ქვის ხანა

ქვის ხანა — კაცობრიობის განვითარების უძველესი კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან. თუმცა, აგრეთვე გამოიყენებოდა ხე და ძვალიც. ქვის ხანის ბოლოსთვის, გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ.

ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა) და ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.

ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე.[1]

National park stone tools
ქვის ხანის იარაღები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს ისტორია, თბ., 2008 წ. გვ. 22
აბაძეხსკაია (ნამოსახლარი)

აბაძეხსკაია — აშელის ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი სტანიცებს აბაძეხსკაიასა და სევასტოპოლსკაიას შორის (რუსეთის ადიღეს რესპუბლიკა). ზღვის დონიდან 410-450 მ-ზე. მდინარე ბელაიას 60-70 მ სიმაღლის ტერასაზე. აღმოაჩინა ფ. აუტლევმა 1958 წელს. არქეოლოგიური მასალა შეგროვებულია მიწის ზედაპირზე და მდინარე ფიუნტისა და მისი შენაკადების რიყეზე. მოპოვებულია 2 ათასზე მეტი ნივთი: 15 ხელცული, 110 უხეში საჩეხი იარაღი, 7 წვეტანა, 60 სახოკი, ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. კაჟის ნაკეთობანი დაფარულია მძლავრი პატინით. მასალის მეტი ნაწილი ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

აშელის კულტურა

აშელის კულტურა — ქვედა პალეოლითის პერიოდის პირველი ადამიანური კულტურა (1,7–0,1 მლნ წლის წინ), რომელიც გავრცელებული იყო აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ევროპაში. აერთიანებდა ქვის ხანის ადამიანებს, ჰომო ერექტუსსა და ჰომო ჰაბილისს. სახელწოდება მიიღო საფრანგეთში პიკარდიის ქალაქ ამიენის მახლობლად მდებარე სენტ-აშელის კომუნის მიხედვით, სადაც აღმოჩენილია კულტურის პირველი ნამოსახლარები. ევროპაში იგი შეცვალა მუსტიეს კულტურამ, ხოლო აფრიკაში სანგოის კულტურამ.

საქართველოს ტერიტორიაზე აშელის კულტურის 50-მდე ნამოსახლარია აღმოჩენილი, მათ შორის აღსანიშნავია იაშთხვა და ბირცხა სოხუმთან, ლაშე-ბალთა ისტორიულ შიდა ქართლში, სარბები და ჯოყოეთი ჭიათურის რაიონში. განსაკუთრებით საყურადღებოა მრავალფენიანი ძეგლები — კუდარო I და წონა. აშელის კულტურის ნამოსახლარები ცნობილია სომხეთში (სატანი-დარი, არზნი, ჯრაბერი), აზერბაიჯანში (აზიხის მღვიმე), ჩრდილოეთ კავკასიაში (აბაძეხსკაია), უკრაინაში (ლუკა-ყრუბლევეცკაია) და სხვა ადგილებში. აშელის კულტურა შეცვალა მუსტიეს კულტურამ.

ზედა პალეოლითი

ზედა პალეოლითი — პალეოლითის (ძველი ქვის ხანის) გვიანი საფეხური. ამ დროის ადამიანი უფრო ფართოდ არის განსახლებული დედამიწის ზურგზე, ვიდრე ქვედა პალეოლითში. აფრევრაზიის შემდეგ იგი მეოთხე მატერიკზე, ამერიკაშიც გადასულა. თუ ადრე ნეანდერტალელთა ნაბინარებს ევრაზიის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში ვხვდებოდით, ახლა კრომანიონელებს ამ მატერიკების ჩრდილოეთი ნაწილიც დაუსახლებიათ და ეპოქის ბოლოს თვით არქტიკამდეც კი მიუღწევიათ.

დღეისათვის გვიანპალეოლითელი ადამიანის 750–ზე მეტი ძეგლია ცნობილი. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 50-ზე მეტი ძეგლი მოდის. ზედა ანთროპოგენში ყინვარების საგრძნობლად უკან დახევის შედეგად, განთავისუფლებული დიდი ტერიტორია ზედაპალეოლითელს საკმაოდ სწრაფად აუთვისებია.

