული ტერიტორიისაგან (მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი).

2011 წლის 23 ნოემბრიდან პალესტინის სახელმწიფო იუნესკოს წევრი ქვეყანაა.

2012 წლლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი შეიძინა. პალესტინისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ხმა მისცა 138-მა წევრმა ქვეყანამ, 9 ქვეყნის ელჩი იყო წინააღმდეგი, 41-მა კი თავი შეიკავა.

2013 წლის 6 იანვარს პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განკარგულება გასცა, პალესტინის ადმინისტრაციას ოფიციალურად დაერქვას სახელმწიფო პალესტინა.

ღაზის ალყა

ღაზის ალყა — ძვ. წ. 332 წლის ოქტომბერში ფილისტიმელების ქალაქის 2 თვიანი ალყა ალექსანდრე მაკედონელი მიერ. ისოსთან სპარსეთის მეფის, დარიოს III-ის დამარცხების შემდეგ ძვ. წ. 333 წელს ალექსანდრე მაკედონელი ფინიკიისკენ დაიძრა და ამ ქვეყნის დაკავება დაიწყო. შვიდთვიანი ალყის შემდეგ მაკედონელებმა აიღეს ტვიროსი და იქიდან ეგვიპტეს მიაშურეს. ფინიკიიდან ალექსანდრემ პალესტინის ფილისტიმურ ქალაქებს შეუტია. 5 ქალაქიდან მხოლოდ ღაზამ გაუწია წინააღმდეგობა დამპყრობელს. ქალაქი ზღვიდან 3-4 კმ-ზე მდებარეობდა მაღალ მთაზე და დიდი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული. ღაზას ევნუხი მართავდა, რომელმაც დაიქირავა ნაბატეველები გარნიზონის გასამაგრებლად და მოიმარაგა დიდი რაოდენობის სურსათი. მაკედონელებმა გააფთრებით შეუტიეს ქალაქს, გალავნის ზოგიერთ ადგილს ტარანებით ანგრევდნენ, ზოგან კი საალყო მანქანების მიტანა არ მოხერხდა. ამას გარდა მაკედონელები ძირს უთხრიდნენ გალავანს და გვირაბიდან ცდილობდნენ ქალაქში შეღწევას. ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს თვით ალექსანდრეც კი დაიჭრა. საბოლოოდ როდესაც ქალაქის კედლები დაინგრა მაკედონელებმა შეტევა დაიწყეს, თუმცა ღაზელებმა სამჯერ მოახერხეს მათი მოგერიება, მეოთხე შეტევის შესაჩერებლად ევნუხის მეომრებს ძალა აღარ ეყოთ. პირველი ქალაქში მაკედონელი ჰეტაირი, ნეოპტოლემეოსი შეიჭრა, მას სხვებიც მიჰყვნენ. ღაზის მთელი მოსახლეობა გმირულად იბრძოდა და უმეტესობა დაიხოცა. დაჭრილი ევნუხი მაკედონელებმა ჩაიგდეს ხელთ. ის სასტიკად დასაჯეს.

ღაზის ალყამ 2 თვე გასტანა და ღაზის 10000 დამცველი დაიღუპა. მაკედონელებს ქალაქი არ დაუნგრევიათ, მოსახლეობა ტყვედ გაყიდეს, ხოლო მათ ადგილზე ახალი ოჯახები დაასახლეს. ფილისტიმელების სახელი ამ ბრძოლის შემდეგ გაქრა ისტორიიდან. ალექსანდრემ გზა გააგრძელა ეგვიპტისკენ და 7 დღეში მიაღწია კიდეც ნილოსის ქვეყანას.

