უზბეკეთი

უზბეკეთი (უზბეკ. Oʻzbekiston) ოფიციალურად უზბეკეთის რესპუბლიკა (უზბეკ. Oʻzbekiston Respublikasi) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. მას ასევე ესაზღვრება ხუთი ქვეყანა, რომლებსაც თვითონაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი: ჩრდილოეთით ყაზახეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთი, სამხრეთით ავღანეთი და სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთი. იგი არის უნიტარული, კონსტიტუციური და საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც მოიცავს თორმეტ რეგიონს, ერთ ავტონომიურ რესპუბლიკას და დედაქალაქს.

ერთ დროს თურქთა სახაკანოს და მოგვიანებით თემურიდების რეგიონის ნაწილი, რომელიც დღეს მოიცავს უზბეკეთის რესპუბლიკას, ადრეულ XVI საუკუნეში დაიპყრეს აღმოსავლეთ თურქულენოვანმა მომთაბარე ტომებმა. XIX საუკუნეში უზბეკეთის შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და მოგვიანებით, 1924 წელს, გახდა სსრკ-ს ნაწილი, როგორც უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (უზბეკეთის სსრ). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უზბეკეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 1991 წლის 31 აგვისტოს გახდა უზბეკეთის რესპუბლიკა (ოფიციალურად აღინიშნება მომდევნო დღე).

უზბეკეთი ოფიციალურად დემოკრატიული,[4] სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით. ქვეყნის ოფიციალური ენა არის უზბეკური, თურქული ენა, რომელიც იყენებს ლათინურ ანბანს და რომელზეც საუბრობს მოსახლეობის დაახლოებით 85 %, თუმცა, რუსული რჩება ფართოდ გამოყენებაში. უზბეკეთის მოსახლეობის 81 % წარმოადგენენ უზბეკები, მათ მოჰყვება რუსები (5,4 %), ტაჯიკები (4,0 %), ყაზახები (3,0 %) და სხვა (6,5 %). უზბეკების უმრავლესობა მუსლიმია.[5] უზბეკეთი დსთ-ს, ეუთო-ს, გაეროს და შთო-ს წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უზბეკეთი დემოკრატიული რესპუბლიკაა, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაზღვრავენ უზბეკეთს, როგორც „ავტორიტარული სახელმწიფო შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით“.[6]

უზბეკეთის ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე, მათ შორის ბამბის, ოქროს, ურანის და ბუნებრივი აირის. მიუხედავად დეკლარირებული მიზნისა, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, უზბეკეთის მთავრობა განაგრძობს ეკონომიკურ კონტროლს, რომელიც აფერხებს იმპორტს შიდა იმპორტის სასარგებლოდ.

უზბეკეთის რესპუბლიკა
O‘zbekiston Respublikasi
უზბეკეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: უზბეკეთის ჰიმნი

უზბეკეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტაშკენტი
41°16′ ჩ. გ. 69°13′ ა. გ. / 41.267° ჩ. გ. 69.217° ა. გ.
ოფიციალური ენა უზბეკური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი
 -  პრ.-მინისტრი აბდულა არიპოვი
ფართობი
 -  სულ 447 400 კმ2 (56-ე)
 -  წყალი (%) 4.9
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 31 576 400[1][2] (42-ე)
 -  სიმჭიდროვე 70,3 კაცი/კმ2 (136-ე)
მშპ (მუპ) 2015 შეფასებით
 -  სულ $183.933 მილიარდი[3] (62-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $5939 (125-ე)
აგი (2007) 0.702 (საშუალო) (113-ე)
ვალუტა სომი (UZS)
დროის სარტყელი UTC+05:00
ქვეყნის კოდი UZB
Internet TLD .uz
სატელეფონო კოდი 998

სახელწოდება

  • ოფიციალური: უზბეკეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Ozbekiston Respublikasi.

უახლესი ისტორია

1991 წელს გამოცხადდა უზბეკეთის დამოუკიდებლობა. იგი არის დსთ-ს, სუუამის და სხვა რეგიონული და საფინანსო ორგანიზაციების წევრი.

გეოგრაფია

Uz-map
უზბეკეთის რუკა.