ზედაპალეოლითელი ადამიანის ნაბინარები მიკვლეულია საქართველოს შავიზღვისპირეთში, ცხენისწყალ–რიონ–ყვირილას უზში, კავკასიონის მთისწინეთსა და შუამთიანეთში, აგრეთვე ანტიკავკასიონის მთისწინეთში, უმთავრესად მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში.

ინდოეთი

ინდოეთი, ოფიციალურად ინდოეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. ინდოეთი მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, ფართობის სიდიდის მხრივ კი — მეშვიდე. ქვეყნის დედაქალაქია ნიუ-დელი.

ორ საუკუნეზე მეტი ინდოეთი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა, ამის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტიც, რომ ინდოეთი ფლობს ბირთვულ იარაღს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ტაილანდში

2015 წლის მონაცემებით ტაილანდში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლია, ხოლო ორი მათგანი კანდიდატების სიაშია.

კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

კაცხი — სოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიდი კაცხი, ეწერი, მორძღვეთი, ნავარძეთი, სალიეთი, ჯოყოეთი). მდებარეობს მდინარე კაცხურის ნაპირას. ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 610 მეტრი. ჭიათურიდან 11 კილომეტრი. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი. სოფელში არის საჯარო სკოლა

კახეთი

კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში.

კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას.

კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

მეზოლითი

მეზოლითი (მეზო... და ...ლითი) — შუა ქვის ხანა, პალეოლითიდან ნეოლითზე გარდამავალი ეპოქა. ამ დროს პლეისტოცენი შეიცვალა ჰოლოცენით. მეზოლითის დასაწყისი ემთხვევა გამყინვარების უკანასკნელი სტადიის დასასრულს. დამახასიათებელია თანამედროვე ჰავა, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო. ევროპაში მეზოლითი იყო 10-7 ათ. წლის წინ (დადგენილია რადიოლკარბონული მეთოდით), ჩრდილოეთ რაიონებში კი გრძელდებოდა 6-5 ათ. წლის წინათაც, ახლო აღმოსავლეთში — 12-9 ათ. წლის წინ.

საქართველოში თავისებური მეზოლითური თარიღები გვხვდება: მიკროწვეტანები, გვერდებდაბლაგვული მიკროლამელები, თავირიბრეტუშიანი ლამელები, სახერეტები. აგრეთვე თავამოღარული, გვერდამოღარული და დკბილული იარაღი. დიდი რაოდენობითაა ასიმეტრიული იარაღი. საქართველოს მეზოლითური ხანის ძეგლებია: ეძანი, ზურტაკეთი, საგვარჯილე, ახათი, წონა, კუდარი, შავი მღვიმე, ქვაჭარა, იაშთხვა, ჯამპალი, ცივი მღვიმე და სხვა.

მუსტიეს კულტურა

მუსტიეს კულტურა, მუსტიეური ეპოქა — ქვედა პალეოლითის ხანის ყველაზე გვიანდელი ხანა, რომელმაც შეცვალა აშელის კულტურა. მრავალი მეცნიერი მას „შუა პალეოლითს“ უწოდებს. XIX საუკუნის 60-იან წლებში პირველად შეისწავლა გ. მორილიემ. სახელი ეწოდა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში (დორდონის დეპარტამენტი) მდებარე გამოქვაბულის ლე-მუსტიეს (le Moustier) მიხედვით. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში (ჩრდ. განედი 54° სამხრეთით).

