საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტისაქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას [1]. ამჟამად საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით და შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისაგან[2]. თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი გახდება ორპალატიანი: ქვედა პალატა - რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა - სენატი. პარლამენტის უფლება-მოვალეობანი და სხვა მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მესამე თავში (მუხლები: 48-68), პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი კი — პარლამენტის რეგლამენტით.

პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა[3]. საქართველოს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი[შენიშვნა 1]. ამჟამად მოქმედებს 2016 წლის მოწვევის პარლამენტი.

საქართველოს პარლამენტი
მე-9 მოწვევის პარლამენტი
Parliament of Georgia in Kutaisi
Parliament of Georgia logo.png&filetimestamp=20130302183323&
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ქართული ოცნება
2019-დან
თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ქართული ოცნება
2016-დან
თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, სერგი კაპანაძე,ირმა ინაშვილი
2016-დან
სტრუქტურა
წევრები 150
პოლიტიკური ჯგუფები      ქართული ოცნება (107)
     ევროპული საქართველო (21)
     ნაციონალური მოძრაობა (6)
     საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (6)
     მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (1)
     დამოუკიდებელი (8)
საარჩევნო სისტემა 77 პროპორციული
73 მაჟორიტარული
სხდომების ადგილი

რუსთაველის გამზირი №7
თბილისი
საიტი
www.parliament.ge

ისტორია

საქართველო
Greater coat of arms of Georgia
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკურიმოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : მამუკა ბახტაძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : არჩილ თალაკვაძე
პარტიები პარლამენტში ფრაქციების მიხედვით:
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა

ცალკეული ავტორების აზრით, პირველი მცდელობა საქართველოში წარმომადგენლობითი ორგანოს შემქნისა მიეწერება XII საუკუნეს, როდესაც ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდგვაროვნებს შორის, სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანის თაოსნობით, შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვისა და პარლამენტის ტიპის ორგანოს - კარავის - შექმნის იდეა. დაპირისპირებაში საბოლოოდ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს, თუმცა მეფე იძულებული გახდა თავისი სათათბირო ორგანოს - დარბაზის როლი და ფუნქციები გაეზარდა.

პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1919 წლებში ჩამოყალიბდა და ეწოდებოდა ეროვნული საბჭო. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა, რაც განსაზღვრულ იქნა კრების მიერვე მიღებული საქართველოს კონსტიტუციით.

საქართველოს პარლამენტის მოწვევა ვერ მოხერხდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. 1921 წელს საქართველოს რევკომმა დეკრეტით დათხოვნილად გამოაცხადა დამფუძნებელი კრება და გამოაცხადა საბჭოების ხელისუფლება. 1921-1938 წწ. წარმომადგენლობითი ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 1938-1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლება ფორმალურად ეკუთვნოდა, სინამდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომლის საფუძველზე არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 1992 წელს საქართველოს სამხედრო საბჭომ, რომელიც დაპირისპირებული იყო მაშინდელ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან (პრეზიდენტი, უმაღლესი საბჭო) და იმ დროისთვის უკვე ფლობდა ფაქტობრივ ხელისუფლებას, გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენა და დანიშნა ახალი არჩევნები, არა უგვიანეს იმავე წლის შემოდგომისა. ცოტა ხანში სამხედრო საბჭო გარდაიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოდ, რომელიც გაცილებით ფართო, წარმომადგენლობითი ორგანო იყო. შემოდგომის არჩევნების საფუძველზე არჩეულ იქნა პირველი პარლამენტი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

1995 წელს მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში:

ვიკიციტატა
„საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“
(საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48)

ამის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1995 და 1999 წლებში. ორივე არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა პარტიამ - საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით ვარდების რევოლუცია ეწოდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გააუქმა: ძალადაკარგულად გამოცხადდა პროპორციული წესით არჩეული მანდატები, თუმცა მანდატები შეუნარჩუნდათ მაჟრიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს. ასევე ძალაში დარჩა იმავე დღეს გამართულ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება მორიგ არჩევნებში პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების შესახებ. 2004 წლის მარტში გაიმართა რიგგარეშე არჩევნები.

2008 წლის მაისში გამართული მორიგი არჩევნები ახალი წესის მიხედვით ჩატარდა და აირჩა 150 პარლამენტარი. არჩევნებში კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მანდატებზე უარი თქვა. 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას.[4] წინადადება გააკრიტიკეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.[5] 2010 წელს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაში შევა.

