ტუნისი

ტუნისი (ოფიციალურად ტუნისის რესპუბლიკა, არაბ. الجمهورية التونسية) — სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ალჟირი და ლიბია.

ტუნისის რესპუბლიკა
არაბ. الجمهورية التونسية
ტუნისი
ტუნისის დროშა ტუნისის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: სამშობლოს დამცველები
ტუნისის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტუნისი
36°50′ ჩ. გ. 10°09′ დ. გ. / 36.833° ჩ. გ. 10.150° დ. გ.
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მუჰამედ ენ-ნასერი
 -  პრემიერ-მინისტრი მოჰამედ განუჩი
ფართობი
 -  სულ 163 610 კმ2 (92-ე)
 -  წყალი (%) 5.0
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 10 102 000 (78-ე)
 -  1994 აღწერა 8 785 711 
 -  სიმჭიდროვე 62 კაცი/კმ2 (133-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $97.74 მილიარდი (მე-60)
 -  ერთ მოსახლეზე $9,630 (73-ე)
აგი (2007) 0.766 (საშუალო) (91-ე)
ვალუტა ტუნისური დინარი (TND)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი TUN
Internet TLD .tn
სატელეფონო კოდი 216

სახელწოდება

  • ოფიციალური: ტუნისის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: تونس; Al Jumhuriyah at Tunisiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს დედაქალაქის - ტუნისისაგან, რომელიც ანტიკური კართაგენის მახლობლადაა აგებული.

ისტორია

CarthageMap
კართაგენის კონტროლირებადი ტერიტორია ძვ. წ. III საუკუნეში

ტუნისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. ძვ. წ. 825 წელს ფინიკიელებმა აქ შექმნეს მონათმფლობელური ქალაქი-სახელმწიფო კართაგენი, რომელმაც ძვ. წ. II ს-მდე იარსება. პუნიკური ომების შედეგად კართაგენი დაინგრა, ტუნისი რომის აფრიკული სამფლობელოების შემადგენლობაში შევიდა. ახ. წ. I საუკუნეში ტუნისში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. 439 წელს ვანდალებმა დაიპყრეს, ხოლო 534 წელს ბიზანტიის მფლობელობაში გადავიდა. VII საუკუნის დასასრულს ტუნისი არაბებმა დაიპყრეს და ომაიანთა სახალიფოს შემადგენლობაში მოაქციეს. VII საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის დასასრულს ტუნისის მკვიდრი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ისლამი მიიღო. 800 წელს ტუნისი აბასიანთა სახალიფოს გამოეყო და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა არაბული დინასტიის აღლაბიდების (800-909 წწ) მეთაურობით. 909 წელს შიიტი ბერბერების აჯანყების შედეგად აღლაბიდთა დინასტია დაემხო და ქვეყნის სათავეში ფატიმიდების ისმაილისტური დინასტია მოვიდა. ფატიმიდთა ტირანიით გამოწვეული უკმაყოფილებით ისარგებლა ზირიდების ბერბერულმა დინასტიამ და 1048 წელს შექმნა დამოუკიდებელი სუნიტური სახელმწიფო (ცენტრი - კაირუანი). 1160 წელს ტუნისი შევიდა ალმოჰადების სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის დაშლის შემდეგაც ჰაფსიდების სახელმწიფოს (1229-1574 წწ) დაემორჩილა. 1574 წელს ტუნისი თურქებმა დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიის პროვინციად აქციეს, მაგრამ სულთნის ხელისუფლება ტუნისში ნომინალური იყო. 1591 წლიდან ქვეყანას ტუნისელი დეები, შემდგომ კი მურადიდების დინასტიის (1612-1702 წწ) ბეები განაგებდნენ. ამ დროიდან ტუნისში დაიწყო სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ადგილობრივი ტრადიციების აღდგენა. 1705 წელს ჰუსაინიდების დინასტიის ბეებმა ტუნისის დამოუკიდებელი სახელმწიფო დააარსეს. ოსმალეთის სულთნის სიუზერენიტეტის აღიარების მიუხედავად, ჰუსაინიდები ცდილობდნენ დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებას; მათ გაატარეს სოციალური გარდაქმნები. XIX საუკუნის 40-იან წლებში გაუქმდა მონობა, შეიქმნა რეგულარული არმია და ფლოტი. 1861 წელს გამოქვეყნდა ტუნისის პირველი კონსტიტუცია („დუსთური”). XVIII საუკუნიდან ევროპულმა სახელმწიფოებმა შეაღწიეს ტუნისში. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაარსდა რამდენიმე ფრანგული კოლონია. 1881 წელს საფრანგეთის ჯარი ტუნისში შეიჭრა და ტუნისელთა წინააღმდეგობის მიუხედავად ბეის თავს მოახვია ხელშეკრულება პროტექტორატის შესახებ. ტუნისი საფრანგეთის კოლონიად იქცა.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ტუნისს ჯერ „ვიშის” მთავრობა განაგებდა (1940-1942 წწ), შემდეგ იტალია-გერმანიის ოკუპაციაში (1942 წლის ნოემბერი - 1943 წლის მაისი) მოექცა. 1954 წლის 31 ივლისს საფრანგეთმა ტუნისს შიდა ავტონომია მიანიჭა. 1955 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი საფრანგეთ-ტუნისის კონვენციით ქვეყნის მმართველობა ეროვნული მთავრობის ხელში გადავიდა. 1956 წლის 20 მარტს ტუნისმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1957 წლის 25 ივლისს მონარქია გაუქმდა და რესპუბლიკა გამოცხადდა.

