ტონი მორისონი

ტონი მორისონი (ინგლ. Toni Morrison, ნამდვილი სახელი და გვარი კლოი ენტონი უოფორდი; დ. 18 თებერვალი, 1931 — გ. 5 აგვისტო, 2019) — ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1993).

დაიბადა აფრო-ამერიკელ, აშშ-ის სამხრეთი შტატებიდან გადასახლებულ მუშათა ოჯახში. სწავლობდა ჰარვარდისა (1949–1953) და კორნელის (1953–1955) უნივერსიტეტებში; მუშაობდა რედაქტორად გამომცემლობაში (1965–1983), ასწავლიდა აშშ-ის უნივერსიტეტებში, მათ შორის პრისტონის უნივერსიტეტში (1989–2006).

ტონი მორისონის ლიტერატურული კარიერა დაიწყო რომან „ყველაზე ცისფერი თვალები“ („The bluest eye“, 1970) გამოქვეყნებით, სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას მძიმე ბედი. რასობრივი ჩაგვრის თემებმა მომავალი განვითარება ჰპოვეს რომანში „სოლომონის სიმღერა“ („Song of Solomon“, 1977), რომლის ცენტრში გმირის მიერ საკუთარი „მეს“ ძიება და გააზრებაა; რომანი გარდაიქმნა კულტურულ მითად და აფროამერიკული ისტორიის სათავედ. მაგიური რეალიზმის ტრადიციები გამოიხატა რომანებში „ფისის კაცუნა“ („Tar baby“, 1981), „სიყვარული“ („Love“, 2003), „სიბრალული“ („A mercy“, 2008). სამი რომანის ციკლი — „მიჯნური“ („Beloved“, 1987), „ჯაზი“ („Jazz“, 1992), „სამოთხე“ („Paradise“, 1998) — თანამიმდევრულად აღწერს აფრო-ამერიკელების ისტორიის მთავარ ეტაპებს: მონობის ეპოქა, სამოქალაქო ომი, სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის პერიოდი. ფოლკლორისა და მითოლოგიის მითითებები, ტრაგიკული და კომიკური ფანტასტიკისა და რეალობის მუდმივი შერევა ტონი მორისონის შემოქმედების მთავარი მახასიათებლებია.

ტონი მორისონი
Toni Morrison
დაბ. თარიღი 18 თებერვალი 1931[1] [2]
გარდ. თარიღი 5 აგვისტო 2019[4] [3] (88 წლის)
გარდ. ადგილი ბრონქსი[4] [3]
ენა ინგლისური ენა[11]
ეროვნება აფრო-ამერიკელები
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[12] [13]
ჯილდოები
ხელმოწერა
Toni Morrison (signature)

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Encyclopædia Britannica
  2. Toni Morrison, Towering Novelist of the Black Experience, Dies at 88
  3. 3.0 3.1 3.2 https://www.nytimes.com/2019/08/06/books/toni-morrison-dead.html
  4. 4.0 4.1 https://www.theguardian.com/books/2019/aug/06/toni-morrison-author-and-pulitzer-winner-dies-aged-88
  5. http://www.bbc.co.uk/programmes/articles/LNR9vCvV553p5qcZ7L1kD9/author-collection
  6. http://www.nytimes.com/1996/09/29/nyregion/ambition-in-words-and-images.html
  7. http://www.nytimes.com/movies/movie/191932/Toni-Morrison-A-Writer-s-Work/overview
  8. http://muse.jhu.edu/journals/african_american_review/v044/44.4.roynon.pdf
  9. http://www.poemhunter.com/toni-morrison/quotations/
  10. http://www.huffingtonpost.com/the-news/reporting/2008/01/24/
  11. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. http://www.nytimes.com/1996/09/29/books/english-lessons.html
  13. http://www.nytimes.com/2009/10/11/arts/design/11voge.html?hpw
  14. 14.0 14.1 https://www.neh.gov/about/awards/national-humanities-medals/toni-morrison
18 თებერვალი

18 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 49-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 316 დღე (ნაკიან წელში - 317).

1931

1931 (ათას ცხრაას ოცდათერთმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-4 დეკადის 1-ლი წელი.

1993

1993 (ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-10 დეკადის მე-3 წელი.

ნობელის პრემიის ლაურეატები

ნობელის პრემია (შვედ. Nobelpriset, ნორვ. Nobelprisen) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია. გაიცემა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების, რევოლუციური გამოგონებების ან კულტურასა თუ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

ნობელის პრემია დაარსდა ალფრედ ნობელის ანდერძის შესაბამისად.

