საქართველო

საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801–1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

საქართველო
აფხ. Қырҭтәыла

საქართველო
საქართველოს დროშა საქართველოს გერბი
დროშა გერბი
დევიზი: ძალა ერთობაშია
ჰიმნი: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
„თავისუფლება“

Georgia (orthographic--projection)
საქართველოს მდებარეობა მსოფლიოში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
Seal of Tbilisi, Georgia.svg თბილისი
41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. / 41.717° ჩ. გ. 44.783° ა. გ.
ოფიციალური ენა ქართული
აფხაზური 1 [1]
ეთნიკური ჯგუფები (2014) ქართველები – 86,8 %
აზერბაიჯანელები – 6,2 %
სომხები – 4,5 %
სხვა – 2,8 %
ეთნოქორონიმი ქართველი
მთავრობა საპარლამენტო სისტემა
 -  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
 -  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
 -  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პარლამენტი
დამოუკიდებლობა
 -  რუსეთის იმპერიისგან 26 მაისი 1918 
 -  საბჭოთა ანექსია 25 თებერვალი 1921 
 -  დამოუკიდებლობა სსრკ-სგან 9 აპრილი 1991 (განაცხადა)
25 დეკემბერი 1991 (დასრულდა) 
 -  კოსტიტუციის მიღება 24 აგვისტო 1995 
ფართობი
 -  სულ 69 700 კმ2 (121-ე)
მოსახლეობა
 -  2017 შეფასება 3,718,200 კაცი[2] (131-ე)
 -  2014 აღწერა 3 713 804 კაცი[3]
 -  სიმჭიდროვე 53.5 კაცი/კმ² კაცი/კმ2 (137-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასება
 -  სულ $39.70 მილიარდი[4] (116-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $10,747
მშპ (ნომინალი) 2015 შეფასება
 -  სულ $14.372 მილიარდი[5]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $3,863[5]
ჯინი (2014)40.9[6]
საშუალო
აგი (2015)0.754[7]
მაღალი · 76-ე
ვალუტა Sign of Georgian Lari.svg ლარი 4 (GEL)
სასაათო სარტყელი UTC+04:00[8]
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +995
ISO 3166 კოდი GEO
ინტერნეტ-დომენი .ge
ა. 1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.
ბ. 2მოსახლეობის რიცხვში და სიმჭიდროვეში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
3დაახლოებითი მონაცემები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
4რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.

სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990-1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკად“. ქვეყნის საერთაშორისო კოდია GE.

ისტორია

უახლესი ისტორია

დამოუკიდებლობის აღდგენა

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939–1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით [9] ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

სამხედრო გადატრიალება

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო“-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989-1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.

ვარდების რევოლუცია — შევარდნაძის გადადგომა

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.

საპროტესტო მოძრაობა

Tbilisi Protests 021107 (aerial).jpg&filetimestamp=20071105220512&
2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.

2007 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა მისი მინისტრობის დროს, რასაც ოქრუაშვილის დაპატიმრება მოჰყვა 2007 წლის 27 სექტემბერს; ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ აგორდა ოპოზიციური წინააღმდეგობის ტალღა, ოპოზიციის გაერთიანება ლოზუნგით — „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. 2 ნოემბერს, გრანდიოზული მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, მაგრამ, 7 ნოემბერს, ხელისუფლებამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბია, შემდეგ შეიჭრა ტელეკომპანია იმედში და დახურა ეს არხი.8 ნოემბერს, სააკაშვილი გადადგა და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წლის 5 იანვარს გამართულ არჩევნებში, ხმათა 52%-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59%-ით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველო-რუსეთის ომი

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა, მოტივით სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა, ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა კოალიცია ქართულმა ოცნებამ, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. იმ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 54%-ის მიღება მოახერხა და უკან ჩამოიტოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საქართველოს სათავეში 2004–2012 წლებში იყო.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2013 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით მარგველაშვილი საქართველოს რიგით მე-4 პრეზიდენტი გახდა და ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2004–2007 და 2008–2013 წლებში იყო.