გეოლოგიურად თარიღდება ზედა პლეისტოცენით, რისვიურმის გამყინვარებათა შორისი პერიოდის დასასრულით და ევროპის უკანასკნელი, ვიურმის გამყინვარების I ნახევრით. რადიო-ნახშირბადის მეთოდით გვიანდელი მუსტიეს კულტურა ევროპაში დათარიღებულია ძვ. წ. 53-33 ათასწლეულით; მუსტიეს კულტურის წარმოშობა კი, ალბათ, 100-80 ათასწლეულს განეკუთვნება. ქვის დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია დისკოსებრი და ერთფუძიანი ნუკლეუსები (გულგულები), რომელთაგანაც მიღებულია საკმაოდ ფართო ანატკეცები. ამ ანატკეცებიდან ნაპირების რეტუშით მზადდებოდა სხვადასხვა იარაღი (სახოკები, წვეტანები, სახვრეტები, დანები და სხვა). ძვლის დამუშავება სუსტადაა განვითარებული.

ცნობილია მუსტიეს კულტურის მრავალი ნაირსახეობა, რომლებიც ხანდახან ერთსა და იმავე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

საქართველოში მუსტიეური ხანის 200-ზე მეტი ძეგლია. მათ შორის სტრატიფიცირებული, ძირითადად ღავმოყრილია რიონ-ყვირილის აუზში და ისტორიულ შიდა ქართლის ტერიტორიაზე. გამოიყოფა 4 კულტურა:

წოფი;

ცუცხვათის მღვიმეთა ჯგუფი;

ჯრუჭულა, კუდაროს მუსტიეს კულტურა;

ცხინვალის მესტიეური ხანის ღია ტიპის ძეგლების ჯგუფი.მუსტიეს კულტურის მატარებელი იყვნენ ნე ანდერტალელები. ისინი ცხოვრობდნენ მღვიმეებში და ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ მამონტის ძვლისა და ტყავისაგან ნაგებ შენობებში. ნადირობდნენ მამონტზე, მღვიმის დათვზე და სხვა. ეწეოდნენ აგღეტვე შემგროვებლობას. ნეანდერტალელთა სამარხების გაჩენა პირველყოფილი რელიგიის ჩასახვაზე მეტყველებს.

ნეო...

ნეო... (< ბერძ. neos — ახალი) — რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, პრეფიქსი, ნიშნავს ახალს, განახლებულს.

ნეო- „ახალის“ უმარტივესი მნიშვნელობით გვხვდება შემდეგ მაგალითებში:

ნეაპოლისი — ნეაპოლის თავდაპირველი ბერძნული სახელი „ახალი ქალაქი“;

ნეოანთროპი — თანამედროვე ტიპის ადამიანი;

ნეოლოგიზმი — ენაში ახლად შემოღებული სიტყვა;

ნეონი — ახლად აღმოჩენილი (1898) კეთილშობილი აირი;

ნეონატი — ახალშობილი ბავშვი;

ნეოლიბერალიზმი;

ნეოკლასიციზმი;

ნეოკონსერვატივიზმი;რაიმე კონტინუუმის ნაწილების ფორმათა განსასაზღვრავად, ნეო- ხშირად პალეო-სთან კონტრასტში იყენება, შესაბამისად:

ნეოლითი, „ახალი“ ქვის ხანა, უპირისპირდება „პალეოლითს“.იდეათა ისტორიაში „ნეო-“ მიუთითებს მივიწყებული თავდაპირველის აღორძინებას ახალი მახასიათებლებით ან ახალი აქცენტით, რაც განასხვავებს ამ იდეას ან მიმდინარეობას მისი ორიგინალისგან. თუმცა ასევე მიიჩნევა, რომ იდენტურობა ძველ ფორმასთან მნიშვნელოვანი ნაწილია ახალისთვისაც:

ნეო-ევანგელიზმი;

ნეო-ლუთერანიზმი;

ნეო-ჰასიდიზმი;

ნეო-ნაციზმი.

