ტიბერია

ტიბერია (ებრ. טְבֶרְיָה, Tveria ; არაბ. طبرية, abariyyah) — ქალაქი ისრაელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ტიბერიადის ტბის დასავლეთ სანაპიროზე. ქალაქს სახელი ეწოდა რომის იმპერატორ ტიბერიუსის პატივსაცემად. აგრეთვე ცნობილია სახელით ტიბერიადა (ბერძ. Τιβεριάς, ლათ. Tiberias).

ქალაქი
ტიბერია
טְבֶרְיָה‎
Tiberias from air
გერბი
Coat of arms of Tiberias

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
რაიონი ჩრდილოეთი
კოორდინატები 32°47′23″ ჩ. გ. 35°31′29″ ა. გ. / 32.78972° ჩ. გ. 35.52472° ა. გ.
ქალაქის მერი ზოარ ოვედი
დაარსდა ჩვ.წ.აღ 18
ამჟამინდელი სტატუსი 1948
ფართობი 10.872 კმ²
ცენტრის სიმაღლე -200 მეტრი
მოსახლეობა 29,700 კაცი (2007)
ეროვნული შემადგენლობა ებრაელები, არაბები
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +972 4
ოფიციალური საიტი tiberias.muni.il
ტიბერია — ისრაელი
ტიბერია

რესურსები ინტერნეტში

დათო კირკიტაძე

დავით (დათო) კირკიტაძე (დ. 3 სექტემბერი, 1992) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ მარჯვენა გარემარბი. ასევე შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში.

კირკიტაძე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, იგი გამოირჩევა სისწრაფით და ბრძოლის ჟინით. 2013 წელს „Sportall.ge“-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო გარემარბად დავით კირკიტაძე დასახელდა, რომელიც იმჟამად საჩხერის „ჩიხურაში“ ასპარეზობდა (30.4%), მეორე ადგილი თბილისის „დინამოს“ ესპანელმა ფეხბურთელმა, მიკელ ალვარომ დაიკავა (24.5.3%).

ზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზუგდიდიდან. ამჟამად გუნდი საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში უმაღლეს ლიგაში გამოდის.

იერუსალიმის სამეფო

იერუსალიმის სამეფო — დასავლეთევროპული ყაიდის უმსხვილესი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის დროს, ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ. იერუსალიმის სამეფოსთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო 3 ფეოდალური სამთავრო: ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები. იერუსალიმის სამეფოს პირველი მეფე იყო გოდფრუა ბუიონელი.

მაიმონიდი

მაიმონიდი ნამდვილი სახელი მოშე ბენ მაიმონი ან მუსა იბნ მაიმუნი (დ. 1135 — გ. 13 დეკემბერი, 1204) — შუასაუკუნეების ებრაელი ფილოსოფოსი და ასტრონომი. დაიბადა კორდობაში. ებრაული მეცნიერების ერთ-ერთი საუკუეთესო წარმომადგენელი. მისმა მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა არაბულ და ზოგადად მუსლიმურ მეცნიერებაზეც. ცნობილი იყო როგორც ევროპულ, ასევე ისლამურ სამყაროშიც. გარდაიცვალა ეგვიპტეში.

მონპელიე

მონპელიე (ფრანგ. Montpellier) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 251,634 ადამიანს, საშუალოდ ქალაქში მცხოვრებთა სიმჭიდროვე შეადგენს 4,424 ადამიანს კმ²-ზე. დასახლებული პუნქტის ფართობია 56.88 კმ². მონპელიე 750 კილომეტრითაა დაცილებული ქვეყნის დედაქალაქ პარიზს. ქალაქი გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე. მონპელიე არის ლანგედოკი-რუსილონის რეგიონის და ეროს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

პალესტინელები

პალესტინელები (არაბ. الفلسطينيون, al-Filasṭīniyyūn; ებრ. פָלַסְטִינִים) — არაბი ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად პალესტინაში, ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის განმარტების მიხედვით "პალესტინელები

წარმოადგენენ არაბი ხალხის ნაწილს, რომელიც ორგანულად ცხოვრობდა პალესტინაში 1947 წლამდე. ეს განმარტება ვრცელდება ყველა პალესტინელზე, მიუხედავად შემდგომი გადასახლებისა და საცხოვრებელი ადგილისა. ყოველი, ვინც დაიბადა აღნიშნული თარიღის შემდგომ, პალესტინასა და მის გარეთ, ასევე ის, ვისი მამაც პალესტინელია, ასევე ითვლება პალესტინელად". პალესტინელებთან მიმართებაში ხშირად გამოიყენებენ ტერმინს "პალესტინელი არაბები".

