სამხრეთი კავკასია

სამხრეთი კავკასია — გეოგრაფიული მხარე ევროპისა და აზიის შესაყართან, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით მდებარე ნაწილი კავკასიისა. იგი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთით შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. სამხრეთი კავკასიას განეკუთვნება კავკასიონის სამხრეთი კალთის უმეტესი ნაწილი, კოლხეთისა და მტკვრის მთავარშორისო ბარი, სამხრეთი კავკასიის მთიანეთი, თალიშის მთები და ლენქორანის დაბლობი. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მდებარეობს 3 სუვერენული სახელმწიფო: აზერბაიჯანი (უმეტესი ნაწილი), საქართველო, სომხეთი.

სახელმწიფო დედაქალაქი ფართობი მოსახლეობა
აზერბაიჯანი ბაქო 86,6 9.862.000
საქართველო თბილისი 69,7 3.729.600
სომხეთი ერევანი 29,8 2.924.816

საბჭოთა ეპოქაში ამ მხარეს ამიერკავკასია ერქვა, რასაც პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა, ვინაიდან იგი გამოხატავდა მდებარეობას პოლიტიკური ცენტრის მიმართ. იგი შეესაბამება რუსულ „ზაკავკაზიეს“. ეს ტერმინი პოზიციური ხასიათისაა და გულისხმობს იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთისათვის კავკასიონის გადაღმაა („ზა კავკაზომ“), ხოლო საქართველოსთვის — კავკასიონის გადმოღმა (ამიერ). სამხრეთი კავკასია გეოგრაფიული ტერმინია.

Amierkavkasia.png&filetimestamp=20081220103942&
ამიერკავკასიის ქვეყნები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

1001

1001 (ათას ერთი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის 1-ლი დეკადის 1-ლი წელი.

1002

1002 (ათას ორი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-2 წელი.

1010

1010 (ათას ათი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-10 წელი.

1014

1014 (ათას თოთხმეტი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-2 დეკადის მე-4 წელი.

1021

1021 (ათას ოცდაერთი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XI საუკუნის მე-3 დეკადის 1-ლი წელი.

1025

1025 (ათას ოცდახუთი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-3 დეკადის მე-5 წელი.

1027

1027 (ათას ოცდაშვიდი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XI საუკუნის მე-3 დეკადის მე-7 წელი.

1031

1031 (ათას ოცდათერთმეტი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-4 დეკადის 1-ლი წელი.

1032

1032 (ათას ოცდათორმეტი) წელი — იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-4 დეკადის მე-2 წელი.

1034

1034 (ათას ოცდათოთხმეტი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-4 დეკადის მე-4 წელი.

1038

1038 (ათას ოცდათვრამეტი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XI საუკუნის მე-4 დეკადის მე-8 წელი.

1040

1040 (ათას ორმოცი) წელი — იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-4 დეკადის მე-10 წელი.

1045

1045 (ათას ორმოცდახუთი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-5 დეკადის მე-5 წელი.

1049

1049 (ათას ორმოცდაცხრა) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XI საუკუნის მე-5 დეკადის მე-9 წელი.

1050

1050 (ათას ორმოცდაათი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-5 დეკადის მე-10 წელი.

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა — კონფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც 1918 წლის აპრილ–მაისში იარსება; მასში შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ევროპა-აზიის საზღვარი

ევრაზიის სუპერკონტინენტის ევროპისა და აზიის კონტინენტებად დაყოფა პირობითია, ვინაიდან მათს შორის რაიმე მკვეთრად გამოხატული ფიზიკურ-გეოგრაფიული ან გეოლოგიური მსაზღვრელი არ არსებობს. ამდენად ზოგადად და საერთოდ ეს დაყოფა უპირატესად კულტურულ-ცივილიზაციური ხასიათისაა.

შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის დიდ ნაწილში - როდესაც ტერმინი ევროპა ფართოდ დაინერგა და საერთაშორისო ცნება გახდა - ევროპა გაიგივებული იყო „საქრისტიანოსთან“ (დღესაც კი დიდი ზომით ნებისმიერი დაყოფით ევროპა არსებითად სწორედ ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს მოიცავს).

დაყოფის პირობითობა იქიდანაც ჩანს, რომ საზღვარი გაჰყავთ ურალის ქედის წყალგამყოფზე (ყველა ვარიანტში), მაგრამ - არა დიდი კავკასიონის ქედის წყალგამყოფზე, არამედ - ვთქვათ - კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე კუმა-მანიჩის დეპრესიის (დაბლობის) ხაზზე.

