სინაგოგა

სინაგოგა (ბერძნ.: συναγωγή, ტრანსლიტ. synagogē, „ყრილობა, თავშეყრა“; בית כנסת ბეით ქნესეთ, „თავშეყრის სახლი“; שול or בית תפילה ბეით თფილა, „ლოცვის სახლი“; אסנוגה, esnoga) — ებრაელთა სამლოცველო სახლი.

სინაგოგას, როგორც წესი, აქვს ერთი ვრცელი დარბაზი ლოცვებისთვის, მცირე ოთახები სასწავლებლად და ხშირად საზოგადოებრივი დარბაზი და ოფისები. ზოგიერთს ასევე ცალკე ოთახი აქვს თორას სასწავლოდ, რომელსაც ბეით მიდრაშ-ს უწოდებენ — בית מדרש (ბეით მიდრაშ, „სწავლის სახლი“).

სინაგოგები წმინდა ადგილი არ არის, ასევე სინაგოგა არ არის სავალდებულო სალოცავი. ებრაული ლოცვები შეიძლება ჩატარდეს იქ, სადაც ათი ებრაელი შეიკრიბება. სინაგოგა არ არის ტაძარი და არ ცვლის ნამდვილ, დიდი ხნის წინ დანგრეულ წმინდა ტაძარს იერუსალიმში.

სინაგოგა წარმოიქმნა პალესტინაში (ძვ. წ. IV ს), ეგვიპტეში (ძვ. წ. III ს). იერუსალიმის ტაძრის დანგრევის (ახ. წ. 70 წ.) და დიასპორის (პალესტინის ფარგლებს გარეთ ებრაული კოლონიები) გაფართოების შემდეგ სინაგოგები იქმნება ყველგან, სადაც კი ებრაელები ცხოვრობენ.

სინაგოგაში ასრულებენ ღვთისმსახურებას, კითხულობენ და კომენტარებს უკეთებენ ბიბლიასა და თალმუდს, მართავენ რიტუალურ ტრაპეზებს. შუა საუკუნეებში ვინც იუდეურ დოგმებს გადაუხვევდა, სინაგოგიდან განკვეთდნენ (მაგალითად: ურიელ აკოსტა, ბარუხ სპინოზა).

სინაგოგაში მსახურებისას ცენტრალურ ფიგურას რაბი (რაბინი) წარმოადგენს. სეფარადულ თემში კი ამ ფუნქციას ხახამი — რელიგიური ტრადიციის დიპლომირებული მცოდნე ასრულებს, რომელიც უფლებამოსილია დამოძღვროს კეჰილა, რელიგიურ სასამართლოში მიიღოს მონაწილეობა, ასწავლოს რელიგიურ სასწავლებელში.

სინაგოგის არქიტექტურული კომპოზიცია და დეკორი ძირითადად მავრიტანულია.

Praha Staronova Synagoga
სინაგოგა პრაღაში

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ახალციხე

ახალციხე, ძველად ლომსია — ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ისტორიული სამცხის ცენტრი.

ბანძა

ბანძა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე). მდებარეობს ოდიშ–გურიის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 90 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 12 კილომეტრით, აბაშიდან 22 კილომეტრით.

ბანძის სინაგოგა

ბანძის სინაგოგა – სინაგოგა სოფელ ბანძაში, (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ე. წ. ებრაელების უბანში. აშენდა XX საუკუნის დასაწყისში. დღეს სინაგოგა არ არის მოქმედი და დაკეტილია.

ბაჰრეინის სინაგოგა

ბაჰრეინის სინაგოგა — ერთადერთი სინაგოგა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში. მდებარეობს ბაჰრეინის ქალაქ მანამაში.