ნობელის ანდერძში გათვალისწინებული იყო თანხის გამოყოფა მხოლოდ ხუთი მიმართულების წარმომადგენელთა ჯილდოებისთვის:

ლიტერატურა (გაიცემა 1901 წლიდან, შვედეთში);

ფიზიკა (გაიცემა 1901 წლიდან, შვედეთში);

ქიმია (გაიცემა 1901 წლიდან, შვედეთში);

ფიზიოლოგია და მედიცინა (გაიცემა 1901 წლიდან, შვედეთში);

მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისთვის (გაიცემა 1901 წლიდან, ნორვეგიაში).გარდა ამისა, 1969 წლიდან შვედეთის ბანკის ინიციატივით გაიცემა ნობელის სახელობის პრემია ეკონომიკაში. იგი გაიცემა სხვა ნობელის პრემიების შესაბამისი პირობებით. მომავალში ნობელის ფონდის მმართველობა არ გეგმავს ნომინაციების რაოდენობის გაზრდას.

ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". "თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვასიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.

ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.

ნობელის პრემიის ქალი-ლაურეატები

ნობელის პრემიის ქალი-ლაურეატები – ნობელის პრემია დაარსდა 1895 წელს, ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად. მას გასცემს შვედეთის სამეფო აკადემია, კაროლინის ინსტიტუტი (მედიცინასა და ფიზიოლოგიის დარგში) და ნორვეგიის ნობელის კომიტეტი (მშვიდობის განმტკიცების დარგში). 1968 წელს შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ დაარსდა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში.2009 წელს მოითვლებოდა 762 ნობელიანტი მამაკაცი და 40 ნობელიანტი ქალი. პირველი ნობელის პრემიის ლურეატი ქალი გახდა მარი სკლოდოვსკა-კიური, რომელმაც პრემია მიიღო ორჯერ 1903 წელს ფიზიკაში, ხოლო 1911 წელს ქიმაში. სარეკორდო იყო 2009 წელი, როდესაც ერთდროულად 5 ქალი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი სხვადასხვა არგში, მათ შორის იყო პირველი ქალი ეკონომიკის პრემიის ლაურეატი ელინორ ოსტრომი.

პულიცერის პრემია

პულიცერის პრემია (ინგლ. Pulitzer Prize) — ამერიკული ჯილდო, რომელიც ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზიციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატებს ყოველი წლის აპრილში აცხადებენ.

პრემიის ლაურეატებს ასახელებს დამოუკიდებელი საბჭო, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას ახდენს კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტმა და საგაზეთო გამომცემელმა, ჯოზეფ პულიცერმა. სახელ „პულიცერს“ ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც „პიულიცერს“ (pew-litser). ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად, ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა „Pull it, sir“.

პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალისტიკაში ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება.

მხატვრული წიგნისთვის პულიცერის პრემიის ლაურეატები:

1921 — ედით ოურტონი, „უმანკოების ხანა“.

1928 — ტორნტონ უაილდერი, „სან ლუის რეის ხიდი“.

1937 — მარგარეტ მიტჩელი, „ქარწაღებულნი“.

1940 — ჯონ სტეინბეკი, „მრისხანების მტევნები“.

1953 — ერნესტ ჰემინგუეი, „მოხუცი და ზღვა“.

1955 — უილიამ ფოლკნერი, „იგავი“.

1961 — ნელ ჰარპერ ლი, ნუ მოკლავ ჯაფარას“.

1963 — უილიამ ფოლკნერი, „გამტაცებელნი“.

1968 — უილიამ სტაირონი, „ნეტ ტერნერის აღსარება“.

1982 — ჯონ ჰოიერ აპდაიკი.

1988 — ტონი მორისონი.

1991 — ჯონ ჰოიერ აპდაიკი.

1998 — ფილიპ მილტონ როთი, „ამერიკული პასტორალი“.

2005 — მერილინ რობინსონი, „გილეადი“.

2007 — კორმაკ მაკ-კართი, „გზა“.

ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
1901–1925
1926–1950
1951–1975
1976–2000
2001–დღემდე
Nobel Prize.png 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები Nobel Prize.png
ფიზიოლოგია
და მედიცინა
ფიზიკა
ქიმია
ლიტერატურა
მშვიდობა
ეკონომიკა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.