სპარსეთის იმპერია

სპარსეთის იმპერია (სპარს. شاهنشاهی ایران) — იმპერიული დინასტიების სერია, ცენტრალიზებული ირანის ტერიტორიაზე.

Map of the Achaemenid Empire
სპარსეთის იმპერია აქამენიდების დროს, ძვ. წ. მე-6 საუკუნე

დინასტიების სია

Achaemenid (greatest extent)
სპარსეთის პირველი იმპერიის, აქამენიანთა ტერიტორია
Sasanian Empire (greatest extent)
სასანიანთა ტერიტორია 621 წელს
Safavid dynasty (greatest extent)
სეფიანთა იმპერია, თავისი ძლიერების ზენიტში, შაჰ აბას I-ის ზეობისას

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Wikisource-logo.svg
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
ავღანეთი

ავღანეთი (პუშტუ افغانستان, დარი სპარს. افغانستان, Afġānestān) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. არის ერთ–ერთი უღარიბესი ქვეყანა მსოფლიოში. 1978 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.

ესაზღვრება დასავლეთით ირანს, სამხრეთით და აღმოსავლეთით — პაკისტანს, ჩრდილოეთით — უზბეკეთს და ტაჯიკეთს, ძალიან მცირე ზოლზე აღმოსავლეთით ავღანეთი ესაზღვრება ჩინეთს და სამხრეთით ინდოეთს.

ავღანეთი მდებარეობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარზე და წარმოადგენს ვაჭრობისა და მიგრაციის უძველეს ცენტრს. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა სამხრეთ და ცენტრალურ აზიას შორის, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთს შორის, საშუალებას აძლევს მას მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებში.

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-ემ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს.

ალექსანდრეს სპარსეთის კამპანია

ალექსანდრეს სპარსეთის კამპანია

ანისი

ანისი (სომხ. Անի, თურქ. Ani, ლათ. Abnicum) — შუა საუკუნეების დანგრეული ქალაქი. მდებარეობს თურქეთის პროვინცია ყარსში, სომხეთის საზღვრის მახლობლად.

961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში მდებარე სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ბუნებრივ დაცვას. ანისს უწოდებენ 1001 ეკლესიის ქალაქს, მასზე გადიოდა რამდენიმე სავაჭრო გზა. ანისის შენობები, სასახლეები და ციხესიმაგრეები გამოირჩეოდა მხატვრული და ტექნიკური ღირებულებებით.

თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპზე ქალაქში ცხოვრობდა 100 000-ზე მეტი ადამიანი და მეტოქეობას უწევდა კონსტანტინოპოლს, ბაღდადს და დამასკოს. ქალაქი ანისი 1319 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურდა.

ბერძენ-სპარსელთა ომები

ბერძენ-სპარსელთა ომები (აგრეთვე ცნობილი როგორც სპარსული ომები) იყო ომების სერია საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449 წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი წარმატებით. კონფლიქტი დაიწყო იონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასს შორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის ბედი სალამინის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ გადაწყვიტა. გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და სპარსელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაათავისუფლეს. შემდეგ კი ძვ. წ. 477-449 წლებში მიმდინარე ათენელების პირველი საზღვაო ალიანსის მიერ წარმოებული ომის შედეგად მოწინააღმდეგეს თრაკია და მცირე აზიაც გამოსტაცეს.

ომების შედეგად სპარსელების მრავალ ცდას აეღო ბალკანეთი, წერტილი დაესვა. ბერძნული ცივილიზაციის კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია, თუმცა მალევე ამ პერიოდში დაწინაურებულ ათენსა და სპარტას შორის დაიწყო ომი, რომელიც პელოპონესის ომის სახელითაა ცნობილი.

გრანიკოსის ბრძოლა

გრანიკოსის ბრძოლა (ბერძ. Μάχη του Γρανικού) (აგრეთვე ცნობილი როგორც მდინარე გრანიკოსის ბრძოლა) — ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და სპარსელებს შორის, რომელიც ძვ. წ. 334 წლის მაისში გაიმართა. ეს იყო მაკედონელების და სპარსელების პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა, მას შემდეგ რაც ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში შეიჭრა. ბრძოლა გაიმართა მდინარე გრანიკოსზე (დღევანდელი ბაია-ჩაი, თურქეთი). ალექსანდრემ ბრძოლაში დაამარცხა არსიტესი, არსამესი, მითრიდატე და სხვა სპარსელი მეთაურები, რომელთან ერთადაც იბრძოდნენ დაქირავებული ბერძნები მემნონ როდოსელის მეთაურობით. შეტაკებაში მრავალი სპარსელი მეთაური დაეცა. ბრძოლამ ალექსანდრეს სახელი და რეპუტაცია მოუხვეჭა. გრანიკოსის შეტაკების შემდეგ ბევრი ქალაქი ალექსანდრეს უბრძოლველად ნებდებოდა. ბრძოლის შედეგად ალექსანდრემ მცირე აზიის ნახევარი დაიპყრო.

ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ თავის მოქანდაკეს, ლისიპეს უბრძანა, რომ ბრძოლის ველზე აღემართა ქანდაკებები 25 ჰეტაირი კავალერისტის ხსოვნის პატივსაცემად. ამ ქანდაკებებს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია.

ბრძოლა აღწერილი აქვთ არიანეს, პლუტარქეს, იუსტინიანეს და დიოდორე სიცილიელს. მათგან ყველაზე დეტალურია არიანეს ჩანაწერები.

დარიოს I

დარიოს I (ძვ.-სპ. დარაიავაჰუშ, ძვ. წ. 550 — ძვ. წ. 486) — სპარსი მეფე, რომელიც ირანს ძვ. წ. 522–486 წლებში მართავდა. არის აქემენიანების გვერდითი შტოს დამფუძნებელი, დარიოსი ტახტზე ავიდა თვითმარქვია გაუმატას მოკვლის შემდეგ. ძვ. წ. 522-521 წლებში აჯანყებები ჩააქრო ელამში, ბაბილონში, მიდიაში, მარგიანეში, ეგვიპტეში და სხვაგან. შუა აზიაში დაიმორჩილა საკების ტომი. ცნობილია ასევე მისი მარცხიანი ლაშქრობა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები სკვითების წინააღმდეგ. დარიოს I-მა გააფართოვა სახელმწიფოს საზღვრები დასავლეთით და აღმოსავლეთით. მის დროს დაიწყო ბერძენ-სპარსელთა ომები, ორჯერ ილაშქრა საბერძნეთში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. განაგრძობდა აქემენიანთა დინასტიის დამაარსებლის კიროს II-ის პოლიტიკას - იღებდა ადგილობრივი მეფეების ტიტულებს და ანგარიშს უწევდა ადგილობრივ რელიგიურ კულტებს. სამეფო ხელისუფლების გავლენის საბოლოოდ გასამყარებლად დარიოსი დაქორწილდა კიროს II დიდის ქალიშვილზე ატოსზე. მეფე დარიოსი იმპერიის დაპყრობილ ხალხებს რელიგიასა და ტრადიციებს უნარჩუნებდა, თუ ისინი ხარკს გადაიხდიდნენ. ამის შედეგად მან უდიდესი სიმდიდრე მოიხვეჭა. თავისი იმპერია დარიოსმა ნაწილებად დაჰყო, რომელთაც ადგილობრივი მმართველები, ე. წ. სატრაპები მართავდნენ. მეფის კარისკაცები სატრაპიებს თვალყურს ადევნებდნენ, რათა ეს უკანასკნელნი მეფის ერთგულნი დარჩენილიყვნენ.

ირანში (ძველი სპარსეთი) ბეჰისტუნთან ახლოს მეფე დარიოს I-მა, დიდი წარწერა გააკეთებინა კლდეზე, სადაც ის აღწერს, როგორ გააერთიანა სპარსეთის იმპერია და ამას თავის ღვთაება აჰურამაზდას მიაწერს. ეს წარწერა ღირებულია უმთავრესად იმის გამო, რომ შესრულებულია სამ ენაზე — აქადურ (ბაბილონურ), ელამურ და ძველ სპარსულ ენებზე, რამაც შესაძლებელი გახადა აქადური (ასურულ-ბაბილონური) ლურსმული დამწერლობის გაშიფვრა. ამის შემდეგ შეძლეს აქადურ ენაზე შესრულებული ათასობით თიხის ფირფიტისა და წარწერის წაკითხვა.

ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია

ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია აგრეთვე ცნობილი როგორც მეორე ეგვიპტური სატრაპია ----- აქემენიანთა იმპერიის ერთ-ერთი პროვინცია ძვ.წ. 343 წლიდან ძვ.წ. 332 წლამდე იყო. რამდენიმე წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, რის დროსაც ეგვიპტეში სამსა დინასტიამ იმეფა (28-ე, 29-ე და 30-ე დინასტიები), არტაქსერქსე III-მ (ძვ.წ. 358 - ძვ.წ. 338) ხელახლა დაიპყრო ეგვიპტე და დაიწყო ეგვიპტეში სპარსელთა მეორე მმართველობა, რომელიც ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტიის სახელითაა ცნობილი.