არაფრით გამორჩეული კრემისფერი შენობა, რომელიც ძნელია ადამიანმა აღიქვას, როგორც ებრაული სამლოცველო სახლი. ბაჰრეინის ებრაული თემი შედგება 35 კაცისაგან და მათ იუდაიზმის წესების მიხედვით უფლება ჰქონდათ აეგოთ საკუთარი სინაგოგა. ბაჰრეინი არის ერთადერთი არაბული ქვეყანა სპარსეთის ყურის აუზში, სადაც არსებობს ებრაული თემი და სინაგოგა. თემს აქვს ასევე მცირე ებრაული სასაფლაო.

ბუდაპეშტი

ბუდაპეშტი (უნგრ. Budapest) — უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრი. ამჟამად 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს, რაც 80-იანი წლების პიკის შემდგომი (2.07 მლნ.) ვარდნის შედეგია. 1873 წელს მარჯვენა სანაპიროს ბუდასა (გერმ. ოფენი) და ობუდას (ძველი ბუდა ან ალტ-ოფენი) შერწყმით პეშტთან მარცხენა (აღმ.) სანაპიროზე ბუდაპეშტი ერთდადერთი ქალაქი გახდა, რომელიც მდ. დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ის ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია.

დონის როსტოვის მთავარი საგუნდო სინაგოგა

მთავარი საგუნდო სინაგოგა (რუს. Главная хоральная синагога) — ყოფილი სინაგოგა დონის როსტოვში. შენობა მდებარეობს მისამართზე: ბაუმანის ქუჩა 70. სინაგოგა გაიხსნა 1868 წელს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია და იგი გადააკეთეს. ამჟამად მასში განთავსებულია კანისა და ვერნეროლოგიური დისპანსერი. მთავარი საგუნდო სინაგოგის შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

თბილისის დიდი სინაგოგა

თბილისის დიდი სინაგოგა, ახალციხელების სინაგოგა (ებრ. בית הכנסת הגדול של טביליסי) — მოქმედი სინაგოგა თბილისში, რომელიც 1910 წელს არის აგებული. მდებარეობს თუმანიანისა და აფხაზის(№45-47) ქუჩებს შორის. იქვე ახლოს, ტყავის ჩიხში მეორე (მცირე) მოქმედი სინაგოგაა. თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, მესამე სინაგოგაცაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მასში 1932 წლიდან მოყოლებული საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.

იონიშკისი

იონიშკისი (ლიტვ. Joniškis, პოლ. Janiszki, რუს. Янишки) — ქალაქი ჩრდილოეთ ლიტვაში, მდებარეობს ლატვიის საზღვრიდან 14 კილომეტრში. იონიშკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ვილნიუსიდან ჩრდილო-დასავლეთით 253 კილომეტრზე. კაუნასიდან ჩრდილოეთით 187 კილომეტრზე, ხოლო შიაულიაიდან 39 კმ. ასევე ჩრდილოეთით.

გერბი მიიღეს 1992 წელს. მასზე გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც ამარცხებს დრაკონს.

ისევე როგორც ლიტვის ქალაქების უმრავლესობაში იონიშკისშიც მოსახლეობის უმრავლესობას ებრაელები შეადგენდნენ. 1897 წლის მონაცემებით ქალაქში მაცხოვრებელი 4 774 ადამიანიდან 2 272 ებრაელი იყო. პირველსა და მეორე მსოფლიო ომს შორის პერიოდში აქ ცხოვრობდა დაახლოებით 700 ებრაელი. მოქმედებდა ებრაული სკოლა და სამი სინაგოგა.

კულაში

კულაში — დაბა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე ქალაქ სამტრედიიდან 5 კმ-ის დაშორებით. დაბაში არის XVIII ს-ის სინაგოგა, 2005 წლიდან მოქმედებს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის მუზეუმი.

ლაილაში

ლაილაში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თაბორი, სურმუში, ღუ). მდებარეობს მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

ლაილაში ისტორიული სოფელია. წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ბრინჯაოს ცულების განძი, რომელიც ერმიტაჟის მუზეუმში ინახება. რუსეთში ეს მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეაა.

