რიუკიუ

რიუკიუ, ნანსეი — ვულკანურ და მარჯნულ კუნძულთა არქიპელაგი იაპონიაში, კიუსიუსა და ტაივანის კუნძულებს შორის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას გამოჰყოფს წყნარი ოკეანის ღია ნაწილისაგან. გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, შედგება კუნძულთა 6 ჯგუფისაგან, შედის 98 კუნძული. ფართობი 4700 კმ². უმთავრესად აგებულია მეზო-კაინოზოური და კარსტული კირქვებით (ღერძულ ზოლში ადგილ-ადგილ შიშვლდება პალეოზოური ნაოჭა საფუძველი), ჩრდილო-დასავლეთით გავრცელებულია ვულკანური ქანები. არის რამდენიმე მოქმედი და ჩამქრალი ვულკანი. რელიეფი უმთავრესად პლატოიანი, დაბალმთიანი და დაბალტერასებიანია. მაქსიმალური სიმაღლე 1936 მ (კუნძული იაკუ). ჰავა ჩრდილოეთით სუბტროპიკული, სამხრეთით ტროპიკული მუსონურია. ნალექები 2000-3000 მმ წელიწადში. ხშირია ტაიფუნი. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის 14-18°C, ივლისის — 27-28°C. კუნძულზე არის ბრინჯის, ბატატისა და შაქრის ჭარხლის ნათესები. განვითარებულია თევზჭერა. დიდი ქალაქია ნაჰა, რომელიც კუნძულ ოკინავაზე მდებარეობს. რიუკიუდან გააქვთ ანანასი.

რიუკიუ
Location of the Ryukyu Islands
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 4700 კმ²
უმაღლესი წერტილი 1936 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1,550,161 (2005)

ლიტერატურა

გიჩინ ფუნაკოში

გიჩინ ფუნაკოში (იაპონ. 船越 義珍; დ. 10 ნოემბერი, 1868 — გ. 26 აპრილი, 1957) — თანამედროვე კარატეს ფუძემდებელი.

იაპონიის გეოგრაფია

იაპონია — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. იაპონიის ფართობია 377 915 კმ², რომელთაგან 374 744 კმ² ხმელეთზე მოდის, ხოლო 3091 კმ² — წყლის სივრცეზე. იაპონია განლაგებულია დიდ სტრატოვულკანურ არქიპელაგში, რომელიც მდებარეობს აზიის წყნაროკეანურ სანაპიროზე. არქიპელაგის ძირითადი კუნძულებია: ჰოკაიდო, ჰონსიუ, სიკოკუ და კიუსიუ. მნიშვნელოვანია აგრეთვე კუნძულები: რიუკიუ და ოგასავარა. სულ ქვეყნის შემადგენლობაშია დაახლოებით 3000 პატარა კუნძული. იაპონიას სახმელეთო საზღვრები არ გააჩნია, სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვრის წყნარი ოკეანე, ჩრდილო-დასავლეთით იაპონიის ზღვა, სამხრეთ-დასავლეთით აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით ოხოტის ზღვა.