უზბეკეთის ფართობი შეადგენს 447 400 კვადრატულ კილომეტრს. ტერიტორიის სიდიდით, მსოფლიოს 56-ე უდიდესი ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს 42-ე ქვეყანაა.[7] ასევე, დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის ტერიტორიით მე-4 უდიდესი და მოსახლეობით მე-2 უმსხვილესი ქვეყანაა.[8]

უზბეკეთი მდებარეობს ჩრდილოეთი განედის 37° და 46° და დასავლეთი გრძედის 56° და 74° პარალელზე. იგი გადაჭიმულია 1425 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და 930 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ყაზახეთსა და არალის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთს და ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთს, აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა და ცენტრალური აზიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ესაზღვრება ყველა სხვა ოთხ ქვეყანას. უზბეკეთს, ასევე მოკლე საზღვარი აქვს (არანაკლებ 150 კმ) ავღანეთთან სამხრეთში.

უზბეკეთი ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე წვდომა. ასევე, უზბეკეთი ერთ-ერთი იმ ორი ქვეყნიდანაა, რომელიც ორმაგად ჩაკეტილია ანუ ქვეყანაა, რომელიც გარშემორტყმულია ჩაკეტილი ქვეყნებით, სხვა ასეთია ლიხტენშტაინი. გარდა ამისა, მისი ადგილმდებარეობის გამო რიგი აუზი გაუდინარი არეა, ქვეყნის არცერთ მდინარეს არ აქვს ზღვაზე გასვლის საშუალება. ქვეყნის ტერიტორიის არანაკლებ 10 % ინტენსიურად დამუშავებული სარწყავი მიწაა, რომელიც მდებარეობს მდინარის ხეობებსა და ოაზისებში. დანარჩენი ტერიტორია უზარმაზარ უდაბნოსა (ყიზილყუმი) და მთებს უჭირავთ.

უზბეკეთის უმაღლესი წერტილია ჰასრეთ სულთანი, სიმაღლე შეადგენს 4643 მეტრს ზღვის დონიდან, მდებარეობს ჰისარის ქედის სამხრეთ ნაწილში სურხანდარიის ოლქში, ტაჯიკეთის საზღვართან, დუშანბეს დასავლეთით (ძველად „კომუნისტური პარტიის 22-ე კონგრესის პიკი“).[8]

უზბეკეთის რესპუბლიკის კლიმატი კონტინენტურია, წლიური მცირე ნალექით (100-200 მმ.). ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა არის 40 °C (104 °F), ხოლო ზამთრის საშუალო დაბალი ტემპერატურაა დაახლოებით -23 °C (-9 °F).[9]

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 12 რეგიონი (viloyat), 1 რესპუბლიკა (respublika – ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა) და 1 ქალაქი (shahar – ტაშკენტი).

დემოგრაფია

ეკონომიკა

Tashkent Station
ტაშკენტი

უზბეკეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ბუნებრივი აირი, ნავთობი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი და მოლიბდენი. იგი ამჟამად სიდიდით ბამბის მე-3 ექსპორტიორია მსოფლიოში. მის საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირი, ოქრო, ქიმიკატები, ასევე კვების პროდუქტები, ლითონები, საფეიქრო ნაწარმი. ეროვნული ვალუტა - სუმი (UZS);

კულტურა

  • არქიტექტურა: იჩან-ყალა, ბუხარის და შაჰრისიაბზის ისტორიული ცენტრები, სამარყანდი;
  • ლიტერატურა: უზბეკურ-ყაზახური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).

სქოლიო

  1. Official population 1 January 2016 Russian. Stat.uz (16 March 2015).
  2. Численность населения Узбекистана превысила 31,57 млн. человек
  3. Uzbekistan reports. International Monetary Fund
  4. Constitution of the Republic of Uzbekistan
  5. "Chapter 1: Religious Affiliation". The World’s Muslims: Unity and Diversity. Pew Research Center's Religion & Public Life Project. 9 August 2012. Retrieved 4 September 2013.
  6. US Department of State, 2008 Country Report on Human Rights Practices in Uzbekistan, Bureau of Democracy, Human Rights, and Labour, 25 February 2009
  7. Countries of the world. worldatlas.com. წაკითხვის თარიღი: 2 May 2010.
  8. 8.0 8.1 Uzbekistan will publish its own book of records – Ferghana.ru. 18 July 2007. Retrieved 29 July 2009.
  9. Climate, Uzbekistan : Country Studies – Federal Research Division, Library of Congress.
ავტონომიური რეგიონი

