სეფარდები

სეფარდები (ებრ. ספרדים სფარადიმ) — ებრაელთა შთამომავლები, რომლებიც განდევნილ იყვნენ XV საუკუნეში ესპანეთსა (1492 წ.) და პორტუგალიიდან, ან რომლებმაც დატოვეს პირენეის ნახევარკუნძული მოგვიანებით (XVI—XVIII სს.). ტრადიციულად სარგებლობდნენ ლადინო (სეფარდული) ენით, რომელიც მიახლოებულია ესპანურთან. ცხოვრობენ ჩრდილოეთ აფრიკისა და მცირე აზიის ქვეყნებში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ასევე ისრაელში. ტერმინი სეფარდი მომდინარეობს სფარად–იდან, რაც ივრითზე ესპანეთს ნიშნავს. სეფარდებს უწოდებენ აგრეთვე სპანიოლებს.

Massacre de lisboa
1506 წლის გამოსახულება, ლისაბონის ხოცვა-ჟლეტა

ნობელი ლაურეატები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Ashtor, Eliyahu, The Jews of Moslem Spain, Vol. 2, Philadelphia: Jewish Publication Society of America (1979)
  • Assis, Yom Tov, The Jews of Spain: From Settlement to Expulsion, Jerusalem: Hebrew University of Jerusalem|The Hebrew University of Jerusalem (1988)
  • Baer, Yitzhak. A History of the Jews of Christian Spain. 2 vols. Jewish Publication Society of America (1966).
ბარუხ სპინოზა

ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა (ებრ. ברוך שפינוזה, ლათ. Benedictus de Spinoza; დ. 24 ნოემბერი, 1632, ამსტერდამი — გ. 21 თებერვალი 1677, ჰააგა) — ნიდერლანდელი ფილოსოფოსი, პანთეისტი, რაციონალისტი.

თბილისის აშკენაზების სინაგოგა

თბილისის აშკენაზების სინაგოგა, ბეით რახელი, აშკენაზების ბეით ქსენეთი — ებრაელთა მოქმედი სინაგოგა, მდებარეობს თბილისში ტყავის შესახვევში.

მაიმონიდი

მაიმონიდი ნამდვილი სახელი მოშე ბენ მაიმონი ან მუსა იბნ მაიმუნი (დ. 1135 — გ. 13 დეკემბერი, 1204) — შუასაუკუნეების ებრაელი ფილოსოფოსი და ასტრონომი. დაიბადა კორდობაში. ებრაული მეცნიერების ერთ-ერთი საუკუეთესო წარმომადგენელი. მისმა მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა არაბულ და ზოგადად მუსლიმურ მეცნიერებაზეც. ცნობილი იყო როგორც ევროპულ, ასევე ისლამურ სამყაროშიც. გარდაიცვალა ეგვიპტეში.

ნიკოლას მადურო

ნიკოლას მადურო მოროსი (ესპ. Nicolás Maduro Moros; დ. 23 ნოემბერი 1962, კარაკასი) — ვენესუელის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ვენესულის მოქმედი პრეზიდენტი.

2006—2013 წლებში ეკავა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი პოსტი. 2012 წლის ოქტომბერში გახდა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი, ამავდროულად შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. 2013 წლის 5 მარტიდან 14 აპრილამდე, უგო ჩავესის სიკვდილის შემდეგ, დროებით ასრულებდა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას.

ომრი კასპი

ომრი მოსე კასპი (ებრ. עומרי משה כספי; დ. 22 ივნისი, 1988, ხოლონი, ისრაელი) — პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე ისრაელიდან. ამჟამად კლუბ მაკაბი თელ-ავივისთან ერთად ასპარეზობს ისრაელის საკალათბურთო პრემიერლიგასა და ევროლიგაში. თამაშობს მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე, თუმცა შეუძლია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშიც.

ომრი კასპი 2009 წლის NBA-ის დრაფტზე 23-ე პიკად საკრამენტო კინგსმა აირჩია; ამით იგი გახდა პირველი ისრაელი, რომელიც NBA-ის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩიეს. 2009 წელს კინგსთან ერთად NBA-ში დებიუტის შემდეგ, იგი გახდა პირველი მოთამაშე ისრაელიდან, რომელმაც NBA-ში ითამაშა. როგორც ახალბედა, კასპი აირჩიეს NBA-ის ახალბედების გამოწვევების მონაწილედ. 2011 წელს შეუერთდა კლივლენდ კავალიერსს, ხოლო 2013 წლის ივლისში კონტრაქტი ჰიუსტონ როკეტსთან გააფორმა. 2014 წლის ივლისში, სამი გუნდის გაცვლის შემდეგ, კასპი ნოუ-ორლეან პელიკანსში მოხვდა, თუმცა იგი მალევე გაუშვეს. 2014-15 წლების სეზონის დაწყებამდე იგი საკრამენტო კინგსში დაბრუნდა. 2017 წლის თებერვალში ომრი კასპი დემარკუს კაზენსთან ერთად პელიკანსში გაუშვეს (გაცვალეს); offseason-ის განმავლობაში იგი გოლდენ-სტეიტ უორიორსს შეუერთდა. აპრილში მიღებული ტრამვის შემდეგ, 2018 წლის ივლისში მან კონტრაქტი მემფის გრიზლისთან გააფორმა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.