კუნძულთა რკალები

კუნძულთა რკალები — თანამედროვე გეოსინკლინური სისტემების ტექტონიკური სტრუქტურები, რომლებიც რელიეფში გამოსახულია კონტინენტიდან ოკეანისაკენ გარდამავალ ზონებში. კუნძულთა რკალები ხაზობრივი მთათა სისტემებია, — ვულკანური კუნძულების ჯაჭვი, რომლებიც განაპირა ზღვების ქვაბულებს გამოყოფენ ღრმა ზღვის ღარებისაგან.კუნძულთა რკალები ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური და ანდეზიტური შედგენილობის ვულკანოგენური წყებებით აგებული წყალქვეშა ქედებია, რომელთა თხემები ცალკეული კუნძულების სახითაა ამოწვდილი წყლის ზედაპირზე. ამ ქედების სიგანეა 40-50 და 200-400 კმ, ხოლო სიგრძე 1000 კმ და მეტი. ხშირად კუნძულთა რკალები ორი პარალელური ქედით არის წარმოდგენილი, რომელთაგან გარე, ღრმა ზღვის ღარისაკენ მიმართული ქედი მხოლოდ წყალქვეშაა. ამ შემთხვევაში ქედები ერთმანეთისაგან გათიშულია 2-3 კმ სისქის ნალექებით ამოვსებული 3-4,5 კმ სიღრმის გასწვრივი დეპრესიით.კუნძულთა რკალების უმეტესი ნაწილი წყნარი ოკეანის ჩრდილო და დასავლეთ კიდეზეა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. კუნძულთა რკალები ცნობილია ანტილ-კარიბის რეგიონსა და სკოშის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძულთა რკალების საზღვრებზე ღრმა ზღვის ღარებთან ერთად წარმოიქმნება აკრეციული პრიზმები.კუნძულთა რკალები ფორმირდება ფილების კონვერგენტული საზღვრების არეებში, სადაც ოკენური ფილა იძირება ოკეანური ფილის ქვეშ. კუნძულთა რკალების 2 ტიპი გამოიყოფა 1). ენსიალური და 2). ენსიმატური. ენსიალური კუნძულთა რკალის მაგალითია იაპონიის კუნძულები, ენსიმატურის მარიანას კუნძულთა რკალი. ენსიალური კუნძულთა რკალი ხასიათდება სქელი კონტინენტური ქერქით და განვითარებული გრანიტული ფენით. ენსიმატური კუნძულთა რკალებისათვის, რომელთა გრანიტული ფენა სუსტად არის განვითარებული, დამახასიათებელია ტიტანით ღარიბი და მაგნიუმით მდიდარი ანდეზიტები — ბონინიტები. ასევე კუნძულთა რკალებისთვის ვულკანური მოქმედებების ბოლო საფეხურზე დამახასიათებელია გამჟავიანების ტენდენცია.კუნძულთა რკალებისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ვულკანიზმი, სეისმურობა, მომატებული სითბური ნაკადი. კუნძულთა რკალების კომპლექსთან დაკავშირებულია ოქროს, სპილენძ-პორფირული, სპილენძ-ალმადნური, სპილენძ-ალმადან-პოლიმეტალური მადნები, რკალისწინა დანალექ აუზებში ცნობილია ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბუდობები. კუნძულთა რკალები, — დედამიწაზე ცნობილი ყველაზე უფრო გრანდიოზული მთათა ჯაჭვებია. სწორედ მათ ფარგლებში ფიქსირდება ხშირად დამანგრეველი მიწისძვრები. გაგება კუნძულთა რკალები და ვულკანური რკალები ერთმანეთს არ თანხვდება.