გაეროს მონაცემებით (დეკემბერი, 2000) პალესტინელთა საერთო რაოდენობა 7–დან 8 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.

სამხედრო ქმედებებმა, რომლებიც უძღვოდნენ ისრაელის სახელმწიფოს შექმნას 1948 წ., აიძულა 750 ათასი ადამიანი იძულებითი გადაადგილებისკენ. ექვსდღიანმა ომმა დევნილების ახალი ტალღა წარმოქმნა – 500 ათას ადამიანამდე, რომელთაგან ნახევარმა მეორეჯერ განიცადა ლტოლვილობა. გაეროს ოფიციალური სტრუქტურები აღიარებენ ომების პერიოდში საერთო ჯამში 4 მილიონამდე პალესტინელისა და მათი შთამომავლების იძულებით გადაადგილებას.

დარეგისტრირებული ლტოლვილების რაოდენობა (2006 წლის 31 მარტისთვის შეადგენს 4 375 050 ადამიანს. მათ შორის იორდანიაში – 1 835 704, სირიაში 434 896, ლიბანში – 405 425, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე – 705 207, ღაზის სექტორში – 993 818.

მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, ისრაელში საერთოდ არ აღიარებენ არაბი პალესტინელების ეთნოსის არსებობას.

საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის სეზონი 2014-2015

საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის სეზონი 2014-15, იყო საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ზედიზედ მე-7 სეზონი უმაღლეს ლიგაში. ამ სეზონში „ზუგდიდმა“ ეროვნულ ჩემპიონატში დაიკავა მე-13 ადგილი, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებას 1/8 ფინალში გამოეთიშა რუსთავის „მეტალურგთან“.

სირიის გეოგრაფია

სირიის გეოგრაფია — სირია მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევაკუნძულის ჩრდილოეთით, ახლო აღმოსავლეთის ცენტრში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით. მას ესაზღვრება თურქეთი ჩრდილოეთით, ლიბანი და ისრაელი დასავლეთით, ერაყი აღმოსავლეთით და იორდანია სამხრეთით. მის დასავლეთ ნაწილში წარმოდგენილია მთატა სისტემა, ხოლო ქვეყნის შიგნით ტერიტორია ხასიათდება სტეპებით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არის სირიის უდაბნო და სამხრეთით არის ჯაბალ ალ-დრუზის მასივები. სირიაში არის ევფრატის დაბლობი, სადაც 1973 წელს აშენდა კაშხალი და შეიქმნა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი რეზურვუარი - ასადის ტბა. სირიის ყველაზე მაღალი წერტილია ჰერმონის მთა - 2,814 მეტრი, რომელიც მდებარეობს ლიბიის საზღვართან ახლოს. ხმელთაშუა ზღვის მშრალი სანაპიროსა და არიდული უდაბნოს რეგიონს შორის მდებარებს ნახევრადმშრალი სტეპების ზონა, რომელი ქვეყნის სამ მეოთხედს. აქ მშრალი და ცხელი ქარი უბერავს უდაბნოში. სირია არის აქტიურად ამოწურული, 28% მიწისა არის სახნავი, 4% მუდმივი კულტურების მოყვანას ხმარდება, 46% გამოიყენება სათიბად და საძოვრად, ხოლო ფოთლოვანი ტყეების წილი მხოლოდ 3%-ია.

სირია დაყოფილი ოთხ პროვინციად ან „მუჰაფაზათად“. პროვინციები მთლიანობაში დაყოფილია 60 რაიონად ან „მანატიქად“, რომლებიც, ასევე, იყოფიან ქვე-რაიონებად ან „ნავაჰიად“. დედაქალაქი - დამასკი არის რიგით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი სირიაში და წარმოადგენს დამასკის პროვინციას თავის მხრივ. ალეპო (2,301,570 პოპულაციით) ჩრდილოეთ სირიაში არის ყველაზე დიდი ქალაქი. ლატაკია და ტარტუსი წარმოადგენენ ძირითად პორტებს ხმელთაშუა ზღვაზე.