1934-87 წლებში ქვეყანას მართავდა ჰაბიბ ბურგიბა. იგი საერო იდეოლოგიას ატარებდა (ქალთა ემანსიპაცია, მრავალცოლიანობის გაუქმება, უფასო განათლება) და ისლამურ ფუნდამენტალიზმს უპირისპირდებოდა. ამასთან ის თანდათან აძლიერებდა თავის ხელისუფლებას, რაც დიქტატორულ მმართველობაში გადავიდა. 1987 წელს იგი სიბერის გამო გადააყენეს. ახალი პრეზიდენტის მისი წინამორბედის მმართველობის სტილს ინარჩუნებს.

გეოგრაფია

Tunisia-CIA WFB Map

ტუნისის ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 800 კმ-ზეა გადაჭიმული. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 1200 კმ. დიდი ყურეებია: ტუნისის, ჰამამათი, გაბესი. სანაპიროს გაყოლებით მრავალი კუნძულია (ჯერბა, კერკენის კ-ები და სხვა).

რელიეფი უმთავრესად ბორცვიანი ვაკეა. ტერიტორიის დაახლოებით 1/3 ატლასის მთებსა და მთათაშუა პლატოს უჭირავს. ტუნისის ქედის დასავლეთ ნაწილში აღმართულია მთა შამბი (1544 მ - ქვეყნის უმაღლესი წერტილი). ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი უჭირავს ტუნისის დაბლობსა და ტუნისის საჰელს. უკიდურეს სამხრეთში არის ქვიშიანი უდაბნო რმელ-ალ-აბიოდი.

სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება რკინის მადანი, ფოსფორიტები, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიის, ვერცხლისწყლის, მანგანუმის მადანი, ფლუორიტი, ბარიტი, კალიუმის მარილები.

ჰავა უმთავრესად სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვისაა, უკიდურეს სამხრეთში - ტროპიკული უდაბნოსი. ჩრდილოეთით იანვრის საშუალო ტემპერატურაა 10 °C, ივლისისა - 26 °C; სამხრეთით, შესაბამისად, 21 °C და 33 °C. ნალექები მთათაშუა პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში 1000-დან 1500 მმ-მდეა წელიწადში, დანარჩენ ნაწილში - 400-დან 600 მმ-მდე, ტუნისის ქედის სამხრეთით - 100-200 მმ.

მდინარეთა დიდი ნაწილი მიეკუთვნება უადის ტიპს. ყველაზე დიდი მდინარეა მეჯერდა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არის ტბები ბიზერტა და გარაით-აშქელი. ჩრდილოეთით ჭარბობს ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, ატლასის მთებში - ტყის ყომრალი; სამხრეთით ნახევარუდაბნოების რუხი-ყავისფერი (ადგილ-ადგილ დამლაშებული) და უდაბნოს პრიმიტიული ნიადაგებია. ბუნებრივი მცენარეულობა ძლიერ დეგრადირებულია. მთებში ფოთოლმცვივანი და მარადმწვანე ტყეები და მაკვისის ტიპის ბუჩქნარია. დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს კორპის მუხის მასივებს.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ბეჯი კაიდ ეს-სებსი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი: ზედა (წარმომადგენელთა) პალატა (126 წევრი), ქვედა (დეპუტატთა) პალატა (189 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 24 გუბერნია (Governorate).

დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 10 074 951 (2005), მათ შორის 97,2 % ტუნისელი არაბი, 1,1 % ბერბერი.
  • სახელმწიფო ენა : არაბული. სხვა ენები - ფრანგული (ბიზნესი და დიპლომატია).
  • რელიგია : ისლამი.
  • დედაქალაქი : ტუნისი (700 ათასი).
  • ქალაქები : სფაქსი (270), არიანა (217), ტადამან დავარ ჰიშარი (189), სუსი (156).

ეკონომიკა

  • რესურსები: ნავთი, ფოსფატები, რკინის მადანი, ტყვია, თუთია, მარილი.
  • ექსპორტი: ნავთობი, ფოსფატები, საფეიქრო ნაწარმი, ხილი, თევზეული.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე: 2.000 $.
  • ვალუტა: ტუნისის დინარი (TND);

მემკვიდრეობა

კართაგენის ნანგრევები, ტუნისის და სუსის მედინა, პუნიკური ქალაქი კერკუანი და აკროპოლი, ელ-ჯემის ამფითეატრი.

ლიტერატურა

20 მარტი

20 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 79-ე დღე (ნაკიან წლებში – მე-80 დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 286 დღე.

25 ივლისი

25 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 206-ე დღე (ნაკიან წლებში – 207-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 159 დღე.

ალმოჰადები

ალმოჰადები — ბერბერულ-ისლამური სექტის მიმდევრების, მავრულ-ესპანური დინასტიისა და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება. სახელმწიფო არსებობდა 1121-1269 წლებში. ალმოჰადების რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობისა და დინასტიის ფუძემდებელი ღვთისმეტყველი მუჰამად იბნ თუმართი გამოდიოდა ალმორავიდების რელიგიური დოგმის წინააღმდეგ. მოითხოვდა ისლამის გაწმენდას ყოველგვარი „სიახლისაგან,“ უარყოფდა წმინდანების, მათი საფლავებისა და წმინდა ადგილების კულტს და „კერპთაყვანისმცემლობისა“ და „მრავალღმერთიანობის“ სამაგიეროდ „ერთღმერთიანობას“ ქადაგებდა. მან თავი მესიად გამოაცხადა და საფუძველი ჩაუყარა ალმოჰადების თეოკრატიულ სახელმწიფოს., სადაც ჭეშმარიტ მუსლიმანებად მხოლოდ „ერთღმერთიანები“ მიაჩნდათ, ხოლო დანარჩენი ყველა „ურჯულოდ“.

ალმოჰადები განსაკუთრებით გაძლიერდნენ იბნ თუმართის მოწაფისა და მიმდევრის ხალიფა აბდ ალ-მუმინის მმართველობის დროს (1130-1163 წწ.), რომელმაც 1147 წელს საბოლოოდ დაამარცხა და გაანადგურა ალმორავიდები, მათე დედაქალაქი მარაქეში (მაროკო) თავის სატახტო ქალაქად აქცია და თავისი ბატონობა განავრცო მათ სახელმწიფოზე. აბდ ალ-მუმინის მემკვიდრეები ესპანელ ქრისტიანებსაც ებრძოდნენ. 1195 წელს მათ დიდი გამარჯვება მოიპოვეს ალარკოსის ბრძოლაში, მაგრამ რეკონკისტის დიდი ხნით შეჩერება ვერ შეძლეს.

ალმოჰადების პოლიტიკა რეაქციულობითა და რელიგიური შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა და დიდ უკმაყოფილებას იწვევდა აფრიკასა და ესპანეთში. 1212 წელს ლას-ნავას-დე-ტოლოსის ბრძოლაში კასტილიის, არაგონის და ნავარის გაერთიანებულმა ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს ალმოჰადები. ამის შემდეგ ალმოჰადების სახელმწიფო თანდათან დაიშალა. 1228 წელს მას გამოეყო ტუნისი, 1235 წელს - თლემსენი, 1248 წლისთვის ესპანელმა ქრისტიანებმა ხელში ჩაიგდეს მუსლიმთა ყველა მიწა, გარდა გრანადისა. 1269 წელს მარინიდების დინასტიის ამირებმა მარაქეში დაიპყრეს და ამრიგად ბოლო მოუღეს ალმოჰადებს.