წყნარი ოკეანე

წყნარი ოკეანე — დედამიწის უდიდესი და უღრმესი ოკეანე. მდებარეობს დასავლეთით — ევრაზიასა და ავსტრალიას, აღმოსავლეთით — ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას და სამხრეთით — ანტარქტიდას შორის. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით; ინდოეთის ოკეანესთან საზღვარი გადის მალაკის სრუტის ჩრდილო კიდეზე, გაუყვება კუნძულ სუმატრის დასავლეთ ნაპირს, კუნძულების იავის, ტიმორისა და ახალი გვინეის სამხრეთ ნაპირებს, ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის აღმოსავლეთ ნაპირს და წყალქვეშა შემაღლებით უერთდება ანტარქტიდის ოტსის ნაპირს, ატლანტის ოკეანესთან საზღვარი გადის სენტ-ჩარლზის კონცხიდან ცეცხლოვან მიწამდე.წყნარი ოკეანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დააახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 19,5 ათას კილომეტრზე. ფართობი ზღვებთან ერთად — 178,684 მლნ. კმ², საშუალო სიღრმე — 3984 მ. წყნარი ოკეანის მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 10 994 მ აღწევს. აღნიშნული სიღრმე დაფიქსირებულია მარიანას ღარში. წყნარი ოკეანის გავლით დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მლნ. კმ²-ით ჭარბობს მსოფლიო ხმელეთის საერთო ფართობს.წყნარი ოკეანე მოქცეულია ყველა ნახევარსფეროში. სანაპირო ხაზი ძლიერ არის დანაწევრებული დასავლეთით და გასწორებულია ამერიკის სანაპიროებთან. ყველაზე მეტად გადაჭიმულია ეკვატორულ-ტროპიკულ სარტყელში, — 19,5 ათ. კილომეტრზე, რაც განაპირობებს მის მზის ენერგიის გიგანტური აკუმულატორის როლს დედამიწაზე. ეკვატორი წყნარ ოკეანეს ანაწილებს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანედ და სამხრეთ წყნარ ოკეანედ. მარიანას ღარი განფენილია ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და არის მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი.წყნარი ოკეანის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია ერთ ლითოსფერულ ფილაზე. საზღვრებზე სეისმური სარტყლებია. შელფი არც თუ ისე დიდია, განაპია მხარეებზე არის 25 ღრმა ზღვის ღარი. კუნძულთა რკალები და წყალქვეშა ქედები ოკეანეს გამოჰყოფენ განაპირა ზღვებისაგან და ოკეანის საგებს ყოფენ მრავალრიცხოვან დიდ და პატარა ქვაბულებად, რომელთა უმეტესობას აქვს ღრმაწყლიანი ღარი, რომელთა სიღრმე 6 ათ. მ აღემატება. წყნარი ოკეანის დამახასიათებელი თავისებურება სხვა ოკეანეებთან შედარებით არის მრავალრიცხოვანი კუნძულების არსებობა, განსაკუთრებით მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. სულ წყნარ ოკეანეში დაახლოებით 10 ათასი კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 1,26 მლნ. კმ².წყნარ ოკეანის ზღვებიდან აღსანიშნავია: არაფურის ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ბალის ზღვა, ბანდის ზღვა, ბერინგის ზღვა, ბისმარკის ზღვა, ვისაიანის ზღვა, იავის ზღვა, იაპონიის ზღვა, იაპონიის შიგა ზღვა, კამოტესის ზღვა, კოროს ზღვა, მარჯნის ზღვა, მინდანაოს ზღვა, მოლუკის ზღვა, ოხოტის ზღვა, სამარის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სავუს ზღვა, სერამის ზღვა, სიბუიანის ზღვა, სოლომონის ზღვა, სულავესის ზღვა, სულუს ზღვა, ტასმანის ზღვა, ფილიპინის ზღვა, ფიჯის ზღვა, ყვითელი ზღვა, ფლორესის ზღვა, ჩილეს ზღვა, ჰალმაჰერის ზღვა. ოკეანის დასავლეთ ნაწილში ბევრია განაპირა ზღვა.წყნარი ოკეანის კიდეებზე განლაგებულია მნიშვნელოვანი არქიპელაგები და კუნძულთა ჯგუფები — ალეუტის, კურილის, სახალინის, იაპონიის, ფილიპინის, მოლუკის, ზონდის, ფიჯის, ტონგის, ახალი ზელანდიისა და სხვა. ღია ოკეანეში არის მარკიზის, ჰავაის, საზოგადოების, სამოის, გალაპაგოსისა და სხვა კუნძულები. ბევრია მარჯნისა და ვულკანური წარმოშობის კუნძული, რომელთა შორის აღსანიშნავია: მარშალის, გილბერტის, ტოკელაუ, ფენიქსი, ტუამოტუ და სხვა, აგრეთვე აზევებული რიფები — მარკუსი, უეიკი, ნაურუ, ბანაბა, პენრინი და სხვა. წყნარი ოკეანის ნაპირები უმთავრესად ფიორდული და აბრაზიულია ხასიათისაა, ტროპიკულ ზონაში — მარჯნული.მართალია აზიისა და ოკეანეთის ხალხი წყნარ ოკეანეში ისტორიამდელი ეპოქიდან მოყოლებული მოგზაურობდა, თუმცაღა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი პირველად ევროპელებმა შეამჩნიეს XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ესპანელმა მოგზაურმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ გადაკვეთა პანამის ყელი 1513 წელს და აღმოაჩინა დიდი „სამხრეთის ზღვა“, რომელსაც ესპანურად უწოდა „Mar del Sur“. ოკეანის ამჟამინდელი სახელწოდება დაამკვიდრა პორტუგალიელმა მოგზაურმა ფერნანდო მაგელანმა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობისას 1521 წელს, როდესაც წააწყდა ოკეანისკენ მიმავალ ხელსაყრელ ქარებს. მან ოკეანეს უწოდა „Mar Pacífico“, რომელიც პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე აღნიშნავს „წყნარ ზღვას“.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.