თაკი-ქისრა

თაკი-ქისრა, თაკი-ქისრის მეჩეთი (სპარსული: „طاق کسری“, ტრანსკრიპცია „Taq-i Kisra“, „Taq-e Kesra“) ნიშნავს „ხოსროს აივანს“. განეკუთვნება სასანიანთა ირანის ეპოქას და არის ერთადერთი გადარჩენილი სასახლის ნანგრევებია ძველ ქალაქ ქტესიფონში. ამჟამად, მდებარეობს ერაყში, პატარა ქალაქ სალმან–პაკთან. მისი თაღი ითვლება არქიტექტურის ისტორიულ და მსოფლიოში უდიდეს უწყვეტ აგურის ძეგლად.

იერიქონი

იერიქონი (არაბ. أريحا) — ქალაქი პალესტინაში, იერიქონის მუჰაფაზას ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.მოსახლეობა 20 000 კაცი, ძირითადად პალესტინელები. იერიქონი მდებარეობს მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, ქალაქიდან ზღვამდე მანძილი არის 16 კილომეტრი, იერიქონი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ეს ქალაქი ასევე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ დასახლებულ ადგილად, რომელმაც დღემდე მოაღწია.ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს იერუსალიმი.

იონიელების აჯანყება

იონიელების ჯანყება და მასთან ასოცირებული აჯანყებები ეოლისში, დორისში, კვიპროსში და კარიაში იყო მცირე აზიის ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების სამხედრო აჯანყება აქემენიდების სპარსეთის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. 499 წლიდან ძვ. წ. 493 წლამდე. აჯანყება გამოიწვია სპარსეთის იმპერიის მიერ ბერძნული ქალაქების მმართველად სპარსელების დანიშვნამ, რამაც ბერძნების უკმაყოფილება გამოიწვია. იონიის ქალაქები სპარსეთმა ძვ. წ. 540 წელს დაიპყრო და მას შემდეგ ქალაქს ადგილობრივი მმართველები განაგებდნენ, რომელსაც ნიშნავდა სარდისის სპარსელი სატრაპი. ძვ. წ. 499 წელს მილეტის ტირანმა, არისტაგორასმა წამოიწყო სამხედრო ექსპედიცია სპარსელ სატრაპ არტაფერნესთან ერთად ნაქსოსის დასაპყრობად. ექსპედიცია კრახით დასრულდა, რასაც არისტაგორასის გადაყენება მოჰყვა. მან კი გადაწყვიტა, რომ მთელი იონია აემხედრებინა სპარსელების წინააღმდეგ და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას დარიოს I-ის წინააღმდეგ.

ძვ. წ. 498 წელს ათენელი და ერეთრიელი მეომრების დახმარებით იონიელებმა აიღეს და გადაწვეს სარდისი. უკან დაბრუნებისას მათ დაედევნა სპარსეთის არმია და დაამარცხა კიდეც ეფესოს ბრძოლაში. ძვ. წ. 497 წელს მიმდინარეობდა ბრძოლები მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, სადაც იონილებს ძირითადად თავის დაცვა უხდებოდათ. აჯანყების კარიაში გავრცელების შემდეგ სპარსელებს შეუერთდა დაურისეს არმია, რომელიც შემდეგ პედასუსის ბრძოლაში განადგურდა.

ძვ. წ. 494 წლისთვის სპარსელთა არმია და ფლოტი გადაჯგუფდნენ და მთელი ძალა პირდაპირ აჯანყების ეპიცენტრში, მილეტში მიმართეს. იონიელთა ფლოტი განადგურგა ლადეს ბრძოლაში სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას მოჰყვა მილეტის ალყა, აღება და მისი მოსახლეობის დამონება. ამ ორმხრივმა დამარცხებამ ჩააცხრო აჯანყება, რასაც შემდეგ კარიელების დანებებაც მოჰყვა. შემდეგ წელს სპარსელებმა დაიმორჩილეს კიდევ რამდენიმე ქალაქი, რომლების ჯერ კიდევ მათ წინააღმდეგ იყვნენ.