გეოგრაფია

Georgia physical map.png&filetimestamp=20070817194642&
საქართველოს ფიზიკური რუკა

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41°07' და 43°35' და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით.

საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.

  • ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69 700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
  • ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები — მტკვარი და რიონი.

საწვავი

ლითონები

საშენი და სხვა მასალა

მინერალური წყლები და სხვა

საქართველოს საზღვრები

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავიკლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.

ფლორა და ფაუნა

Sheep (NE Georgia)
ცხვრის ფარა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში

საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 — გვიმრისებურს, 600 — ხავსებს, 650 — მღიერებს, 5000 — სოკოვნებსა და 2000 — წყალმცენარეებს.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

სახელმწიფო

Road Map of Georgia (ka)
საქართველოს გზები

საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება კონსტიტუციური ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მის ნაცვლად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

გირჩი
ევროპული საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ეროვნული ფორუმი
თავისუფალი დემოკრატები
თავისუფალი საქართველო
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
საქართველოს მწვანეთა პარტია
საქართველოს კონსერვატიული პარტია
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
სახელმწიფო ხალხისთვის
სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

შეიარაღებული ძალები

2007 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37 000-მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35 000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60 000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე ტანკი, 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 15 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენი, (ასევე 40 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი), 25 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით — სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.

ტერიტორიული მოწყობა

დღევანდელი ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა: აჭარისა და აფხაზეთის. ეს უკანასკნელი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქვეყნის დანარჩენი ტერიტორია დაყოფილია პირობით მხარეებად, რომლებიც მეტ-ნაკლებად ემთხვევა საქართველოს ისტორიულ მხარეებს, თუმცა მხარეებს იურიდიული სტატუსი არ გააჩნიათ. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველადი ერთეულია მუნიციპალიტეტი. სულ 76 მუნიციპალიტეტია, აქედან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 5 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) [10].ეს დაყოფა პირობითია და სასოფლო და საქალაქო მუნიციპალიტეტებს შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს დედაქალაქ თბილისსაც.

საქართველოს რეგიონები

რეგიონი ცენტრი
1 აფხაზეთის არ სოხუმი
2 სამეგრელოს და ზემო სვანეთის ზუგდიდი
3 გურია ოზურგეთი
4 აჭარის არ ბათუმი
5 რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
6 იმერეთი ქუთაისი
7 სამცხე-ჯავახეთი ახალციხე
8 შიდა ქართლი გორი
9 მცხეთა-მთიანეთი მცხეთა
10 ქვემო ქართლი რუსთავი
11 კახეთი თელავი

დემოგრაფია

საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე (2014).svg&filetimestamp=20160605222317&
საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე

ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე – 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1289200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1919400 ადამიანი, 1914 წელს კი 2600400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი.[11] საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი რესპუბლიკის წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926 2 677 200
1939 Increase2.svg 3 540 000
1959 Increase2.svg 4 044 045
1970 Increase2.svg 4 686 358
1979 Increase2.svg 5 014 800
1989 Increase2.svg 5 400 800
2002 Decrease2.svg 4 601 500
2014 Decrease2.svg 3 787 000

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განაპირობა ომებმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა და ემიგრაციამ. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკანასკნელი, 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,4 % ქალაქებში ცხოვრობს.

ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა

რაც შეეხება საკუთრივ ქართველების რაოდენობას, ის იზრდებოდა XIX საუკუნიდან მოყოლებული, თუმცა 1940 წლამდე მცირდებოდა მისი წილი მთლიან მოსახლეობაში. მინიმალურ ნიშნულს მან მიაღწია 1939 წელს, როცა ქართველები მოსახლეობის 61,4%-ს შეადგენდნენ. ქართველების წლიური საშუალო მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა 1959 წლის აღწერამ. ეს გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველთა დიდი მსხვერპლით. ომმა 300 000 ქართველი შეიწირა, ასევე 1944 წელს ე. წ. თურქი მესხების საქართველოდან გასახლებით. დეპორტირებულთა შორის 69869 ადამიანს ითვლიან. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4 %-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. XVIII-XX საუკუნეებში საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის ეთნიკურ უმცირესობას სომხები წარმოადგენდნენ. 1800 წელს სომხები მთლიანი მოსახლეობის 4%-ს შეადგენდნენ, 1926 წელს შეადგინეს 11%. ამის შემდეგ XX საუკუნის განმავლობაში სომხური მოსახლეობის წილის შემცირება შეინიშნება, რაც განპირობებული იყო მათი მიგრაციით რუსეთსა და სომხეთში. აფხაზების წილის მოსახლეობაში მერყეობდა 1,5-დან 6%-მდე, ოსებისა კი 3-4%-ს შორის. XXI საუკუნეში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა აზერბაიჯანელებია.