ავტონომიური რეგიონი — სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც გააჩნია ტერიტორიული ავტონომიის განსაზღვრული დონის კონკრეტული სამართლებლივი სტატუსი. ავტონომიური რეგიონი უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებისგან შემდგარ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც მათ გააჩნიათ საკუთარი ენა, რელიგია, კონსტიტუცია და სამართლებლივი სისტემა, განსხვავებით იმ ქვეყნისგან, რომლის შემადგენლობაშიც ავტონომიური რეგიონი იმყოფება. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ვალუტაც კი გააჩნია. ავტონომიური რეგიონი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია, მას გააჩნია ფართე უფლებები ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, კულტურაში და სხვა, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის გარდა.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ტერიტორიული ერთეულის სია, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობის აზრით, აქვთ ავტონომიური რეგიონის სტატუსი:

აზერბაიჯანი — 2 ავტონომიური რეგიონი, მათ შორის ერთი სეპარატისტული:

მთიანი ყარაბაღი (სეპარატისტული)

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა

ჩინეთი — 5 ავტონომიური რეგიონი:

გუანსი-ჯუანი,

შიდა მონღოლეთი,

ნინსია-ხუეი,

ტიბეტი,

სინძიანი.

საქართველო — 2 ავტონომიური რეგიონი, მათ შორის ერთი სეპარატისტული:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა,

აფხაზეთი (სეპარატისტული).

ერაყი — 1 ავტონომიური რეგიონი:

ერაყის ქურთისტანი (სეპარატისტული).

იტალია - 5 იტალიური რეგიონი სპეციალური სტატუსით:

ფრიული-ვენეცია-ჯულია,

სარდინია,

სიცილია,

ტრენტინო-ალტო-ადიჯე,

ვალე-დ’აოსტა.

მოლდოვა — 2 ავტონომიური რეგიონი, მათ შორის ერთი სეპარატისტული:

გაგაუზია,

დნესტრისპირეთი (სეპარატისტული).

უზბეკეთი — 1 ავტონომიური რეგიონი:

ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა.

პაპუა-ახალი გვინეა — 1 ავტონომიური რეგიონი:

ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი.

ფილიპინები — 1 ავტონომიური რეგიონი:

მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონი.

პორტუგალია — 2 ავტონომიური რეგიონი:

აზორის კუნძულები,

მადეირა.

სენტ-კიტსი და ნევისი — 1 ავტონომიური კუნძული:

ნევისი.

სან-ტომე და პრინსიპი — 1 ავტონომიური კუნძული:

პრინსიპი.

ტაჯიკეთი — 1 ავტონომიური რეგიონი:

მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი.

ტრინიდადი და ტობაგო — 1 ავტონომიური რეგიონი:

ტობაგო.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, „დსთ“ (რუს. Содружество Независимых Государств - СНГ) საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ალიანსი, შედგება 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია.

დსთ-ს შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოხდა და რუსეთის ლიდერთა მტკიცებით მისი დანიშნულება საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ცივილური განქორწინების განხორციელება უნდა ყოფილიყო. თუმცა მრავალ დამკვირვებელთა აზრით დსთ -ს რუსეთისთვის საშუალება უნდა მიეცა შეენარჩუნებინა გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. თანამეგობრობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მისმა წევრებმა მრავალ საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი ეკონომიკის, თავდაცვისა და საგაერო პოლიტიკის ინტეგრაციისა და კოოპერაციის თაობაზე. პოპულარული წარმოდგენის მიუხედავად დსთ კონფედერაცია არ არის.

საბჭოთა კავშირის ორმა ყოფილმა რესპუბლიკამ 1997 წლიდან რუსეთ-ბელარუსის კავშირი შექმნეს, კონფედერაციული გაერთიანებით.