იონიელების ჯანყება ითვლება პირველ მნიშვნელოვან კონფლიქტად ბერძნებსა და სპარსეთის იმპერიას შორის და წარმოადგენს ბერძენ-სპარსელთა ომების პირველ ფაზას. მას შემდეგ, რაც დარიოსმა მცირე აზია დაიბრუნა, მან დაგაწყვიტა რომ დაესაჯა ათენი და ერეთრია, რომლებიც აჯანყებულებს ეხმარებოდნენ. ძვ. წ. 492 წელს ის შეიჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

იუდა იაკობისი

წმიდა მოციქული იუდა თადეოსი, იგივე იუდა ლევი ან იუდა იაკობისი — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, წარმოშობით დავითისა და სოლომონის ტომიდან, იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან, რომელიც გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. დაზუსტებით არ იციან, თუ ვინ იყო იუდას დედა, მაგრამ ზოგიერთის მოსაზრებით, ეს იყო სალომეა - აგეის ქალიშვილი, რომელიც იყო ვარახინის შვილი, ძმა წმინდა ზაქარიასი - მამა იოანე ნათლისმცემლისა.

კრწანისის ბრძოლა

კრწანისის ბრძოლა — 1795 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველების სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა.

მარათონის ბრძოლა

მარათონის ბრძოლა — ბრძოლა სპარსელებსა და ბერძნებს შორის, რომელიც ძვ. წ. 490 წელს მარათონის ველზე გაიმართა. ის იყო დამაგვირგვინებელი შეტაკება სპარსელების პირველი შეჭრისა საბერძნეთში, რომელიც წარმოადგენდა სპარსელების საპასუხო რეაქციას იონიელების აჯანყებაზე. ბერძნების არმია შედგებოდა ათენისა და პლატეას კოალიციური ძალებისაგან, რომელთაც მეთაურობდა მილტიადესი და პოლემარქოსი კალიმაქოსი. სპარსეთის მეფის დარიოს I-ის არმიას კი მეთაურობდა მიდიელი მხედართმთავარი დატისი. რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფმა ბერძნებმა მიმართეს ტაქტიკურ მანევრს. მოწინააღმდეგეთა ცენტრალური ძალების შეტაკების შემდეგ, ბერძნებმა უკუსვლა იწყეს და ამით სპარსელები მახეში მოაქციეს. დანარჩენმა ათენელებმა კი ფლანგებიდან შემოუარეს მტერს, ალყაში მოაქციეს ისინი და საბოლოოდ დაამარცხეს. ბრძოლაში მიღებულმა დანაკარგებმა სპარსეთის არმიას ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინა. დარიოსი სპარსეთში გაბრუნდა და ახალი არმიის შეკრება დაიწყო, თუმცა გარდაიცვალა. ამის მიუხედავად სპარსელებმა მეორედ მაინც ილაშქრეს საბერძნეთში დარიოსის შვილის ქსერქსეს მეთაურობით.

ლეგენდის თანახმად, შეტაკების შემდეგ ბრძოლის ველიდან ათენელი მაცნე ფიდიპიდესი გაიქცა ათენში და სიკვდილის ფასად ამცნო ხალხს ბერძნების გამარჯვება. მან დაფარა 42 კილომეტრი, რაც შემდეგ გახდა ოლიმპიური მარათონის ფუძემდებელი.

მარტყოფის ბრძოლა

მარტყოფის ბრძოლა — 1625 წლის 25 მარტს ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ; ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ერთ-ერთი ეპიზოდი.

რაფი

რაფი (სომხ. Րաֆֆի, დ.1835, პეკაჯიკი, სპარსეთი — გ.6 მაისი [ძვ. სტ. 24 აპრილი], 1888, თბილისი) — სომეხი მწერალი და პოეტი, ისტორიული რომანებისა და მხატვრულ-ეთნოგრაფიული ესეების ავტორი.

სპარსეთის აჯანყება

სპარსელთა აჯანყება — პროვინცია პერსისის აჯანყება. მას შემდეგ, რაც პერსისი ნებაყოფლობით დამორჩილდა ჯერ ასირიას, შემდეგ კი მიდიას, დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დაიწყო რევოლუცია, რათა თავი დაეღწია მიდიის იმპერიისაგან. აჯანყება გამოიწვია მიდიის მეფე ასტიაგეს ქმედებამ, აჯანყებამ შემდგომში სხვა პროვინციებიც მოიცვა, რომლებიც სპარსელების მოკავშირეები გახდნენ. ომმა ორ წელს გასტანა (ძვ. წ. 552 — ძვ. წ. 550). თავდაპირველად ასტიაგე ამარცხებს კიროსა და სპარსელებს და ერეკება მათ სპარსეთის მეფეების დედაქალაქ ფასარგადისაკენ, მაგრამ საბოლოოდ კიროს II დიდის არმიამ იმარჯვა, ძვ. წ. 549 წელს მიდია მთლიანად დაიპყრეს და შეიქმნა სპარსეთის იმპერია.