2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა ასეთია: ქართველები — 86,8 % Increase2.svg, აზერბაიჯანელები — 6,3 % Decrease2.svg, სომხები — 4,5 % Decrease2.svg, რუსები — 0,7 % Decrease2.svg, ოსები — 0,4 % Decrease2.svg, იეზიდები — 0,3 % Decrease2.svg, უკრაინელები — 0,2 % Steady2.svg, ქისტები — 0,2 % Steady2.svg, ბერძნები — 0,1 % Decrease2.svg, ასირიელები — 0,1 %, სხვა 0,4 %;

(ძირითადად საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 83,4 % Decrease2.svg, მუსლიმანები — 10,7 % Increase2.svg, სომეხი გრიგორიანელები — 2,9 % Decrease2.svg, კათოლიკეები — 0,5 % Decrease2.svg, იეჰოვას მოწმეები – 0,3 %, იეზიდები – 0,2 % Decrease2.svg, პროტესტანტები — 0,1 %, იუდეველები — 0,0 % Decrease2.svg, სხვა – 0,0 %, ათეისტები – 0,5 %.

ურბანიზაცია

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5%-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2%-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6% ცხოვრობდა, 1939 წელს — 30,1%.

დიდი ქალაქებია: თბილისი — 1 118 300, ბათუმი — 152 839, ქუთაისი — 147 635, რუსთავი — 125 103, სოხუმი — 64 441, გორი — 49 700, ზუგდიდი — 42 998, ფოთი — 41 465, ცხინვალი — 30 432.

ქალაქების მოსახლეობა

თბილისი

თბილისი
ბათუმი

ბათუმი
ქუთაისი

ქუთაისი

ქალაქი მხარე მოსახლეობა ქალაქი მხარე მოსახლეობა

რუსთავი

რუსთავი
გორი

გორი
ზუგდიდი

ზუგდიდი

1 თბილისი თბილისი 1 108 717 11 სამტრედია იმერეთი 25 318
2 ბათუმი აჭარის არ 152 839 12 სენაკი სამეგრელო-ზემო სვანეთი 21 596
3 ქუთაისი იმერეთი 147 635 13 ზესტაფონი იმერეთი 20 814
4 რუსთავი ქვემო ქართლი 125 103 14 მარნეული ქვემო ქართლი 20 211
5 სოხუმი აფხაზეთის არ 64 441[12] 15 თელავი კახეთი 19 629
6 გორი შიდა ქართლი 48 143 16 ახალციხე სამცხე-ჯავახეთი 17 903
7 ზუგდიდი სამეგრელო-ზემო სვანეთი 42 998 17 ქობულეთი აჭარის არ 16 546
8 ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთი 41 465 18 ოზურგეთი გურია 14 785
9 ცხინვალი დროებითი ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეული
30 432[12] 19 კასპი შიდა ქართლი 13 423
10 ხაშური შიდა ქართლი 26 135 20 ჭიათურა იმერეთი 12 803