ალჟირი

ალჟირი (არაბ. الجزائر, ბერბ. ⴷⵣⴰⵢⴻⵔ), ოფიციალურად ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში. სიდიდით ხმელთაშუა ზღვისა და აფრიკის კონტინენტის პირველი, ხოლო მსოფლიოს — მეათე ქვეყანა.

ალჟირს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტუნისი, აღმოსავლეთით ლიბია, დასავლეთით მაროკო, სამხრეთ-დასავლეთით დასავლეთი საჰარა, მავრიტანია და მალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიგერი, ჩრდილოეთით კი — ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი დაახლოებით 2 400 000 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქი – ალჟირი.

ალჟირი არის არაბული ქვეყნების ლიგის, გაეროს, აფრიკის კავშირისა და ოპეკის წევრი ქვეყანა.

არაბული ქვეყნების ლიგა

არაბული ლიგა (არაბ. الجامعة العربية), ოფიციალური სახელი არაბული ქვეყნების ლიგა (არაბ. جامعة الدول العربية) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 22 არაბულ ქვეყანას და პარტნიორ სახელმწიფოებს აერთიანებს. ორგანიზაცია შექმნილია 1945 წლის 22 მარტს. უმაღლესი ორგანო — ლიგის საბჭო მდებარეობს კაიროში (ეგვიპტე).

აფრიკის ერთა თასი

აფრიკის ეროვნებათა თასი — საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია ატარებს. ტურნირის ანალოგია ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. გამარჯვებული აფრიკის ჩემპიონად ცხადდება და ფიფას კონფედერაციის თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას იღებს. 1957 წელს გაიმართა პირველი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სამი ქვეყნის ეროვნული ნაკრები: ეგვიპტე, სუდანი და ეთიოპია (სამხრეთ აფრიკა დისკვალიფიცირებული იქნა აპართეიდის გამო). 1968 წლიდან ტარდება ყოველ ორ წელიწადში.

კაირო

კაირო (არაბ. القاهرة; al-Qāhirah) — ეგვიპტის დედაქალაქი; 15.2 მილიონიანი მოსახლეობით (აგლომერაცია) უდიდესი ქალაქია აფრიკაში; მსოფლიოში რიგით მე-16 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეტროპოლია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ოფიციალური სახელია „ალ-ქაჰირა“, ადგილობრივი მცხოვრებლები მას როგორც წესი ქვეყნის სახელით „მაშრ“ (არაბ. مصر) მოიხსენიებენ ადგილობრივ დიალექტზე. სახელი „ალ-ფაჰირა“ ითარგმნება, როგორც „გამარჯვებული“. სახელის წარმოშობად ქალაქის დაფუძნების დროს პლანეტა მარსის მდგომარეობას მიიჩნევენ. მარსი დესტრუქციასთან იგივდება და არაბულად მას „ალ-ნაჯმ-ალ-ქაჰირ“ ეწოდება, ლეგენდის მიხედვით სწორედ აქედან უნდა იყოს ქალაქის სახელიც. თუმცა ისტორიულად ქალაქის სახელი მისი ტიტულიდან „ქაჰირატ-ალ-ადაა“ (მტერთა დამთრგუნველი) უნდა წარმოშობილიყო. ეს ტიტული ქალაქს მიეცა მისი ძლევამოსილი სტატუსის გამო, ვინაიდან უცხოელთა ჯარების მიერ ქალაქის დაპყრობის მრავალი მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა (მაგ. მონღოლთა, ჯვაროსნებისა და ოსმალთა შემოსევები).