ნეოლითის ხანა

ნეოლითის ხანა (ნეო – ბერძნ. neos - ახალი, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს ახალს,

განახლებულს; ლითი, ლითო – ბერძნ. lithos – ქვა, რთული სიტყვის ნაწილი, აღნიშნავს ქვასთან, ქანებთან დამოკიდებულებას) — ახალი ქვის ხანა, ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელიც შეცვალა ენეოლითმა. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში 1865 წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი

თავის საკვებს მარცვლეულის კულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის

დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა. ნეოლითის განმსაზღვრელი

ნიშნებია: მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობა, თევზჭერა, შემგროვებლობა) მწარმოებლურ

მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა) გადასვლა, თიხის ჭურჭლის გაჩენა, ქვის იარაღის

გაპრიალება, გახვრეტა. კულტურულ–სამეურნეო ნიშნების მიხედვით ნეოლითის კულტურები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა: 1. მიწათმოქმედ–მეცხოველე ტომთა და 2. მაღალგანვითარებულ მონადირეთა და მეთევზეთა.

ევროპასა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებითთარიღდება. ახლო აღმოსავლეთში უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება შუა აზიის სამხრეთში გავრცელებული ჯეითუნის კულტურა (ძვ. წ. VI-V). ჩინეთის სამიწათმოქმედო ნეოლითი (იანშაო) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. ეგვიპტესა და ჩრდ. აფრიკაში სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. კავკასიაში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას.

ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. საქართველოში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები (ქობულეთი, ხუცუბანი, ანასეული I, ხორში, გალი I და სხვ.). გვხვდება აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები (ოდიში, ანასეული II, კისტრიკი, გურიანთა, მელოური და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია (აზერბაიჯანის დიდი ნაწილი, არარატის ველი და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს (შულავერი-შომუთეფეს კულტურა), რომლის ადრეული ძეგლები (შულავრისგორა, გადაჭრილიგორა, იმირის გორა, შომუთეფე, ხათუნარხი და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა, რომელიც კოდორიდან არაგვ–თერგის აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული მეზოლითის საფუძველზე იყო განვითარებული.

პალეოლითი

პალეოლითი (ბერძნ. παλαιός — ძველი და λίθος — ქვა; ძველი ქვის ხანა) (პალეო... და ...ლითი) ქვის ხანის ყველაზე ხანგრძლივი და ადრეული პერიოდი. ქვის ხანის დაყოფა პალეოლითად და ნეოლითად ეკუთვნის ინგლისელ არქეოლოგსა და ეთნოგრაფს ჯონ ლებოკს (ტერმინი შემოღებულია 1865). პალეოლითის დასაწყისია უძველესი განათხარი ადამიანების (ჰომო გაბილისი, პითეკანთროპი) არსებობის ხანა და გეოლოგიურად პლეისტოცენის ადრინდელ საფეხურს შეესაბამება. ამ დროის კლიმატური პირობები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელობისაგან. პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული. საჩეხი, წვეტანა, საფხეკი, საჭრისი, დანა და სხვა იარაღები. ამზადებდნენ ხისა და ძვლის იარაღსაც. მეურნეობა მიმთვისებლური იყო, მისდევდნენ შემგროვებლობას, ნადირობასა და თევზჭერას. შუა პალეოლითში (მუსტიეს ეპოქა, ნეანდერტალელი ადამიანი) ჩნდება რელიგიის წარმოდგენები, ისახება ხელოვნური ასდრესი ფორმები. პალეოლითი იწყება დაახლოებით 2 — 2,5 მლნ. წლის წინ (ოლდოვაის კულტურა, აღმოსავლეთი აფრიკა).

პალეოლითში გამოიყოფა 3 საფეხური - ქვედა (ადრინდელი), შუა (მუსიეს ეპოქა) და ზედა (გვიანდელი).

საქართველოში პალეოლითური კულტურის არსებობა პირველად დადასტურებული იყო 1914 წელს საკაჟიას მღვიმეში. პალეოლითის მეცნიერულ შესწავლას ჩვენში საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის პირველი მეოთხედიდან. 1926 წელს პროფ. გ. ნიორაძემ აღმოაჩინა და მაღალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა დევისხვრელის მღვიმე. დღეისათვის საქართველოში პალეოლითის გავრცელების 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა:

საქართველოს შავი ზღვის ზოლი (აფხაზეთის ჩათვლით) და მისი მიმდებარე ენგურის ხეობა;