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა
ვალუტა ლარი (GEL)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები WTO, სუამი, ბისეკი
სტატისტიკა
მშპ რანგი 119-ე (2016) [3]
მშპ (მუპ) $39,3 მილიარდი (2017)
მშპ ზრდა 2,8% (2015)
მშპ/სულზე $9 891 (2016)
მშპ სექტორით მრეწველობა (24,6%), ვაჭრობა (12,4%), მშენებლობა (11,3%) , ტრანსპორტი და კომუნიკაცია (9,5%), სოფლის მეურნეობა (8,1%),
ინფლაცია -0,6%
ღარიბი მოსახლეობა 11,6% (2014) [4]
სამუშაო ძალა 1,959 მილიონი (2011)
სამუშაო ძალა პროფესიით სოფ. მეურნეობა (52,2%), მომსახურება (41,3%), მომსახურება (6,5%) (2011).
უმუშევრობა 12,4% (2014) [5]
მთავარი მრეწველობა მანუფაქტურა, ელექტრო, გაზითა და წყლით მომარაგება, ფოლადი, ელექტროხელსაწყოები, მაღაროები, ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $1, 832 მილიარდი (2015)
მთავარი პარტნიორები აზერბაიჯანი 10,9%, ბულგარეთი 9,7%, თურქეთი 8,4%, სომხეთი 8,2%, რუსეთი 7,4%, ჩინეთი 5,7% (2015)
იმპორტი $6 289 მილიარდი (2015)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 17,2%, რუსეთი 8,1%, ჩინეთი 7,6%, აზერბაიჯანი 7%, ირლანდია 5,9%, უკრაინა 5,9%, (2015)
საჯარო ფინანსები
სახელმწიფო ვალი მშპ-ს 29,0% (2011)
შემოსავლები $6,870 მილიარდი (2011)
გასავლები $7,081 მილიარდი (2011)
ეკონომიკური დახმარება ODA $626,0 მლნ (2010)

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).

დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები

საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში — შინაური მიმოხილვა). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:

დაზღვევის სისტემა:

  • დაზღვევის ასოციაცია
  • ალდაგი-ბი-სი-აი
  • ჯი-პი-აი ჰოლდინგი

სახელმწიფო ინსტიტუტები:

განათლება

Shota Rustaveli
შოთა რუსთაველი

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:

კულტურა

  • არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;
  • ლიტერატურა: ქართული ეპოსი — ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).
  • თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
  • კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

არქიტექტურა

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები — მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი — ფაცხა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

Georgian Cuisine Collage
ქართული ტრადიციული სამზარეულო

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი — ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი — გუდის ყველი.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 8
  2. Population. წაკითხვის თარიღი: 6 October 2017.
  3. 2014 General Population Census Main Results General Information — National Statistics Office of Georgia. წაკითხვის თარიღი: 2 May 2016.
  4. Georgia – Gross domestic product. წაკითხვის თარიღი: 1 November 2017
  5. 5.0 5.1 GDP of Georgia. GEOSTAT. წაკითხვის თარიღი: 13 May 2016
  6. Gini Index. World Bank. წაკითხვის თარიღი: December 23, 2016.
  7. 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2015). წაკითხვის თარიღი: 15 December 2015.
  8. საქართველო გადავიდა UTC+4 ზონიდან UTC+3 ზონაში 2004 წლის 27 ივნისს, მაგრამ დაუბრუნდა UTC+4 ზონას 2005 წლის 27 მარტს[1][2].
  9. S.Res.94 - A resolution commemorating the two-year anniversary of the Soviet crackdown in Tbilisi, Georgia, on April 9, 1989, and urging the Soviet Union to recognize the will of the Georgian people and the legitimacy of the March 31, 1991, referendum.
  10. თვითმმართველი ქალაქები
  11. ინგოროყვა პ. „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ გვ. 16-17 – თბილისი, 1990
  12. 12.0 12.1 ოკუპირებული ქალაქი, მიახლოებითი მონაცემით
Flag map of Georgia.svg საქართველოს პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს შესახებ.
2007

2007 (ორი ათას შვიდი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-7 წელი.

აღმოსავლეთი საქართველო

აღმოსავლეთი საქართველო — საქართველოს ტერიტორიის მონაკვეთი, რომელიც ვრცელდება ლიხის ქედის აღმოსავლეთით. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს ვრცელი რეგიონები: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი. მის ტერიტორიაზეა აგრეთვე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები: ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი, ერწო-თიანეთი და სხვა.

