საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (სკკპ) (რუს. Коммунистическая партия Советского Союза; КПСС) — მმართველი პარტია საბჭოთა კავშირში (სსრკ). პარტიის დამაარსებლი იყო ვლადიმერ ლენინი. 1917 წელს როგორც ცალკე პარტია ფორმალურად გამოეყო, ხოლო ფაქტობრივად 1912 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) ბოლშევიკურ ფრაქციას, რომელიც შეიქმნა 1903 წელს რსდმპ-ის II ყრილობაზე.

Коммунистическая партия Советского союза
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
Коммунистическая партия Советского союза საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
ლიდერი ვლადიმერ ლენინი
დაფუძნდა 1912
იდეოლოგია მარქსიზმ-ლენინიზმი
საერთაშორისო აკრედიტაცია კომინტერნი
შტაბ-ბინა მოსკოვი, რსფსრ
ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდული ორგანიზაცია
გაზეთი გაზეთი
ჰიმნი ჰიმნი
ფერები წითელი

გალერეა

Партийный билет КПСС.1989

პარტიის წევრობის ანკეტა (1989)

რესურსები ინტერნეტში

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Baş Naziri) — აზერბაიჯანის მთავრობის მეთაური. მოქმედი პრემიერ-მინისტრია არტურ რასიზადე.

იმის გამო, რომ ცენტრალური როლი აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემაში უკავია პრეზიდენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა (მათ შორის პრემიერ-მინისტრისაც), იმყოფება სახელმწიფოს მეთაურის გავლენის ქვეშ (მაგალითად, პრეზიდენტი, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და სხვა მთავრობის წევრებს; პრეზიდენტს შეუძლია გაუწიოს თავმჯდომარეობა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრებს და მისცეს სავალდებულო ბრძანებები და მითითებები პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს, პრეზიდენტი შეიძლება ასევე გააუქმოს მთავრობის ნებისმიერი აქტი).

აკაკი მგელაძე

აკაკი ივანეს ძე მგელაძე (დ. 1910, სოფ. მელექედური, ოზურგეთის მაზრა — გ. 1980) — საბჭოთა კავშირის და საქართველოს სსრ პარტიული მოღვაწე. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

ალექსანდრე მილჩაკოვი

ალექსანდრე მილჩაკოვი (რუს. Мильчаков, Александр Иванович; დ. 11 ოქტომბერი, 1903 — გ. 17 ივლისი, 1973) — სსრკ-ში ახალგაზრდათა კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1919 წლიდან.

დაიბადა რკინიგზელთა ოჯახში. 1918 წელს შევიდა მუშა ახალგაზრდების სოციალისტურ კავშირში. რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ციმბირის ბიუროს მდივანი. 1921–1925 წლებში რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ცენტრალური კომიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთის ბიუროს მდივანი, ბიუროს წევრი და რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, 1925 წლიდან რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ახალგაზრდობის კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.

1927–1928 წლებში უკრაინის ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ხოლო 1928–1929 წლებში — სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის მდივანი. 1956 წლიდან იყო პერსონალური პენსიონერი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე ქალაქ მოსკოვში.

ასლან აბაშიძე

ასლან აბაშიძე (დ. 20 ივლისი, 1938, ბათუმი) — საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფაქტობრივი ერთპიროვნული მმართველი 1991-2004 წლებში. აჭარაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, 2004 წლის 6 მაისიდან გაქცეულია რუსეთში.

ბორის ელცინი

ბორის ელცინი (რუს. Бори́с Никола́евич Е́льцин; დ. 1 თებერვალი, 1931, სოფ. ბუტკა, ტალიცის რაიონი, სვერდლოვსკის ოლქი ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი) — რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში.

