სუბოტიცა

სუბოტიცა (სერბ. Суботица / Subotica [sǔbɔtit͡sa]) ასევე საბადკა (უნგრ. Szabadka) — ქალაქი სერბეთში, ვოევოდინას ავტონომიურ რეგიონში, ჩრდილო-ბაჩის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მნიშნველობით და მოსახლეობის რაოდენობით რეგიონის მეორე ქალაქი ნოვი-სადის შემდეგ.

სუბოტიცაში 100 000-ამდე ადამიანი ცხოვრობს და მულტიეთნიკურია, ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ უნგრელები (36%), სერბები (27%), ხორვატები (10%), ბუნევცები (10%) და ბოშები (2.5%). ქალაქი წარმოადგენს ვოევოდინაში და სრულიად სერბეთში უნგრელების, ბუნევცების და ხორვატების ყველაზე მსხვილ დასახლებას და ამ ეროვნული უმცირესობების კულტურულ ცემტრს.

ქალაქი
სუბოტიცა
Суботица / Subotica
Szabadka
Суботица

ქალაქის მერია
დროშა გერბი
Flag of Subotica, Serbia Grb subotice

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ავტონომიური მხარე (სერბეთი)|სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა|ავტონომიური მხარე ვოევოდინა
ოკრუგი (სერბეთი)|სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა|ოკრუგი ჩრდილო ბაჩი
კოორდინატები 46°05′54″ ჩ. გ. 19°40′12″ ა. გ. / 46.09833° ჩ. გ. 19.67000° ა. გ.
პირველი ხსენება 1391
ფართობი 1008 კმ²
ცენტრის სიმაღლე 109
მოსახლეობა 97 910 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2 182,6 კაცი/კმ²
აგლომერაცია 141 554
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +381 24
საფოსტო ინდექსი 24000
საავტომობილო კოდი SU
ოფიციალური საიტი subotica.rs
სუბოტიცა — სერბეთი
სუბოტიცა

რესურსები ინტერნეტში

XV საზონათაშორისო ტურნირი

XV საზონათაშორისო ტურნირი

1991 სექტემბერი სუბოტიცა

საზონათშორისო ტურნირი პირველად ჩატარდა შვეიცარიული სისტემით. 35 მოჭდრაკე 13 ტურში არკვევდა პრეტენდენტთა ტურნირის შვიდი საგზურის ბედს. კარგად ითამაშეს ქართველმა მოჭადრაკეებმა. ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა პრეტენდენტის საგზური მიიღეს. ქეთევან არახამია მხოლოდ უარესი კოეფიციენტების გამო დარჩა პრეტენდენტთა ტურნირის მიღმა.

7,5 ქულა

11.მარტა ლიტინსკაია 12.აინურ სოფიევა 13.ილდიკო მადლი

7 ქულა

14.კრისტინა ფოიშორი 15.დანიელა ნუცუ

6,5 ქულა

16.იულია დიომინა 17.მარგარიტა ვოისკა 18.ჟუჟა ვერეცი 19.ტუნდე ჩონკიჩი 20.ვესნა ბასაგიჩი 21.სანია ვუკსანოვიჩი

6 ქულა

22.მარინა მარკოვიჩი 23.მარიანა მარიჩი 24.ირინა ჩელუშკინა 25.ანა მარია ბოტსარი 26.ბ. მაკარტური 27.ნატაშა ბოიკოვიჩი 28.კოსტანცა იანი 29.სუზანა მაქსიმოვიჩი 30.იოანა პაასკიგანისი

5,5 ქულა

31.ს. ჯეკსონი5 ქულა

32.კლაუდია ამურა 33.კ. ნაინგი

3,5 ქულა

34.ნინა კოსკელა

2,5 ქულა

35.სილვია შაიდიშენიშვნა: მოთამაშის გასწვრივ მოცემულია პარტიის შედეგი მოცემულ ტურში. ფრჩხილებში ნაჩვენებია იმ მეტოქის ნომერი რომელსაც ეთამაშა ამ ტურში.

ელჩე

ელჩე (ესპ. Elche, ბას. Elx, კატ. Elx) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში. შედის ვალენსიის ავტონომიური რეგიონის ალიკანტეს პროვინციაში. მუნიციპალიტეტი შედის ბახო-ვინალოპოს რაიონის (კომარკის) შემადგენლობაში. ელჩეს ტერიტორიაზე მდებარეობს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პალმების ტყე.

მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის იმართება 1927 წლიდან ფიდეს ეგიდით.

პრეტენდენტთა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

პრეტენდენტთა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის იყო მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. შემოღებულ იქნა 1950 წელს ფიდეს კოპენჰაგენის კონგრესზე. ტარდებოდა 1952-1994 წლებში (გარდა 1968-1985 წლებისა, როდესაც ეს ტურნირი შეცვალა პრეტენდენტთა მატჩებმა). ტურნირში დაიშვებოდნენ ჯერ პრეტენდენტთა წინა ტურნირის გამარჯვებული (ან დამარცხებული მსოფლიოს ჩემპიონი) და ზონალური ტურნირების (1952-1967) გამარჯვებულები, ხოლო შემდეგ ზონალური ტურნირების გამარჯვებულები შეცვალეს საზონათშორისო ტურნირების გამარჯვებულებმა. 1983 წლის ფიდეს მანილის კონგრესზე პრეტენდენტთა მატჩები კვლავ შეიცვალა პრეტენდენტთა ტურნირებით.