გეოგრაფებს შორის არსებობს (არსებითად პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე) 5 სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც შეეხებიან ევროპასა და აზიას შორის პირობითი საზღვრის დადგენის საკითხს. ამ ვარიანტების მიხედვით, საზღვარი გადის:

(1) კუმა-მანიჩის ხაზზე.

ეს არის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ერთეულებს შორის არსებული გეოლოგიური საზღვარი. ამ ვარიანტით მთელი კავკასია მოთავსებულია აზიაში.(2 ა) კავკასიონის მთავარ ქედზე.

ეს ქვევარიანტი ეფუძნება ტერიტორიის ყველაზე არსებით ოროგრაფიულ ანუ გეოლოგიურ გაყოფას დიდი კავკასიონის წყალგამყოფის გასწვრივ. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაში საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.(2 ბ) კავკასიონის მთავარ ქედზე.

ეს ქვევარიანტი ეფუძნება კლიმატურ პირობებს შორის განსხვავებას. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაშიც კლიმატური საზღვარი დიდი კავკასიონის წყალგამყოფს ემთხვევა და საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.(3) მდინარეებზე რიონი, ყვირილა, მტკვარი.

ეს ვარიანტი, რომელიც საქართველოს ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს, ეკუთვნის ძველ ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს. ამ შემთხვევაში თბილისის მარცხენა სანაპირო (გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღირეთი, ისანი-სამგორი) ევროპაში მდებარეობს, მარჯვენა (ვაკე-საბურთალო, ძველი თბილისი, დიდგორი) კი აზიაში.(4) კავკასიონის მცირე მთიანეთზე.

ამ ვარიანტში გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით მოქცეულია საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია ანუ ტიპური ევროპული პეიზაჟების ტერიტორია.(5) ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

ეს არის წმინდა პოლიტიკური ვარიანტი, რომლის თანახმადაც მთელი კავკასია მოქცეულია ევროპაში.როგორც აქედან ჩანს, (1) და (5) ვარიანტები ორ უკიდურესობას წარმოადგენს, დანარჩენები კი კომპრომისულია. ფაქტია, რომ კულტურულად და პოლიტიკურად კავკასიელები ევროპელები არიან (ასეთ კლასიფიკაციას ემხრობიან უმრავლესი საერთაშორისო ორგანიზაციები), მაგრამ გეოგრაფიულად მთელი კავკასია (გარდა 2 ბ ვარიანტისა) აზიას ეკუთვნის.

პოსტსაბჭოთა სივრცე

პოსტსაბჭოთა სივრცე, აგრეთვე ცნობილი როგორც ყოფილი სსრკ–ის რესპუბლიკები — დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებმაც დატოვეს საბჭოთა კავშირი 1991 წელს მისი დაშლის დროს.

ტერმინი შემოტანილია ლიტველი ისტორიკოსის ალგის პრაზაუსკასის მიერ და პირველად გამოჩნდა სტატიაში „დსთ, როგორც პოსტკოლონიური არეალი“, გამოცემული 1992 წლის 7 თებერვალს „ნეზავისიმაია გაზეტა“–ში.

შოთხვი

შოთხვი (ლათ. Prunus padus) — მცენარის სახეობა ვარდისებრთა ოჯახისა. ტანდაბალი ხე ან იშვიათად ბუჩქნარია. სიმაღლე 0,6-10 მ. აქვს წაგრძელებული და ხშირი ვარჯი. ქერ­ქი მქრქალია, მოვაშო-მონაცისფრო. ფოთლების სიგრძე 3-10 (იშვიათად 15) სმ აღწევს. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერი აქვს. ნაყოფი შავია და სფეროსებრი მოყვანილობის, დიამეტრი — 8-10 მმ.

გავრცელების ბუნებრივი არეალია: ჩრდილოეთი აფრიკა (მაროკო), სამხრეთი, ცენტრალური, დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპა, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, სამხრეთი კავკასია. უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ ნიადაგს. უმეტესწილად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, მდინარისპირა ტყეებში, ბუჩქნარებში და სხვ. მრავლდება ვეგეტატიურად, ზოგჯერ თესლით. კულტივირებულია როგორც დეკორატიული მცენარე. სამკურნალოა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.