ღაზის სექტორი

ღაზის სექტორი (არაბ. قطاع غزّة, ებრ. רצועת עזה) — ექსკლავი რეგიონი პალესტინაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სამხრეთ-დასავლეთით, 11 კმ მანძილზე ესაზღვრება ეგვიპტე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, 51 კმ მანძილზე კი ისრაელი. დასავლეთ ნაპირთან ერთად, ღაზა პალესტინის ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „გაეროს არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭა.1994 წელს, ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. მანამდე, ღაზე ჯერ ისრაელის (1967–94), უფრო ადრე ეგვიპტის (1948–67), კიდევ უფრო ადრე კი დიდი ბრიტანეთისა (1918–48) და თურქეთის (როდესაც ღაზა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. 2007 წლიდან, ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველობას ახორციელებს ჰამასი — პალესტინელთა დაჯგუფება, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ ის წარმოადგენს პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პალესტინელ ხალხს. ღაზა პალესტინის იმ ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განისაზღვრა ოსლოს ხელშეკრულებითა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1860-ით.ღაზის მოსახლეობის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2,91%-ს შეადგენს (2014 წ.), რაც მსოფლიოში მე-13 ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ეს პატარა ტერიტორია ხალხითაა გადაჭედილი. მსგავსი ზრდის საპასუხოდ, შეზღუდულია ახალი სახლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების აშენების შესაძლებლობა. ტერიტორიის სიგრძე 41 კილომეტრია, სიგანე 6-12 კმ, მთლიანი ფართობი კი 365 კმ². 2014 წლის მონაცემებით, ღაზაში ცხოვრობს 1,82 მილიონი პალესტინელი. პალესტინელი დევნილი მოსახლეობის ასეთი დიდი ოდენობის გამო, ღაზის სექტორი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სუნიტი მუსლიმია.

ღაზის სექტორის ამჟამინდელი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი საზღვრები 1848 წლის ომის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ შეთანხმდა, რაც 1949 წლის 24 თებერვალს დადასტურდა ისრაელ-ეგვიპტის დროებითი ზავით. შეთანხმების V თავში ნათქვამია, რომ სადემარკაციო ხაზი არ იქნებოდა საერთაშორისო საზღვარი. თავდაპირველად, ღაზის სექტორის ოფიციალური მართვა აიღო სრულიად პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც 1948 წლის სექტემბერში არაბულმა ლიგამ დააარსა. ღაზის სექტორის სრულიად პალესტინის ხელისუფლება ეგვიპტის სამხედრო მმართველობის მიერ იმართებოდა და წარმოადგენდა მარიონეტულ სახელმწიფოს, სანამ ის 1959 წელს ოფიციალურად შეუერთდებოდა გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკას. სრულიად პალესტინის ხელისუფლების დაშლიდან 1967 წლამდე, ღაზის სექტორი პირდაპირ იმერთებოდა ეგვიპტის სამხედრო მმართველის მიერ. 1967 წელს, ექვსდღიან ომში, ღაზის სექტორი ეგვიპტეს ისრაელმა წაართვა. 1993 წელს ხელმოწერილი ოსლოს ხელშეკრულების თანახმად, პალესტინელებით დასახლებული ცენტრების მმართველი ორგანო პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა, თუმცა ისრაელი მაინც ინარჩუნებდა კონტროლს საჰაერო სივრცეზე, ტერიტორიულ წყლებსა და საზღვრის გადაკვეთაზე, გარდა სექტორის ეგვიპტესთან საზღვრის მონაკვეთისა. 2005 წელს, საკუთარი ცალმხრივი გათავისუფლების გეგმის თანახმად, ისრაელმა ღაზის სექტორი სრულიად დატოვა. 2006 წლის პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებისა და 2007 წელს ჰამასის მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ამავე წლის ივლისში, ჰამასი მოქმედებს როგორც ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც ასევე ჩამოაყალიბა ღაზის საკუთარი, ალტერნატიული მმართველობა.

2014 წელს, შერიგების მოლაპარაკებების შემდეგ, ჰამასმა და ფათჰმა პალესტინის სახელმწიფოს ფარგლებში ჩამოაყალიბეს პალესტინის ერთიანი ხელისუფლება. კოალიციის პრემიერ-მინისტრი გახდა რამი ჰამდალა და ასევე დაიგეგმა არჩევნები ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე. 2014 წლის ივლისში, ისრაელსა და ჰამასს შორის წარმოშობილმა მსხვერპლიანმა ინციდენტებმა ისრაელს გზა გაუხსნა წამოეწყო სამხედრო ოპერაცია ურღვევი კლდე.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.