ამ დროისთვის უკანასკნელი საპარლამენტი არჩევნები გაიმართა 2012 წლის 1 ოქტომბერს. არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი კოალიცია „ქართული ოცნება" იყო. საქართველოს ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები მმართველმა ძალამ წააგო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% და 85 მანდატი მოიპოვა.

სტრუქტურა

Parliament of Georgia structure 2015 ka
პარლამენტის სტრუქტურა 2015 წლისთვის

პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთა შორის 77 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტის ყველა დეპუტატი ირჩევა ოთხი წლის ვადით.

პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც უძღვება პარლამენტის მუშაობას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 7 მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას.

პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი დარგობრივი კომიტეტები და დროებით საკითხთა კომისიები.

პარლამენტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ორგანოა ბიურო. ბიუროში შედიან: თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. ბიურო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს პარლამენტის მუშაობას.

წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია: გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი-დეკემბერი)

პარლამენტის მუშაობს უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი.

თავმჯდომარე

საქართველოს პირველი პარლამენტის — ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.

1992–1995 წლების მოწვევის პარლამენტს თავმდჯომარეობდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც, ამავე დროს, სახელმწიფოს მეთაურადაც იწოდებოდა. საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდგომ, 1995 წელს, პარლამენტის პირველი თავმჯდომარე გახდა მმართველი პარტიის, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის, ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომელიც 2001 წელს ნინო ბურჯანაძემ შეცვალა. 2008-2012 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო დავით ბაქრაძე. 2012-2016 წლებში თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო, ხოლო 2016-2019 წლებში ირაკლი კობახიძე.

ფრაქციები

ამჟამად პარლამენტში შემდეგი ფრაქციები მოქმედებს[6]:

საპარლამენტო უმრავლესობა, 107 წევრი (ლიდერი არჩილ თალაკვაძე)
  • „ქართული ოცნება“
  • „ქართული ოცნება — მწვანეები“
  • „ქართული ოცნება — კონსერვატორები“
  • „ქართული ოცნება — მრეწველები“
  • „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“
  • „ქართული ოცნება — ძლიერი ეკონომიკა“
  • „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველოსთვის“
სხვა

8 დეპუტატი არცერთ ფრაქციას არ მიეკუთვნება.

შენობა

Georgia old parlament 2
პარლამენტის ყოფილი შენობა

საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა ხანის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით), მეორე, რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით). ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებია გამოყენებული, როგორც ცალკეულ ნაწილთა კომპოზიციაში, ისე დეკორსა და მოსაპირკეთებელ მასალაში. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს.[7]

2012 წელს პარლამენტი გადავიდა ქ. ქუთაისში, ახალ შენობაში, რომელიც აშენდა 2010-2012 წლებში. პროექტი ეკუთვნის ესპანურ საპროექტო ბიუროს „CMD Ingenieros“ (არქიტექტორები: ალბერტო დომინგო და კარლოს ლაზარო). შენობის კომპოზიცია სივრცით-მოცულობითია და შექმნილია მარტივი ფორმებით: მინის კამარა შუაზე გაყოფილია ბეტონის თეთრი სარტყელით, რომლის ბოლოებიც მიწის ზედაპირს ჰორიზონტალურად მიუყვება და შენობაში შესასვლელებს წარმოადგენს. მინის კამარა, რომელიც ფარავს 100×150 კვ.მ ფართობს, წარმოადგენს შენობის გარეთა გარსს, რომლის შიგნითაც განლაგებულია მთავარი ფოიე და სხვადასხვა დანიშნულების სათავსები/სამყოფები. შენობას გარშემო აკრავს ვრცელი გამწვანებული ტერიტორია.[8] 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტმა ქუთაისში ბოლო სესია გამართა და 2019 წლიდან საქმიანობას თბილისში განაგრძობს.

