საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველოს მთავრობის მეთაური[2], რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზაციას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.[3].

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
Flag of Georgia

საქართველოს დროშა
დამნიშვნელი საქართველოს პარლამენტი
ვადის ხანგრძლივობა 4 წელი
დაარსდა 1918 წლის 26 მაისი
პირველი თანამდებობაზე ნოე რამიშვილი
ხელფასი 4 250[1]
საიტი ოფიციალური საიტი
საქართველო
Greater coat of arms of Georgia
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკურიმოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : მამუკა ბახტაძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : არჩილ თალაკვაძე
პარტიები პარლამენტში ფრაქციების მიხედვით:
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა

ისტორია

Ministers of Georgian Democratic republic
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

თანამდებობა პირველად დაწესდა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე . ეწოდებოდა მთავრობის თავმჯდომარე. ამ პოსტზე მოღვაწეობდნენ ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია. თანამდებობა გაუქმდა სსრ კავშირის შემადგენლობაში საქართველოს შესვლის გამო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა აღდგა 1991 წლის აგვისტოში და მოქმედებდა 1992 წლის თებერვლამდე, სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში აღებამდე.

1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციით საქართველო გახდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, გაუქმდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახალშემოღებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი კი არც ფორმით და არც შინაარსობრივად არ იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მსგავსი.

2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოში შემოიღო მთავრობის ინსტიტუტი, შესაბამისად, ხელახლა გაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და მას კვლავ პრემიერ-მინისტრი ეწოდა.

მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით წამოაყენებს პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტი კი ნდობას უცხადებს მას. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის დანარჩენ წევრებს (მინისტრებს).

პრემიერ-მინისტრები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული პარტია
1
ნოე რამიშვილი
Noeramishvilipic
26 მაისი 1918
24 ივლისი 1918
სოციალ-დემოკრატიული პარტია
2
ნოე ჟორდანია
Noe Schordania
24 ივლისი 1918
25 თებერვალი 1921
სოციალ-დემოკრატიული პარტია

საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისარიის საბჭოს თავმჯდომარე

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
1
პოლიკარპე მდივანი
Emblem of the Georgian SSR
7 მარტი 1922
19 აპრილი 1922
2
სერგო ქავთარაძე
Emblem of the Georgian SSR
19 აპრილი 1922
21 იანვარი 1923
3
შალვა ელიავა
Emblem of the Georgian SSR
21 იანვარი 1923
14 ივნისი 1927
4
ლავრენტი ქართველიშვილი
Emblem of the Georgian SSR
14 ივნისი 1927
7 მარტი1929
5
ფილიპე მახარაძე
Филипп Махарадзе
1 მარტი 1929
20 თებერვალი 1931
6
ლევან სუხიშვილი
Emblem of the Georgian SSR
20 თებერვალი 1931
12 სექტემბერი 1931
7
გერმანე მგალობლიშვილი
Emblem of the Georgian SSR
17 სექტემბერი 1931
8 მაისი 1937
8
ვალერი ბაქარაძე
Emblem of the Georgian SSR
10 ივლისი 1937
27 მარტი 1946

საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
1
ვალერი ბაქარაძე
Emblem of the Georgian SSR
27 მარტი 1946
26 მარტი 1947
2
ზაქარია ჩხუბიანიშვილი
Emblem of the Georgian SSR
26 მარტი 1947
6 აპრილი 1952
3
ზაქარია კეცხოველი
Emblem of the Georgian SSR
6 აპრილი 1952
15 აპრილი 1953
4 (1)
ვალერი ბაქარაძე
Emblem of the Georgian SSR
15 აპრილი 1953
29 ოქტომბერი 1953
5
გივი ჯავახიშვილი
Emblem of the Georgian SSR
29 ოქტომბერი 1953
17 დეკემბერი 1975
6
ზურაბ პატარიძე
Emblem of the Georgian SSR
17 დეკემბერი 1975
5 ივნისი 1982
7
დიმიტრი ქართველიშვილი
Emblem of the Georgian SSR
2 ივლისი 1982
12 აპრილი 1986
8
ოთარ ჩერქეზია
Emblem of the Georgian SSR
12 აპრილი 1986
29 მარტი 1989
9
ზურაბ ჩხეიძე
Emblem of the Georgian SSR
29 მარტი 1989
14 აპრილი 1989
10
ნოდარ ჭითანავა
Emblem of the Georgian SSR
14 აპრილი 1989
15 ნოემბერი 1990
11
თენგიზ სიგუა
თენგიზ სიგუა.jpg&filetimestamp=20131102145536&
15 ნოემბერი 1990
18 აგვისტო 1991