ქერონეის ბრძოლა

ქერონეის ბრძოლა (ძვ. წ. 338) — ბრძოლა ქერონეასთან ახლოს, ბოეტიაში. ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაკედონელები, ფილიპე II-ს მეთაურობით და ათენელებისა და თებელების კოალიცია. ბრძოლა დამთავრდა ფილიპეს ბრძყინვალე გამარჯვებით. ქერონეის ველზე მაკედონელების გამარჯვება ბერძნების დამოუკიდებლობის დასასრულს ნიშნავდა. ბრძოლა აღწერილი აქვს დიოდორე სიცილიელს.

ძველი მაკედონია

მაკედონიის სამეფო (ბერძ. Μακεδονία) — უძველესი სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ. წ. V-ძვ. წ. II საუკუნეებში. მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა ეპირუსი, ჩრდილოეთიდან პეონია, აღმოსავლეთიდან თრაკია და სამხრეთიდან თესალია. მისი მოსახლეობის წარმომავლობის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბერძნეთის მთავარი ცენტრებიდან დაშორებული და ზღვის სანაპიროს მოწყვეტილი მაკედონია საბერძნეთის სხვა ოლქებთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. მაკედონიაში ადრინდელ ხანაში ქალაქები თითქმის არ არსებობდა, მონობაც ნაკლებად იყო განვითარებული.

ძვ. წ. V საუკუნეში, არგეადების დინასტიის ხანაში, დაიწყო მაკედონიის გაერთიანება. მეფე ალექსანდრე I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 495-450 წწ.) მთელი სამხრეთი მაკედონია გაერთიანდა, ხოლო მეფე არქელაეს (დაახლ. ძვ. წ. 413-399 წწ.) რეფორმებმა ხელი შეუწყვეს მაკედონიის განვითარებას. მის დროს სამეფოს დედაქალაქი ეგიადან პელაში გადაიტანეს.

მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება ფილიპე II-ის (ძვ. წ. 359-336 წწ.) სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. ძვ. წ. 338 წელს გამართული ქერონეიის ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპე II-ის მიერ მოწვეულ კორინთოს კონგრესზე (ძვ. წ. 338-337 წწ.) ბერძნულმა ქალაქებმა სცნეს მაკედონიის ჰეგემონობა. მაკედონიამ ბერძნულ პოლისებში თავისი გარნიზონები ჩააყენა და მმართველობის ოლიგარქიული ფორმები დაამყარა.

ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის ალექსანდრე დიდის მეფობის პერიოდში. მან ძვ. წ. 336-334 წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, (სპარტის გამოკლებით) შემდეგ კი ძვ. წ. 334-323 წლებში სპარსეთის იმპერია დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა. სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მაკედონიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა ანტიგონიდების გამარჯვებით დასრულდა (ძვ. წ. 306 წ.). ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებით დაიწყო ელინიზმის ეპოქა, რომელიც მაკედონიაში კრიზისით აღინიშნა. ქვეყნის დასუსტებას ხელს უწყბდა დიადოქოსების ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ძვ. წ. III საუკუნის 70-იან წლებში გალატების შემოსევა. ბერძნულ პოლისებს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდოდათ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა ეტოლიის კავშირის შექმნისა (ძვ. წ. 320 წ.) და აქაველთა კავშირის აღდგენის (ძვ. წ. 280 წ.) შემდეგ, მაგრამ ძვ. წ. 221 წელს ქ. სელასიასთან მაკედონიამ სპარტა დაამარცხა და ლაკონიკე იძულებული გახდა მაკედონიის ბატონობა ეცნო. მაკედონიის მეფე ფილიპე V-მ (ძვ. წ. 221-ძვ. წ. 179 წწ.) ეტოლიის კავშირის წინააღმდეგ ძვ. წ. 220 წელს მოკავშირეთა ომი წამოიწყო, მაგრამ ძვ. წ. 217 წელს, რადგან რომთან საბრძოლველად ემზადებოდა იძულებული გახდა ნავპაქტოსში ზავი დაედო სტატუს-კვოს შენარჩუნების პირობებით. მაკედონია რომთან ბრძოლებში დამარცხდა მაკედონური ომების დროს, რომაელებმა მეფე პერსევსის (ძვ. წ. 179-ძვ. წ. 168 წწ.) ჯარი პიდნასთან გაანადგურეს. მაკედონია გაძარცვეს და 4 ოლქად დაყვეს. ძვ. წ. 148 წელს მაკედონიაში იფეთქა ანტირომაულმა აჯანყებამ ანდრისკეს მეთაურობით. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მაკედონია სამხრეთ ილირიასა და ეპირთან ერთად რომის პროვინციად გამოცხადდა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.