საინტერესო ცნობები

ლიტერატურა

პერიოდიკა

  • გიორგი მჭედლიშვილი, ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან : [XII საუკუნეში ქართული პარლამენტის ისტორიული წარმოშობის ანალიზი]. ჟურნალი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ - XX, 2004. გვ.42-56 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენაზე).
  • ვახტანგ გურული, პირველი ქართული პარლამენტი : [საქართველოს ეროვნული საბჭო (1918]. ჟურნალი „ერთობა“ N3, 1994. გვ.4-5.
  • ეროვნული საბჭოს რეორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ : [ეროვნული საბჭოს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა 1918 წლის 1918 წლის 1 იანვრამდე]. ჟურნალი „კლიო“ N26, 2005. გვ.154-163 (რეზიუმე რუსულ ენაზე).
  • ვახტანგ გურული, პირველი ქართული პარლამენტი : [საქართველოს ეროვნული საბჭო. 1917 წ. 19-24 ნოემბერს თბილისში ჩატარებული პირველი ეროვნული ყრილობა]. ჟურნალი „მაცნე“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია - N3-4, 1993. გვ.142-173.
  • არჩილ ზანგურაშვილი, 1917-1919 წლების საქართველოს პირველი პარლამენტი (ეროვნული საბჭო). ჟურნალი „პრომეთე“ - სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმ. პედაგოგიური უნივერსიტეტი - N1-2, 2003. გვ.117-122 (რეზიუმე რუს. და ინგლ. ენ.)
  • შოთა ვადაჭკორია, საკანონმდებლო ორგანოების შექმნის საკითხი და ქართული სოციალ-დემოკრატია 1918-1921 წლებში. ჟურნალი „ახალი დროება “: საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხები - N1(7), 2001. გვ.17-24.
  • ლ. თოიძე, მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების პირველი საბჭოები საქართველოში [1921 წ.]. ჟურნალი „მოამბე“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება - N1, 1961. გვ.55-80.
  • თ. დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ორპალატიან წარმომადგენლობით ორგანოდ გარდაქმნის სამართლებრივი ასპექტები. ჟურნალი „ინტელექტუალი“ N1, 2005. გვ. 5361. (რეზიუმე ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე).
  • ქეთევან ერემაძე, ბიკამერალიზმის პერსპექტივები საქართველოში : [ორპალატიანი პარლამენტის აუცილებლობის საკითხი საქართველოში]. ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“ N1, 2005. გვ.22-33.
  • ნანა ჭიღლაძე, პარლამენტის საქმიანობის კონსტიტუციური საფუძვლები . ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“ N2, 2005. გვ.14-22 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე).

წიგნები

  • პაატა სურგულაძე, „ქართული პარლამენტის სათავეებთან“. - თბ.: „ცოდნა“, 1991. - 31 გვ.
  • მალხაზ მაცაბერიძე, „უზენაესი ბატონი ქვეყნისა: როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებელთა აზრით“. [რედ. ოთარ ჯანელიძე]; პოლიტოლ. ინ-ტი. - თბ.: „ახალი აზრი“, 2008. - 108გვ.
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. [რედ.: ა. აბესაძე]. - თბ.: თბილილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1992 (თბილ. უნ-ტის სტ.). 146გვ. ISBN 5-511-00574-6
  • საქართველოს პარლამენტი : ფუნქციები და სტრუქტურა. [შემდგ.: თინათინ ბოლქვაძე, ნინო ნოზაძე, ერეკლე ნათაძე ; რედ.: ქეთევან იმნაძე]. - თბ. : „სომა პრეს“, 2000. 128გვ.
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი : მიღებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე. - თბ. : საქ. პარლამენტის აპარატი, 1994. - 64გვ.
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი : ცვლილებებითა და დამატებებით 2006 წლის 25 აპრილამდე. - თბ. : [ბონა კაუზა], 2006. - 230გვ.
  • ნოდარ ჯანბერიძე, საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა - [თბ.] : ხელოვნება, 1957 - 105გვ. : ნახაზ.; 39ფ. ილ. ; 26სმ. - რეზუმე რუს. ენ. - : 12მ., 2000ც.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

შენიშვნა

  1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს კონსტიტუციაში ორჯერ შეიცვალა: თავდაპირველად პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს დედაქალაქი თბილისი იყო, 2009 წლის ცვლილებების შემდეგ (24.09.2009 N1674), კონსტიტუციის მიხედვით, ადგილსამყოფელად ქალაქი თბილისი და ქალაქი ქუთაისი განისაზღვრა, თუმცა პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, 2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი (14.07.2011 N4985), რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქალაქი ქუთაისია.