1912 წელს აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. პოეტმა ქალაქ ქუთაისიდან 21 ივლისს დაიწყო მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დასასრული ლეჩხუმის სოფელი ლაილაში იყო. სოფელ ლაილაშში პოეტს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და ღირსეულად გაუმასპინძლდენ. არსებობს 1912 წლის ქართული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვასილ ამაშუკელის მიერ, სადაც ეს მოგაზურობაა აღბეჭდილი. ამ ფილმში არის ლაილაშის კადრებიც. ცნობილია, რომ აკაკი წერეთელს ლაილაშის საზოგადოებამ ვერცხლის ჯოხი მიართვა. ლაილაშის უძველესი ისტორიული სოფლის საზოგადოება შედგებოდა ქართველებთან ერთად ბერძნებისაგან, ებრაელებისაგან და სომხებისაგან.

ძველთაგან ქალაქად წოდებული და გარკვეულ პერიოდში ლეჩხუმის სავაჭრო ცენტრი ლაილაში მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. ლაილაშის სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის ეკლესია. იქვე არის სამრეკლო. ეკლესია და სამრეკლო XIX საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული. გადმოცემით იქვე ყოფილა ძველი ეკლესიის შენობა, რომელიც არ არის შემორჩენილი.

ადრე საუკუნეებში ლაილაშის ეკლესიის მსახურთა დიდ ღვაწლეზე მიუთითებს მათ მიერ შექმნილი ოთხთავი, რომელიც თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული და უნიკალურ ძეგლად ითვლება. სოფელ ლაილაშში ყოველი წლის 23 ნოემბერს აღნიშნავენ წმინდა გიორგის დღესასწაულს.

სოფელ ლაილაშში, ე.წ. „ბაზარში“ დგას ებრაელთა სალოცავი სინაგოგა. ეს სოფელი ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით; ლაილაშის ბიბლია X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლიაა, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ლაილაშში. 1957 წლიდან ლაილაშის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ლაილაშის ბიბლია შესწავლილი აქვს უდიდეს ქართველ სემიტოლოგს — გიორგი წერეთელს.

ლაილაშში იყო ერთ დროს დიდებული დარბაზული ტიპის სომხური ტაძარი, რომელიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.

7 ოქტომბერი ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევის დღეა, ამ სოფლის დიდი დღესასწაული.

მორდეხაი ნავის სინაგოგა

მორდეხაი ნავის სინაგოგა (სომხ. Մորդեխայ Նավի սինագոգ) — ებრაული სინაგოგა სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ქალაქის იუდაისტური თემის ცენტრი. მდებარეობს ცენტრალურ კენტრონის რაიონში, 23 ნარ-დოსის ქუჩაზე. გაიხსნა 2011 წლის ივნისში სომეხი ბიზნესმენის, დავიდ გალსტიანის ფინანსური მხარდაჭერით.მორდეხაი ნავის სინაგოგა ერთადერთი ებრაული რელიგიური ობიექტია მთელს რესპუბლიკაში. მას მეთაურობს სომხეთის მთავარი რაბინი გერშონ ბურსტეინი.სომხეთის ებრაულ თემს 2 000 წლიანი ისტორია გააჩნია. პირველი ებრაული ჯგუფები სომხეთში იერუსალიმის სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ დასახლდნენ. ამჟამად, სომხეთის ებრაული თემი მხოლოდ 100 ადამიანისაგან შედგება და მას 1996 წლიდან სათავეში უდგას რიმა ვარძაპეტიან-ფელერი.

ონი

ონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში. გაშენებულია მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ზღვის დონიდან 830 მეტრი, თბილისიდან 210 კილომეტრი. 2656 მცხოვრები (2014).