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
მ.შ.
მურმან ომანიძე
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia
18 აგვისტო 1991
21 აგვისტო 1991
მ.შ.
ბესარიონ გუგუშვილი
ბესარიონ გუგუშვილი.jpg&filetimestamp=20131031140417&
21 აგვისტო 1991
26 აგვისტო 1991
1
ბესარიონ გუგუშვილი
ბესარიონ გუგუშვილი.jpg&filetimestamp=20131031140417&
26 აგვისტო 1991
6 იანვარი 1992
მ.შ.
თენგიზ სიგუა
თენგიზ სიგუა.jpg&filetimestamp=20131102145536&
6 იანვარი 1992
8 ნოემბერი 1992
2
თენგიზ სიგუა
თენგიზ სიგუა.jpg&filetimestamp=20131102145536&
8 ნოემბერი 1992
5 აგვისტო 1993
მ.შ.
ედუარდ შევარდნაძე
Eduard shevardnadze
5 აგვისტო 1993
20 აგვისტო 1993
3
ოთარ ფაცაცია
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia
20 აგვისტო 1993
5 ოქტომბერი 1995
მ.შ.
ბაკურ გულუა
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia
5 ოქტომბერი 1995
8 დეკემბერი 1995

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
1
ნიკოლოზ ლეკიშვილი
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia
8 დეკემბერი 1995
26 ივლისი 1998
2
ვაჟა ლორთქიფანიძე
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia
31 ივლისი 1998
11 მაისი 2000
3
გიორგი არსენიშვილი
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia
11 მაისი 2000
21 დეკემბერი 2001
4
ავთანდილ ჯორბენაძე
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia
21 დეკემბერი 2001
27 ნოემბერი 2003
5
ზურაბ ჟვანია
Zurab zhavnia senate
27 ნოემბერი 2003
17 თებერვალი 2004

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული პარტია
4
ზურაბ ჟვანია
Surab Schwania
17 თებერვალი 2004
3 თებერვალი 2005
გაერთიანებული დემოკრატები
მ.შ.
მიხეილ სააკაშვილი
President of Georgia Mikheil Saakashvili in Tbilisi, March 22, 2008
3 თებერვალი 2005
17 თებერვალი 2005
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
5
ზურაბ ნოღაიდელი
Zurab Nogaideli
17 თებერვალი 2005
16 ნოემბერი 2007
უპარტიო
მ.შ.
გიორგი ბარამიძე
Giorgi baramidze
16 ნოემბერი 2007
22 ნოემბერი 2007
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
6
ლადო გურგენიძე
Lado Gurgenidze (August 25, 2008)
22 ნოემბერი 2007
1 ნოემბერი 2008
უპარტიო
7
გრიგოლ მგალობლიშვილი
Grigol Mgaloblishvili (November 20, 2008) (A)
1 ნოემბერი 2008
6 თებერვალი 2009
უპარტიო
8
ნიკოლოზ გილაური
Nika Gilauri (Thailand, 21 April 2010)
6 თებერვალი 2009
30 ივნისი 2012
უპარტიო
9
ვანო მერაბიშვილი
Ivane Merabishvili
4 ივლისი 2012
25 ოქტომბერი, 2012
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
10
ბიძინა ივანიშვილი
Bidzina Ivanishvili (cropped)
25 ოქტომბერი, 2012
20 ნოემბერი, 2013
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
11
ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili 2013. 2 (cropped)
20 ნოემბერი, 2013
30 დეკემბერი, 2015
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
12
გიორგი კვირიკაშვილი
PM Giorgi Kvirikashvili meeting with Iranian VP Eshaq Jahangiri
30 დეკემბერი, 2015
13 ივნისი, 2018
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
13
მამუკა ბახტაძე
Mamuka Bakhtadze
20 ივნისი, 2018
2 სექტემბერი, 2019
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
14
გიორგი გახარია
Giorgi Gakharia
8 სექტემბერი, 2019
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

სქოლიო

  1. bpn.ge
  2. საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის პირველი პუნქტი
  3. საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი
11 იანვარი

11 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-11 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 354 დღე (ნაკიან წელში - 355).