წყარო

  1. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48
  2. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 49
  3. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 50
  4. დაივიწყეთ რეფერენდუმი
  5. "რეფერენდუმი თუ არა?" საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო
  6. ქართული ოცნების უმრავლესობა 116 დეპუტატამდე იზრდება. civi.ge. წაკითხვის თარიღი: 2014-11-12.
  7. საქართველოს პარლამენტის შენობა. news. თბილისის მერია, პორტალი tbilisi.gov.ge (2011). წაკითხვის თარიღი: 2012.
  8. New Parliament of Georgia. Building Works: Singular Buildings. CMD Ingenieros. წაკითხვის თარიღი: 2011.
  9. საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“
ამნისტია

ამნისტია (ბერძ. amnestia — დავიწყება, პატიება) — გათავისუფლების შერეული სახე. ამნისტიის მეშვეობით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია მსჯავრდადებულის გათავისუფლება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ისე სასჯელისგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ, ან საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრულ პირთა მიმართ. ამნისტია შეიძლება იყოს საერთო (მთლიანი) ან ნაწილობრივი.

ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1972) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სამი მოწვევის (1999, 2012, 2016) პარლამენტის წევრი.

იმელი (შენობა)

იმელის შენობა — ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1938 წელს საბჭოთა არქიტექტორი ალექსეი შჩუსევის პროექტით სოციალისტური კლასიციზმის სტილში აგებული შენობა. შენობის თავდაპირველი ბინადარი მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი იყო. 1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტი, 1995 წლიდან კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყო განთავსებული. 2007 წლიდან პრივატიზებულია.

აბრევიატურა „იმელ“ რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „Институт Маркса, Енгельса, Ленина“. შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და „იმელს“ დაერქვა, ცოტა ხნის შემდეგ კი სტალინი და ენგელსი მოშორდა და უბრალოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი დარჩა. შემდეგ წლებში ასეთივე სიხშირით იცვლებოდა მისი მფლობელები და ფუნქციები.

რეფერენდუმი

რეფერენდუმი (ლათ. referendum - ის რაც უნდა გახმოვანდეს, plebiscita - თავდაპირველად პლებეების საბჭოს დეკრეტი) — სახელმწიფო სამართალში ამომრჩეველთა კორპუსის მიერ კონსტიტუციური, საკანონმდებლო ან შიდა- და გარეპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა. რეფერენდუმის ჩატარებისა და მისი რეგულირების პროცედურას ქვეყნის კანონმდებლობა მართავს.

გამოყენების სფეროს, ჩატარების საშუალებისა და განხილვის საკითხის მიხედვით ანსხვავებენ: კონსტიტუციურ რეფერენდუმს (სრულიად სახალხო კენჭისყრაზე გამოაქვთ კონსტიტუციის პროექტი ან საკონსტიტუციო ჩასწორებები) და საკანონმდებლო (კანონპროექტი), აუცილებელ რეფერენდუმსა და ფაკულტატიურს.

რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირი (შემოკლებით „რუსთაველი“, ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) — მთავარი პროსპექტი თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტი შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან (ყოფილი „ლენინის მოედანი“), გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო. საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, ქაშვეთის ეკლესია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი , რუსთაველის აკადემიური თეატრი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სხვა დანარჩენთან ერთად რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. გამზირის ორივე ბოლოში მეტროს სადგურებია („თავისუფლების მოედანი“ და „რუსთაველი“).

რუსთაველის გამზირზე დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (20 აპრილი, 1922 - 11 დეკემბერი, 1990) — ავტონომიური ოლქი საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში.

მდებარეობდა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდ. საზღვარი იყო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმ. – ალევის ქედი, დას. საზღვარი კვეთდა ლიხის, რაჭისა და კედელას ქედებს, მდინარეების ძირულის, ყვირილის, ჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდებოდა მამისონის უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადიოდა. სამხრეთ ოსეთის აო–ს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ჩრდილოეთ ოსეთის არ, აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრ–ით — კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დას–ით — საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტები.

ფართობი 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4%).მოსახლეობა 97,4 ათასი კაცი (1981). ცენტრი – ქ. ცხინვალი. სამხრეთ ოსეთში იყო 4 ადმინისტრაციული რაიონი: ზნაურის, ლენინგორის (ამჟ. ახალგორი), ცხინვალის და ჯავის. ერთი საოლქო დაქვემდებარების ქალაქი (ცხინვალი), ოთხი დაბა (ზნაური, კვაისა, ახალგორი, ჯავა).

საქართველოს დამფუძნებელი კრება

საქართველოს დამფუძნებელი კრება — წარმომადგენლობითი დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე შეემუშავებინა სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია. დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 14-17 თებერვალს საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით.

კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს, უხუცესი სოციალ-დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით. გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამფუძნებელი კრების შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა კარლო ჩხეიძე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

საქართველოს ეროვნული საბჭო

საქართველოს ეროვნული საბჭო — საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობითი ორგანო. აირჩიეს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე 1917 წლის 19-23 ნოემბერს. 1918 წლის 26 მაისს საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და იმავე წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი ეწოდა.

საბჭოში უმრავლესობას ფლობდნენ სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები). მასში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, ესერები, „ალიონის“ ჯგუფი, რადიკალ-დემოკრატები და უპარტიოები. საბჭოს თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, 1918 წლის ოქტომბრიდან კი — კარლო ჩხეიძე. საბჭომ მოამზადა და 1919 წლის თებერვალში ჩაატარა საყოველთაო და პირდაპირი საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს დამფუძნებელ კრებას გადააბარა.

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი — საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულება, რომელიც დადებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, 2002 წელს. სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან.

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების მთავარ ღირსებად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მასში თანაბრადაა განმტკიცებული საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და, ამავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება.

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სულ ცოტა სამი მეხუთედი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე — საქართველოს პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ, პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით. იგი უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს და ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოში პირველად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობას აბარებდა ეროვნულ საბჭოს, რომელიც შევსებული უნდა ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით. მისი პირველი თავმჯდომარე გახდა ნიკოლოზ ჩხეიძე. 1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვულ საბჭოს საქართველოს პარლამენტი ეწოდა, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან - 1921 წლის 25 თებერვლამდე — საქართველოს დამფუძნებელი კრება.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო; 1992 წლის 4 ნოემბრიდან მას საქართველოს პარლამენტი ჰქვია.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი — კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურასა და პარლამენტის შინაგან სტრუქტურას. იგი სავალდებულოა პარლამენტის ყველა წევრისათვის, კომიტეტისათვის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიისათვის, საპარლამენტო ფრაქციისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ინტერფრაქციული ჯგუფისათვის, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში — საქართველოს პრეზიდენტისათვის, მთავრობისათვის, პარლამენტის კონტროლისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის, დაწესებულების, ორგანიზაციისა და თანამდებობის პირისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე — მას საქართველოს ნორმატიულ აქტთა იერარქიაში ადგილი უკავია საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის გვერდით, შესაბამისად, იგი მზადდება და მიიღება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის მიხედვით და მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუმცა კანონისგან განსხვავებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის წევრი

საქართველოს პარლამენტის წევრი — საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და სრულიად საქართველოს წარმომადგენელი. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი პარლამენტიდან გაწვევა დაუშვებელია. პარლამენტის წევრი შეიძლება გაწევრიანდეს ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში ითვლება დამოუკიდებელ პარლამენტის წევრად და აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მის მიერ ფიცის დადებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. ასეთი შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას და ასევე, შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს რაიმე თანამდებობა პარტიულ ორგანიზაციაში.

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი — საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 6 წლის ვადით. საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შემოიღეს 1991 წელს და დღემდე ქვეყანას 5 პრეზიდენტი ჰყავდა. ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თანამდებობას იკავებს 2018 წლის 16 დეკემბრიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს მთავრობის მეთაური, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზაციას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს..

საქართველოს სახელმწიფო გერბი

საქართველოს სახელმწიფო გერბი — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 10 ოქტომბრიდან (მიღებულია პარლამენტის მიერ და ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის 1 ოქტომბერს). სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი. თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი იმეორებდა ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის კონცეფციას და გამომსახველობას, თუმცა მრავალი განხილვის (სახალხო, თუ საპარლამენტო) შემდეგ, გერბის ძირითადმა ნაწილმა მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: წმინდა გიორგის ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ ფარზე. 2004-2005 წწ ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯის რეკომენდაციებით მოხდა გერბის დახვეწა და ჩამოყალიბდა საბოლოო, დღევანდელი სახით, რაც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებებით დაამტკიცა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორგანული კანონით დადგენილია საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობა, მისი გამოსახვის ფორმები, გამოყენების სფერო, გამოყენებისა და დაცვის წესი, ასევე შექმნილია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით, ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური — სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს. აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორია ირაკლი მექვაბიშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ხაშურის მუნიციპალიტეტი“ (ს/ნ. 243908848) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2006 წლის 4 დეკემბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ხაშური.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები
ქართული ოცნება (უმრავლესობა)
ევროპული საქართველო (უმცირესობა)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
დამოუკიდებელი
პარლამენტის თავმჯდომარე

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.