ქალაქის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ საყრდენი კედლის აგების შემდეგ. გაყვანილია წყალსადენი. ქალაქზე გადის ოსეთის სამხედრო გზა. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

ონის სინაგოგა

ონის სინაგოგა (ებრ. בית הכנסת הגדול של טביליסי) — უმოქმედო სინაგოგა ონში, რომელიც 1895 წელსაა აგებული. მდებარეობს ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩაზე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.

სურამი

სურამი — დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბიჯნისი, დიდი ბეკამი, ზეკოტა, პატარა ბეკამი, ურთხვა). მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე. სარკინიგზო შტოხაზით შეერთებულია ხაშურთან. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 7492 კაცი (2014).

სურამის სინაგოგა

სურამის სინაგოგა – სინაგოგა დაბა სურამში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), ე. წ. ებრაელების უბანში, მდინარე სურამულას მარცხენა ნაპირას. აგების თარიღი უცნობია. დღეისათვის სინაგოგა მოქმედია. ჰყავს ხახამი და გაბაია.

ქართველი ებრაელების სინაგოგა თელ-ავივში

ქართველი ებრაელების სინაგოგა თელ-ავივში — სინაგოგა ისრაელის ქალაქ თელ-ავივის კვარტალ ნევე-შეანანში. აშენდა 1926 წელს ემიგრანტი ქართველი ებრაელების მიერ.

პორტალის - "იზრუს" ინფორმაციით, სინაგოგა შეიძლება მალე ბულდოზერებით აიღონ და მის ადგილზე ახალი შენობა ააგონ. გაზეთ "მაარივი"-ს ცნობთ, სინაგოგა რეგისტრირებული არასოდეს ყოფილა და მუნიციპალიტეტის დოკუმენტებში უბრალო ქოხად არის რეგისტრირებული. მისივე ინფორმაციით, "ოდესღაც საქართველოდან ჩასულთა დიდი სათვისტომო თელ-ავივის სამხრეთით თითქმის გაქრა - ადამიანები გაემგზავრნენ, მათი ადგილი კი ათობით ათასმა გასტარბაიტერმა და ინფილტრანტმა აფრიკიდან დაიკავა". სათვისტომოს წარმომადგენლებმა 2011 წლის დეკემბერში ისრაელის იუსტიციის მინისტრს გაუგებრობის გამოსწორების თხოვნით მიმართეს - თუ შენობა სალოცავ სახლად იქნება აღიარებული, მაშინ მის აღებას ვერ შეძლებენ.

როგორც გაზეთი იუწყება, სინაგოგის ეზოში ბარი გაიხსნა, რომელშიც არალეგალებს იფარებენ, მის პირდაპირ ორი ჯიხურია განთავსებული, რომელიც ფილიპინელებს ეკუთვნით. თავად სინაგოგაში თითქმის არაფერი ხდება. მიუხედავად ამისა, ქართველ ებრაელთა არამრავალრიცხოვან უხუცესებს მისი შენარჩუნება სურთ, რასაც "სიბილწის ზღვაში სიწმინდის კუნძულს" უწოდებენ. მათი აზრით, სინაგოგა ქართველი ებრაელების ტრადიციის შენარჩუნებას უწყობს ხელს, თუმცა ხელისუფლება მათ არ უსმენს. სასამართლომ შენობის დემონტაჟზე თანხმობა უკვე გასცა, სინაგოგის მრევლი კი კომპენსაციის სახით 290 ათასს შეკელს (თითქმის 60 ათასი ევრო) მიიღებს.

შტადტემპელი

შტადტტემპელი ასევე სეიტენშტეტტენგასეს ტაძარი (გერმ. Stadttempel) — ვენის მთავარი სინაგოგა. ის მდებარეობს შიდა ქალაქში, სეიტენშტეტტენგასეს 4 ნომერში.

ხელოსნების სინაგოგა

ხელოსნების სინაგოგა (რუს. Синагога ремесленников) — სინაგოგა დონის როსტოვში. აგებულია 1901 წელს. დაიწვა 1942 წელს.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.