ლიბია

ლიბია (არაბ. ليبيا), ოფიციალურად ლიბიის რესპუბლიკა — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ეგვიპტე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სუდანი, სამხრეთით — ჩადი და ნიგერი, დასავლეთით — ალჟირი და ტუნისი. 1,8 მლნ კმ² ფართობით ლიბია მსოფლიოს მე-17 უდიდესი ქვეყანაა.ქვეყნის დედაქალაქი და ამავე დროს ყველაზე დიდი ქალაქია ტრიპოლი, სადაც ლიბიის 6,4 მლნ მოსახლიდან 1,7 მლნ ცხოვრობს. ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილია: ტრიპოლიტანია, ფეცანი და კირენაიკა. 2009 წელს, ლიბიას ადამიანური განვითარების ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდა აფრიკაში და მეოთხე უდიდესი ეშპ ერთ მოსახლეზე სეიშელის კუნძულების, ეკვატორული გვინეისა და გაბონის შემდეგ. ლიბიას მსოფლიოში მე-10 უდიდესი ნავთობის დადასტურებული მარაგები და ბენზინის მე-17 უდიდესი წარმოება აქვს.2011 წლის სამოქალაქო ომი ქვეყნის ლიდერის — მუამარ კადაფის ჩამოგდებითა და სიკვდილით დასრულდა, დაინგრა მისი 34 წლიანი ჯამაჰირიის სახელმწიფო. შედეგად, დღეისათვის ლიბიაში პოლიტიკური რეფორმები მიმდინარეობს. ქვეყანა იმართება ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ მიღებული შუალედური კონსტიტუციით. 2012 წლის 7 ივლისს ჩატარდა საყოველთაო ეროვნული კონგრესის არჩევნები, რის შემდეგაც, 8 აგვისტოს, გარდამავალმა საბჭომ ძალაუფლება ახლად არჩეულ ასამბლეას გადასცა. ასაბმლეას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩამოაყალიბის კონსტიტუციური ასამბლეა, რომელმაც უნდა შეიმუშავოს ლიბიის მუდმივი კონსტიტუცია, რომელიც შემდეგ რეფერენდუმით დამტკიცდება.

მაღრიბი

მაღრიბი (არაბ. المغرب‎ ‏ალ-მაღრიბ „დასავლეთი“, რომელიც წარმოებულია ზმნისაგან ‏ﻏﺮﺏ‎ ღარაბა „წასვლა, (მზის) ჩასვლა“) — ტერიტორია ჩრდილო აფრიკაში, ასე მოიხსენიებენ ძირითადად სამ ჩრდილო-აფრიკულ ქვეყანას ტუნისს, ალჟირსა და მაროკოს, ნაწილობრივ ასევე ლიბიას, დასავლეთი საჰარას და მავრიტანიას, რომელთაც თავიანთი ისტორიის შედეგად მრავალი საერთო რამ აქვთ. არაბულ ენაში მაღრიბით ძირითადად გულისხმობენ მაროკოს, რომელიც უკიდურესად დასავლეთით მდებარე არაბული ქვეყანაა და მისი სახელწოდებაც საკუთრივ ალ-მაღრიბად ჟღერს. ძველი არაბული გამოთქმის თანახმად, მაღრიბი წმინდა ფრინველია, რომლის სხეული ალჟირია, მარჯვენა ფრთა ტუნისი, მარცხენა კი მაროკო.

მაღრიბის საპირისპირო ცნებაა მაშრიყი (არაბ. ‏المشرق‎‎‎‎ ალ-მაშრიყ „აღმოსავლეთი“), ნაწარმოები არაბული ზმნისაგან „შარაყა“ (ﺜﺮﻕ‎) „(მზის) ამოსვლა, ნათება“.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აფრიკაში

სტატიაში მოცემულია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აფრიკაში.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006 – რიგით მე-18 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც მიმდინარეობდა 2006 წლის 9 ივნისიდან - ივლისამდე გერმანიაში.

საჰარა

საჰარა — მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ კმ². მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. უდაბნოს ასაკი დაახლოებით 2,5 მილიონი წელია. სახელი „საჰარა“ მომდინარეობს არაბულიდან (صحراء‎) და ნიშნავს უდაბნოს. მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე (ჩრდილში ტემპერატურა +40-50 გრადუსს აღწევს); დიდი სიმშრალე (წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის); ძლიერი ხანგრძლივი ქარები; ტემპერატურის დიდი დღე-ღამური რყევები (ამპლიტუდები), როდესაც დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება. საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნა.