აღმოსავლეთ საქართველო მდებარეობს ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში, ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ მთათა დიდ ზოლში, ზომიერ სარტყელში, ჩრდილო განედის 41° და 42° 46′ შორის და აღმოსავლეთ გრძედის 43° 29′ და 46° 44′ შორის. ასეთი მდებარეობა აპირობებს მისი ტერიტორიის რელიეფის მთიან ხასიათს, კლიმატურ თავისებურებებსა და ლანდშაფტის ნაირგვარობას. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორია ძირითადად გაშლილია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით, თუმცა მცირე ნაწილი მთავარი წყალგამყოფის ჩრდილოეთითაც გადადის. ეს არის საქართველოს ის ნაწილი, მთების ზილგახოხისა (დასავლეთით) და შავიკლდის (აღმოსავლეთით) შორის მონაკვეთზე წყალგამყოფის ჩრდილო ფერდობზეც რომ გადადის. ამ ნაწილს უჭირავს მდინარე ანდის ყოისუს ზემო აუზი — თუშეთი, აგრეთვე მდინარეების: თერგის, ასას და არღუნის ზემო დინებათა აუზები.

დასავლეთი

დასავლეთი (დასავლეთის წერტილი) — ჰორიზონტის (ქვეყნის მხარეების) ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩრდილოეთისაკენ პირშექცეული დამკვირვებლის ხელმარცხნივაა. აღინიშნება W (West) ასოთი. ბუნიობის დღეებში მზე ამ წერტილის მახლობლად ჩადის. ცის ეკვატორისა და ჭეშმარიტი ჰორიზონტის გადაკვეთის ორი წერტილიდან ერთი დასავლეთის წერტილია.

თეთრიწყარო

თეთრიწყარო (ყოფილი აღბულაღი, გადაერქვა 1940 წლის 9 ოქტომბერს) — ქალაქი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1940 წლამდე აღბულაღი ერქვა. მდებარეობს გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე.

ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.

თეთრიწყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი გარისი, შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი პირღებული, რომლის ეკლესიაც XII საუკუნეშია აგებული. ქალაქის სიახლოვეს არის თეთრი წყაროს ნასოფლარი, სამშვილდის ნაქალაქარი.

მართლზომიერი გამოყენება

მართლზომიერი გამოყენება (ინგლ. Fair use, ხანდახან ითარგმნება, როგორც სამართლიანი გამოყენება) არის დოქტრინა აშშ-ის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების საავტორო უფლების კანონში, რომელიც საავტორო უფლებების მქონე მასალის შეზღუდულად გამოყენების ნებას იძლევა უფლებების მქონდე პიროვნებისაგან ნებართვის აღების გარეშე. ინგლისური ტერმინი "fair use" წარმოიშვა აშშ-ში, მაგრამ შემდგომ გავრცელდა სხვა ქვეყნების კანონმდებლობაშიც.

მოლუსკები

მოლუსკები, რბილტანიანები (ლათ. Mollusca; ლათ. molluscus — რბილი) — უხერხემლო ცხოველების ტიპი. არსებობს მოლუსკების 107 ათასზე მეტი სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ოკეანეში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები — ხმელეთზე. ხმელეთის მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარია საქართველო (გვხვდება დაახლოებით 230 სახეობა და ქვესახეობა).

მოლუსკები გაერთიანებულია 8 კლასში: ერთფირფიტიანები, ღარმუცლიანები, ჯავშნიანები, მონოპლაკოფორები, ორსაგდულიანები, სკაფოპოდები, მუცელფეხიანები, თავფეხიანები. მოლუსკების სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული ნიჟარაშია მოქცეული. თავზე მოთავსებულია პირი, ბევრს კი ერთი ან ორი წყვილი საცეციც აქვს, რომელთა ბოლოებზე თვალები ზის. ზოგს თავი სულ არ აქვს (ორსადგულიანები). ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახეული.მისი ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის რღუ, რომელიც შეიცავს გულს, სასუნთქ ორგანოებს და თირკმელებს, ხოლო ტანი — საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფეხის საშუალებით მოლუსკები ცოცავენ, ემაგრებიან საგნებს, ეფლობიან შლამში. ზოგიერთ მოლუსკებს ფეხი არ გააჩნიათ (მჯდომარე ორსაგდულიანები, ზოგი პარაზიტი მუცელფეხიანი). წყალში მცურავ ზოგიერთ მუცელფეხიანს ფეხი საცურაო ფარფლად აქვს გადაქცეული. ნიჟარა გარეთა ჩონჩხის როლს ასრულებს. ჯავშნიანებში იგი ფირფიტაა, ორსაგდულიანებში — საგდულები, მუცელფეხიანებში მეტწილად სპირალურადაა დახვეული და სხვა.