რიონ-ყვირილის აუზი;

შიდა ქართლი (დღევანდელი ოსეთის ტერიტორიისა და დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთების შუა ზოლის ჩათვლით);

მდინარე მტკვრის დაბალმთიანეთი ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში;

ჯავახეთის ზეგანი;

იორ-ალაზნის აუზი.საქართველოში 400-ზე მეტი პალეოლითური ძეგლია, მათ შორის 70-ზე მეტი აშელის ხანისაა (3 მღვიმური და 1 ღია ტიპის სტრატიფიცირებული), 200-ზე მეტი — მუსტიესი (20 ძეგლი მღვიმური, დაახლოებით 130 ზედა პალეოლითისა და მეზოლითის ხანის). მე-3 და მე-5 რეგოინებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ორმხრივი დამუშავების ტექნიკით ნაკეთები იარაღი (ხელცულები, საჩეხები და სხვა).

შუა პალეოლითში იარაღის დამუშავებითა და ტიპობრივი და შედგენილობით 4 ლოკალური ჯგუფი გამოიყოფა:

ჯრუჭულ-კუდარის ჯგუფი - ტიპური მუსტიე. ახასიათებს ქვის გაპობის ლევალუაზური ტექნიკა, ლამელების, წვეტანებისა და კონვენგენტური სახოკების დიდი რაოდენობა, იარაღის ნაწილობრივ ორმხრივი დამუშავება, წაგრძელებული პროპორციები და სხვა. ძირითადად ჭრუჭულის ტიპის ძეგლებითაა წარმოდგენილი.

ცუცხვათის ჯგუფი — დამახასიათებელია ქვის გაპობაში არალევალუაზური ტექნიკა, ტიპობრივი და დაკბილული მუსტიესათვის დამახასიათებელი იარაღის თანაარსებობა და თანაფარდობა. წარმოდგენილია ცუცხვათის მღვიმეთა კომპლექსის ძეგლებით.

ჯგუფი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ძეგლით - წოფი I. იგი ქვის გაპობით, იარაღთა ტიპობრივი შედგენილობითა და დამუშავების ხერხებით მუსტიეს კულტურის შარანტის ვარიანტს უახლოვდება.

ცხინვალის ჯგუფი - ტიპური მუსტიე, დამახასიათებელია ერთგვაროვანი ნედლი მასალა (ანდეზიტი), მკვეთრად გამოხატული ლევალუაზური, ლამელარული ინდუსტრია და ლევალუაზური ტიპოლოგია. წარმოდგენილია სოფელ კეხვის, დამპალეთის, თამარაშენისა და კუსრეთის ღია ტიპის არასტრატიფიცირებული ძეგლებით.საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურული ძეგლები ერთიანდება 3 დიდ ქრონოლოგიურ ჯგუფში:

ადრინდელი საფეხურის;

განვითარებული საფეხურის;

გვიანდელი საფეხურის ძეგლები.მეზოლითური ხანის ძეგლები ცალკე IV ჯგუფს ქმნიან. საქართველოს ზედა პალიოლითური და მეზოლითური კულტურებისათვის ზოგადი დამახასიათებელი ნიშნებია: სხვადასხვა ქრონოლოგიურ ჯგუფში შემავალი ქვის ძირითადი ნაწარმის ურთიერთსიახლოვე და მსგავსება; ჯგუფებს შორის მკვეთრი ქრონოლოგიური და კულტურული გამოიჯნულობის (ორიანიაკი, სოლუტრე, მადლენი) არარსებობა; მიკროლითური ტექნიკური და მიკროლითური გეომეტრიული მოყვანილობის იარაღის ადრე გამოჩენა და გვიანობამდე შემორჩენა; რქისა და ძვლის ნაკეთობათა ერთგვაროვნება; ე. წ. სოლუტურული კულტურის არარსებობა და მცირე ხელოვნური ნიმუშების ნაკლები რაოდენობა.