ეფიმ ცეტლინი

ეფიმ ცეტლინი (რუს. Цетлин, Ефим Викторович; დ. 1898, მოგილევი — გ. 1937, ივანოვო) — პოლიტიკური მოღვაწე. ახალგაზრდათა კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე. 1917-1918 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1917 წელს პეტროგრადში მონაწილეობა მიიღო ოქტომბრის რევოლუციაში. 1918-1919 წლებში იყო სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის მთავარი მდივანი. 1933 წლის თებერვალში დააპატიმრეს. 1936 წელს კვლავ დააკავეს. შეეწირა 1937 წლის რეპრესიებს.

ვლადიმერ ლენინი

ვლადიმერ ილიას ძე ლენინი (ნამდვილი გვარი ულიანოვი; რუს. Владимир Ильич Ульянов, „Ленин“; დ. 22 აპრილი [ძვ. სტ. 10 აპრილი], 1870, სიმბირსკი, ახლანდელი ულიანოვსკი ― გ. 21 იანვარი, 1924, დაბა გორკი, ახლანდელი ლენინსკიე გორკი, მოსკოვის ოლქი) — პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი.

კანდიდ ჩარკვიანი

კანდიდ ჩარკვიანი (დ. 1904, ცაგერი — გ. 1994, თბილისი) — საქართველოს სსრ პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 15 წლის განმავლობაში, 1938-1953 წლებში.

კომინფორმი

კომინფორმი, კომუნისტური და მუშათა პარტიების ინფორმაციული ბიურო — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების კომუნისტურ პარტიებს აერთიანებდა. კომინტერნის ანალოგი. კომინფორმის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 1947 წლის 22 სექტემბერს პოლონეთში. თავდაპირველად კომინფორმს ჰყავდა 9 წევრე. 1948 წლის ივნისში რუმინეთში მესამე ყრილობაზე კომინფორმიდან გარიცხეს იუგოსლავიის კომუნისტური პარტია იოსებ სტალინსა და იოსიპ ტიტოს შორის მომხდარი განხეთქილების გამო. კომინფორმი დაიშალა 1956 წლის 17 აპრილს.

ლაზარე შაცკინი

ლაზარე შაცკინი (რუს. Шацкин, Лазарь Абрамович; დ. 1902, სუვალკი, რუსეთის იმპერია — გ. 10 იანვარი, 1937, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. კომკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დაიბადა ქალაქ სუვალკიში, ებრაელების ოჯახში. 1917 წლის მაისში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრია. სამოქალაქო ომის მონაწილე 1918–1920 წლებში და 1918–1922 წლებში კომკავშირის წევრი, 1921–1922 წლებში მდივანი. ერთდროულად, 1919–1921 წლებში ახალგაზრდობის კომუნისტური ინტერნაციონალის 1 მდივანი. 1926-1928 წლებში კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1928 წლიდან სახელმწიფო და პარტიული მუშაკია. ლაზარე შაცკინი დახვრიტეს 1937 წელს.

მიხეილ გორბაჩოვი

მიხეილ გორბაჩოვი (რუს. Михаил Сергеевич Горбачёв; დ. 2 მარტი, 1931, სოფელი პრივოლნოე, ჩრდილოეთი კავკასიის მხარე, რსფსრ) — საბჭოთა და რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. გორბაჩოვ-ფონდის დამფუძნებელი, 1993 წლიდან „ახალი ყოველდღიური გაზეთის“ თანადამფუძნებელი. მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები და წოდებები, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც გორბაჩოვმა 1990 წელს მიიღო. გორბაჩოვმა მოღვაწეობის პერიოდში გაატარა რეფორმები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე.

კერძოდ კი: საბჭოთა სისტემის რეფორმირება (პერესტროიკა); სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.