ზოგს ნიჟარა მთლიანად გადაგვარებული აქვს (უნიჟაროები). საჭმლის მომნელებელი სისტემა მოიცავს პირს, ხახას სანერწყვე ჯირკვლებიანად, საყლაპავ მილს, შუა ნაწლავს კუჭითა და ღვიძლითურთ და უკანა ნაწლავს. სუნთქავენ ლაყუჩებით ანუ ქტენიდიებით. ხმელეთის მუცელფეხიანთა უმეტესობა ფილტვით სუნთქავს. ფილტვის როლს სისხლძარღვებით დაქსელილი მანტიის კედელი ასრულებს. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, გული მეტწილად პარკუჭისა და წინაგულებისაგან შედგება. მუცელფეხიანთა უმეტესობას ერთი წინაგული (მარცხენა) აქვს. გამომყოფ სისტემას წყვილი თირკმელი ემსახურება, ზოგს ერთი თირკმელი აქვს (მუცელფეხიანები). თირკმლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალურ ხვრელში იხსნება. მოლუსკების ნერვული სისტემა გაფანტულ-კვანძური ტიპისაა, შედგება 5-6 წყვილი კვანძისაგან. მოლუსკები გაყოფილსქესიანებია, ზოგი — ჰერმაფროდიტი. გამრავლება სქესობრივია. თავფეხიანებისა და მუცელფეხიანების განაყოფიერება შინაგანია, დანარჩენებისა — გარეგანი. მოლუსკების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება. კვერცხიდან გამოდის ლარვა, ანუ ტროქოფორა, რომელიც მეორე ლარვულ სტადიას — მეიალქნედ ანუ ველიგერად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია, რომელთაგან რამდენიმე სახეობა საქართველოშიც არის გავრცელებული.

მოლუსკების წარმოშობაში ბევრი რამ გაურკვეველია, მაგრამ მათ აგებულებაში მრავალი ისეთი ნიშანია, რომელიც მოლუსკებს რგოლოვან ჭიებთან აახლოებს და სწორედ ისინი ითვლებიან მათ წინაპრებად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა — ხამანწკები, მიტილუსები, სავარცხლურები და სხვანი გამოიყენება საკვებად. საკვებში შერეული ნიჟარის ფხვნილით კვებავენ ქათმებს ჩონჩხისა და კვერცხის ნაჭუჭის გასამაგრებლად. ზოგი სახეობის ნიჟარებისაგან ამზადებენ ღილებს, სხვადასხვა სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგი ორსადგულიანი მარგალიტის მწარმოებგელია, მათ ხელოვნურად აშენებენ. ზოგ მოლუსკებს საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს. ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია. არიან სახეობები (მუცელფეხიანები), რომლებიც აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებსა და კულტურულ ნარგავებს. მავნებელია ე. წ. გემის ჭიაც, რომელიც ხვრეტს გემისა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს. არიან სახეობები, რომლებიც მასობრივად სახლდებიან გემის წყალქვეშა ნაწილზე, ქმნიან გროვებს და ხელს უშლიან გემის სვლას. ზიანის მომტანი მოლუსკების წინააღმდეგ (მეტწილად უნიჟაროებისათვის) იყენებენ მოლუსკოციდებს.