თათრები

თათრები — ხალხი, თათარსტანის ძირითადი მოსახლენი (1,765 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე ბაშკირეთში, მარეთის რესპუბლიკაში, მორდოვეთში, უდმურტეთში, ჩუვაშეთში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში. თათრებს უწოდებენ აგრეთვე სხვა თურქულენოვან ხალხებსაც: ციმბირელი თათრები, ყირიმელი თათრები და ა. შ.

თურქები

თურქები (თურქულად: მხოლ. რ. Türk, მრავლ. რ. Türkler) — ერი, თურქეთის ძირითადი მოსახლენი (50 მლნ). ეთნოგრაფიული ჯგუფები - იურიუკები, ტახტაჯები, აბდალები, ზეიბეკები. ანთროპოლოგიურად სხვადასხვაგვაროვანნი არიან, თუმცა დიდი ნაწილი მიეკუთვნება ევროპეიდული რასის ბალკანურ-კავკასიურ შტოს.

სახელები: თვითწოდება - Turk; ფრანგულად - Turcs

საერთო რაოდენობა: 53,3 მლნ.

ენა: თურქული.

მორწმუნეები: სუნიტი მუსლიმები.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ (ინგლ. List of World Heritage Sites in danger, ფრანგ. Liste du patrimoine mondial en péril) — სიაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დგანან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან ამორიცხვის საფრთხის წინაშე (2010 წლის აგვისტოს მონაცემები).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (რუს. Русская Православная Церковь), ასევე ცნობილია, როგორც მოსკოვის საპატრიარქო (რუს. Московский Патриархат) — ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, უკავია მე–5 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.

სუამი

სუამი — სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა (1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მასში აგრეთვე შედიოდა უზბეკეთი). ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონიმია. უზბეკეთის გასვლამდე მას ეწოდებოდა სუუამის ქვეყნები.

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთი (ტაჯ. Тоҷикистон) ოფიციალურად ტაჯიკეთის რესპუბლიკა (ტაჯ. Ҷумҳурии Тоҷикистон) — მთიანი, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. 2013 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს, ხოლო ფართობი 143 100 კმ²-ს. ტაჯიკეთს სამხრეთით ესაზღვრება ავღანეთი, დასავლეთით უზბეკეთი, ჩრდილოეთით ყირგიზეთი და აღმოსავლეთით ჩინეთი. პაკისტანს ესაზღვრება სამხრეთში, გამოყოფილი ვიწრო ვახანის დერეფანით. ტაჯიკების ტრადიციული სამშობლო, ავღანეთთან და უზბეკეთთან ერთად.

ტიან-შანი

ტიან-შანი (ჩინ. 天山山脈, Tiānshān, უიღ. تەڭرىتاغ, Тәңри тағ, ყაზ. Тәңір шыңы) — მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 2450 კმ-ზე. ტიან-შანის სისტემაში შედის 30-ზე მეტი მწვერვალი, რომელთა სიმაღლე 6000 მეტრზე მეტია. მის ყველაზე მაღალ მწვერვალად ითვლება ჟენიშ-ჩოქუსუ (7439 მ), რომელიც მდებარეობს ჩინეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე. სიმაღლით მეორე მწვერვალია ხან-თენგრის პიკი (6995 მ). ჩრდილოეთით ბოროჰოროს ქედით უერთდება ჯუნღარის ალათაუს, სამხრეთით, ჰისარ-ალაის სისტემით — ალაის ქედს. გამოიყოფა შემდეგი ოროგრაფიული ერთეულები: ჩრდილოეთი ტიან-შანი, დასავლეთი ტიან-შანი, შიგა ტიან-შანი და აღმოსავლეთი ტიან-შანი, რომელშიც მთათა ორი სარტყელია: ჩრდილოეთი სარტყელი და სამხრეთი სარტყელი. აღმოსავლეთ ტიან-შანის მთისწინეთში არის ტურფანის ქვაბული და ხამის ღრმული. ტიან-შანის სიმაღლე უმთავრესად 4000-5000 მ-ია. მაღალმთიან ზონაში მყინვარული რელიეფი და მძლავრი გამყინვარებაა. აქ არის მყინვარები: სამხრეთი ინილჩექი და ჩრდილოეთი ინილჩექი. 3200-3400 მ-ის ზევით მარადი მზრალობაა. ტიან-შანის ქედებს შორის მოქცეული ვრცელი ქვაბულების ნაწილი ტბებს უკავია, რომელთაგან აღსანიშნანია ტბა ისიქ-ქოლი.