ნიკოლოზ ჩაპლინი

ნიკოლოზ ჩაპლინი (რუს. Чаплин, Николай Павлович; დ. 19 დეკემბერი [ძვ. სტ. 6 დეკემბერი], 1902, როგნედინო, სმოლენსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 23 სექტემბერი, 1938, მოსკოვი, სსრკ) — სსრკ-ში კომუნისტური ახალგაზრდული მოძრაობის მონაწილე. კომპარტიის წევრი 1919 წლიდან. 1922–1923 წლებში რაკკ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი. 1924-1926 წლებში საკ. ალკკ ცკ-ის პირველი მდივანი, ხოლო 1926–1928 წლებში გენერალური მდივანი. 1930 წელს საკ. კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მეორე მდივანი. პარტიის XII-XVI ყრილობების დელეგატი, 1924–1930 წლებში საკ. კპ (ბ) ცკ-ისა და საკ. კპ (ბ) ცკ-ის ორგბიუროს წევრობის კანდიდატი. ასფსრ ცაკისა და სრულიად რუსეთის ცაკის, სსრკ ცაკის წევრი. აქვს შრომები ახალგაზრდულ მოძრაობაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ოსკარ რივკინი

ოსკარ რივკინი (რუს. Рывкин, Оскар Львович; დ. 4 იანვარი, 1899 — გ. 7 აგვისტო, 1937) — საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე. სსრკ-ში ახალგაზრდათა კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1917 წლის მარტიდან არის კომუნისტური პარტიის წევრი. დაიბადა ქალაქ პეტერბურგში, მოსამსახურის ოჯახში. ტიპოგრაფიაში მოსწავლედ მუშაობდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ წითელგვარდიელია. პეტროგრადში ახალგაზრდათა სოციალისტური კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; კავშირის საქალაქო კომიტეტის მდივანი. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მონაწილე. 1918–1921 წლებში იყო სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის მდივანი. 1937 წელს დააპატიმრეს; მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.

პეტრე სმოროდინი

პეტრე სმოროდინი (რუს. Смородин, Пётр Иванович; დ. 1897 — გ. 1939) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. კომკავშირის ერთ-ერთი შემქმნელი. 1922–1924 წლებში იყო კომკავშირის მთავარი მდივანი. 1917 წლის მაისიდან კომუნისტური პარტიის წევრი. დაიბადა ბორინსკოეში ქრისტიანების ოჯახში. 1917 წელს მონაწილეობა მიიღო პეტროგრადის მუშა ახალგაზრდების სოციალისტური კავშირის შექმნაში. ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების მონაწილე. 1918-1920 წლებში პეტროგრადის ფრონტზე მუშა ახალგაზრდების სოციალისტური კავშირის პარტიზანული განყოფილების დამხმარე უფროსი. პოლკის კომისარი. იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური საშემსრულებლო კომიტეტის წევრი. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, რსდმპ (რუს. Российская социал-демократическая рабочая партия; РСДРП), ასევე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, იყო რუსეთის

რევოლუციურ-სოციალისტური პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა 1898 წელს მინსკში, მემარცხენე რევოლუციური ძალების ერთ პარტიაში გაერთიანების მიზნით. რსდმპ მოგვიანებით გაიყო ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფრაქციებად, საბოლოოდ ბოლშევიკებმა შექმნეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) — სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას).

საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი

საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი — ლიდერი თანამდებობა საქართველოს კომუნისტურ პარტიაში საბჭოთა დროს. საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი პასუხისმგებელი იყო საქართველოს საქმიან ურთიერთობებზე და ითვლებოდა საქართველოს სსრ-ის ლიდერად. ზოგმა მათგანმა, თავი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გამოიჩინა და საბჭოთა კავშირის ლიდერებადაც ითვლებოდნენ, როგორებიც იყვნენ ლავრენტი ბერია და ედუარდ შევარდნაძე.

უზბეკეთის პრეზიდენტი

უზბეკეთის პრეზიდენტი (უზბეკ. Ўзбекистон Республикасининг Президенти) — უზბეკეთის სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით.

ფილიპე მახარაძე

ფილიპე მახარაძე (დ. 9 მარტი, 1868; — გ. 10 დეკემბერი, 1941) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობები
რსდმპ
რკპ (ბ)
სკპ (ბ)
სკკპ

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.