1868

1868 (ათას რვაას სამოცდარვა) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 12 დღე. ეს წელი არის XIX საუკუნის მე-7 დეკადის მე-8 წელი.

1975

1975 (ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-8 დეკადის მე-5 წელი.

2005

2005 (ორი ათას ხუთი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-5 წელი.

23 დეკემბერი

23 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 357-ე დღე (ნაკიან წლებში – 358-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 8 დღე.

29 დეკემბერი

29 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 363-ე დღე (ნაკიან წლებში – 364-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 2 დღე.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი, 1956, ჭორვილა, საჩხერის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, მეცენატი და პოლიტიკოსი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. 2000 წლიდან 2014 წლამდე იყო სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში. არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

გიორგი გახარია

გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2019 წლის 8 სექტემბრმადე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი (დ. 20 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012-2015 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს. 2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

ვანო მერაბიშვილი

ივანე (ვანო) მერაბიშვილი (დ. 15 აპრილი, 1968, სოფ. უდე, ადიგენის რაიონი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. 2012 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ვლადიმერ გურგენიძე

ვლადიმერ (ლადო) გურგენიძე (დ. 17 დეკემბერი, 1971) — ბანკირი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე. 2006 წლიდან საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2009 წლის სექტემბერში გურგენიძემ რუმინელ მილიარდელ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია ,,Liberty Investments”, რომლის ძირითადი მიზანია ინვესტიციების განხორციელება ფინანსური მომსახურების კომპანიებში ისეთ ქვეყნებში, სადაც არის კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, დაბალი გადასახადები და თავისუფალი ეკონომიკა. 2009 წლის სექტემბერშივე ,,Liberty Investments”-მა შეიძინა ,,ლიბერთი ბანკის” (ყოფილი,,სახალხო ბანკი”) აქციების 91.2%. ,,ლიბერთი ბანკს” აქვს ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი და ემსახურება 1.2 მილიონ ფიზიკურ პირს.

ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ნოღაიდელი (დ. 22 ოქტომბერი, 1964, ქობულეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.

ზურაბ ჟვანია

ზურაბ ჟვანია (დ. 9 დეკემბერი, 1963, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2005, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.

თენგიზ სიგუა

თენგიზ სიგუა (დ. 9 ნოემბერი 1934) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1990-1991 წლები, შემდგომში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1992-1993 წლებში.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე (დ. 9 ივნისი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.

ნიკოლოზ გილაური

ნიკოლოზ (ნიკა) გილაური (დ.14 თებერვალი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე.

პლებისციტი

პლებისციტი — კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. ისევე, როგორც რეფერენდუმი, პლებისციტიც სახალხო ხელისუფლების განხორციელების უშუალო დემოკრატიის ფორმაა, თუმცა მათ შორის არსებობს განსხვავება. კერძოდ, მაშინ, თუ რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული, პირდაპირი მოქმედების ძალა და საბოლოოა, პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. გარდა ამისა, რეფერენდუმი იმართება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მაშინ, როცა პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია როგორც ამომრჩეველთა, ასევე მათი ნაწილის აზრის გასაგებად. ტერმინი მომდინარეობს ძველი რომაული პოლიტიკური პრაქტიკიდან, სადაც იგი აღნიშნავდა მდაბიოების მიერ გამართულ კენჭისყრას ამა თუ იმ საკითხზე. პლებისციტს საქართველოში ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირი, რომელსაც განსხვავებული უფლებები და ძალაუფლება აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შესაბამისად:

საპარლამენტო სისტემის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) უმაღლესი თანამდებობის პირი; ამ შემთხვევაში პრეზიდენტის (ან მონარქის) ძალაუფლება ნომინალურია და ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება.საპრეზიდენტო და ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი არის თანამდებობის პირი, რომელიც მოქმედებს პრეზიდენტის დირექტივების შესაბამისად და კოორდინაციას უწევს მინისტრების მუშაობას.

პრემიერ-მინისტრი
მინისტრები
სახელმწიფო მინისტრი
საქართველოს მთავრობის მეთაურები
საქართველოს
დემოკრატიული
რესპუბლიკა
საქართველო

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.