ტიან-შანის მთები ორჯერ შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში: პირველად 2013 წელს სინძიანის ტიან-შანი (აღმოსავლეთი ნაწილი, ჩინეთი), ხოლო 2016 წელს დასავლეთი ტიანშანი (უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი).

უზბეკეთის პრეზიდენტი

უზბეკეთის პრეზიდენტი (უზბეკ. Ўзбекистон Республикасининг Президенти) — უზბეკეთის სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით.

უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (უზბეკ. Ўзбекистон Совет Социалистик Республикаси) — საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა. ამჟამად უზბეკეთი.

უზბეკეთის სსრ შეიქმნა 1924 წლის 27 ოქტომბერს. მდებარეობდა შუა აზიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყაზახეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ტაჯიკეთის სსრ, ყირგიზეთის სსრ და ავღანეთი. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ფართობით მეხუთე იყო რსფსრ-ს, ყაზახეთის სსრ-ს, უკრაინის სსრ-სა და თურქმენეთის სსრ-ს შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე რუსეთისა და უკრაინის სსრ-სა და ყაზახეთის სსრ-ს შემდეგ. ფართობი 447,4 ათ. კმ². მოსახლეობა 14,1 ათ. კაცი (1976). დედაქალაქი 1930 წლამდე ქ. სამარყანდი, ხოლო 1930 წლიდან ტაშკენტი.

უზბეკეთის სსრ-ში შედიოდა ერთი ავტონომიური რესპუბლიკა (ყარაყალპაკეთი), 11 ადმინისტრაციული ოლქი. რესპუბლიკა იყოფოდა 134 რაიონად, რომელშიც იყო 76 ქალაქი და 86 დაბა.

ქვეყნების სია

სია მოიცავს 206 პოლიტიკურ ერთეულს, მათ შორის 192 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია, ორი დაკვირვების ქვეშ მყოფი და 11 სხვა.

ყაზახეთი

ყაზახეთის რესპუბლიკა (ყაზახ. Қазақстан Республикасы; რუს. Республика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილიც ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებს, ტაიგას, კანიონებს, გორებს, დელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებს და უდაბნოებს. 17 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 6 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში (დღ. ნურ-სულთანში) 1997 წელს გადავიდა.

ყაზახური ენა

ყაზახური ენა — ყაზახეთის ოფიციალური ენა. ეკუთვნის თურქულ ენათა ყივჩაყური ჯგუფის ყივჩაყურ-ნოღაურ ქვეჯგუფს. ახლოს ენათესავება ყირგიზულ და ყარაყალპაკურ ენებს. გავრცელებულია ძირითადად ყაზახეთში, აგრეთვე ჩინეთში, მონღოლეთში, რუსეთში, უზბეკეთში და ავღანეთში.

ყაზახური ვიკიპედია

ყაზახური ვიკიპედია (ყაზახ. Қазақша Уикипедия) — ვიკიპედიის განყოფილება ყაზახურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2002 წლის 3 ივნისს. სტატიების რაოდენობის ზრდის ტემპი ძალიან მაღალია; კერძოდ სტატიების 7000-იანი ზღვრიდან 10000-მდე მიღწევას სულ რაღაც 1 წელი დასჭირდა. ძირითადად შეიცავს ყაზახური ენციკლოპედიის მასალებს. ყაზახური ვიკიპედიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი იწერება 3 სხვადასხვა ანბანზე: კირილიცაზე (ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი), ლათინურზე (თურქეთი) და არაბულ დამწერლობაზე (ჩინეთი და ირანი). მასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ვიკიპედიის რუსული და ინგლისურენოვანი განყოფილებები, რომლებიდანაც ითარგმნება სტატიების უმეტესობა, აგრეთვე გადმოაქვთ თარგები.2012 წლის მდგომარეობით ყაზახური ვიკიპედია შეიცავს 127 ათას სტატიას. ჰყავს 11 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 200-მდეა.

