სამარხი ურნების კულტურა

სამარხი ურნების კულტურა (ძვ. წ. აღ. 1300 – 750) — გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურა ცენტრალურ ევროპაში. დასახელება მომდინარეობს კრემაციის ჩვეულებიდან. ამ კულტურის წარმომადგენლები გარდაცვლილებს წვავდნენ, შემდეგ მათ ფერფლს ათავსებდნენ ურნებში და მარხავდნენ მინდორში. ის იყო ყორღანების კულტურის მემკვიდრე და ჩაანაცვლა ჰალშტატის კულტურამ.

UrnfieldCulture
სამარხი ურნების კულტურის გავრცელების არეალი.
Cultures, 1200 BC
ქრისტეშობამდე 1200 წელი: სამარხი ურნების კულტურის ცენტრალური ნაწილი (წითელი), სამარხი ურნების ჩრდილოეთის კულტურა (ნარინჯისფერი), კნოვიცის კულტურა (რუხი-ცისფერი), ლუჟიცის კულტურა (ვარდისფერი), დუნაის კულტურა (ყავისფერი), ტერამარის კულტურა (ცისფერი), ატლანტიკური ბრინჯაოს ხანა (მწვანე) და სკანდინავიური ბრინჯაოს ხნა (ყვითელი).

ლიტერატურა

  • J. M. Coles/A. F. Harding, The Bronze Age in Europe (London 1979).
  • G. Weber, Händler, Kieger, Bronzegießer (Kassel 1992).
  • Ute Seidel, Bronzezeit. Württembergisches Landesmuseum Stuttgart (Stuttgart 1995).
  • Konrad Jażdżewski, Urgeschichte Mitteleuropas (Wrocław 1984).
  • Association Abbaye de Daoulas (eds.), Avant les Celtes. L'Europe a l'age du Bronze (Daoulas 1988).
  • Frans Theuws, Nico Roymans (eds.), Land and ancestors: cultural dynamics in the Urnfield period and the Middle Ages in the southern Netherlands, Amsterdam Archaeological Studies, Amsterdam University Press, 1999, ISBN 978-90-5356-278-9.
თასების კულტურა

თასების კულტურა (ასევე ზარისებრი თასების კულტურა, თასების ადამიანები ან თასების ხალხი; გერმ. Glockenbecherkultur; ინგლ. Beaker culture) — ძვ. წ. 2800 - 1800 პერიოდში გავრცელებული არქეოლოგიური კულტურა, რომელიც დაახლოებით ენეოლითის ხანიდან ადრეულ ბრინჯაოს ხანამდე მოიცავდა დასავლეთ ევროპას. ტერმინი კულტურისთვის დამახასიათებელი თიხის თასების მიხედვით შემოიღო ჯონ აბერკრომბმა (შოტლანდიელი არქეოლოგი).

ყორღანების კულტურა

ყორღანების კულტურა ცენტრალურ ევროპაში შუა ბრინჯაოს ხანაში დომინირებდა. (ძვ. წ. აღ. 1600-1200).

ის წარმოიშვა უნეტიკური კულტურიდან. მისი ძირითადი ტერიტორია მოიცავდა ბავარიასა და ვიურტემბერგს. გვიან ბრინჯაოს ხანაში ის ჩაანაცვლა სამარხი ურნების კულტურამ.

მისი დასახელება მომდინარეობა გარდაცვლილის ყორღანში დასაფლავების ტრადიციიდან.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.