სულ გაიმართა პრეტენდენტთა 12 ტურნირი. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო შეიქმნა დამატებითი მატჩების ჩატარება, ზოგჯერ კი ამას ითვალისწინებდა ტურნირის დებულება.

საზონათაშორისო ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ვაჟთა შორის

მსოფლიოს პირველობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. ფიდეს გადაწყვეტილებით მისი ჩატარება დაიწყეს 1948 წლიდან. ტურნირში დაიშვებოდა ზონალური ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები, წინა პრეტენდენტთა ტურნირის მონაწილენი და პერსონალურად მოწვეული მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები.

1948-1970 წლებში ტარდებოდა ერთი ტურნირი, 1973-1979 წლებში - ორი, ხოლო 1982-1987 წლებში - სამი. ტურნირები ტარდებოდა ჩვეულებრივი სისტემით. 1990 და 1993 წლებში ჩატარდა სამი ტურნირი (ერთი პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ეგიდით) შვეიცარიული სისტემით.

1993 წლის შემდეგ საზონათაშორისო ტურნირები აღარ გამართულა.

სულ ჩატარდა 17 ციკლის 26 ტურნირი.

საზონათშორისო ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

საზონათშორისო ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. შემოღებულ იქნა ფიდეს მიერ 1968 წელს, ლუგანოს კონგრესზე. ტარდებოდა 1971-1995 წლებში. 1976 წლამდე ტარდებოდა ერთი ტურნირი, შემდეგ კი ძლიერი მოჭდრაკეების რაოდენობისა და გეოგრაფიის გაზრდის კვალობაზე - ორი. ტურნირში დაიშვებოდნენ ზონალური ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები. საზონათშორისო ტურნირების სამი გამარჯვებული დაიშვებოდა პრეტენდენტთა ტურნირში (მატჩებში). 1973, 1976, 1985, 1987 და 1990 წლებში საჭირო შეიქმნა დამატებითი მატჩების და მატჩ-ტურნირების ჩატარება პრეტენდენტთა ციკლში გამსვლელი მოჭადრაკეების გამოსავლინებლად. სულ ჩატარდა 17 საზონათშორისო ტურნირი.

სეგედი

სეგედი (უნგრ. Szeged; გერმ. Szegedin; რუმ. Seghedin; ხორვატ. Segedin; სერბ. Segedin, Сегедин) — უნგრეთის მესამე უდიდესი ქალაქი, სამხრეთ ალფიოლდის რეგიონის ცენტრი და უდიდესი ქალაქი, ჩონგრადის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი. სეგედის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთელ უნგრეთში.

სერბეთი და ჩერნოგორია

სერბეთი და ჩერნოგორია — ყოფილი კონფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, ორი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის სერბეთის და ჩერნოგორიის გაერთიანების შემდეგ. ახალ შექმნილ სახელმწიფოს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა დაერქვა, 2003 წლიდან კი სახელი შეეცვალა და სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირი ეწოდა. 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 3 ივნისს. დღეს სერბეთის და ჩერნოგორიის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სერბეთის და ჩერნოგორიის რესპუბლიკებია.

სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა

სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა — სერბეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სისტემა, რომელიც მოიცავს 2 ავტონომიურ მხარეს, 29 ოლქს, დედაქალაქ ბელგრადსა და 211 თემს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით სერბეთი უნიტარული სახელმწიფოა.

სუბოტიცის თემი

სუბოტიცის თემი (სერბ. Суботица) — თემი სერბეთში, შედის ჩრდილო-ბაჩის ოლქში.

თემის მოსახლეობა შეადგენს 145 752 ადამიანს (2007 წლის აღწერის მონაცემები), მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 147 ადამ./კმ². თემის ფართობი — 1007 კმ².

თემის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სუბოტიცა. სუბოტიცის თემი შედგება 19 დასახლებული პუნქტისგან, მათი საშუალო ფართობია 53.0 კმ².

ჩრდილო-ბაჩის ოლქი

ჩრდილო-ბაჩის ოლქი (სერბ. Севернобачки управни округ) — სერბეთის ავტონომიურ მხარე ვოევოდინას ერთ-ერთი ოლქი შვიდიდან. მდებარეობს ვოევოდინას ჩრდილოეთ ნაწილში.

ოლქი მოიცავს 3 თემს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სუბოტიცა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა შეადგენს 200 140 ადამიანს. სიმჭიდროვე — 112.2 კაცი/კმ²-ზე. ფართობი — 1784 კმ².

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.