მუცელფეხიანები

მუცელფეხიანები (Gastropoda) — უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. მუცელფეხიანების სხეული შედგება თავის, ტანისა და ფეხისაგან. თავზე ერთი ან ორი წყვილი საცეცია. ფეხი სხეულის ქვედა (მუცლის) მხარეზეა, ფეხს ქვეშ ლანჩა აქვს. ტანის ანუ შიგნეულობის პარკის ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიისა და შიგნეულობის პარკს შორის არის მანტიის ღრუ, რომელშიც მოთავსებულია გული, სასუნთქი ორგანოები, თირკმელი, შიგნეულობის პარკი — საჭმლის მომნელებელი და სასქესო ორგანოები. მუცელფეხიანების მანტია კანის თხელი ნაოჭია, რომლის ჯირკვლები გამოყოფენ ნიჟარის წარმოსაქმნელ ნივთიერებებს. ნიჟარა სხვადასხვა ფორმისაა.

საქართველოში გავრცელებული მუცელფეხიანების ნიჟარები მრავალფეროვნებით ხასიათდება. ნიჟარა არ აქვთ უნიჟაროებს ანუ ლოქორიებს, იგი რედუცირებულია და პატარა ფირფიტის სახით მანტიის ქვეშაა მოთავსებული. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ორსაკნიანია — წინაგული და პარკუჭი (იშვიათად წინაგული). სუნთქავენ ლაყუჩებით ან ფილტვებით. საქართველოში მობინადრე სახეობების უმეტესობა ფილტვით მსუნთქავია. გამომყოფი სისტემაა ერთი, იშვიათად ორი, თირკმელი, რომლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალური ხვრელის მახლობლად იხსნება. ნერვული სისტემა შედგება რამდენიმე (5-6) წყვილი ნერვული კვანძისა და მისგან გამომავალი ნერვებისაგან. გავრცელებული არიან თითქმის ყველგან, გარდა უდაბნოების და მუდმივი ყინულით დაფარული ადგილებისა. გვცვდებიან ოკეანეებში, ზღვებში, მლაშე და მტკნარ წყლებში, ნაწილი ხმელეთზე.

მუცელფეხიანების კლასი შეიცავს 85.000-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვეკლასში: წინალაყუჩებიანები, უკანალაყუჩებიანები, ფილტვიანები. საკმაოდ მდიდარია ცხოველთა ამ ჯგუფით საქართველო, აქ მარტო ხმელეთის მუცელფეხიანების 230-ზე მეტი სახეობა გვხვდება.

წინალაყუჩებიანების ქვეკლასში გაერთიანებული სახეობების უმეტესობა გაყოფილსქესიანია, ფილტვიანები — ორსქესიანი. მუცელფეხიანების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება, არიან ცოცხლადმშობნიც. ზოგი მუცელფეხიანები ფიტოფაგია, ზოგი პოლიფაგი (არიან მტაცებლებიც და პარაზიტებიც).

მუცელფეხიანების ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია და ხელს უწყობს შენაური ცხოველების სხვადასხვა დაავადების გავრცელებას, ზოგი სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და კულტურული ნაგრავების სერიოზული მავნებელია. მუცელფეხიანების ნიჟარები წარმოადგენენ სახელმძღვანელო ნამარხებს გეოლოგიური ერების დადგენისათვის. მუცელფეხიანების ზოგი სახეობის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს და ყუათიან საკვებად ითვლება. ზოგი მარგალიტის მკეთებელია. საქართველოში გავრცელებული Helicella derbentina-ს ნიჟარის ფხვნილით (კალციუმის მარილების შემცველობის გამო) ზოგიერთ მეფრინველეობის ფერმაში ფრინველებს კვებავენ.

მხარე

მხარე — ტერიტორიული ერთეული საქართველოსა და რიგ ქვეყნებში. გარდა საქართველოსა, სამხარეო დაყოფა გააჩნია რუსეთის ფედერაციას, ჩეხეთსა და სლოვაკეთს.

