ურსულა ფონ დერ ლიაიენი

ურსულა ფონ დერ ლიაიენი (დ. 8 ოქტომბერი, 1958, იქსელი, ბრიუსელი (რეგიონი), ბელგია) — გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრი (2009-2013), გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრი (2013-2019).

2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად. თანამდებობას დაიკავებს 2019 წლის ნოემბერში. იგი პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.

ურსულა ფონ დერ ლიაიენი
ურსულა ფონ დერ ლიაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ნოემბერი, 2019
წინამორბედიჟან-კლოდ იუნკერი

მე-8 გერმანიის თავდაცვის ინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 2013 – 17 ივლისი, 2019
პრეზიდენტიიოახიმ გაუკი
პრემიერ-მინისტრიანგელა მერკელი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
მემკვიდრეანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

მე-4 გერმანიის შრომისა და საყოველთაო საკიტხთა ინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ოქტომბერი, 2009 – 17 დეკემბერი, 2013
პრეზიდენტიკრისტიან ვულფი
იოახიმ გაუკი

მე-4 გერმანიის ოჯახის საკითხების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 2005 – 30 ნოემბერი, 2009
პრეზიდენტიჰორსტ კელერი

დაბადებული8 ოქტომბერი, 1958
იქსელი, ბრიუსელი (რეგიონი), ბელგია
ეროვნებაგერმანიის დროშა გერმანია
პოლიტიკური პარტიაგერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი
პროფესიაექიმი

პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლიაიენი გერმანიის ქრისტინ-დემოკრატიულ პარტიას 1990 წელს შეუერთდა. 2003 წელს არჩეულ იქნა ქვედა საქსონიის პარლამენტის წევრად. 2003–2005 წლებში იყო მინისტრთა კაბინეტის წევრი ქვემო საქსონიის მიწის მთავრობაში სოციალური საკითხების, ქალების, ოჯახისა და ჯანმრთელობის საქმეთა მიმართულებით. 2005 წელს დანიშნეს ოჯახის, მოხუცები მოქალაქეების, ქალებისა და ახალგაზრდების საქმეთა ფედერალურ მინისტრად, ანგელა მერკელის კაბინეტში.

2009 წელს შერჩეულ იქნა ბუნდესტაგში ფედერალური არჩევნების შედეგად. ამავე წლის 30 ნოემბერს შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური მინისტრის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ფრანც იოსეფ იუნგი.

ოჯახი

ურსულა ფონ დერ ლიაიენის მეუღლეა ჰაიკო ფონ დერ ლიაიენი, მედიცინის პროფესორი, ბიზნესის განვითარების კომპანიის დირექტორი. ის წარმოშობით უძველესი ლეიენის (ლაიენის) არისტოკრატიული გვარიდანაა. მათ ჰყავთ შვიდი შვილი.

ნაშრომები

  • Ursula von der Leyen, C-reaktives Protein als diagnostischer Parameter zur Erfassung eines Amnioninfektionssyndroms bei vorzeitigem Blasensprung und therapeutischem Entspannungsbad in der Geburtsvorbereitung, Dissertation, Hanover Medical School, 1990[1]
  • Herausgeberin: Füreinander da sein, miteinander handeln. Warum die Generationen sich gegenseitig brauchen. Herder, Freiburg im Breisgau u. a. 2007, ISBN 978-3-451-05874-5.
  • Ursula von der Leyen, Maria von Welser, Wir müssen unser Land für die Frauen verändern. Bertelsmann, Munich, 2007, ISBN 978-3-570-00959-8
  • Ursula von der Leyen, Liz Mohn, Familie gewinnt. Bertelsmann Foundation, 2007, ISBN 978-3-89204-927-2
  • Herausgeberin mit Vladimir Spidla: Voneinander lernen — miteinander handeln. Aufgaben und Perspektiven der Europäischen Allianz für Familien. Nomos, Baden-Baden 2009, ISBN 978-3-8329-3650-1.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. DNB, Session abgelaufen de. Portal.d-nb.de. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-03-05. წაკითხვის თარიღი: 1 December 2011.
ნახშირისა და ფოლადის გაერთიანება
ატომური ენერგიის გაერთიანება

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.