სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებშისაქართველოს მთავრობის საუწყებო ორგანო 2004-2017 წლებში.[1].

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს საქართველოს მთავრობის საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში არის ვიქტორ დოლიძე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
EUnato.png&filetimestamp=20160726100058&
უწყების შესახებ
შეიქმნა 17 თებერვალი, 2004
გაუქმდა 22 დეკემბერი, 2017
საიტი
www.eu-nato.gov.ge

ძირითადი საქმიანობა

ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაცია

  • ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" და ევროკავშირი-საქართველოს „პარტნიორობა მობილურობისათვის" ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • ევროკავშირის დახმარების პროგრამების კოორდინაცია;
  • ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია;
  • ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისა და ფართო მასებისთვის;

ნატოში ინტეგრაციის კოორდინაცია

  • წლიური ეროვნული პროგრამის მომზადების და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი
  • ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატოს-თან თანამშრომლობა
  • ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
  • ნატო-სა და ევროკავშიროს შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში შეუერთდა – საგარეო საქმეთა სამინისტროს.

დეპარტამენტები

ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი

  • საქართველოს მთავრობის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
  • საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კოორდინაცია;
  • საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
  • საქართველოს მთავრობის საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ქვეყნის ეფექტური მონაწილეობისათვის;
  • ევროკავშირი-საქართველოს „პარტნიორობა მობილურობისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის საქმიანობის კოორდინაცია;
  • ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;
  • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა (ევროკომისია, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ა.შ);
  • საქართველოსა და ევროკავშირის არასამთავრობო, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • 2014-2017 წლების ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს სტრატეგიის განხორციელება.

ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი

  • ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • საქართველო-ნატო-ს კომისიის კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო კომისიის სამდივნო ფუნქციების შესრულება;
  • ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით ნატო-ს წევრი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა
  • საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;
  • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და გაანალიზება;
  • საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საერთაშორისო, არასამთავრობო და ასევე სამეცნიერო-კვლევითი ცენთრებთან თანამშრომლობა.

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

  • მართავს აპარატის სისტემასა და ადამიანურ რესურსებს;
  • უზრუნვეყოფს ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას, აპარატის ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულების კონტროლს, ახორციელებს საქმისწარმოებას, მონაწილეობს სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში და მის ორგანიზებაში;
  • ამუშავებს და სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს ოფიციალურ კორესპონდენციას, ასევე კონტროლს უწევს აპარატის თანამშრომლების მიერ დავალებათა შესრულებას;
  • ახორციელებს მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად ბრძანებათა პროექტების მომზადებას დანიშვნის, სამსახურებრივ გადაადგილების(გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების და წახალისების, შვებულების, მივლინებისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების შესახებ აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოებას და სხვ.;
  • უზრუნველყოფს აპარატის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციების გამართვას სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებებს;
  • შეიმუშავებს და ახორციელებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, გლობალური მედიით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას ეწევა, რაც მოიცავს: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის ინტენსიურ გაშუქებას;

  • მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ, მოიცავს:
  • ჟურნალისტებისთვის ტრეინინგების ორგანიზებას;
  • ჟურნალისტებისათვის პრეს-კონფერენციების ორგანიზება;
  • მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისათვის კონფერენციების, დისკუსიების, სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზებას;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებზე ლექციების, სემინარებისა და კონკურსების ორგანიზებას:
  • ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობას;
  • ევროკავშირისა და ნატო-ს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრთან არსებულ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოებთან თანამშრომლობასა და შეხვედრების ორგანიზებას;
  • ევროპული დაიჯესტის ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
  • შეიმუშავებს და ახორციელებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალას საქართველო-ნატო-სა და საქართველო--ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ;
  • აპარატის ვებ-გვერდისა და სოც.ქსელებში ოფიციალური გვერდების ფუნქციონირებას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი
ნატო-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსთან (ნატო) 24 წლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ქვეყანამ 1992 წლიდან დღემდე გრძელი და მნიშვნელოვანი გზა განვლო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდა 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის პირველი ლიდერის, ნოე ჟორდანიას მიერ. სამინისტროს ხელმძღვანელი - მინისტრი მთავრობის წევრია და პასუხისმგებელია ქვეყნის სისტემურ ურთიერთობებზე სხვა უცხოურ ქვეყნებთან. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდებარეობს თბილისში, ჩიტაძის ქუჩის №4-ში.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN) — ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 29 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის (ქართ. ნატო,ინგლ. NATO, ფრანგ. OTAN) ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს. დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.