ტიტეს მიმართ ეპისტოლე

ტიტეს მიმართ ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლეთა რიგით ჩამონათვალში მას მე–12 ადგილი უკავია. იგი შედგება მხოლოდ 3 თავისაგან.

ტიტე იყო პავლე მოციქულის დიდი ნდობით აღჭურვილი მოწაფე, რომელიც მან დატოვა კ. კრეტაზე. ტიტეს უნდა დაესრულებინა მოძღვრის მიერ დაწყებული სამისიონერო საქმიანობა, დაედგინა ადგილობრივ ქრისტიანულ თემებში საეკლესიო იერარქიის პირები, ებრძოლა თვითმარქვია ყბედ მოძღვართა წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ბერძენთა გული მოეგოთ და მწვალებლობაში ჩაეთრიათ ისინი. მოციქული ტიტეს ავალებს აღადგინოს ეკლესიაში ჭეშმარიტი მოძღვრება და მოსთხოვოს მორწმუნეებს რწმენის შესაფერისი საქციელი, რაც მაგალითი იქნება ყველასათვის.

ტიტეს მიმართ ეპისტოლე თავისი შინაარსით მსგავსია ტიმოთეს მიმართ ეპისტოლისა, რადგან პავლე მოციქული თითქმის მსგავსი შინაარსის მითითებებს იძლევა ორივე მათგანში. ამიტომ მათ აგრეთვე, „სამოძღვრო ეპისტოლეებს“ უწოდებენ.

Paul Apostle
წმინდა მოციქული პავლე

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში

ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი

ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი — ახალი აღთქმის 14 ეპისტოლე, რომელსაც მიაკუთვნებენ წმ. მოციქულ პავლეს. პავლე მოციქულმა უფლის მოძღვრების სიღრმეები უფრო ნათელი გახადა, აღნიშნული ეპისტოლეებით. ეპისტოლეთაგან, თითოეულს კონკრეტული მისამართი აქვს. ისინი მიმართულია რომაელთა, კორინთელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, თესალონიკელთა და სხვათა მიმართ. თითოეული მათგანი განსხვავებულია აგებულებისა და შინაარსის თვალსაზრისით და მიმართულია ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებში ახლადმოქცეულთა გასარკვევად. მათ შორის ყველაზე დიდია ეპისტოლეები რომაელთა მიმართ და პირველი კორინთელთა მიმართ, რომლებიც შედგება 16–16 თავისაგან, ხოლო ყველაზე პატარაა ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ის მხოლოდ ერთ თავს მოიცავს.

პავლე მოციქულის მოღვაწეობა იუდეის სინაგოგებიდან დაიწყო. ის იყო ქრისტიანობის მდევნელი სავლე. უფლის მოწოდებით სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა. ამ მიზნით მან სამჯერ იმოგზაურა სხვადასხვა ადგილებში — მოიარა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნები არაბეთიდან ესპანეთამდე, იერუსალიმი, სელევკია და კ. კვიპროსი, სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც, კერძოდ, ათენში, კორინთოში, ეფესოსა და კესარიაში. მისი მოქმედებისა და სამისიონერო მოღვაწეობის არეალი ძირითადად იყვნენ ბერძენი წარმართები, რომლებსაც პავლეს განკარგულებით არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა, რამაც ქრისტიან იუდეველთა გულისწყრომა გამოიწვია. იერუსალიმის დაახლ. 52 წლის მოციქულთა კრებამ კამათის შემდეგ გაამართლა პავლეს მოქმედება და დადგენილებით დააკანონა იგი: მოქცეულ წარმართებს არ დაეკისრათ ებრაელთა ჩვეულებითი სჯულის შესრულება. ამიტომ მიიღო პავლემ „წარმართთა მოციქულის სახელი“ და ქრისტიანობაზე მოქცევის საშუალება მისცა მთელი მსოფლიოს ხალხებს, მაშინ, როდესაც ქრისტიანობის გავრცელება თავიდან მხოლოდ ძველი აღთქმის ებრაულ მოსახლეობაში იყო გათვალისწინებული. მან დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის სწორედ ამ მოგზაურობების დროს დაიწერა 14 ეპისტოლე, რომლებიც შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და რიგით მეოთხე წიგნს წარმოადგენს წმინდა ოთხთავის, მოციქულთა საქმენის, კათოლიკე ეპისტოლენის შემდეგ. ის უშუალოდ წინ უსწრებს მხოლოდ იოანეს გამოცხადებას ანუ „აპოკალიფსისს“, რომელიც ახალი აღთქმის ბოლო, მეხუთე წიგნს წარმოადგენს.

სახარებები
ეპისტოლეები
იესო ქრისტეს ცხოვრება
დღესასწაულები
რელიკვია
წმინდანები
12 მოციქული
70 მოციქული
სხვა მოციქულები
სხვა პიროვნებები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.