ტუნისი (ქალაქი)

ტუნისი (არაბ. تونس) — ტუნისის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრს. 2008 წლის აღწერის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 1,200,000 კაცი, ხოლო ტუნისის ურბანულ არეში 3,980,500 ადამიანი.

ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, რაც აქ არსებულ კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს. აქვე არის ტუნისის ყურე. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ტუნისის ტბა. ამ დასახლებული პუნქტის სიახლოვეს არის ქალაქი ჰალკ-ელ-უედი. ქალაქ ტუნისის სიახლოვეს მდებარეობს ანტიკური დასახლება კართაგენი, რომელიც 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.

ქალაქის სიახლოვეს არსებობს მრავალი ძველი, სამარხი, აბანო და ამფითეატრი. ამ ტერიტორიაზე დასახლება ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 8000 წლის წინ არსებობდა. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში აქ ბერბერები დასახლდნენ. მოგვიანებით უკვე აქ არსებული ქალაქი შევიდა კართაგენისა და ნუმიდიის სახელმწიფოების შემადგენლობაში. ნუმიდიის სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, ეს დასახლება უშუალოდ კართაგენის ნაწილი გახდა. მესამე პუნიკური ომის შემდეგ, მოხდა კართაგენის მარცხი რომთან, რომაელებმა აქ არსებული ქალაქი დაანგრიეს. ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნისთვის ჩრდილოეთი აფრიკა, მათ შორის ტუნისიც მოექცა არაბების გავლენის ქვეშ. აქ დაარსდა პორტი, რამაც ვაჭრობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 973 წლიდან ამ ტერიტორიას ზირედების დინასტია მართავდა. 1121 წლიდან ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილის ტერიტორიაზე შეიქმნა ალმოჰადების სახალიფო, ქალაქი ტუნისი ამ ახალ სახელმწიფოში გაერთიანდა. 1229-1574 წლებში ტუნისს განაგებდნენ ჰაფსიდები. ამ პერიოდში ქალაქის ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწორედ ტუნისს ეკისრებოდა ვაჭრობის მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ამ რეგიონში. XVI საუკუნესთვის ტუნისი მოექცა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალთა მმართველობის შემდეგ, ქალაქი 1881 წელს ფრანგების ხელში გადავიდა, ფრანგულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ ტუნისის ფართობი.

ამ დასახლებაში, ისლამურთან ერთად იგრძნობა დასავლური არქიტექტურაც. სწორედ აქ არის ბარდოს ეროვნული მუზეუმი. ქალაქ ტუნისში მრავლად არის მეჩეთები. ფრანგების მმართველობის პერიოდში, გაფართოვდა ტუნისის ქუჩები.

ტუნისის პრეზიდენტი

ტუნისის პრეზიდენტი – ტუნისის სახელმწიფოს მეთაური, მოსახლეობა ირჩევს 5 წლის ვადით.

ფრანგული ენა

ფრანგული ენა — ფრანგების, ვალონების, ფრანკო-კანადელების, ფრანკო-შვეიცარიელების ენა. მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის რომანულ ჯგუფს. ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს აფრიკის მრავალი ქვეყანა, ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა და სხვა. ფრანგულმა ენამ სხვა ენებზე ადრე მოიპოვა საერთაშორისო ენის სტატუსი. ფრანგული ენის საფუძველზე შეიქმნა კრეოლური ენები.

ჩრდილოეთი აფრიკა

ჩრდილოეთი აფრიკა — მდებარეობს აფრიკის კონტინენტის ყველაზე ფართო ნაწილში. გეოპოლიტიკურად, გაეროს განსაზღვრებით მასში შედიან:

ალჟირი

ეგვიპტე

ლიბია

მაროკო

სუდანი

ტუნისი

დასავლეთი საჰარახშირად ამ ნაწილს მიაკუთვნებენ ეთიოპიას, ერიტრეას, მავრიტანიას, კანარის კუნძულებსა და მადეირას.

ქვეყნები და ტერიტორიები აფრიკაში
ჩრდილოეთი აფრიკა
დასავლეთი აფრიკა
ცენტრალური აფრიკა
აღმოსავლეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა
არაღიარებული
ქვეყნები
ნაწილობრივ აფრიკაში
დამოკიდებული
სადავო ტერიტორიები
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები და ტერიტორიები
სუვერენული სახელმწიფოები
ტერიტორიები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.