ტიბერიადის ტბა

ტიბერიადის ტბა, გენესარეთის ტბა, ბაჰრ-ტაბარია (ებრ. ים כנרת) — მტკნარწყლიანი ტბა ჩრდილო-აღმოსავლეთ ისრაელში. მდებარეობს გჰორის ტექტონიკური ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 212 მეტრით დაბლა. ფართობი 161-169 კმ². მაქსიმალური სიღრმე 43 მ. დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაპირები კლდოვანია, ჩრდილოეთი და სამხრეთი — დამრეცი. დედამიწის ყველაზე დაბლა მდებარე მტკნარწყლიანი ტბაა. წყლის დონე წლის განმავლობაში ცვალებადია. დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი ტიბერია. ტიბერიადის ტბაში გაედინება მდინარე იორდანე. მდიდარია თევზით. მოქცეულია იორდანეს რიფტულ ხეობაში, სირია-აფრიკის რღვევის ჩრდილოეთ ნაწილში. ისევე როგორც მკვდარი ზღვა — ტიბერიადის ტბა ამ რღვევის შედეგია. აქვს მომრგვალებულ-წაგრძელებული რომბის ფორმა. სიგრძე 21 კმ, სიგანე 13 კმ. ტიბერიადის ტბა ეწოდა ქალაქ ტიბერიადის (თანამედროვე ტიბერია) სახელის მიხედვით.

მოხსენიებულია ძველ აღთქმაში როგორც „კინერეთის ზღვა“ ან „ქინერეთის ტბა“. სახარებაში მრავალჯერ მოიხსენიება როგორც „გალილეის ზღვა“, „ტიბერიადის ზღვა“ და „გენესარეთის ტბა“, უბრალოდ „ზღვა“ ან „ტბა“. ახალ აღთქმაში გენესარეთის ტბა უკავშირდება იესო ქრისტეს საქმიანობასთან დაკავშირებულ მრავალ ნაამბობს. იესო ქრისტემ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ტბის სიახლოვეს. სწორედ გენესარეთის ტბაზე თევზაობდნენ მოციქულები წმინდა პეტრე და ანდრია მოციქული, როდესაც იყვნენ მოწოდებულნი იესო ქრისტეს მიერ მოციქულთა საქმეში.

უმაღლესი ლიგის საზაფხულო საფეხბურთო ტრანსფერები 2014

ცხრილებში მოცემულია საქართველოს უმაღლესი ლიგის 2014-2015 წლების სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას განხორციელებული ტრანსფერები კლუბების მიხედვით.

ჩრდილოეთი რაიონი (ისრაელი)

ჩრდილოეთი რაიონი (ივრ. מחוז הצפון მეჰოზ ჰაცაფონი) — ისრაელის ექვსი რაიონიდან ერთ-ერთი. ჩრდილოეთის რაიონის ფართობია 4,478 კმ2, წყლის ჩათვლით კი 4,638 კმ2. რაიონის უდიდესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი არის ნაზარეთი. 1981 წლიდან ჩრდილოეთ რაიონში შედის გოლანის მთებიც, მიუხედავად იმისა, რომ გაერო მას არ სცნობს ისრაელის ნაწილად.

ჰატინის ბრძოლა

ჰატინის ბრძოლა — გაიმართა 1187 წლის 4 ივლისს, იერუსალიმის სამეფოს ჯვაროსნებსა და სალადინის არმიებს შორის. ეს ბრძოლა ასევე ცნობილია, როგორც ჰატინის რქების ბრძოლა. მუსულმანურმა არმიამ გაანადგურა და ბევრიც დაატყვევა ჯვაროსანთა არმიიდან. ამ ბრძოლის პირდაპირი შედეგი იყო მუსლიმთა გაძლიერება წმინდა მიწაზე და შემდგომ იერუსალიმის და რამდენიმე ჯვაროსნული ქალაქის აღება სალადინის მიერ. ამ მარცხებმა აიძულა ევროპელები, რომ წამოეწყოთ მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც ჰატინის ბრძოლიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო.

ქალაქები
ადგილობრივი საბჭოები
რეგიონალური საბჭოები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.