ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) — პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი. წარმოადგენს 12 ტომეულს (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, 1975-87 წლებში) და მოიცავს 70 ათასამდე ტერმინს. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე, რედაქტორი — როინ მეტრეველი).

იგი ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს და აღიარებულია ქართული კულტურისა და მეცნიერების დიდ გამარჯვებად. ენციკლოპედიაში შეტანილია ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ჯანაშიას, გერონტი ქიქოძისა და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა საენციკლოპედიო წერილები, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ სამეცნიერო ღირებულება.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ქსე თავფურცელი.jpg&filetimestamp=20080815120450&

ენა ქართული ენა და რუსული ენა
გამოცემის თარიღი 1965

სარედაქციო საბჭო

მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე.

მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრები: ე. ანდრონიკაშვილი, ა. აფაქიძე, ა. ბარამაძე, ვ. ბაქრაძე, ვ. ბერიძე, ა. ბუხნიკაშვილი, ნ. გაბაშვილი ლ. გაბუნია, ე. გამყრელიძე, თ. გამყრელიძე, ი. გვერდწითელი, პ. გუგუშვილი, ვ, გულისაშვილი, თ. დავითაია, ლ. დავითაშვილი, რ. დვალი, ი. დოლიძე, ს. დურმიშიძე, ი. ვარდოსანიძე (პასუხისმგებელი მდივანი), ი. ვეკუა, ფ. თავაძე, ო. თაქთაქიშვილი, პ. ინგოროყვა, ნ. კეცხოველი, ვ. კუპრაძე, ნ. ლანდია, თ. ლოლაძე, დ. ლორთქიფანიძე, კ. ლორთქიფანიძე, ე. მაღრაძე, ვ. მახალდიანი, გ. მელიქიშვილი, ვ. მერკვილაძე, ვ. მეტრეველი, რ. მეტრეველი (მთავარი რედაქტორის მოადგილე), ი. მიქელაძე, ნ. მუსხელიშვილი, რ. ნათაძე, შ. ნაფეტვარიძე, გ. ნახუცრიშვილი, ვ. ოკუჯავა, მ. საბაშვილი, ა. საყვარელიძე, ე. სეხნიაშვილი, დ. სტურუა, ი. ტატაიშვილი, ა. ფრანგიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, ა, შანიძე, ა. ჩიკვაიძე, გ. ჩიტაია, ა. ჩიქობავა, დ. ჩხიკვიშვილი, გ. ციციშვილი, გ. ძიძარია, ა. ძიძიგური, შ. ძიძიგური, გ. ძოწენიძე, თ, წერეთელი, ნ. ჭავჭავაძე, ვ. ჭავჭანიძე, ე. ხარაძე, დ. ხახუტაიშვილი, თ. ხოშტარია, ვ. ჯაოშვილი, გ, ჯიბლაძე, ს. ჯიქია.

შინაარსი

ქსეა.jpg&filetimestamp=20100919073823&
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ტომეული

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. განსაკუთრებით ფართოდ არის გაშუქებული საქართველოს სსრ მიღწევები ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ბრძოლა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია აშუქებს სსრკ და სხვა სოციალისტური ქვეყნების მსოფლიო-ისტორიულ მიღწევებს ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; საერთაშორისო კომუნისტური, მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების ისტორიულ გამოცდილებას.

დიდ ადგილს უთმობს ფიზიკის, ასტრონომიის, გეოფიზიკის, ბიოფიზიკის, კიბერნეტიკის, კოსმონავტიკის, გენეტიკის. ბიოლოგიის, სასოფლო-სამეურენეო მეცნიერებათა, მედიცინის და სხვა საკითხებს.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სტატიათა დიდი ნაწილი აღჭურვილია ბიბლიოგრაფიით, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს უფრო ფართოდ გაეცნოს ლიტერატურას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნაში მთავარი სამეცნიერო რედაქციის დარგობრივ და ფუნქციონალურ რედაქციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მეცნიერთა დიდი კოლექტივი (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით, რომელიც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიას მნიშვნელოვან სამეცნიერო-მეთოდურ დახმარებას უწევდა) და შემოქმედებითი ინტელიგენცია. წინასწარ მომზადდა და დაიბეჭდა მთელი გამოცემის თემატური სიტყვანები (36 დასახელებისა) და მაკეტი, რომელთა განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, პარტიულმა, სახელმწიფო, პროფკავშირულმა და კომკავშირულმა ორგანიზაციებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა, უწყებებმა, საწარმოებმა და სხვა.

ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში უხვადაა წარმოდგენილი ფერადი და შავ-თეთრი ჩანართი და სატექსტე ილუსტრაციები, ფერადი (ჩანართი) და შავ-თეთრი რუკები. ტექსტი აიწყო (შრიფტი სპეციალურია — „ენციკლოპედიური“, ავტორი ა. დუმბაძე) და დაიბეჭდა საქართველოს სსრ გახსახკომის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში. ტირაჟი 80 ათასი (სპეციალური ტომისა — 90 ათასი).

შემადგენლობა

ტომი დასახელება გამოცემის წელი
1  — ატოცი 1975
2 ატოცობაგარიგა 1977
3 გარიგება — ეგე 1978
4 ეგევსი — თუთა 1979
5 თუთია — კოქტეილი 1980
6 კოქტო — მინკუსი 1983
7 მინორი — პეგუ 1984
8 პედაგოგი — სამეული 1984
9 სამეურვეო — ტიხტიხი 1985
10 ტიხუანა — შინდარა 1986
11 შინდი — ჰუხი 1987
საქართველოს სსრ 1981

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები

დედნისეული დასახელება ქართული დასახელება ტომთა რაოდენობა გამოცემის წლები
Українська радянська енциклопедія უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია 17 1927—1934 ; 1959—1965 ; 1978—1985
Ўзбек совет энциклопедияси უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია 14 1971—1980
Հայկական սովետական հանրագիտարան სომხური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1974—1987
Беларуская савецкая энцыклапедыя ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1969—1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1975—1987
Latvijas padomju enciklopēdija ლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია 11 1981—1988
Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1976—1987
Қазақ кеңес энциклопедиясы ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია 10 1972—1978
Lietuviškoji tarybinė enciklopedija ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1976—1985
Түркмен совет энциклопедиясы თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1974—1989
Енчиклопедия советикэ молдовеняскэ მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1970—1981
Энциклопедияи советии тоҷик ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1978—1988
Eesti nõukogude entsüklopeedia ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია 8 ; 10+5 1968—1976 ; 1985—2006
Кыргыз Совет Энциклопедиясы ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია 6 1976—1980
Сибирская советская энциклопедия ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია 4(დაგეგმ: 6) 1929—1933

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • მეტრეველი რ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 483, თბ., 1986 წელი.

რესურსები ინტერნეტში

ამენემჰეტ II

ამენემჰეტ II – ძველი ეგვიპტის შუა სამეფოს ფარაონი XII დინასტიიდან. სენუსერტ I-ის ძე. მამამისის მეფობის ბოლო 3 წელი მისი თანამმართველი იყო. მეფობდა ძვ. წ. 1934-1849 წწ. მანეთონის მიხედვით, მოკლეს კარის მსახურებმა (საჭურისებმა).

ამენემჰეტ IV

ამენემჰეტ IV – ძველი ეგვიპტის შუა სამეფოს ფარაონი XII დინასტიიდან. ამენემჰეტ III-ის ძე. მეფობდა დაახლოებით ძვ. წ. 1801-1792 წლებში. მემკვიდრეობა თავის ქალიშვილს ნეფრუსებეკს გადასცა.

აფსიდა

აფსიდა, აბსიდი (ძვ. ბერძნ. ἁψίς, ἁψῖδος — თაღი, კამარა) — შენობის ნაწილი, გეგმით წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის მოცულობა, რომელიც გადახურულია ნახევარგუმბათით. პირველად გამოიყენეს ძვ. რომის ბაზილიკაში. ქრისტიანულ ტაძრებში აფსიდა ჩვეულებრივ აღმოსავლეთკენაა მიმართული და შიგ მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი.

გუდისი

გუდისი — სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (გერის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს გერმუხის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდისიდონის (დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1680 მეტრი, ცხინვალიდან 35 კილომეტრი.

ზაფხული

ზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.

ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.

მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.

თიბილაანი

თიბილაანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე ფრონის ხეობაში. ზღვის დონიდან 880 მეტრი,ცხინვალიდან 15 კილომეტრი.

ინაური

ინაური — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბელოთის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 1280 მეტრი, ცხინვალიდან 50 კილომეტრი.

კოხათი

კოხათი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ვანათის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ცხინვალიდან 11 კილომეტრი.

ლაცაური

ლაცაური — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბელოთის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1750 მეტრი, ცხინვალიდან 35 კილომეტრი.

მალძიგათა

მალძიგათა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბელოთის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე ფაჩურისწყლის (პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1700 მეტრი, ცხინვალიდან 45 კილომეტრი.

მენესი

მენესი — ისტორიული ტრადიციით, ძველი ეგვიპტის მეფე (ძვ. წ. XXX ს.). ჰეროდოტესა და მანეთონის მიხედვით პირველი დინასტიის პირველი ფარაონი. კარგი მეომარი და ენერგიული ადმინისტრატორი. გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე; მათ საზღვარზე დააარსა სამეფო რეზიდენცია მემფისი. იმეფა დიდხანს. მისი მეფობის დროს დასრულდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის ხანგრძლივი პროცესი.

მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი (გერმ. Munizipalität < ლათ. municipium) — ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის არჩევითი ორგანო; ზოგჯერ კი მხოლოდ საქალაქო მმართველობის ორგანოს სახელწოდება (მაგ., აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში). მუნიციპალიტეტს ირჩევს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (მაგ., ქალაქის, დეპარტამენტის, საგრაფოსა და სხვა) მოსახლეობა.

ოჯახი (ბიოლოგია)

ოჯახი (ლათ. familia) — ბოტანიკისა და ზოოლოგიის სისტემატიკური კატეგორია, რომელშიც აერთიანებენ საერთო წარმოშობის მონათესავე გვარებს. მაგალითად, წიფლისებრთა ოჯახში გაერთიანებულია გვარები: წიფელი, მუხა, წაბლი და სხვა; ძაღლისებრთა ოჯახში — გვარები: ძაღლი, მელა, ყარსაღი და სხვა. ზოგ ოჯახში თითო გვარია (ბროწეულისებრნი, იხვნისკარტასებრნი და სხვა). დიდ ოჯახებს ქვეოჯახებად ყოფენ. მონათესავე ოჯახებს რიგში აერთიანებენ.

პეგასის თანავარსკვლავედი

პეგასი (ლათ. Pegasus) — ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები შესაბამისად 2,4; 2,4; 2,5; 2,8 და 3,0 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია აგვისტო-სექტემბერში. ჩანს საქართველოდანაც.

პტოლემე III

პტოლემე III ევერგეტესი (ბერძ. Πτολεμαῖος Εὐεργέτης) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 246-221 წწ. წარმატებით ეომებოდა სელევკიდებს, რის შედეგადაც გააფართოვა თავისი სამფლობელოები მცირე აზიაში.

რამსეს III

რამსეს III (ზეობის სახელი უსერ-მატრა-მერი-ამონ) — მანეთონის მიხედვით XX დინასტიის (ძვ. წ. 1200-1090 წწ.) პირველი ფარაონი ძვ. წ. 1198-1167 წლებში. მან შეაჩერა „ზღვის ხალხების“ ძლევამოსილი წინსვლა და მოკლე ხნით კვლავ შეძლო დასუსტებული ეგვიპტის გაძლიერება. ააგო თავდაცვითი ზღუდეები სირიასა და პალესტინაში; ბრწყინვალე ტაძარი და სასახლე – მადინათ-ჰაბუში, მაგრამ ქვეყანა განუხრელად სუსტდებოდა. მისი სიკვდილის შემდეგ უსუსური რამსესები მეფობდნენ.

2012 წელს ფარაონ რამზეს III-ის მუმიას ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ყელის არეში დიდი ნაჭრილობევი აღმოუჩინეს, როგორც მეცნიერები ფიქრობენ ფარაონს ყელი გამოსჭრეს. ამ ვარაუდს განამტკიცებს ძვ. წ. 1155 წლით დათარიღებული ტურინის პაპირუსი, რომელშიც საუბარია სასახლის გადატრიალებასა და შეთქმულებაზე, რომელიც ტახტიდან ფარაონის ჩამოგდებას ისახავდა მიზნად. გადატრიალებაში ეჭვმიტანილი იყო რამზეს III-ის ერთ-ერთი ცოლი.

რეგიონი

რეგიონი (ლათ. regio — ქვეყანა, ოლქი) — დიდი ტერიტორიული ერთეული (მაგ., ბუნებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა). რეგიონული - ამა თუ იმ გარკვეული ტერიტორიის (რაიონის, ოლქის, ქვეყნის, ქვეყნების ჯგუფის) კუთვნილი.

სანტიმეტრი

სანტიმეტრი (სანტი... და ...მეტრი; შემოკლებით — სმ.) — სიგრძის ძირითადი ერთეული ერთეულთა SI და CGS (Centimeter (cm), Gramm (g), Sekunde (s)) (სანტიმეტრი, გრამი, წამი) სისტემებში; ტოლია 0,01 მ-ისა. ქართული აღნიშვნაა სმ., საერთაშორისო — cm.

შაბაკა

შაბაკა, ნეფერ-კარა — ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. VIII საუკუნეში, XXV (ეთიოპური) დინასტიის მეორე მეფე. შაბაკამ თავისი წინამორბედის პიანხის მიერ დაწყებული ეგვიპტის გაერთიანების პროცესი დაასრულა და სამეფო რეზიდენცია მემფისში გადაიტანა.

ქართული ენციკლოპედიები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.