საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (2010 წლამდე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“) — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]

ამჟამად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია ნათია თურნავა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Greater coat of arms of Georgia
უწყების შესახებ
მინისტრი ნათია თურნავა
უწყების ტიპი სამინისტრო
ზემდგომი უწყება საქართველოს მთავრობა
საიტი
www.economy.gov.ge

სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია

ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის ანალიზი, მდგრადი განვითარება, ვაჭრობა და ინვესტიციები, წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა, ტურიზმი, სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, მშენებლობის პოლიტიკა, ელექტრონული კომუნიკაციები, ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტანდარტიზაცია და მეტროლოგია, აკრედიტაცია, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ქვეყნის ბრენდის განვითარება.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია
  • ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად
  • ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია. რესურსდამზოგავი წარმოების სახეების წახალისება, წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის და მომსახურების სფეროებში ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება და კოორდინაცია, მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება, საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა. საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა
  • ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი. დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი
  • ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია
  • თანამედროვე ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად
  • ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა
  • კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდისათვის და საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება
  • ქვეყნის ბრენდის განვითარება, რეპუტაციის ამაღლება როგორც პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებთან, ასევე ტურისტებსა და სხვა დროებით ვიზიტორებთან
  • წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა მათი საჭიროებებისა და ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად

საქვეუწყებო დაწესებულებები

სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

  • სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
  • სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  • სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი
  • სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  • სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
  • სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
  • სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
  • სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური
  • სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
  • სსიპ − აწარმოე საქართველოში
  • სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
  • სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო
  • სსიპ – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის კომისარი

საქართველოს სსრ ვაჭრობის სახალხო კომისრები

საქართველოს სსრ ვაჭრობის მინისტრები

  • მიხეილ ბახვას ძე ნარსია
  • ვახტანგ ზაქარიას ძე თოხაძე
  • მიხეილ ბაგრატის ძე ღვინჯილია, 1957
  • ზინაიდა არსენის ასული კვაჭაძე, 22 მაისი, 195717 დეკემბერი, 1962
  • მამია ამბრეკის ძე მეგრელიშვილი, 19621978
  • ალექსანდრე ოგანესის ძე მოვსესიანი, 19783 ნოემბერი, 1988
  • ვაჟა გერონტის ძე ჯინჯიხაძე, 3 ნოემბერი, 19881990

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს [3]) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყებას შეუერთდა — ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი
  2. საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
  3. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
გიორგი ჩერქეზიშვილი

გიორგი ჩერქეზიშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1979, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2018 წლის 16 ივლისიდან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ — ზედამხედველობას უწევს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებს. ამჟამად საქართველოში მოქმედია შემდეგი სამოქალაქო აეროპორტები: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, მესტიის აეროპორტი, ზუგდიდის აეროპორტი. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია — მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ტელე და რადიო მაუწყებლობას, ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას არეგულირებს.

საქართველოს სამინისტროები

საქართველოს სამინისტროები იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. იგი ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მას აქვს სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.