საქართველო (ენციკლოპედია)

ენციკლოპედია საქართველო (ხუთტომეული) — მეცნიერული გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია საქართველოსა და ქართველებზე, აგრეთვე საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე. „საქართველო“ ანბანური წესით აგებული ენციკლოპედიაა. იგი აშუქებს ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ეს უმდიდრესი მასალა განხილულია საერთო ისტორიულ-კულტურული პროცესის კონტექსტში: ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით საქართველო და ქართველი ერი წარმოჩენილია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა — 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა. 1990 წლის 15 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკად გამოცხადდა.

საქართველოს სამეფო

ერთიანი საქართველო — ფეოდალური სახელმწიფო საქართველოში. საფუძველი ჩაეყარა 975 წელს, როდესაც ტაო-კლარჯეთის მეფემ დავით III კურაპალატმა ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი ბაგრატ III (ძე გურგენ II-ისა), 978 წელს კი “აფხაზთა მეფედაც” აკურთხა. 1001 წელს ბაგრატმა შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი, ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელო ტაო. ასე გაერთიანდა საქართველო, ხოლო ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. ამ პერიოდში საქართველოს სამეფოში შედიოდა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გარდა კახეთ-ჰერეთისა. თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რჩებოდა არაბი ამირების ხელში. სამეფოს დედაქალაქი უფლისციხე იყო, ხოლო 1046 წლიდან - თბილისი. სამეფოს მართავდნენ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. საქართველოს გაერთიანების პროცესი, რომელიც VIII საუკუნიდან დაიწყო, დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, 1122 წელს — თბილისი. XII საუკუნეში საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელ კავკასიას მოიცავდა.

1225 წლიდან საქართველოს ჯერ ჯალალ-ედ-დინი შემოესია, შემდეგ მონღოლები. 1242 წლიდან საქართველო მონღოლთა ვასალი გახდა, რომლებმაც 1247 წელს აქ ერთდროულად ორი მეფე დასვეს: დავით VI ნარინი (რუსუდანის ძე) და დავით VII ულუ (ლაშა-გიორგის ძე). 1258 წელს მათ საქართველოზე ორად გაიყვეს: აღმოსავლეთად და დასავლეთად. 1329 წელს გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო და მონღოლები განდევნა. XV საუკუნის შუა წლებში თემურლენგისა და „შავბატკნიანთა“ შემოსევების შედეგად საქართველო დასუსტდა და დაიშალა სამეფო-სამთავროებად: მას ჯერ სამცხის სამთავრო გამოეყო, შემდეგ იმერეთის სამეფო, ბოლოს კახეთის სამეფო. 1491 წელს ქართველმა მეფე-მთავრებმა სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა და საზღვრებიც დაადგინეს.

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასიმეტრიულია, ის მოიცავს 2 ავტონომიურ რესპუბლიკას და 79 მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტებიდან: 12 არის თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, და 67 თვითმმართველი თემი.

მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც არ წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. მათ მხოლოდ საკოორდინაციო და საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ თვითმმართველობის ერთეულებსა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც მთავრობას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ხოლო თვითმმართველ ერთეულს – გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

საქართველოს ტერიტორიულმა მოწყობამ კონსტიტუციის თანახმად, საბოლოო სახე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უნდა მიიღოს.

სომხეთი

სომხეთი (სომხ. Հայաստան — „ჰაიასტან“), ოფიციალურად სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն — „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. მდებარეობს დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილოეთიდან საქართველო, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან ირანი და აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი.

ტანა (საქართველო)

ტანა — მდინარე თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე. სიგრძე — 39 კმ, აუზის ფართობი — 382 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე. გამოყენებულია სარწყავად.

ქართული ენა

ქართული ენა — ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მასთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

ღირსების ორდენი (საქართველო)

„ღირსების ორდენი“ — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში — მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. დამტკიცებულია 1992 წლის 24 დეკემბრის პარლამენტის დადგენილებით.

წევრები
ყოფილი წევრები
დამკვირვებლები
ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
კავკასიის ქვეყნები და რეგიონები
აზერბაიჯანი აზერბაიჯანის დროშა
რუსეთის ფედერაცია რუსეთის დროშა
საქართველო საქართველოს დროშა
სომხეთი სომხეთის დროშა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.