პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირი, რომელსაც განსხვავებული უფლებები და ძალაუფლება აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შესაბამისად:

  • საპარლამენტო სისტემის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) უმაღლესი თანამდებობის პირი; ამ შემთხვევაში პრეზიდენტის (ან მონარქის) ძალაუფლება ნომინალურია და ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება.
  • საპრეზიდენტო და ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი არის თანამდებობის პირი, რომელიც მოქმედებს პრეზიდენტის დირექტივების შესაბამისად და კოორდინაციას უწევს მინისტრების მუშაობას.
CommonwealthPrimeMinisters1944
ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მრემიერ-მინისტრების შეხვედრა, 1944 წელი

იხილეთ აგრეთვე

2005

2005 (ორი ათას ხუთი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-5 წელი.

2006

2006 (ორი ათას ექვსი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-6 წელი.

20 დეკემბერი

20 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 354-ე დღე (ნაკიან წლებში — 355-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 11 დღე.

4 მაისი

4 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 124-ე დღე (ნაკიან წლებში - 125-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 241 დღე.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი — მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მთავრობის თავმჯდომარედ მონარქის მიერ ინიშნება პიროვნება ვინც სარგებლობს თემთა პალატის უმრავლესობის მხარდაჭერით (ძირითადად იმ პარტიის ლიდერი ვინც ფლობს უმრავლესობას). პრემიერ-მინისტრი და მინისტრები არიან პარლამენტის წევრებიც. 2019 წლის 24 ივლისიდან, პრემიერ-მინისტრი პოსტზე მსახურობს კონსერვატორი ბორის ჯონსონი.

პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია მდებარეობს დაუნინგ სტრიტზე.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი (დ. 20 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012-2015 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს. 2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი — ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. მას პრეზიდენტი არჩევს და უფლებამოსილებას პარლამენტი ანიჭებს.

ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ნოღაიდელი (დ. 22 ოქტომბერი, 1964, ქობულეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი

თურქეთის პრემიერ-მინისტრი (თურქ. Türkiye Cumhuriyeti Başbakanı) — თურქეთის მთავრობის ხელმძღვანელი. თურქეთის პრემიერ-მინისტრი არის პოლიტიკური კოალიციის ლიდერი თურქეთის პარლამენტში (მეჯლისი) და თურქეთის მთავრობის კაბინეტის ლიდერი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ შეირჩა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 2014 წლის აგვისტოში, რომელიც შეცვალა ამ პოსტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც გახდა თურქეთის პრეზიდენტი 2014 წლის 28 აგვისტოს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი

იაპონიის პრემიერ-მინისტრი — იაპონიის მთავრობის მეთაური. იგი ინიშნება პარლამენტის მიერ პარლამენტართაგან და შემდეგ იმპერატორი უმტკიცებს მას უფლებამოსილებას. როგორც მინისტრთა კაბინეტის უფროსი, იგი მინისტრებს ნიშნავს და ხსნის თანამდებობიდან. იაპონიის ახლანდელი პრემიერ-მინისტრია სინძო აბე, 2012 წლის 26 დეკემბრიდან.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.

იტალიის პრემიერ-მინისტრი

იტალიის პრემიერ-მინისტრი (იტალ. Presidente del Consiglio dei Ministri) — იტალიის მთავრობის მეთაური.

ფორმალურად ინიშნება იტალიის პრეზიდენტის მიერ, მაგრამ პრაქტიკულად არის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი. პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს მთავრობას და ასევე ფაქტობრივად არის ქვეყნის პირველი პირი, იგი წარმოადგენს იტალიას სხვა ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან შეხვედრებზე, ასევე საერთაშორისო სამიტებზე. პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება ინდივიდუალურად გაანთავისუფლოს მინისტრები.

პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია მდებარეობს სასახლე ჩიგიში.

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე (დ. 9 ივნისი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.

მოზამბიკის პრემიერ-მინისტრი

მოზამბიკის პრემიერ-მინისტრი — მოზამბიკის მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.

საპრეზიდენტო რესპუბლიკა

საპრეზიდენტოა რესპუბლიკა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური იმავდროულად მთავრობის მეთაურიცაა (მაგალითად აშშ). აქ აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევა ხდება საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად.

ნახევრად– საპრეზიდენტოა სისტემა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს სისტემა განსხვავდება საპრეზიდენტო სისტემისგან იმით, რომ აქ არსებობს აღმასრულებელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გარკვეულწილად პასუხისმგებელია საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე. პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ძალაუფლების განაწილების სისტემა ძლიერ მერყეობს ქვეყნებს შორის. ხშირად ის არ არის გაწერილი კონსტიტუციაში და ყალიბდება პოლიტიკური შეთანხმების სახით, როგორც ეს გვხვდება მაგალითად საფრანგეთის შემთხვევაში, სადაც პრეზიდენტი პასუხს აგებს საგარეო პოლიტიკაზე, ხოლო პრემიერ-მინისტრი – საშინაოზე.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი (ფრანგ. Premier ministre français) — მეხუთე რესპუბლიკაში არის ფუნქციური მთავრობისა და საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს მეთაური. მეორე, მესამე და მეოთხე რესპუბლიკების განმავლობაში, მთავრობის მეთაურს უწოდებდნენ მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტს (ფრანგ. Président du Conseil des Ministres), ჩვეულებრივ კი, შემოკლებულად საბჭოს პრეზიდენტი (ფრანგ. Président du Conseil).

პრემიერ მინისტრი სთავაზობს სხვა მინისტრების სიას პრეზიდენტს.

საფრანგეთის ახლანდელი პრემიერ-მინისტრია ედუარდ ფილიპსი, რომელიც 2017 წლის 15 მაისს დანიშნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს მთავრობის მეთაური, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზაციას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს..

სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი — სომხეთის მთავრობის მეთაური. კონსტიტუციის მიხედვით მისი უფებამოსილებაა გააკონტროლოს მთავრობისა და მინისტრების საქმიანობა. პრემიერ-მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი, თუმცა უნდობლობის გამოცხადება შეუძლია პარლამენტსაც.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი (მაკედ. Претседател на Владата на Република Македонија) — ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის თავმჯდომარე. ის არის ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკური კოალიციის ლიდერი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მეთაური. ჩრდილოეთ მაკედონიის მოქმედი პრემიერ-მინისტრი არის ნიკოლა გრუევსკი, 2006 წლის 27 აგვისტოდან.

მთავრობის თავმჯდომარეები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.