პრეისტორია

პრეისტორია (”პრე”- ”წინარე-”, წინარეისტორია) — საზოგადოების განვითარების უძველესი ხანა, რომლის შესახებ წერილობითი ძეგლები არ მოგვეპოვება; ეს არის პერიოდი პირველი ადამიანის წარმოშობიდან დამწერლობის წარმოშობამდე. ამ ეპოქის შესახებ ცნობებს მხოლოდ არქეოლოგიური გათხრები გვაწვდიან.

მეცნიერები კაცობრიობის პრეისტორიის დასახასიათებლად იყენებს ცნებას “პირველყოფილობა” ანუ “პირველყოფილი ეპოქა”. პრეისტორია ადამიანის განვითარების იმ სტადიებს მოიცავს, რომლებიც წინ უძღოდა ისტორიული (დამწერლობის შემდგომ) ხანის დადგომასა და უძველესი ცივილიზაციების წარმოშობას. მაშასადამე, პირველყოფილი ეპოქა, სულ მცირე 5-6 მილიონი წლის წინ დაიწყო. ამ დროიდან აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ თანამედროვე ადამიანების უშორესი წინაპრები.

პრეისტორია მოიცავს ქვისა და ლითონის ხანის პერიოდებს. ქვის ხანა თავის მხრივ სამ ნაწილად იყოფა:

პალეოლითი

მეზოლითი

ნეოლითილითონის ხანა ასევე, თავის მხრივ სამ პერიოდად იყოფა:

ენეოლითი

ბრინჯაოს ხანა

რკინის ხანა

უდე

უდე — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უდე, ზაზალო). მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1220 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კილომეტრით.

ქვედა პალეოლითი

ქვედა პალეოლითი — პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც პლიოცენის ეპოქის ბოლოს დაიწყო, როდესაც თანამედროვე ადამიანებმა Homo habilis ქვის იარაღების პირველი გამოყენება დაიწყეს. ეს იყო შედარებით მარტივი ინსტრუმენტები. Homo habilis ამ იარაღებს შუბებისა და საჭრელის სახით იყენებდნენ. ყველაზე ძველი ამგვარი იარაღები აღმოაჩინეს ოლდუვაის გამოქვაბულში, ტანზანიაში.

ამ ეპოქაში მცხოვრები ადამიანები ძირითადად ადვილი ნანადირევით ან ველურად გაზრდილი მცენარეების ნაყოფით იკვებებოდნენ. დაახლოებით 1,5 მილიონი წლის წინ გაჩნდა უფრო განვითარებული ადამიანი Homo erectus. ამ სახეობის ადამიანებმა ისწავლეს ცეცხლის გაჩაღება და ქვისგან უფრო რთულ საჭრელ იარაღებს ამზადებდნენ. ამ პერიოდში მათ დაიწყეს შუა და შორეული აზიის ათვისება. დაახლოებით 1 მილიონი წლის წინ ადამიანებმა ევროპაც აითვისეს და ქვის ნაჯახის გამოყენება დაიწყეს.

ჩხარი

ჩხარი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფ. ოქტომბერი). მდებარეობს მდინარე ჩხარის ზემოთში, ზღვის დონიდან 280 მეტრზე. სოფელში არის საჯარო სკოლა, საავადმყოფო, აფთიაქი, უთხოვარის კორომი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წყალტუბო.

ჭანჭათი

ჭანჭათი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთის თემში. მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 130 მ, ლანჩხუთიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა

ხელვაჩაური (ბათუმი)

ხელვაჩაური — დასახლება ქალაქ ბათუმის შემადგენლობაში. მდებარეობს კახაბრის დაბლობზე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 80 მ. ხელვაჩაურში არის 2 საჯარო სკოლა.

ხელვაჩაური და მისი მიდამოები ადამიანს ახალი ქვის ხანიდან აუთვისებია. სახელწოდება ხელვაჩაძეების გვარიდან მომდინარეობს. 1968 წელს მიიღო დაბის სტატუსი და წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2011 წელს გახდა ქალაქ ბათუმის ნაწილი. ადმინისტრაციულად შედის ბათუმის სამრეწველო უბანში.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.