ყირგიზეთი

ყირგიზეთი (ყირგ. Кыргызстан, რუს. Киргизия ან Кыргызстан), ოფიციალურად ყირგიზეთის რესპუბლიკა (ყირგ. Кыргыз Республикасы, რუს. Кыргызская Республика) — სუვერენული სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. მთიან და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ყირგიზეთს ესაზღვრებიან: ყაზახეთი ჩრდილოეთიდან, უზბეკეთი დასავლეთიდან, ტაჯიკეთი სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩინეთი აღმოსავლეთიდან. ქვეყნის დედაქალაქია ბიშკეკი.

ყირგიზეთს 2000 წელზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და იმპერიის პერიოდებს მოიცავს. მიუხედავად გეოგრაფიული იზოლაციისა, რაც მისი უკიდურესად მთიანი რელიეფითაა განპირობებული და რაც ქვეყანას მისი უძველესი კულტურის შენარჩუნებაში დაეხმარა, ყირგიზეთი, ისტორიულად, რამდენიმე დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა, როგორც აბრეშუმის დიდი გზისა და სხვა საკომუნიკაციო და კულტურული გზების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო დასახლებული დამოუკიდებელი ტომებისა და თემების შთამომავლებით, ქვეყანა პერიოდულად ექცეოდა უცხოელთა ბატონობის ქვეშ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მოიპოვა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყირგიზეთი, ოფიციალურად, უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა ქვეყნისათვის კვლავ გამოწვევებს წარმოადგენს ეთნიკური კონფლიქტები, რევოლუციები, ეკონომიკური პრობლემები, გარდამავალი მთავრობები და პოლიტიკურ პარტიათა კონფლიქტები. ყირგიზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული საბჭოს, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია.

ეთნიკური ყირგიზები ქვეყნის 5,7 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ასევე, აღსანიშნავია, უზბეკებისა და რუსების მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობები. ოფიციალური, ყირგიზული ენა, მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა თურქულ ენებთან, მიუხედავად ამისა, რუსული ენა ფართოდაა გავრცელებული ქვეყანაში, რაც საუკუნოვანი რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს. მოსახლეობის უმრავლესობა (64 %) არარადიკალური მუსლიმია. მისი თურქული წარმოშობის გარდა, ყირგიზული კულტურისათვის დამახასიათებელია სპარსული, მონღოლური და რუსული გავლენის ნიშნები.

ცენტრალური აზია

ცენტრალური აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, ტერმინზე ზუსტი შეთანხმება არ არსებობს. როგორც წესი, იგი მოიცავს მხარეებს:

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები: ყაზახეთი (მცირე ევროპული ნაწილის გამოკლებით), უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი. ეს უკანასკნელი ოთხი ქვეყანა შუა აზიის რეგიონად მოიხსენიებოდა.

აზიის შიგამატერიკული რაიონები: ავღანეთი, დასავლეთი ჩინეთი და მონღოლეთი.ფართობი დაახლოებით 6 მლნ კვ.კმ. ზეგნები და დაბლობები ქმნიან ორ ძირითად იარუსს, საშუალო სიმაღლე 500-1500 მ (გობი, ალაშანი, ორდოსი, ჯუნგარის და ტარიმის დაბლობები) და 4000-4500 მ (ტიბეტის ზეგანი), რომლებიც გაყოფილია და შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით — ტიან-შანი, კუნლუნი, ნანშანი, ყარაყორუმი და სხვა. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ნალექები დაბლობში 50-200 მმ-ია, მთებში — 500-1000 მმ წლიურად. რეგიონში ჭარბობს უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ტიბეტის ზეგანზე - ცივი უდაბნოები.

ქვეყნები
კონფლიქტური ზონები
ორგანიზაციები
რევოლუციები
შეიარაღებული
კონფლიქტები
ქვეყნები ან რეგიონები თურქული ეთნოსის მნიშვნელოვანი რაოდენობით
თანამედროვე სახელმწიფოები
ქვეყნები ან რეგიონები თურქული
ეთნოსის არსებობით ან
სადაც აღიარებულია ერთ-ერთი თურქული ენა
სახელმწიფოდ
ისტორიული სახელმწიფოები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.